მთავარი შეცდომა, რომელსაც ქალი მამაკაცთან ურთიერთობისას უშვებს

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , , ,

15884_540

ავტორი: Dv0rsky

ხშირად კამათისა და წყენის თავიდან აცილება სულ ადვილი შესაძლებელია. საკმარისია გვახსოვდეს, რომ მამაკაცთან ქალის ენაზე საუბარი არ შეიძლება:

  • ქალისთვის თვითგამოხატვის მთავარი საშუალება მეტყველებაა. როცა მამაკაცს რამდენიმე საქმე აქვს მოსაგვარებელი, ის იტყვის: "საქმე მაქვს, მოგვიანებით შევხვდებით", ქალი კი თანამოსაუბრეს სათითაოდ ჩამოუთვლის ყველა საქმეს და მათ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.რატომ აღიზიანებთ ეს მამაკაცებს? საკითხის გადაჭრისადმი ქალურ მიდგომას, "ხმამაღლა ფიქრს", მამაკაცი აღიქვამს გაუთავებელ და დამღლელ ყბედობად, რომელიც ერთ ყურში უნდა შეუშვა და მეორიდან გამოუშვა.იმისთვის, რომ პრობლემებზე აღარ იფიქრო, არსებობს ერთადერთი გზა - მათზე საუბარი. მაგრამ ნუ ეცდებით, თქვენი ტვირთი სხვას გადაულოცოთ. გაანდეთ თქვენი საფიქრალი მამაკაცს და დაიმახსოვრეთ: მისი დუმილი იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის "ყველაფერი სულერთია".
  • ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის ინფორმაციის ნაკადი ქალს უფრო მძლავრი აქვს. გარდა ამისა, მის ტვინში არის სპეციალური უბანი, რომელიც მეტყველებას განაგებს, ამიტომაც შეუძლია, რამდენიმე საკითხზე ერთდროულად ისაუბროს. მამაკაცის ტვინი ერთ ხაზს მიჰყვება და ინფორმაციას მხოლოდ ერთ თემაზე ამუშავებს, ქალს კი შეუძლია, დაიწყოს ერთი საგნით, შუა წინადადებაში გადახტეს მეორეზე და შემდეგ გაუფრთხილებლად დაუბრუნდეს პირველს, გზად კი სხვა თემასაც შეეხოს. ამას მამაკაცი მოთმინებიდან გამოჰყავს. ასე რომ, თუ გსურთ, მამაკაცმა მოგისმინოთ და გაგიგოთ, საუბრისას ერთი თემიდან მეორეზე ნუ გადახტებით. ისაუბრეთ მხოლოდ ერთ, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე.
  • მამაკაცები თანამოსაუბრეს სიტყვას მხოლოდ მაშინ აწყვეტინებენ, როდესაც მის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი ან მასში მეტოქეს ხედავენ, ქალებისთვის კი საუბარში რეპლიკების ჩართვა თანამოსაუბრისადმი ყურადღების გამოხატვად ითვლება. მიუხედავად ამისა, ქალის მცდელობა

გაგრძელება იხილეთ აქ>>>www.dgiuri.com



0 comment(s) to... “მთავარი შეცდომა, რომელსაც ქალი მამაკაცთან ურთიერთობისას უშვებს”