Showing posts with label კინო. Show all posts
Showing posts with label კინო. Show all posts

































2012 წელს თიბისი ბანკი 20 წლის ხდება. “20 წელი - 12 თვე” საიუბილეო პროექტია, რომელიც ემსახურება ქართული კულტურის განვითარებასა და გაძლიერებას.
კალენდარი
პროექტის საწყისი ნაწილის ფარგლებში შეიქმნა 12 შემოქმედებითი წყვილი. წყვილები დაკომპლექტდა ცნობილი ქართველი მწერლებისა და ფოტოგრაფებისაგან. მათ სამუშაოდ გადაუნაწილდათ 12 თვე და თითოეულმა მათგანმა შექმნა ორიგინალური ნამუშევარი კონკრეტულ თვესთან დაკავშირებით. ნოველებსა და ფოტოებს გაეცნობით კალენდარში.
ფილმი
12 ნოველის მიხედვით უნდა შეიქმნას მხატვრული ფილმი. ცხადდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია კინო-სამყაროს ნებისმიერს წარმომადგენელს, ვისაც სურს ფილმის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. კონკურსის შედეგად შეირჩევა თითოეულ ნოველაზე მომუშავე შემოქმედებითი ჯგუფი (სცენარისტი; რეჟისორი; ოპერატორი; მხატვარი; კომპოზიტორი). კონკურის მონაწილეებს შეაფასებს პროფესიონალი ჟიური. 12 ჯგუფის დაკომპლექტების შემდეგ, პრე-პროდაქშენის პერიოდში, მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური, დარგობრივი მასტერკლასები მსოფლიო დონის ვარსკვლავებისგან. ფილმის პრემიერა შედგება 2012 წლის 17 დეკემბერს.





სხვა ფინალი არის 2003 წლის დოკუმენტური ფილმი, 2002 წლის ყველაზე წარუმატებელი ორი ნაციონალური გუნდის ბუტანის და მონსერატის მატჩის შესახებ.





Patrick Boivin მა არაერთხელ სცადა მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის Enfin l'Automne (Fall, Finally) დაფინანსება, მაგრამ კინოსტუდიები ვერ ხედავდნენ კომერციულ პოტენციალს მის სასიყვარულო დრამაში. სწორედ ამან განაპირობა ის რომ პატრიკმა მეგობრებთან ერთად "შეაკოწიწა" 45000 დოლარი, ფილმი დამოუკიდებლად გადაიღო და 30 აგვისტოს ექსკლუზიურად YouTube ზე გამოაქვეყნა.
უფასო და ლეგალური მუსიკალური ფაილების (გაიხსენე Radiohead ის „გადაიხადე რამდენიც გინდა“ ალბომი In Rainbows )შემდეგ სავარაუდოთ კინომატოგრაფებიც ნელ ნელა ეგრედწოდებულ Free downloads მიმართავენ. საკითხავია საიდან მოხდება თანხების ამოღება.
სავარაუდო შემოსავლის წყაროდ ისევ ფილმებში პროდუქტის განთავსება, ინტერნეტ სარეკლამო ბანერები ან მაყურებლების შემოწირულობები შეიძლება იქცეს. გამომდინარე იქიდან რომ ინტერნეტი იძლევა საშუალებას ტექნოლოგიურად მრავალფეროვანი გახადოს კინოჩვენება, ასევე მოსალოდნელია მსხვილი ინტერნეტ კომპანიების( Google) დაინტერესება კინოსფეროთი. 
პატრიკი კი იმედოვნებს რომ ფილმს ასეთი ხერხით უფრო ბევრი კინომოყვარული იხილავს  და შესაბამისად სამომავლო პროექტებისათვის  თანხების მოძიებაც გამარტივებდება.

P.S რამდენიმე წლის წინ ჩვენც გამოვაქვეყნეთ უფასოთ ელექტრონავტები MyVideo.Ge ზე და ეჭვი გვაქვს რომ ის მაყურებელი რომელზეც იყო გათვლილი ფილმი დღესაც პოულობს და ავრცელებს მას ინტერნეტით.

ჯოშუა კიტინგი

15 აგვისტოს, ახალი ფილმის „აგვისტოს ხუთი დღის“ ამერიკულ პრემიერას დავესწარი. ე.წ. „ექშენი“ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს არის გადაღებული. ფილმთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა ინტერესმა ძირითადად შემდეგი საკითხის ირგვლივ მოიყარა თავი: ვინ არის მისი დამფინანსებელი. ფილმის ყველაზე მსხვილი სპონსორი ქართველი ოქროს მაგნატი და ამავდროულად ქვეყნის პარლამენტის წევრია, ფილმის შემქნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართველმა სამხედროებმა, ფილმის რეჟისორი ნაკლებად ნიჭიერი რეჟისორი რენი ჰარლინია, რომელიც დიდწილად ცნობილია უფრო პოპკორნული მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით, როგორებიცაა „კერკეტი კაკალი 2“ და „მთამსვლელი“, ვიდრე პოლიტიკური დრამებით

იხილე ვრცლად აქ

 


 

oscar

ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის ნომინანტები დაასახელა. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წარდგენილია შემდეგი ფილმები:

The Social Network
Black Swan
127 Hours
Inception
Winter's Bone
The Fighter
The Kids Are All Right
The King's Speech
Toy Story 3
True Grit

 

sergei-paradjanov-sayat-nova-colour-of-pomegranate-1968-avi_0005115521

ავტორი: გოგი გვახარია

(ყველაზე იდეალური იდეა კინოში)

კინორეჟისორის ხელობის სწავლება, როგორც წესი, ე.წ. “კულეშოვის ეფექტით” იწყება ხოლმე. ესაა მარტივი ექსპერიმენტი, რომელიც რუსმა კინორეჟისორმა, ლევ კულეშოვმა, გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩაატარა. დაჭრა ერთი რუსული ფილმი, იმ პერიოდის კინოვარსკვლავით, ივან მოჟუხინით მთავარ როლში და მოჟუხინის ყველაზე ნეიტრალურ ახლო ხედს “მიაწება” კადრები სხვა ფილმებიდან; ერთ კადრში სუპის ცარიელი თეფში იყო წარმოდგენილი, მეორეში – ვირთხა, მესამეში – კუბო. სხვადასხვა ფილმის კადრებით აწყობილმა მონტაჟურმა ფრაზებმა ლევ კულეშოვი დაარწმუნა, რომ კადრი მხოლოდ და მხოლოდ აგურია დიდ კონსტრუქციაში, რომელსაც “ფილმი” ჰქვია, და რომ ერთი და იგივე კადრების განსხვავებულ კომბინაციებს აბსოლუტურად განსხვავებული განწყობილების შექმნა შეუძლია; დაახლოებით ისე, როგორც წინადადებაში სიტყვების გადაადგილებისას ხდება ხოლმე: მარტივ წინადადებაშიც კი ორი სიტყვის გადაადგილებამ შეიძლება რადიკალურად შეცვალოს აზრი.

კულეშოვის ექსპერიმენტშიც ასეა – ივანე მოჟუხინი სადღაც კადრს მიღმა “იყურება”. მისი გამოსახულება არ იცვლება, მაგრამ განსხვავებულ კადრებთან “კონტაქტში” ხან დამშეულის (სუპის თეფში), ხან შეშინებულის (ვირთხა), ხანაც სასოწარკვეთილ და მგლოვიარე კაცის (კუბო) სახეს იღებს. ნათელია, რომ კინომონტაჟი ეფუძნება კონტაქტის, ურთიერთობის იდეას, რომლის თანახმად ეპიზოდის იდეა თუ კინემატოგრაფიული მხატვრული სახე უნდა ვეძებოთ არა ცალკეულ კადრებში (გამოსახულებებში), არამედ ამ კადრების კონტაქტში, ურთიერთობაში.

სერგეი ეიზენშტეინი – Sergei Eisenstein

“წერტილი, სადაც ორი მოცემულობის შეჯახებით იბადება აზრი” – წერდა ეიზენშტეინი მონტაჟზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რეალური “მოცემულობა”, ის, რასაც ვხედავთ, რაც შემოსაზღვრულია დროსა და სივრცეში, მეორე “მოცემულობასთან” კონტაქტში ბადებს “არახორცშესხმულ რეალობას” – აზრს, იდეას. ლათინურ ენას რომ დავუბრუნდეთ, ეს “მოცემულობა” იგივეა, რაც “პერსონა” (persona), იდეა კი იგივე, რაც “იმაგო” (imago). “პერსონა” ჯერ მსახიობის ნიღაბს ნიშნავდა, შემდეგ მის როლს, მერე ადამიანის როლს, ”იმაგო” კი – სახიერებას, ოცნებას, წარმოდგენას; “პერსონა” – ერთი ადამიანის, ადამიანთა ჯგუფის, ერის, რელიგიის, კულტურის ისტორიას, რომელიც სხვა “პერსონასთან”, სხვა კულტურასთან ურთიერთობაში ქმნის “იმაგოს”, ანუ – ისევ კულეშოვის ეფექტთან პარალელს თუ მივმართავთ – იდეას, რომელიც არაა ჩადებული არც ერთ და არც მეორე “პერსონაში” (თუ კულტურაში), რომელიც მხოლოდ განსხვავებულის შეჯახებით იბადება.

20-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირში ჰეგელიანურ-მარქსისტული იდეების დისკრედიტაცია ჯერ მხოლოდ იწყებოდა…  >>> იხილე გაგრძელება >>>

Untitled-2