Showing posts with label პოლიტიკა. Show all posts
Showing posts with label პოლიტიკა. Show all posts



)




MP3: http://www.sendspace.com/file/a5s8pv























IKost Remix:






სისტემა უნდა დაინგრეს!

Rape me!

ფორმალურად მზე ამოდის
ამათ ჩაის არ ვსვამ
პულტი უკვე გადაიწვა
ტელევიზორს დავწვავ
ყველა კი არ გაფრინდება
ცოცხზე ვისაც დასვამ
ზედმეტად პოზიტიური ვარ
მითხარი რას სვამ
უკვე ზურგი შეგაგციათ
საკუთარმა მასამ
კოსმოთერმო ციხე უნდა აგიშენოთ ნასამ
რას სვამ?
უკვე აგრესიის ჯერია
მე იმ ძაღლის დედა მოვტყან
ვინც თვითონ დასაჭერია


ქალაქი თბილისი
ციხე ნომერი რვა
პატიმრებს მხარდაჭერა
მოძალადეს დედის ტყვნა
ქალაქი თბილისი
ციხე ნომერი რვა
პატიმრებს მხარდაჭერა
მოძალადეს დედის ტყვნა

ცისფერი განათების
პოლიცია მილიცია
მეკითხებიან ხმა ვისთვის როდის მიგიცია
მიკონტროლებ მე ფიქრებს
ისაკუთრებ სხეულს
მე შენი სამართლისთვის
პაგონებზე მიმიფსია
განრისხებული ერთი
ათიათასად იქცა
თუ გინდათ გაჩვენებთ თუ როგორ უნდა შარვლის ჩახდა
ყვიროდა ერთი-ორი, ახლა ყვირის ბევრი
ამ ციხის ასაღებად მოვა მთელი ერი

ფორმა ღიპზე
კანონები ზურგად
აბა უფორმოდ გაიარე
ერთი ტრაკი თუ გაქვს
მე გეხვეწები ნუ მკლავ
აღელვებული სუნთქავ
ცოცხები ახლა ჩვენ გვაქვს
და გაგთხრით ისევ უკან

მე ხომ ყველაფერი მტკენია
მე ხომ ყველაფერი მსმენია
მე მხოლოდ თქვენი გამკვირვებია
სისტემა კლავს, კლავს , კლავს
მე ხომ ყველაფერი მსმენია
მე ხომ ყველაფერი მტკენია
მე მხოლოდ თქვენი გამკვირვებია
სისტემა კლავს, კლავს , კლავს

მეგობარი ფეისბუკზე
აზიარებს ლინკებს
სისტემა ჰგავს  დამპალ სახლს
თქვენ, მის კედლებზე ხვლიკებს
აღარავინ დაგიჩოქებთ
მასა ძალას იკრებს
თვითონ ჰგევხართ
განდონებით შემოსილ დუბინკებს
დემოკრატია ზანტია
ყლეზე მკიდია პარტია
გაიხადეთ მოსამართლის სისხლიანი მანტია
ტელეეკრანებიდანაც ვეღარაფერს დაგვაბოლებთ
უკან გაიკეთეთ თქვენი თავისუფლების ქარტია

იმას რაც ციხეში მოხდა
არ უშველის ბოდიშის მოხდა
მთელი მსოფლიო გაიგებს
სისტემა უნდა დაინგრეს

ქალაქი თბილისი
ციხე ნომერი რვა
პატიმრებს მხარდაჭერა
მოძალადეს დედის ტყვნა
ქალაქი თბილისი
ციხე ნომერი რვა
პატიმრებს მხარდაჭერა
მოძალადეს დედის ტყვნა


როცა სისტემა პატიოსნებას გართმევს
როცა ღირსებას ბოზურად ძალით გართმევენ ქართველს
მაშინ გამოდი ძებნა დავუწყოთ  მართველს
ჯერ მგლებმა დაგლიჯეთ
მერე შეუგდოთ ქათმებს
კანონის მცველებო 
გააღეთ ციხის კარები
ამ ყველაფრისთვის იცოდეთ
იქეთ ხართ მოსატყნავები
მივმართავ მეფეს, დედოფალს, მხედრებს და პაიკებს
ჩვენ ვდგევართ ყველა ციხესთან
სისტემა უნდა დაინგრეს!

ძალადობა ძირს!
ჩვენ უკვე დავკარგეთ ნდობა დიდიხნის წინ
ბევრი ვართ, ვერ აგვიკრავენ პირს
მე ვერ დავხუჭავ თვალს , ანდა გავდგები განზე
როცა სისტემა სისტემატიურად გვაჯვამს თავზე
მოეგეთ გონს, მეტი რაღა უნდა მოხდეს
ეს ყველაფერი დროზე უნდა მორჩეს
შენც ნუ აუვლი გვერდს, თორემ არ გაგიკვირდეს
ის ცოცხი შენს ტრაკში რომ აღმოჩნდეს.

თუ ებრძვი იმპერიას
რევოლუციას საკუთარ თავში
უდრის ევოლუციას
ამარცხებს ძილს, ამარცხებს ძილს, ძილს და სახელმწიფოს

Rape me! Again!




Kung Fu Junkie
Landmark
Me and my monkey
სერგი გვარჯალაძე
Svansikh
ჯერონიმო
KazzyJazz
მაქს მაჩაიძე
Dreamsoiuz
ერეკლე დეისაძე

პროდუქცია:
ნაჯა ორაშვილი
გიორგი ასანიშვილი
სერგი გვარჯალაძე



15 ოქტომბერს, 951 ქალაქში, 82 ქვეყანაში, ჩაივლის მასობრივი დემონსტრაციები ლოზუნგით "გაერთიანებული გლობალური ცვლილებისათვის"
დამატებითი ინფორმაცია იხილე აქ









ჯოშუა კიტინგი

15 აგვისტოს, ახალი ფილმის „აგვისტოს ხუთი დღის“ ამერიკულ პრემიერას დავესწარი. ე.წ. „ექშენი“ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს არის გადაღებული. ფილმთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა ინტერესმა ძირითადად შემდეგი საკითხის ირგვლივ მოიყარა თავი: ვინ არის მისი დამფინანსებელი. ფილმის ყველაზე მსხვილი სპონსორი ქართველი ოქროს მაგნატი და ამავდროულად ქვეყნის პარლამენტის წევრია, ფილმის შემქნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართველმა სამხედროებმა, ფილმის რეჟისორი ნაკლებად ნიჭიერი რეჟისორი რენი ჰარლინია, რომელიც დიდწილად ცნობილია უფრო პოპკორნული მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით, როგორებიცაა „კერკეტი კაკალი 2“ და „მთამსვლელი“, ვიდრე პოლიტიკური დრამებით

იხილე ვრცლად აქ


Präsident Obama (2. v. l.), Vize-Präsisent Joe Biden (l.) und Außenministerin Hilary Clinton (2. v. r) verfolgen  mit Mitgliedern des National Security Team die Aktion gegen Osama Bin Laden per Videoübertragung. © AFP / White House / Pete Souza


ასე, ლაივში ადევნებდნენ თვალს თეთრ სახლში ოსამა ბინ ლადენის განადგურების ოპერაციას.



Präsident Obama (2. v. l.), Vize-Präsisent Joe Biden (l.) und Außenministerin Hilary Clinton (2. v. r) verfolgen  mit Mitgliedern des National Security Team die Aktion gegen Osama Bin Laden per Videoübertragung. © AFP / White House / Pete Souza



ელენ ბარი
სექსუალური ფისუნიას პროფესია საქართველოში მყარ კარიერად ვერ ჩაითვლება. თუ შორენა ბეგაშვილმა ეს მაშინ ვერ გააცნობიერა, როდესაც ქართული  Playboy-ს მოდელი იყო (ჟურნალის სულ 8 ნომერი გამოვიდა და შემდეგ მისი გამოცემა შეწყდა),  როდესაც მისი ეროტიკული სატელევიზიო თოქ-შოუ დაიხურა (გადაცემა ეთერში 6 თვის მანძილზე გადიოდა), მაშინ ამას მშვენივრად მიხვდაშოუს გაჩერებას ყველა იმდენად ელოდა, რომ ერთმა თბილისელმა ბლოგერმა თავისი მკითხველებისთვის ასეთი გამოკითხვაც კი ჩაატარა: „როდის გააუქმებენ „ღამეს შორენასთან?”” პროდიუსერები იმდენად ფრთხილობდნენ, რომ შოუში სამოსისა და სამზარეულოს ეროტიკულ ასპექტებზე საუბრობდნენ. „სიმართლე გითხრათ“ – ამბობს ბეგაშვილი – „ჩვენ ყველაფერზე ვლაპარაკობდით, გარდა სექსისა“.
იხილე სრული სტატია აქ





ჯენიფერ პრესტონი
რადგან Facebook-მა წამყვანი როლი ითამაშა აჯანყებებში, რომლებსაც ტუნისსა და ეგვიპტეში ხელისუფლების დამხობა მოჰყვა, შეიძლებოდა იმის წარმოდგენა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ამ ისტორიული მომენტით ისარგებლებდა, რათა საკუთარი ქსელი დემოკრატიული ცვლილებების ლოკომოტივად წარმოეჩინა. თუმცა, მას ამაზე საუბარიც კი არ სურს.
ახალო აღმოსავლეთში აჯანყებების შემდეგ ეს მედია გიგანტი სხვადასხვა მხრიდან ზეწოლას განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სოციალური ქსელი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორი აქტივისტების ხელში ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთ ძირითად ინტრუმენტად იქცა, მას არ სურს, რომ მიკერძოებულად და ცალმხრივად მიიჩნიონ.    

იხილე სრული სტატია აქ




Al Jazeera ს კორესპონდენტები და ჩვეულებრივი მოქალაქეები იუწყებიან იმის შესახებ თუ რა ხდება ეგვიპტეში ახლა.
იხილე ბლოგი აქ
File 6631

File 6611





mishegova

 

 




get_img

ავტორი: სოფიკო დიასამიძე

 

არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა ბათუმში ხშირად ახსენებენ ცნობილ გუსტავ ეიფელს და მის კიდევ უფრო სახელგანთქმულ კოშკს. ყოველი შემთხვევისათვის ფრანგი ინჟინრის გვარი ყოველთვის მესმის, როდესაც ახალი არქიტექტურული ნაგებობების გამო იწყება კამათი.

სამშობიაროს გვერდით, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში რამდენიმესართულიანი კიტჩი აღიმართა, სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ უგემოვნებას მყვირალა სახელით - „მთელი ბათუმი ერთ სახლში". რა გავიფიქრე მისი დანახვისას? რაც ალბათ, სხვებმაც გაიფიქრეს „ამის არქიტექტორსაც და ნებართვის გამცემსაც, ხელები უნდა მოამტვრიოს კაცმა“. ხმამაღლა გამოვთქვი უკმაყოფილება და მიპასუხეს - „ეიფელის კოშკსაც თავდაპირველად აღშფოთებული შეხვდა საზოგადოებაო“.

თეატრის მოედანზე დიდი ხომალდის გემბანივით აჭრელებული მრავალსართულიანი სახლები, მოოქროვილი ლომები, მოოქროვილი ნეპტუნი თუ პოსეიდონი, მოოქროვილი კაპიტელი და თეატრის ფრონტონზე საშინელზე უსაშინლესი  რელიეფი გავაპროტესტე. ისევ ეიფელი შემახსენეს.

პიაცაზე ქალის მოოქროვილი ქანდაკების დანახვაზე გავოგნდი, იქვე ეიფელიც მაახლეს. კიდევ კარგი უნიჭობის ნიმუში მალე იქაურობას მოაშორეს.  
სახელმწიფო ბანკის შენობას უსაშველოდ დიდი გუმბათი დააშენეს და ამ მონსტრმა გვერდით მყოფი ორი ულამაზესი კულტურული ძეგლი შთანთქა. რაღაც გუმბათომანია დაემართა ქალაქს. არ მომწონს. ნერვებსაც მიშლის. რატომ? თვისება დაკარგა  ქალაქმა! სიმშვიდე დაიკარგა! სივრცე დაიხშო!
არ მეთანხმებით?
ეს გუმბათი საღამოს შევამჩნიე, როცა კინოფესტივალზე მომდევნო სეანსის მოლოდინში იქვე ნეპტუნთან დრო გამყავდა. თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა ვთქვი:
- რას აკეთებენ!
-ქალაქს გიუშნოვებენ - ძალიან მშვიდი ხმით მიპასუხა ქალბატონმა, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა და შადრევანთან მოთამაშე ბავშვს ადევნებდა თვალყურს. კილოზე ეტყობოდა, ბათუმელი არ უნდა ყოფილიყო. >>> იხილე გაგრძელება >>> www.netgazeti.ge

images

ავტორი:

ლიკა გიგინეიშვილი

სახელმწიფო პროექტი –კომპიუტერები ყველასათვის’– სინამდვილეში სულაც არ არის ყველასთვის. პროექტის ფარგლებში კომპიუტერების შეძენა მხოლოდ 22-დან 66 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შეეძლებათ. ყველაზე იაფფასიანი – 550 ლარიანი კომპიუტერის შესყიდვას კი პროექტის მომხმარებლები 730 ლარად შეძლებენ.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, რომლის პრეზენტაციაც გუშინ რედისონში შედგა, კომპიუტერის შეძენის მსურველმა კომერციულ ბანკში  აღნიშნული კომპიუტერის ღირებულების 20% უნდა გადაიხადოს, რის შემდეგაც დანარჩენი თანხა შეუძლია  განვადებით (მაქსიმუმ ორწლიანი) დაფაროს – დღეში 1–დან 4 ლარამდე გადახდის გრაფიკით.

პროექტის ბენეფიციარი შეიძლება გახდეს  საქართველოს მოქალაქე, რომელიც 22–65 წლისაა და  შემოსავლის ნებისმიერი წყარო გააჩნია. პროექტში  მონაწილეობისთვის მსურველი ალგორითმის ან ალტას მაღაზიებში უნდა მივიდეს, აარჩიოს კომპიუტერი, წარადგინოს პირადობის მოწმობა და დაახლოებით 10 წუთში იგი ტაოპრივატ ბანკის ან საქათველოს ბანკის წარმომადგენლისგან პასუხს მიიღებს– თანახმაა თუ არა ბანკი,  ამ კონკრეტულ ადამიანზე განვადება გასცეს.

პროექტში– კომპიუტერები ყველასათვის – რამდენიმე სახის პერსონალური კომპიუტერი (შედარებით სუსტი, საშუალო და ძლიერი მონაცემების მქონე), ასუსის ნეტბუქი და ფუჯიტსუ ლაიფბუქია წარმოდგენილი.

წარმოდგენილი სახეობებიდან კლიენტს თავად შეუძლია აირჩიოს, რა ღირებულებისა და სიმძლავრის კომპიუტერის შეძენა სურს.

ყველაზე იაფად, ანუ 550 ლარად პერსონალური კომპიუტერისა და  ასუსის ნეტბუქის  (eeepc 1001 px)  შეძენაა შესაძლებელი. განვადების დასამტკიცებლად, აუცილებელია წინასწარ თანხის 20%–ის შეტანა. ამიტომ მსურველი პირველად შესატანს –110 ლარს, ხოლო შემდეგი 24 თვის განმავლობაში თვეში 26 ლარს გადაიხდის. საბოლოოდ, მსურველმა 550 ლარიან კომპიუტერში 180 ლარით მეტი (ბანკის პროცენტული დანამატიანად), ანუ 730 ლარი უნდა გადაიხადოს.

იმავე ტიპის ასუსის ნეტბუქი ალტაში ამჟამად  642 ლარი ღირს. ნეტგაზეთმა ერთ-ერთი ბანკის წარმომადგენელს სთხოვა, დაეთვალა, რამდენი ლარის გადახდა მოუწევდა კლიენტს, თუ ამ ნეტბუქს პროექტის გარეშე შეიძენდა. აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში, კლიენტმა ბანკში წინასწარ 140 ლარი (წინასწარი შესატანი 20% და საკომისიო) უნდა შეიტანოს, ხოლო ორწლიანი განვადებით, ზედმეტი საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 380 ლარი იქნება. ანუ იმავე ტიპის ნეტბუქში კლიენტს, რომელიც სახელმწიფო პროექტში არ მონაწილეობს,  დაახლოებით 1000 ლარის გადახდა მოუწევს.

მაღაზია ალგორითმის მენეჯერი, შაკო ასლამაზაშვილი ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ მოქალაქეები ორწლიანი განვადებით ისარგებლებენ, მაღაზიაში იქნება ფასდაკლებაც.

,,ძირითადად, ფასდაკლება გვაქვს მონიტორებზე, მაგალითად, 19X46 ზომის მონიტორი ახლა 288 ლარი ღირს, ხოლო აქციის ფარგლებში  227 ლარი ეღირება, 295 –ლარიან მონიტორს 240 ლარად გავყიდით’’.

პროექტი ,,კომპიუტერი ყველასათვის’’ 22 ოქტომბრიდან ოფიციალურად თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დაიწყება. მანამდე კი, 11 ოქტომბრიდან, პროგრამის საპილოტე პერიოდი იქნება.

,,ჩვენ აქტიურად ვეძებთ რეგიონალურ კომპანიებს და ვთანამშრომლობთ მათთან, რათა პროექტის მასშტაბი გაიზარდოს, რომ ჩვენ გვქონდეს საშუალება, მომხმარებელს სამხრეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოსა და კახეთის რეგიონში მოვემსახუროთ’’, - განაცხადა პრეზენტაციაზე ირაკლი კაკაბაძემ, კომპანია ალტასწარმომადგენელმა.

ტაოპრივატბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ მასურაშვილის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ბანკის ,,შავ სიაში’’ არიან შეტანილი…>>> იხილე გაგრძელება >>>

nanuka

ავტორი:  ნინო ბექიშვილი

 

"ერთი ამბავი გავიგე, რომელმაც ძალიან შემაშინა! არ ვიცი, რატომ შემეშინდა, მაგრამ ძალიან შემეშინდა, ძალიან შემეშინდა, ძალიან შემეშინდა! გავიგე, რომ ასათიანზე ფსიქიატრიული იხურება და ძალიან შემეშინდა!"

იკითხავთ, ვის შეშინდაო და გიპასუხებთ: ნანუკას შეეშინდა. აი, იმას, გაუგებარი შოუ რომ მიყავს "იმედზე". ვერ გეტყვით, იქნებ არც არის ეს შოუ გაუგებარი. თავიდან ბოლომდე არასდროს მინახავს. ნანუკა პრეზიდენტს რომ ჩუსტებზე ეჭუკჭუკებოდა, მარტო ეგ ვნახე, ისიც მოგვიანებით, ინტერნეტში. სულაც არ ვფიქრობ, რომ ამგვარი გადაცემები არ უნდა არსებობდეს. ვიღაცას ალბათ ეს სიყვითლეც სჭირდება. ისე, რაღა ყვითელი გამოდის, როცა ქვეყნის პირველი პირთან ექსკლუზიურ ინტერვიუს წერს?!

გუშინწინაც შემთხვევით შევესწარი და გავიგე, რომ ნანუკასაც კი, ვინც ახლა სწორედ მათთანაა, ქვეყანას რომ აშინებენ, შეიძლება ძალიან შეეშინდეს. შეეშინდეს ყველაზე დაუცველი ჯგუფის - ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების.

ეს სტერეოტიპიც საბჭოთა დროიდან მოგვყვება და იმის მაგივრად, რომ თვალებში გამოვიხედოთ და ამ ადამიანების მიმართ დამოკიდებულება შევიცვალოთ, ერთ-ერთ ნაციონალურ არხზე გვეუბენებიან, რომ ძალიან შეშინდნენ და ჩვენც უნდა შეგვეშინდეს. არადა, ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტთაგან, მხოლოდ სამი პროცენტი შეიძლება იყოს საშიში. ისიც, დაავადების გამწვავების პერიოდში. დანარჩენი - სრულიად უწყინარია. თანამედროვე ფსიქიატრია პაციენტების უმეტესობას აძლევს საშულებას მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრებით იცხოვრონ - ისწავლონ, იმუშაონ, შექმნან ოჯახი და ა. შ. სწორედ ამიტომ აღარ არის საჭირო დღეს ციხესავით ფსიქიატრიულები და დასავლეთში, ჩვეულებრივ, ყველა საერთო პროფილის მქონე კლინიკას აქვს შესაბამისი განყოფილება. ისე, როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი ასათიანზე მარტო იმიტომ ცხოვრობს, რომ წასასვლელი არსად აქვს.

გამახსენდა მალხაზ გულაშვილი, ბასილ კობახიძეზე საზოგადოებრივი არხის ეთერში რომ თქვა, მაგას როგორ უსმენთ, როცა რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულშიო და ამ ნათქვამისთვის არავინაც არ მოსთხოვა პასუხი. მერე მოვლენები სწრაფად განვითარდა, გულაშვილი გაიქცა და ეს ეპიზოდიც დაგვავიწყდა.

ახლა ვფიქრობ,  შეიძლება თუ არა, რომ ვინმე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანმა ნანუკას უჩივლოს? ან რომელიმე არასამთავრობომ, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების უფლებას იცავს? არ ვიცი. მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, ამას არავინ გააკეთებს.

ნეტავ, ვინ დაუწერა ნანუკას ეს მონოლოგი? >>> იხილე გაგრძელება >>> liberali.ge