ავტორი: Next Dreamhacker
ზაფხულის ერთერთი ყველაზე საინტერესო ნიუსი ჩემთვის იყო ინფორმაციული დინოზავრის გუგლის და მითოლოგიური ცეერუს ერთობლივი ფინანსურ-იდეოლოგიური მუშაობა კომპანიაზე რომლის მიზანია "მომავლის ჩაწერა". კომპანიის დირექტორის წინა პროდუქტი სამრეწველო შპიონაჟის პროგრამა Spotfire 2007 წელს 195 მილიონ დოლარად გაიყიდა.
რას წარმოადგენს "მომავლის ჩაწერა"?
კომპანია ახდენს ათასობით საიტის, ტვიტერების, ფესბუქის სტატუსების, ბლოგის ჩანაწერების უსწრაფეს სკანირებას, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ალგორითმებით კი ფარული კავშირების დაფიქსირებას რეალურად მომხდარ ამბებს, წინმსწრებს ვარაუდებს და გამონათქვამებს, ინდივიდებს, ორგანიზაციებს და აქტივობებს შორის. არავითარ პრივატულობაზე საუბარი არც არის, ასეთ "დასერჩვას" უკვე ეძახიან "ტერორიზმის ანალიზს" მომავლის ჩამწერები თავიანთ youtube არხზე.
სპეციალური სოფთი საშუალებას იძლევა მომენტალურად მოაგროვო უდიდესი დოსიე ნებისმიერ ადამიანზე და რამდენიმე წუთში უკვე გქონდეს განმეორებითი პატერნები და შაბლონები მისი ცხოვრებიდან. ჩვენი ინტერნეტ აქტივობა ყოველწამიერად ფიქსირდება, შესაბამისად ყოველი ჩვენი "ნაბიჯი" ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს ანალიტიკური სტატისტიკის ნაწილი "მომავლის ჩამწერთათვის".
უფრო კონკრეტული ინფორმაცია მომავლის ჩაწერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ ან უბრალოდ დასერჩოთ გუგლოზავრი.
---
მე ცოტა სხვა რამეზე მინდა კომენტარი გავაკეთო,…>>> იხილე ვიდეო და გაგრძელება >>> networkedblogs.com
ავტორი: zorbegi
ცოცხალის მსგავსი, მყარი ან აირული სუბსტანცია, რომელიც თითქოსდა გამოიყოფა მედიუმის სხეულიდან. სუბსტანციას შეუძლია ტრანსფორმირება კიდურებად, სახეებად და სულების სხეულებადაც.
ექტოპლაზმა თეთრი ფერისაა და ოზონის სუნი აქვს.
ტერმინი “ექტოპლაზმა” მოიგონა ფრანგმა ფსიქოლოგმა შარლ რიშემ 1894 წელს, იმისათვის, რომ აეხსნა ევზაპი პალადინოს სხეულიდან გამოსული უცნაური მესამე ხელი, ან ფსევდოპოდი. სიტყვა მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან “ექტოს” და “პლაზმა”, რომლებიც განსხეულებულ ნივთიერებას აღნიშნავს. მანამდე ექტოპლაზმის მსგავსი რამ სერ უილიამ კრუქსმაც ნახა დ. ც. ჰოუმის ირგვლივ. შემონახულია მედიუმ მადამ დ’ესნარანსის აღწერილობა, რომელიც იფარებოდა მანათობელი ქსელით, რომელიც შემდეგ ცოცხალ ორგანიზმად იქცეოდა ხოლმე. უფრო ადრე, მე–17 საუკუნეში, ფილოსოფოსმა ვონმა აღწერა სუბსტანცია, რომელსაც ის “საწყისს” ან “ვერცხლისწყალს” უწოდებდა, რაც სავარაუდოდ ექტოპლაზმა იყო.
ეს გამონაყოფები ხშირად თბილია, წონა აქვთ, გამოყოფენ ნახშირორჟანგს, ჩნდებიან მედიუმის სხეულიდან და მასშივე ქრებიან. მაგრამ ისინი შეიძლება ასევე იყვნენ ცივიც და წელვადებიც, ან ცომის მაგვარები შესახედავად. გამონაყოფი ჩვეულებისამებრ სხეულზე არსებული ნახვრეტებიდან ჩნდება. ყველაზე ხშირად, ყურებიდან, პირიდან და ცხვირიდან, მაგრამ ასევე შეიძლება გამოიყოს თვალებიდან, ჭიპიდან, ძუძუსთავებიდან ან საშოდან. ექტოპლაზმა ფორმის მიხედვით შეიძება იყოს ყველანაირი. ის მთლიანად ქრება სინათლეზე. ძირითადად ჩნდება წითელ შუქზე, ან სიბლელეში. თუ უცბათ სუქზე გავიტანთ, ექტოპლაზმა მაშინვე შიგნით შედის. ამავდროულად, სუბსტანციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მედიუმს ან გარშემომყოფბს. გამონაყოფები არიან მსუბუქები, ჰაეროვნები როგორც ბოლი, ან კიდევ წებოვნები და წელვადები. ისევე როგორც სხვა ფიზიკური გამოვლინებები, ექტოპლაზმაც უფრო ხშირად რწმენის ატმოსფეროში ვლინდება და არა სკეპრიციზმის.
ექტოპლაზმა თითქოსდა ჯერ უნდა გამოიყოს მედიუმის სხეულიდან და მხოლოდ ამოს შემდეგ ხდება მისი მატერიალიზაცია. გიუსტავ გელეიმ, რომელიც პარიზში მეთანფსიქიკის ინსტიტუსტს (Institute Metanpsychique) ხელმძღვანელობს, ექტოპლაზმა აღწერა, როგორც დეცენტრალიზებული ენერგია, რომელიც მყარ, თხევად, ან აირად მდგომარეობაში გვევლინება.
დეცენტრალიზაცია მოიხმარს დიდი რაოდენობით სასიცოცხლო ენერგიას, რაც ვლინდება კაკუნში, ფოსფორეცირებაში, ტელეკინეზში და ექტოპლაზმის გამოყოფაში.
ავტორი: ადო
ახალი გადაცემა იმედზე, რომელიც 10 ივნისს იწყება სახელწოდებით “ექსტრასენსთა ბრძოლა”, მსოფლიოში გახმაურებული და მაღალ რეიტინგული გადაცემაა. გადაცემაში ექსტრასენსები ერთმანეთს თავიანთი ნიჭით შეერკინებიან, მაგალითად რომელიმე დამალული ნივთის მოძებნა, მკვლელობის გახსნა, ისინი ამტკიცებენ, რომ შეუძლიათ მომავლის დანახვა, შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების მკურნალობა და ადამიანებისთვის შვების მიცემა, მათი პრობლემების გადაჭრა. “შოუს” წამყვანი გიორგი მეგრელიშვილი იქნება. ბევრი განიცდის მარცხს და თვითონვე იცინის საკუთარ თავზე, შესაძლებლობებზე. საუკეთესოს გამოავლენს გადაცემის ჟიური, რომლებსაც იმედია რთული არჩევანის გამოტანა ელით. დღეს დამაინტერესა და ანალოგიური გადაცემის რუსული ვერსიის ძებნა გადავწყვიტე. რამოდენიმეს ვუყურე, ცოტა არ იყოს შევშინდი პირდაპირი მნიშვნელობით და არ მგონია რომ ამ გადაცემის მაყურებელი გავხდე. ამ ადამიანებს შეიძლება მართლაც ბევრი რამ შეუძლიათ როგორც ისინი გვარწმუნებენ, მაგრამ მე ამ გადაცემას სკეპტიკურად უფრო აღვიქვამ. გადაცემის შესაფასებლად და წარმოდგენის შესაქმნელად რამოდენიმე ვიდეოს გთავაზობთ>>>adolis.wordpress.com:
Posted by თაკა
იქ მოხვედრისას ძარღვებში სისხლი იყინება,თვალებში არნახული შიშის გრძნობა ჩნდება,პულსაცია ისე ჩქარდება სადაცაა ვენები თავისით დასკდეს და სისხლად დაგეღვაროთ ხელებზე.
დედამიწაზე არსებული ყველაზე საშიში ადგილების რეიტინგი შედგენილია.
1 ადგილი "ძვლებსანახი მუზეუმი".ქალაქი სიდლეცი,ჩეხეთი.აქ ყველა დეტალი აწყობილი და გამოთლილია ადამიანის ძვლისგან,ამისთვის სულ რამდენი ადამიანის ძვლები იყო საჭირო ზუსტი რაოდენობა არავინ იცის თუმცა ვარაუდობენ მინიმუმ 40 ათასი ადამიანის გაშალაშინებულ,გადამუშავებული ძვალი ნამდვილად არის ამ შენობაში.
2) "ეშმაკების მუზეუმი კაუნასში"
ერთადერთი მუზეუმი სადაც "ეშმაკსაც წაუღიხარ","ფუი ეშმაკს" და მსგავსი ფრაზები კატეგორიულად იკრძალება თქვენივე უსაფრთხოებითსვის.
3) ელმინის ციხესიმაგრე
ეს ციხესიმაგრე კეიპკოსტში,განაში მდებარეობს და ის მე15ე საუკუნით თარიღდება.ამ შენობაში სულის ამოხდამდე ჰყავდათ გამოკეტილი პატიმრები, ერთი პატარა ფანჯრის ამარა საიდანაც ნათელი სხივი და ცოტაოდენი ჰაერი აღწევდა.აქ ყველაზე საშინელი მაინც ქვის ჭა არის რომელში ჩაგდებასაც ადამიანები ამ სატუსაღოებში თვეობით ზოგჯერ კი წლობით ელოდნენ.
Posted by Oroli in guest პოსტები
ადამიანის სპონტანური აალების ტერმინი ნიშნავს ადამიანის სხეულის სრულ აალებას და წვას ყოველგვარი გარე სტიმულის გარეშე. ამ მოვლენის შესახებ მე-15 საუკუნიდან ლაპარაკობდნენ, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობა მან მე-19 საუკუნიდან მოიპოვა.
1992 წელს გამოცემულ ჯენი რენდლზისა და პიტერ ექსოს წიგნში თვითაალების 85-მდე შემთხვევაა აღწერილი, რომლებიც 1850 წლიდან მოხდა.
1725 წლის 20 თებერვალს, საფრანგეთში, რეიმსის ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე ჟან მილეტი ცეცხლის სუნმა გამოაღვიძა. მან სასტუმროს სტუმრები გამოაღვიძა და ისინი სამზარეულოში ნიკოლის, ჟან მილეტის მეუღლის გვამს წააწყდნენ. ნიკოლის თავის ქალისა და ხერხემლის მცირე ნაწილის გარდა, სხეული მთლიანად დამწვარი იყო; ახლოს მდებარე ხის ავეჯი და სხვა ობიექტები კი ხელუხლებელი იყო. მილეტი გაასამართლეს და ცოლის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს, მაგრამ გასაჩივრების შემდეგ ახალი დეტალები გახდა ცნობილი: აალების ღამეს სასტუმროში მყოფი ექიმის განცხადებით, ქალბატონის გარდაცვალება “ღმერთის მიერ მონახულების” შემდეგ, უცნობი მიზეზით მოხდა. მალე გაირკვა, რომ ნიკოლ მილეტი დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარდა. ამ შემთხვევის შემდეგ, თვითაალებას ალკოჰოლის მიღებასთან აკავშირებდნენ.
ავტორი: kate_alukard
დემონები – ღვთაებრივ არსებათა გარკვეული ჯგუფი, სულები, რომლებიც ღმერთებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ მათ როგორც ღმერთებს, არ ჰქონდათ ადამიანის გარეგნობა. ძველად ადამიანები ყოველგვარ ბუნებრივ მოვლენას, რომლის ახსნაც მათ არ შეეძლოთ, დემონებს მიაწერდნენ. ჰომეროსის მიხედვით, ყოველგვარი აუხსნელი, გაუგებარი თუ საოცარი მოვლენა “დემონურია”…