Showing posts with label Dv0rsky. Show all posts
Showing posts with label Dv0rsky. Show all posts

88836871_1406531254816_1578476648_948294_6579045_n

ავტორი: Dv0rsky

 

88836871_1406531254816_1578476648_948294_6579045_n

ფოტო: ზურაბ ლომიძე

 

წყარო >>>www.dgiuri.com

ავტორი – Dv0rsky

პოსტების სერიიდან - ამოიღეთ ხმა!

პოსტის ავტორი/სტუმარი - Tjorven

მოკლედ, მეგობრებო, ვინაიდან და რადგანაც საქართველოში უამრავი ადგილია, სადაც მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი მისვლა/მონახულება - არდადეგების საუკეთესო ვარიანტია ლაშქრობა.

იმისათვის რომ ლაშქრობა დაგეგმოთ (თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ) უნდა ნახოთ ესტუტორიალი.

ამის შემდეგ კი გააგრძელოთ ამ პოსტის კითხვა, რადგან ყველაზე მთავარი ატრიბუტი, ზურგჩანთა - თქვენი ყველაზე ახლო და საყვარელი მეგობარი იქნება მთელი ლაშქრობის მანძილზე და თუ ყურადღებით არ მოეკიდებით მისი ჩალაგების საკითხს, მერწმუნეთ, თქვენი ლაშქრობა შეიძლება ჯოჯოხეთს დაემსგავსოს.

მაშ ასე, ვიწყებთ :

უნდა ავიღოთ ზურგჩანთა, საუკეთესო ვარიანტია 40 ლიტრიანი (დიახ, დიახ ზურგჩანთის ზომა ლიტრებში იზომება). ეს საშუალო ზომის ჩანთა გახლავთ.

შემდეგ დავალაგოთ თან წასაღები ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე საძილე ტომარა, კარავი და "პარალონი".

ახლა დავაკვირდეთ ჩვენს მიერ დალაგებულ ნივთებს და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ - აქედან ყველა ნივთი  გვჭირდება თუ არა.


დავიწყოთ ჩალაგება.

ავიღოთ დიდი სანაგვე პარკი (შავები და ცისფრები რომ იყიდება ყველა მაღაზიაში, ისეთი) და მოვათავსოთ შიგნით ჰორიზონტალურად საძილე ტომარა და კარავი (თუ კარვის ჩანთა ძალიან გრძელი არაა, ანუ არ აჭარბებს ჩანთის სიგანეს). თუ კარვის სიგანე აჭარბებს ჩანთის სიგანეს, მაშინ ცოტა ხანი მოიცადეთ და განაგრძეთ კითხვა.

შემდეგ იგივე სანაგვე პარკს ვაფენთ მთლიან ჩანთაში (აი ისევე როგორც სანაგვე ყუთში ვაკრავთ ხოლმე).

ახლა კი დავიწყოთ ნივთების გადანაწილება ჩანთაში, მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია.

  1. ჩანთის სულ ქვედა ნაწილში აუცილებლად უნდა იდოს მყარი რამ, ისეთი, რაც არ იყანყალებს - ანუ კარავი (თავის ჩანთაში შეფუთული) და/ან საძილე ტომარა. თუ კარავი ჩანთაზე განიერია, მაშინ ის ვერტიკალურ მდგომარეობაში იდება ჩანთის ძირითად ნაწილში, ტანსაცმლის რომელიმე გვერდზე, ჩანთის მთელი სიგრძის გაყოლებაზე.
  2. ჩვენს მიერ ჩანთაში ჩაფენილ ცელოფნის პარკში ვიწყებთ (დაკეცილი და მაქსიმალურად დაპატარავებული) ტანსაცმლის ჩალაგებას. სულ ქვემოთ უნდა ჩადოთ ყველაზე თბილი თანსაცმელი, შემდეგ უნდა ჩადოთ შარვალი-ბრიჯი-შორტები და მაისურები, ზემოდან კი უნდა დაადოთ რამე თბილი, საშუალო სისქის მოსაცმელი და "ბასანოჟკები", "ჩუსტები" ან რაიმე მსუბუქი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი.
  3. გაინტერესებთ რას ვუშვებით ტრუსებს, წინდებსა და პირადი ჰიგიენის ნივთებს? გეტყვით ეხლავე. ეს ყველაფერი უნდა მოთავსდეს ჩანთის მარცხენა და მარჯვენა ჯიბეებში (ან სულაც წინა ჯიბეში - გააჩნია, როგორი ჩანთა გაქვთ).
  4. ჩანთის ზედა დასახურ ნაწილს, შიგნიდან ან გარედან პატარა ჯიბეა მოთავსებული. მინდა გითხრათ, რომ ეს ჯიბე ყველაზე მნიშვნელოვანია. აქ უნდა ჩადოთ ის ნივთები, რომლებიც გზაში ხშირად დაგჭირდებათ. ასეთებია - მზის კრემი, კანფეტები ენერგიისათვის, აიპოდი ან სხვა მუსიკალურ-გასართობი რამ, ბენდენა ან ქუდი, ტუალეტის ქაღალდი  და სველი ხელსახოცები.
  5. "პარალონი" არის საძილე ტომრის ქვეშ დასაგები, სითბოს შემნარჩუნებელი, ოდნავ რბილი, თხელი ლეიბი. პარალონი მაგრდება ზურგჩანთის გარეთა მხარეს სპეციალურად დატოვებული/გამოყოფილი სარტყლებით.
  6. მაშ ასე, შეიძლება ითქვას, რომ ზურგჩანთა ჩავალაგეთ. ახლა ჩალაგების სიზუსტის შემოწმების დროა. აიღეთ თქვენი ჩალაგებულ - შეკრული ჩანთა და მოიკიდეთ ზურგზე. მოიჭირეთ სახელურები და დააყენეთ სასურველ ზომასა და სიმჭიდროვეზე, შეიკარით წელზე შემოსარტყამი სპეციალური ქამარიც (რომელიც უზრუნველყოფს ჩანთის წონის სხეულზე ზუსტ და თანაბარ განაწილებას) და გაიარ-გამოიარეთ რამდენიმე ნაბიჯი.
    თუ თქვენი ზურგჩანთა არ გექაჩებათ უკან, ან არ გძლევთ რომელიმე მხარეს, გილოცავთ - თქვენ ამ საქმეს თავი საუკეთესოდ გაართვით!
  7. გისურვებთ საინტერესო და სასიამოვნო ლაშქრობას!

 

 

წყარო>>>www.dgiuri.com

Untitled-4

 

ავტორი: Dv0rsky

 

საინტერესო საიტს მივაგენი: pilothandwriting.com
ამ საიტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ხელნაწერი დაასკანეროთ (ან ვებკამით გადაიღოთ) და შრიფტად გადააქციოთ, მერე კი ამავე საიტის მეშვეობით აგზავნოთ პერსონალური, ხელით ნაწერი (და კლავიატურაზე აკრეფილი) წერილები.
რა თქმა უნდა, საიტმა მხოლოდ ლათინური შრიფტის ინგლისური განლაგება იცის.

აი ასე გამოიყურება ჩემი ხელნაწერი:

pilothandwriting

იხილეთ ვიდეო ტუტორიალი >>> www.dgiuri.com

 

 

ავტორი – Dv0rsky 

Bookmark and Share
 
სანამ მთელი მსოფლიო ფეხბურთის ჩემპიონატს უყურებს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შოტლანდია დაამარცხა რაგბში: 22-21 !!!

 

 

 

ქართველთა შემადგენლობა:

1
ავით დადუნაშვილი

2
აბა ბრეგვაძე

3
ბექა შეყლაშვილი

4
ალვა სუთიაშვილი

5
ახა უჩავა

6
იმონ მაისურაძე

7
აშა თავართქილაძე

8
იქტორ კოლელიშვილი

9
იძინა სამხარაძე

10
აშა ხმალაძე

11
რაკლი ჩხიკვაძე

12
ევაზ გიგაური

13
თედო ზიბზიბაძე (C)

14
ლექსანდრე თოდუა

15
რაკლი ყიასაშვილი

16
კარლენ ასეიშვილი
(R)

17
ვასილ კაკოვინი
(R)

18
კონსტანტინე მიქაუტაძე (R)

19
შოთა საყვარელიძე (R)

20
გიორგი როყვაძე (R)

21
გიგა კორკელია (R)

22
მამუკა ნინიძე
(R)

საქართველოს რაგბის ნაკრებს მეთექვსმეტე ადგილი უჭირავს მსოფლიო რეიტინგში.

მგონი არაა ცუდი.

წყარო>>>dgiuri.com

Timemanagement

ავტორი: Dv0rsky

ბავშვობიდან ვერ გადავეჩვიე ერთ ცუდ ჩვევას - გასაკეთებელი საქმე ბოლო წუთამდე მიმყავს. ”დედლაინამდე”.

აი, სკოლის დროიდან ყველას გემახსოვრებათ: პარასკევს რომ უნდა იმეცადინო და შაბათ-კვირას თავისუფლად იყო. მე კი სულ ბოლო წუთამდე მიმყავს ყველაფერი - ადრე მეცადინეობა, ეხლა კი - საქმე და სამუშაო.

ნეტა ადამიანს თუ შეუძლია საკუთარი თავის ”ხელახლა აღზრდა”? გადამზადება? კარგი სიტყვა აქვთ რუსებს: перевоспитание.

ბევრი ვიფიქრე და ვიკითხე ამ საკითხზე და საბოლოოდ ვისწავლე: ამ ყველაფრისთვის საჭიროა დროის სწორი მენეჯმენტი. მართლა, პატარა ბავშვი ხომ არ ხარ, რაიმე საქმე ”ვერ მოასწრო”?

რა თქმა უნდა, ნორმალურ პირობებზე მაქვს ლაპარაკი, თორემ არანორმალურ დედლაინებს არ ვგულისხმობ, დღეს ბევრ მენეჯერს რომ უყვარს თქმა:

- როდის უნდა გააკეთო ეს საქმე და ”გუშინ”!

ჰოდა, დროის მენეჯმენტს, თვითდისციპლინის გარდა, თავისი სპეციალური ინსტრუმენტები აქვს.

პირველი ეტაპი: თვითდისციპლინა
თვითდისციპლინა გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი საქმე (დიდი თუ პატარა, მნიშვნელოვანი თუ წვრილმანი) აუცილებლად უნდა ჩაინიშნო - იმ მომენტში, როგორც კი გადაწყვეტ საქმის გაკეთებას (ან დაგავალებენ).

საქმეების ჩაწერა ხდება ორი საშუალებით: ტრადიციული პასტა-ფურცელი და/ან მობილური-ორგანაიზერი.

მე ვიყენებ: 
1. მოლესკინს

2. ნოკიას სმარტფონს

 

გარდა ამისა, ელექტრონული ჩანაწერებისათვის ვიყენებ შემდეგ სერვისებს:
1.
Microsoft Outlook Tasks
2. Microsoft OneNote
3. Evernote
4. Gmail Tasks
ყველა ამ საშუალებით შედგენილი ამოცანები/დავალებები ერთ ადგილას იკრიბება და კალენდარში შესაბამისი ვადები მიეთითება.
ასევე ელექტრონულ სახეს იძენენ ხელით გაკეთებული ჩანაწერები - OneNote-ში შემაქვს და შემდეგ ეტაპზე გადავდივარ.
მეორე ეტაპი: ინფორმაციის დახარისხება
მნიშვნელოვანია, მინიმუმ სამი სახის პრიორიტერულობის ხარისხის მინიჭება საქმეებისათვის. პირობითად დავყოთ ასე: 
A - უმნიშვნელოვანესი (და მალე გასაკეთებელი) საქმეები
B - საკმაოდ მნიშვნელოვანი, თუმცა არც ისე საჩქარო საქმეები
C - ნაკლებ მნიშვნელოვანი, უვადო ან ხანგრძლივი ვადის მქონე საქმეები.
ქვეკატეგორიების გაკეთებაც შეგვიძლია – მაგალითად…

იხილე გაგრძელება>>> www.dgiuri.com

 

ავტორი – Dv0rsky

Bookmark and Share
 

თუ დაკვირვებიხართ, რამდენი ინფორმაციაა ჩვენს გარშემო?
ყველგან, ყოველ წამს ვღებულობთ ახალ ინფორმაციას, რომელიც უნდა აღვიქვათ, დავამუშავოთ, დავახარისხოთ და დავიმახსოვროთ (ან დავივიწყოთ).
დილით მაღვიძარა წივის - ინფორმაციაა
ტელევიზიით ახალი ამბები - ესეც
რეკლამა - ინფორმაციის ყველაზე შხამიანი სახეობა
მანქანაში რადიო - კიდევ ინფორმაცია
სამსახურში თუ ინსტიტუტში - მუდამ ინფორმაციას ვიღებთ და გავცემთ
ტელეფონი რეკავს - ესეც ახალი ინფორმაცია (ხშირად, უსარგებლო)
თუ არ რეკავს და მაგთი აგიკლებს თავისი ინფორმაციულ-სარეკლამო SMS-ებით
ნებისმიერი ბილბორდი, პლაკატი, სარეკლამო აბრა - უსარგებლო, ნაგავი ინფორმაციაა
მერე ინტერნეტი? ესეც ხომ ინფორმაციის უშრეტი წყაროა: სოციალური ქსელები, ახალი ამბები, მეილები, სხვადასხვა საიტები...
პოსტები, სტატუსები, ლაიქები და კომენტარები...
საშინელებაა. როგორ ვერევით ამდენ ინფორმაციას? როგორ ვერ ვწყდებით თან... სამსახურიდან გამოსულს ერთი სული გაქვს, სახლში მიხვიდე და ტელევიზორი ან კომპი ჩართო - ისევ ინფორმაციის წყურვილი გამოძრავებს.
ინფორმაცია ალბათ მარილიანი წყალივითაა - სვამ, წყურვილს არ გიკლავს (და საერთოდ, ორგანიზმს ავნებს), მაგრამ მალევე ისევ გინდება.
ან ხინკალივითაა, ან მაკდონალდსის ბურგერივით - შეჭამ, გგონია რომ დანაყრდი და 5 წუთში ისევ გშივდება.
ამ ყველაფერს მიუმატეთ ისიც, რომ დღეს ინფორმაციამ უფრო დიდი დატვირთვა მიიღო - ის, ვინც ინფორმაციას ფლობს, ასევე ძალაუფლებასაც ფლობს.
ამიტომ ხდება, რომ ტოტალიტარულ ქვეყნებში ინფორმაციის თავისუფლება იზღუდება - ხალხის დაჩაგვრა/დამონება/დაშინება/დაჩლუნგება ჭირდებათ.
მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებასაც იგივე ნაკლი აქვს - იმდენ ინფორმაციას ფლობს, წარმოშობს და გაწვდის, რომ ზუსტად იგივე შედეგი მიიღწევა: გაჩლუნგებს/გჩაგრავს/გაშინებს (გაიხსენეთ უაზრო სერიალები, ან ახალი ამბების სიუჟეტები მკვლელობებზე და უმსგავსობებზე).
ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი ადამიანისთვის არა ინფორმაციის ფლობა, არამედ ინფორმაციის გაფილტრვაა.
სწორედ ის ფლობს ყველაზე დიდ ძალაუფლებას, ვინც ინფორმაციის ფილტრს (გაფილტრვის ინსტუმენტს) ფლობს.
თანამედროვე საზოგადოების ერთი ახალი ანდაზა გამახსენდა: ის, რაც youtube-ზე არ დევს, არც არსებობს
.

 

წყარო>>>dgiuri.com

faces_14

ავტორი: Dv0rsky

Bookmark and Share

 

108513

 faces_14 

წყარო>>> www.dgiuri.com

 

ავტორი – Dv0rsky

Bookmark and Share
 
 
 
 
 

       

 

ავტორი – Dv0rsky

Bookmark and Share
 
 

 

ავტორი – Dv0rsky

ინტერნეტი სულ უფრო სწრაფად ვითარდება.
ყველანი ვლაპარაკობთ
”დაშეარებაზე”, სოციალურ ქსელებზე, სამოქალაქო აქტივიზმზე და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ინტერნეტი გვაძლევს.
Crowdsourcing ანუ ქრაუდსორსინგი (crowd — ბრბო, მასა; sourcing — ”რესურსების მოკრება, შეკრება”) - მოვლენა, როდესაც ინტერნეტის მეშვეობით მილიონობით ადამიანი მუშაობს სასარგებლო პროექტზე: ძველი არქივების დასკანერებული ტექსტების რედაქტირება, სამეცნიერო კვლევები, კორუმპირებული ჩინოვნიკების დაუსაბუთებელი ხარჯების გადამოწმება და სხვა (თუ სურვილი გექნებათ, კონკრეტულ მაგალითებს ცალკე პოსტებს მივუძღვნი).
Flashmob ანუ ფლეშმობი (flash — ”გაელვება, წამი”; mob — ”ბრბო”, ითარგმნება როგორც ”წამიერად შეკრებილი ბრბო”) - სახალისოდ ან პროტესტის მიზნით შეკრებილი ხალხი, რომელიც ერთმანეთს არ იცნობს, მაგრამ ერთსა და იმავე დროსა და ადგილზე ერთი და იგივე ან მსგავს მოქმედებას ახორციელებს (ყველაზე კარგი მაგალითი -
Frozen Grand Central).
გთავაზობთ მოკლე ვიდეო-ისტორიას, რომელიც გვაჩვენებს, თუ რა საშინელი ძალა შეიძლება ქონდეს ინტერნეტს, მის ფარგლებს გარეთ გადმოსულ უაზრო ხალხს და უაზრო სურვილებს.
გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი მოხდა ინგლისში, ცივილიზებულ ქვეყანაში. და დაფიქრდით იმაზე, რამდენად საზარელი შედეგი შეიძლება მოყვეს მსგავს შემთხვევას საქართველოში...

 

 

წყარო

 

http://www.dgiuri.com/

15884_540

ავტორი: Dv0rsky

ხშირად კამათისა და წყენის თავიდან აცილება სულ ადვილი შესაძლებელია. საკმარისია გვახსოვდეს, რომ მამაკაცთან ქალის ენაზე საუბარი არ შეიძლება:

  • ქალისთვის თვითგამოხატვის მთავარი საშუალება მეტყველებაა. როცა მამაკაცს რამდენიმე საქმე აქვს მოსაგვარებელი, ის იტყვის: "საქმე მაქვს, მოგვიანებით შევხვდებით", ქალი კი თანამოსაუბრეს სათითაოდ ჩამოუთვლის ყველა საქმეს და მათ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.რატომ აღიზიანებთ ეს მამაკაცებს? საკითხის გადაჭრისადმი ქალურ მიდგომას, "ხმამაღლა ფიქრს", მამაკაცი აღიქვამს გაუთავებელ და დამღლელ ყბედობად, რომელიც ერთ ყურში უნდა შეუშვა და მეორიდან გამოუშვა.იმისთვის, რომ პრობლემებზე აღარ იფიქრო, არსებობს ერთადერთი გზა - მათზე საუბარი. მაგრამ ნუ ეცდებით, თქვენი ტვირთი სხვას გადაულოცოთ. გაანდეთ თქვენი საფიქრალი მამაკაცს და დაიმახსოვრეთ: მისი დუმილი იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის "ყველაფერი სულერთია".
  • ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის ინფორმაციის ნაკადი ქალს უფრო მძლავრი აქვს. გარდა ამისა, მის ტვინში არის სპეციალური უბანი, რომელიც მეტყველებას განაგებს, ამიტომაც შეუძლია, რამდენიმე საკითხზე ერთდროულად ისაუბროს. მამაკაცის ტვინი ერთ ხაზს მიჰყვება და ინფორმაციას მხოლოდ ერთ თემაზე ამუშავებს, ქალს კი შეუძლია, დაიწყოს ერთი საგნით, შუა წინადადებაში გადახტეს მეორეზე და შემდეგ გაუფრთხილებლად დაუბრუნდეს პირველს, გზად კი სხვა თემასაც შეეხოს. ამას მამაკაცი მოთმინებიდან გამოჰყავს. ასე რომ, თუ გსურთ, მამაკაცმა მოგისმინოთ და გაგიგოთ, საუბრისას ერთი თემიდან მეორეზე ნუ გადახტებით. ისაუბრეთ მხოლოდ ერთ, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე.
  • მამაკაცები თანამოსაუბრეს სიტყვას მხოლოდ მაშინ აწყვეტინებენ, როდესაც მის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი ან მასში მეტოქეს ხედავენ, ქალებისთვის კი საუბარში რეპლიკების ჩართვა თანამოსაუბრისადმი ყურადღების გამოხატვად ითვლება. მიუხედავად ამისა, ქალის მცდელობა

გაგრძელება იხილეთ აქ>>>www.dgiuri.com

tndyprkv3pyzs72da5tvyt1

ავტორი: Dv0rsky

ბლოგზე დღეში 200-300 სტუმარი მყავს ხოლმე, აქედან 100 კაცი ალბათ მეგობრები და ნაცნობები არიან, დანარჩენები კი Google-ის მიერ მოყვანილი სტუმრები გახლავან.
სტატისტიკას გადავხედე და, რა თქმა უნდა, ბევრი ჩვეულებრივი საძიებო სიტყვა ვნახე, მაგრამ ამჯერად ყურადღება ძირითადად უხამს რამე-რუმეებზე გავამახვილე და უცენზურო ტერმინების სიაც კი შევადგინე.
ამ სიიდან განსაკუთრებით ერთმა გამახალისა - ნეტა რას უნდა ეძებდე შემდეგი სიტყვებით:ზეწრებს შორის ონლაინში? :)
საძიებო სიტყვების სია:

  • erotika
  • franguli kocna
  • froidi
  • georgia playboy
  • georgian playboy
  • georgian porn
  • georgian porno
  • kama sutra
  • msukani qalebi
  • nudism
  • playboy
  • playboy georgia
  • playboy in georgia
  • playboy tbilisi
  • porno
  • porno istoriebi
  • porno onlaini
  • porno ისტორიები
  • qartuli playboy
  • sex
  • sex istoriebi
  • sikvarulis istoriebi
  • striptiz klubi
  • tknauri
  • traki
  • www.porno.geo
  • გაჟიმე
  • ეროტიკა
  • ზეწრებს შორის ონლაინში
  • კამა სუტრა
  • კამასუტრა
  • ლიფი
  • პორნო

იხილეთ ვრცლად>>> www.dgiuri.com

photo1938088013

ავტორი: Dv0rsky

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის აშენება დაჯდა 20 მილიონი დოლარი.
მართლა არაა ბევრი.

სრული 30 წუთიანი ვიდეო იხილეთ აქ>>> www.dgiuri.com


დანარჩენი გეგემებიც საინტერესოა - ფეხით მოსიარულეთა ხიდი, ბუდა-ბარი, ეშმაკის დიდი ბორბალი და სხვა...

007aw12e

ავტორი: Dv0rsky

007aw12e 

წყარო>>> www.dgiuri.com

ავტორი: Dv0rsky

sale

თუ დააკვირდით თბილისურ მაღაზიებს - ამ ბოლო დროს რატომღაც საახალწლო ფასდაკლებები რომ არ ჩანს?

ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს შეიკრიბნენ ეს ვაი-ბიზნესმენები და ჩუმად ბოზური ბლოკი შეკრეს - საერთოდ აღარ გავაკეთებთ ფასდაკლებებსო. სხვა დროს მაინც არავინ ყიდულობს ჩვენს საქონელს, ყველა ”სეილებს” ელოდებაო.

რა თქმა უნდა, არავინ ყიდულობს 4-ჯერ, 5-ჯერ, 6-ჯერ, 7-ჯერ, 8-ჯერ (გამაჩერეთ ვინმემ) და კიდევ უფრო მეტჯერ გაძვირებულ საქონელს!
არც არავინ იყიდის, არც გიჟები ვართ, არც დებილები - ხომ მეთანხმებით?

ამ უცნაური ტენდენციის ფონზე (როცა 3-ლარიან ჯინსებს 200 ლარად გატენიან) სასოწარკვეთილი რიგითი გამყიდველები ახალ მარკეტინგულ ხრიკებს მიმართავენ:

იხილეთ ვრცლად

 

http://www.dgiuri.com/

ავტორი – Dv0rsky

                           ვასილი კანდინსკი

 

პოსტი იხილეთ აქ

http://www.dgiuri.com/

ავტორი – Dv0rsky

მაშ ასე, რა მსგავსება და რა განსხვავებაა?
(საქართველოს მაგალითზე)

შუა საუკუნეებში ადამიანებს დევნიდნენ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო. ძირითადად ამას აკეთებდა ეკლესია და რა შედეგით მთავრდებოდა ყველაფერი, კარგად მოგეხსენებათ.
სამწუხაროდ, დღესაც არაფერი შეცვლილა საქართველოში - განსხვავებული აზრის გამო ხალხს დევნიან, ლანძღავენ და სცემენ. თუმცა ამას უკვე ეკლესია კი აღარ აკეთებს, არამედ სიბნელეში გადავარდნილი რელიგიური ფანატები.
შუა საუკუნეებში არსებობდა გელათის და იყალთოს აკადემია, სადაც ბერები და სამღვდელოება წიგნებს წერდნენ, ხალხს წერა-კითხვას ასწავლიდნენ. ზოგადად, ამ აკადემიების მეშვეობით ხდებოდა განათლების ხარისხის ამაღლება.
დღეს არსებობს სასულიერო სემინარია, სადაც პრინციპში იგივეს ასწავლიან, თუმცა შედეგები სულ სხვაა - წვერგაუპარსავი ახალგაზრდობა ტელევიზორის ეკრანიდან მოგვიწოდებს, დავდგეთ მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და ვილოცოთ. თუ რას ნიშნავს ეს სადარაჯო, არ იციან. და ლოცვით რომ საქმეს არ ეშველება, ესეც არ იციან.
შუა საუკუნეებში დედამიწა ბრტყელი ეგონათ და კაცობრიობამ დინოზავრების შესახებ არაფერი იცოდა.
დღეს ვიცით, რომ დედამიწა ბრტყელი არაა, მაგრამ დინოზავრების საკითხი მაღელვებს - ეკლესიის ოფიციალური ვერსიით დედამიწა სულ რაღაც 5000 წლისაა. მაშ, არსებობდნენ დინოზავრები თუ არა?
იმის საჩვენებლად, რომ ჩვენი საზოგადოება მარაზმში გადავარდა და შუა საუკუნეებში მიილტვიან, ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება.

იხილეთ ვრცლად...

http://www.dgiuri.com/