Showing posts with label ტექნოლოგია. Show all posts
Showing posts with label ტექნოლოგია. Show all posts
























 მაღალხარისხიანი ობიექტივი თვითონვე იღებს და ინახავს გამოსახულებას და გადასცემს სმარტფოუნის ეკრანზე და შესაბამისად აზიარებს ნებისმიერ სოციალურ ქსელში

ფასი 250 და 500 აშშ დოლარი, გაყიდვაში ოქტომბრიდან.



რუბრიკაში რეცენზია, თქვენ ახალი აქტუალური ალბომების მიმოხილვას იხილავთ, რუბრიკა ცოცხალს სტუმრობს ჯგუფი წერილი, რუბრიკაში ვიდეოგრაფია, ტრადიციულად, ორიგინალური ვიდეონაწარმს გადავავლებთ თვალს, დროის კაფსულა კი წარმოგიდგენთ იუსტინ შაპიროს ფილმს - ჩვენი ზაფხული თეირანში. თემაზე სასაუბროდ კი ჩვენ სტუდიაში აღმოსავლეთმცოდნე, გიორგი ლობჟანიძე მოვიწვიეთ.



აქ შეგიძლიათ მოიძიოთ დამატებითი ინფორმაცია  გადაცემაში წარმოდგენილი მასალისათვის.


თემა: ქართული სერიალი


სტუმარი: ლევან კიტია




ვიდეოგრაფია:



Clubfeet - Everything You Wanted


The National Channel Zvuki Mu in ‘Sea of Love’ Video


Majical Cloudz - Childhood's End


Django Django - "WOR"


Iron and Wine "Joy"






ბაიტი:



low-fi ტექნოლოგიის ყურსასმენი
დეტროიტის  ლომები
Viber Desktop
ჯიბის კონვერტერი
hyperlapse




რეცენზია:


Savages – Silence Yourself


Dirty Beaches – Drifters / Love is the Devil


Chance the Rapper – Acid Rap


Colleen – The Weighing of the Heart

Mutual Friends




ცოცხალი






სტატუსის სიმბოლო:


ლამბორჯინი ‘ეგოისტა’


შანელი


ჟივენში


     აი მაქსის კინოთეატრი


რონალდუ საათის რეკლამაში



ფუტურისტიკა:


მფრინავი მანქანა
ირანული რობოტი:
 


ლედ ნათურები


ჩინეთი




კინოთეკა:



Re-incarnated


Epic
Riddick


Gravity



Disney’s Planes, Sneak Peak




დროის კაფსულა


სტუმარი: გიორგი ლობჟანიძე







ჩამოტვირთე viber.com ზე





მეწამორის ატომური რეაქტორი სულ რაღაც 350 კილომეტრით არის დაშორებული თბილისიდან. უძველესი და უვარგისი საბჭოთა ტექნოლოგიით არის ასენებული და სეისმურ ზონაში მდებარეობს.  გაავრცელეთ და დაალაიკეთ ეს ჯგუფი თუ მომხრეები ხართ.
SHUT DOWN Metsamor Nuclear Power Plant in Armenia

Untitled-2

ამ აპლიკაციის დაყენების შემთხვევაში, iPhone_ს, კამერის  საშუალებით,  შეუძლია თარგმნოს ნაბეჭდი სიტყვები ერთი ენიდან მეორეზე...

-4213

via ტაბულა

 

ჯენერალ მოტორსის ყველაზე მასობრივი ბრენდი შევროლე თავის სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ავეოს ბაზაზე, უგზოობის მოდელის წარმოებას აპირებს. ამ ინფორმაციას ინგლისური გამოცემა ავტოქარი ავრცელებს. ჟურნალის ცნობითვე, პროექტის განხორციელება დაწყებულია. ახალი ავტომობილის შემუშავება შევროლეს კორეულ ტექნოლოგიურ ცენტრში მიმდინარეობს. წინასწარი ვარაუდით, ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა 2012 წელს უნდა ჩატარდეს.
ავტოქარის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რომელიც ჟურნალმა „გენერლების” კორეული შტოს დიზაინის დირექტორ ტაევონ კიმისგან მიიღო, უგზოობის ახალი ავტომობილისთვის, შევროლე ჰეჩბეკ ავეოს დაგრძელებულ პლატფორმას გამოიყენებს. ამასთან, მყიდველს არჩევანი ექნება – შეიძინოს სრულამძრავიანი მოდელი, თუ მხოლოდ წინა წამყვანბორბლიანი.
რაც შეეხება ავტომობილის გარეგნობას, ის შევროლეს კორპორატიულ სტილში შესრულდება. სალონში კი ყველაფერი მაღალი ხარისხისა იქნება. უგზოობის პატარა ავტომობილის სალონში გამოიყენებენ შევროლეს ეგრეთ წოდებულ ორმაგი კოკპიტის დიზაინს, რომელიც პირველად კომპაქტურ სედან კრუზზე ვიხილეთ.
ამასთან, ტაევონ კიმმა განაცხადა, რომ მომავალში, ანალოგიურ ავტომობილს ჯენერალ მოტორსის გერმანული შტო ოპელიც გამოუშვებს, თუმცა ისიც დასძინა, რომ ეს ორი ავტომობილი სხვადასხვა აუდიენციაზე იქნება გათვლილი. ორ ავტომობილს შორის განსხვავებაც უფრო მეტი იქნება, ვიდრე შევროლე კაპტივასა და ოპელ ანტარას შორისაა, რომლებსაც ძარის ზოგიერთი პანელიც კი ერთნაირი აქვთ… >>> იხილე გაგრძელება >>> www.tabula.ge

19-wallpaper-hallowen

 

გიორგი კიკონიშვილი

"ნუ იქნებით უცხოური მოდის ბრმა თაყვანისმცემლები" - ეს სიტყვები რაღათქმაუნდა ილია მეორეს ეკუთვნის. ამის თქმა იყო და მთელ ერს ჯერ ფსიქიკური ერექცია დაემართა, მერე კი ერთადვე წამოიშალნენ ერთი ჩვეულებრივი კოსტიუმირებული კარნავალის - ჰელოუინის წინააღმდეგ.

ორი წლის წინ ვითომ მართლმადიდებლური, რეალურად კი ფაშისტური ორგანიზაციის მმკ-ს წევრებმა მათი წინამძღოლის, 21-ე საუკუნის ქართველი ინკვიზიტორის, დავით ისაკაძის მიერ ნაკურთხი მუშტებით კარგად ჩაუნაყეს თავ-პირი გასართობად შეკრებილ ახალგაზრდებს და ყველა, ვისაც ამ კარნავალში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა სატანისტებად შერაცხეს და შეაჩვენეს. ასე დატრიალდა ტოტალურად გაუნათლებელი, ფარისეველი და მოძალადე ცხვრის ჯოგის ბორბალი და გადაუარა ყველას, ვისაც კი სიტყვა "ჰელ......" დაცდა პირიდან.

მოძალადეთა არგუმენტები ასეთია: ჰელოუინი წარმართული წარმოშობისაა (მაშასადამე, "სატანისტური"). ჰელოუინი ამერიკულია, უცხოურია, "ფირმაა" (მაშასადამე, კიდევ უფრო "სატანისტური", აბა ჩვენთვის უცხოეთი ხომ მხოლოდ დასავლეთია, რუსეთი და აზია უფრო "ჩვენია" თურმე)

რატომ - გაუნათლებლები და ფარისევლები?

შევადაროთ:

ჭიაკოკონობას უკვე წლებია აღნიშნავს ლამის მთელი ერი. ქუჩაში იწვება საბურავები, ფიცრები, ყველანაირი ნაგავი, აგიზგიზდება თუ არა მყრალი ცეცხლი, ალზე რიგრიგობით დახტუნავენ მართლმადიდებელი თუ არამართლმადიდებელი ახალგაზრდები. რატომღაც ამ დროს ეკლესია დუმს. არადა, ჭიაკოკონობა სწორედაც რომ წარმართული დღესასწაულია და ცეცხლზე მოხტუნავე გოგო-ბიჭები განასახიერებენ სატანებს (ჩვენებურად, ალქაჯებს). რა თქმა უნდა ჭიაკოკონას არცერთ მონაწილეს აზრადაც არ მოუვა იფიქროს რომ, ის სატანაა, სატანისტია და "ქართველობის" დანგრევა უნდა. არ იფიქრებს, იმიტომ რომ ჭიაკოკონობა ერთი ქუჩის გასართობი სანახაობაა, უბრალოდ არაცივილური ფორმით.

სატანას, ზომბს და სხვადასხვა "ბოროტ" პერსონაჟებს (ჩვენებურად, ალქაჯებს, ჭინკებს) განასახიერებენ ჰელოუინზეც, ოღონდ გაცილებით ცივილურად, სანახაობრივად, კოსტიუმირებულად და თეატრალურად, მუსიკის ფონზე გართობით, საშინელებათა ფილმების ჯგუფურად ყურებით და.ა.შ. მაგრამ რატომღაც წარმართულად ქუჩაში ცეცხლზე მოხტუნავესგან განსხვავებით, საკარნავალო კოსტიუმში გამოწყობილი ახალგაზრდას, ვინც ჰელოუინზე მიდის, ამ ბორბალში შებმული ჯოგი სატანისტებად, ღვთისმგმობელებად, არაადამიანებად და მართლმადიდებლობის მტრად თვლის. მარტივი მიზეზის გამო: არ იციან საკუთარი ჭიაკოკონობის წარმომავლობა და ისტორია.

ქართული შოვინიზმისა და პატარა ერის შვილობის კომპლექსის დამსახურებით, ბევრ ქართველს თავი ჯერ კიდევ ყველაზე აღმატებული ერის შვილი ჰგონია. ბევრს ჯერ კიდევ სძულს "ამერიკული", უცხოური, "ფირმა" - და ზოგადად ყველაფერი, რაც კი დასავლური ცივილიზაციის მონაპოვარია. არადა ამ დროს, როგორია ეს ქართველი?

მან არ იცის რომელმა ცივილიზაციამ შექმნა კომპიუტერი, ტელევიზორი, მაცივარი, უთო, ელექტროობა, ონკანი. დადის უახლესი თაობის მობილური ტელეფონით, აცვია ჯინსები და კედები. ოთახში აუცილებლად უდგას პიანინო, უნთია ნათურა, აქვს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, რბილი იატაკი.

მათ არ იციან საიდან მოდის სახელმწიფოს მოწყობის დემოკრატიული თუ სხვა სახის პრინციპები, საიდან მოდის მხატვრობა, ფერწერა, ქანდაკება. არ იციან ვინ მოიგონა სკოლა, აკადემია,  უნივერსიტეტი, ფილოსოფია, მეცნიერების სხვადასხვა დარგები. არ იციან ვინ შექმნა ელექტრონათურა. კლუბებში და ბარებში ერთობიან მაგრამ არ იციან ქლაბინგი ვინ, რომელმა ცივილიზაციამ მოიგონა. აუცილებლად უსმენენ ლედი გაგას. ზოგიც ბითლზს, ზოგი 2 Pac და 50 Cent-ს, მაგრამ არ იციან საიდან არიან ისინი. ძალიან უყვართ აიპოდი, მაგრამ არც მისი წარმომავლობა იციან. და საერთოდაც, გაიხედ-გამოიხედონ თავანთ გარშემო და დაასახელონ 5 ობიექტი/ნივთი რომელის წარმოშობის შესახებაც სმენიათ რამე... განა მართლა არ იციან? როგორ არა, მათ ძალიან კარგადაც იციან, რომ ყველაფერი რაც ჩამოვთვალე, სწორედ იმ "უცხოური მოდის", ამ შემთხვევაში, დასავლური (ევროპული და ამერიკული) ცივილიზაციის დამსახურებაა, რომელზეც პატრიარქი მოგვიწოდებს, რომ არ უნდა ავყვეთ.

არადა, თავის დროზე ეკლესიის მიერ ლამის ეშმაკის მანქანად შერაცხულ კომპიუტერს დღეს უკვე თვითონ საეკლესიო პირებიც მშვენივრად იყენებენ და ეშმაკის მეორე მანქანად შერაცხულ ტელევიზორითაც სიამოვნებით გადასცემენ თავიანთ ქადაგებებს. იმ ეკლესიაში, რომელიც უცხოური მოდის აყოლას "გვიკრძალავს", უმაღლესი პირები ძალიან კომფორტულადაც დაქრიან "უცხოურ მოდაზე" აწყობილი 100 000-იანი ჯიპებით და მშვენივრად ლაპარაკობენ "უცხოური" 2000 ლარიანი აიფონებით.

რას აკეთებს ამ დროს მრევლი? ამ დროს ჩვენი მორალისტი გოგო-ბიჭები… >>> იხილე გაგრძელება >>> liberali.ge