Showing posts with label რეცენზია. Show all posts
Showing posts with label რეცენზია. Show all posts



“The Horrors” როგორც ბენდი 2005 წელს ჩამოყალიბდა ინგლისში. პირევლი ალბომი “Strange House” 2007 წელს გამოვიდა, რომელსაც დადებითი შეფასება მოყვა ინტერნეტ თუ ბეჭდური მედიისგან, ამას დაემატა გამოსვლები გლასტონბერის ფესტივალზე და “NME Awards”-ზე, ასევე ტური ბრიტანეთში “Arctic Monkeys”-სთან ერთად და დოკუმეტური ფილმის “Counting in Fives” ჩვენება “Sundance Film Festival”-ზე. ეს დასაწყისისთვის ზოგადი ინფორმაცია მათთვის ვისაც არ სმენია ამ ჯგუფზე, თუმცა მთავარი წარმატება წინ იყო. მეორე ალბომით “Primary Colours” “The Horrors”-მა დაიმსახურა უდიდესი მოწონება მუსიკალურ სამყაროში და გახდა ერთერთი მოწინავე ბენდი ბრიტანეთში, მარტო ის რად ღირს რომ “NME”-ის წლის საუკეთესო ალბომის ჯილდო მიიღეს, “Mercury Prize”-ის 12-ეულში შევიდნენ და “UK Albums Chart”-ში 25 ადგილი დაიკავეს. ალბომში არცერთი ''სუსტი'' სიმღერა არ იყო, მიუხედავად მისი მრავალფეროვნებისა. მათი კომპოზიცია მკაფიოდ დაიხვეწა და უკვე ფაქტი იყო რომ ჯგუფს უდიდესი პოტენციალი ჰქონდა, საკითხავი ის იყო დაამტკიცებდნენ თუ არა ისინი ამას შემდეგი ალბომით, რადგან არაერთი მაგალითი არსებობს “ერთალბომიანი” ბენდების. 2011 წელს “youtube”-ზე დაიდო “The Horrors” ახალი კლიპი “Still Life” და უკვე ნათელი ხდებოდა რომ ერთალბომიანი ბენდობის მოლოდინი არ მართლდებოდა. 2011 წლის 11 ივლისს გამოვიდა მათი მესამე და ამ დროისთვის ბოლო ალბომი” Skying”, რომელიც ნამდვილად კიდევ ერთი წინ გადაგმული დიდი ნაბიჯია და რომელიც უკვე ღირსეულად მიაკუთვნებს “The Horrors” თანამედროვე ბენდებში ერთერთი ყველაზე ნიჭიერის სახელს. ” Skying” შედარებით უფრო მშვიდია ვიდრე მისი წინამორბედი და უფრო დახვეწილი. ” Skying” მუსიკალურად მდიდარი ალბომია როგორც მთლიანად ასევე ცალცალკე კომპოზიციებად და რა თქმა უნდა მათი ვოკალისტის “Faris Badwan”-ის ტექსტებით.
ვრცლად



  
მართლაც რომ აღმოჩენაა, ის როდესაც უსმენ 16 და 19 წლის პატარა ბიჭების ტრეკებს და ისეთივე სიამოვნებას იღებ როგორც მაგალითად Monolake-ის 1997 წელს გამოშვებული რილიზებიდან. რაშუაშია, მაგრამ მაინც სიამოვნება სიამოვნებაა.
  სამხრეთ-ლონდონელ ძმებ Lawrence-ებს, უკეთ ცნობილებს როგორც „Disclosure“ ნათელი მომავალი რომ აქვთ ამაში მათმა პირველმა შვიდ ინჩიანმა დაგვარწმუნა, რომელიც ‘Moshi Moshi Records’-ზე გამოიცა. ვინც არ იცით გეტყვით, რომ ეს ლეიბლი ისეთი ცნობილი არტისტების სახლია, როგორებიც არიან: „Florence And The Machine“, „The Drums“, „Hercules & Love Affair“ და მრავალი სხვა... მათ გამოჩენას უმალ გამოეხმაურა ცნობილი გამოცემები როგორებიც გახლავთ: „pitchfork“, “NME”, “XLR8R”. ბიჭები არც რადიო გადაცემებს დაუტოვებიათ უყურადღებოდ და ენი მაკის თაოსნობით, ბიბისის თითქმის ყველა გადაცემაში დაუკრეს მათი თრექები. რამოდენიმე დღის წინ კი SBTRKT-მა თავის Essential Mix-შიც კი გააჟღერა „My Intention Is War“.




დღევანდელ ელექტრონიკაში, ბევრი რამ რომ თავდაყირა დგას ამას ყველა ამჩნევს, ჟანრების ერთმანეთში აღრევა უკვე არავისთვის არ არის გასაკვირი, მსგავს ექსპერიმენტებს აღარც გავლენიანი პროდუსერები ერიდებიან. ჰოლანდიური წარმოშობის დაბსტეპერმა, Martyn-მა, წლის ერთ-ერთი გამორჩეული ტექნო ალბომი გამოსცა ლოს ანჯელესელი ჰიპ-ჰოპ არტისტის Flying Lotus-ის ლეიბლ ‘Brainfeeder’-ზე. FlyLo-ს და Martyn-ის მეგობრობა 3 წლის წინ დაიწყო, როდესაც ჯერ ლოს-ანჯელესელმა ‘Natural Selection’-ის რემიქსი გააკეთა ხოლო რამოდენიმე თვეში კი მარტინმა ‘Roberta flack’-ის რემიქსით უპასუხა. „Ghost People“ მარტინის რიგით მეორე სტუდიური ალბომი გახლავთ. არ შემიძლია ორიოდე სიტყვით მის სადებიუტო ალბომ „Great Lengths“-ს არ შევეხო, იგი 2009 წელს საკუთარ ლეიბლ „3024“-ზე გამოვიდა, მარტინი „Ghost People“-ის პრეს რილიზში წერს: „Great Lengths გახლავთ ალბომი, რომელიც იტევს ჩემს ყოველდღიურ მწუხარებასა და მელანქოლიას.“ „Great Lengths“-ს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ალბომია და მისი ყოველი მოსმენისას სულ ახალ-ახალ ფასეულობებს ვაწყდები.


იხილე ვრცლად აქ




რამოდენიმე ალბომი (მაგალითებით) რომელიც სერგიმ შეგირჩიათ და სულ მალე გამოვა გაყიდვაში.
 TV on the Radio -Nine Types of Light (Interscope) ეს უკვე გამოვიდა და ბასისტიც მოუკვდათ 5 დღის წინ :(


Brian Eno - "Drums Between The Bells" (Warp / Rough Trade / 24.06.2011)


Brian Eno - glitch (taken from Drums Between The Bells) by Warp Records




Wiley - "100%Publishing" (Big Dada / Ninja Tune / Rough Trade / 01.07.2011)




Arctic Monkeys - "Suck It And See" (Domino / Rough Trade / 03.06.2011)





Kate Bush - "Director´s Cut" (Fish People / EMI / 13.05.2011)


ავტორი: Ermonia

 

Ozzy Osbourne – Scream © 2010

როგორც წესი, ფოლადი და ბევრი სხვა ლითონი დროთა განმავლობაში იჟანგება, ცვდება და იმსხვრევა. თუმცა, ლეგენდარული ოზი ოსბორნის, ბლექსაბატელი Iron Man-ის („რკინის კაცის“) მუსიკა, ეტყობა, უჟანგავი ფოლადივითაა, რომელსაც, მართალია, ჟანგი ვერაფერს აკლებს, მაგრამ წლების შემდეგ მთლად პრიალა ზედაპირიც აღარ აქვს. მიუხედავად ყველაფრისა, 61 წლის ოზის საფირმო, მჟღერი, გამჭოლი ხმა თითქოს ისევ ფორმაშია... „ყვირილი“ პირველი სტუდიური ალბომია, სადაც ზაკ უაილდის გიტარას ვეღარ მოუსმენთ. ეს უკანასკნელი 1988 წლიდან ოზის ყველა სტუდიური დისკის ჩაწერაში მონაწილეობდა. მის ნაცვლად რობ ზომბისთან ნამუშევარი 29 წლის ბერძენი გიტარისტი კოსტას კარამიტროუდისი ანუ გუს ჯი უკრავს. ოზის დისკი ტრადიციულად მძიმეა.

რამდენიმე წლის წინ მუსიკოსს ექიმებმა უამრავი დიაგნოზი დაუსვეს: ალცჰაიმერის სინდრომით დაწყებული, პარკინსონითა და სკლეროზით დამთავრებული. მიუხედავად ამისა, ოზი ნამდვილი კერკეტი კაკალი გამოდგა და მისი შემოქმედება დღესაც ბევრს აცვიფრებს. ახალი ფირფიტის მოსმენისას მე უკმაყოფილება ვიგრძენი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ოზის ხმა შიგადაშიგ კომპიუტერული პროგრამებით იყოს გასწორებული. მიუხედავად იმისა, რომ დისკი გამოსვლისთანავე ამერიკის როკ და ჰარდ-როკ ჩარტების ლიდერი გახდა, რამდენიმე სიმღერის გარდა, ახალი დისკი ნამდვილად ვერ მოვიწონე და ერთი ჭკვიანი კაცის ნათქვამი გამახსენდა: „ცხოვრების პირველ ნახევარში ადამიანი თავის სახელზე მუშაობს, მეორე ნახევარში სახელი მუშაობს მასზე“. ოზის ახალ დისკზე სწორედ ეს შეიძლება ითქვას.

შეფასება: ****** (6/10)

მოუსმინე: Ozzy Osbourne - Diggin' Me Down

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Laurie Anderson – Homeland © 2010

63 წლის ლორი ანდერსონი იმ იშვიათ მუსიკოსთაგანია, რომელიც სცენაზე თეატრალიზებულ შოუს წარმოგვიდგენს ხოლმე. თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი ლეგენდის, ლუ რიდის ცოლმა, კომპოზიტორმა, მომღერალმა, მევიოლინემ, ლექტორმა და, საერთოდ, თხემით ტერფამდე ერუდირებულმა ქალბატონმა საკუთარი შემოქმედება 70-იან წლებში დაიწყო. იგი თავის გამოფენებში აერთიანებდა საინტერესო ავეჯს, ცერემონიებსა და მუსიკალურ გარემოს. ამით ბოჰემურ წრეებში საკმაოდ პოპულარული გახდა. 1975 წლიდან მუსიკაში გადაბარგდა. ანდერსონის მხატვრული კრედო ახალი მითების შექმნაა, რომლებშიც ცხოვრებისეულ ამბავს ფანტასტიკურ საბურველში ახვევს. ლორიმ ერთხელ თქვა: „საკუთარ თავს ამბის მთხრობლად ვთვლი. სხვა დანარჩენი – პოლიტიკა, სახეები, მუსიკა, სინამდვილეში მხოლოდ ამბებისთვის სიღრმის მიცემის და მსმენელამდე მისი მიტანის საშუალებებია“.

მისი ფირფიტების ჩაწერაში მონაწილეობდნენ ისეთი დიდი მუსიკოსები, როგორებიც არიან: პიტერ გებრიელი, ბილ ლასუელი, ნილ როჯერსი, მისივე მეუღლე – ლუ რიდი, რომელიც, ამავე დროს, ლორის ბოლო დისკის Homeland-ის („სამშობლო“) თანაპროდიუსერიც გახლავთ. ვიოლინოს გარდა, ანდერსონი შესანიშნავად ფლობს ყველანაირ სინთეზატორს, რაც მის მონათხრობ ამბებს ფანტასტიკურ ელფერს სძენს. ახალი დისკის მე-8 და მე-11 ამბებში საქსოფონისტად, არც მეტი, არც ნაკლები, საკულტო მუსიკოსი ჯონ ზორნია მოწვეული, ხოლო ფირფიტის მე-5 ამბავში (Only An Expert) 33 წლის ლონდონელი ელექტრონისტი კიერან ჰებდენი, იგივე Four Tet, კლავიშებზე უკრავს. ალბომის მე-4 და მე-7 ამბებში ანდერსონთან ერთად ენტონი ჰეგარტი (პროექტიდან Antony And The Johnsons) მღერის. ძალიან კარგი დისკია, არტ-როკისა და ექსპერიმენტული მუსიკის მსმენელებს მოეწონებათ.


შეფასება: ******** (8/10)

მოუსმინე: Laurie Anderson - The Beginning Of Memory

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

იხილე დანარჩენი რეცენზიები >>> anarekly.blogspot.com>>>

 

ავტორი – Leonard Shelby

 

კრისტოფერ ნოლანმა სამყარო გააოცა. უმეტესობა სასიამოვნოდ, უმცირესობას გული დაწყვიტა. ისეთი ტრეილერი ჰქონდა და ეს რა ფილმი არისო. მეტი ფანტაზია უნდა გამოეყენებინაო. არადა ფილმის დასაწყისში არტური ხსნის, რომ რაც უფრო ნაკლებად შეცვლი სიზმარს მით უფრო ნაკლებად მიიქცევ ქვეცნობიერის ყურადღებას. მსგავსი უაზრო მოსაზრებები ბლომად გაჩნდა. ისევე როგორც კითხვები. მას შემდეგ რაც ფილმი ორჯერ ვნახე, შევეცდები რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე ჩემეული მოსაზრება დავწერო. რომელიც ჩემი თეორიების, მეგობრების მოსაზრებებისა და რამდენიმე საინტერესო რევიუს შერწყმის შედეგად მიღებული აზრია. წაიკითხეთ მხოლოდ მათ ვინც ფილმი ნახა. ვისაც არ გინახავ ეწვიეთ კინოთეატრებს და ისიამოვნეთ 140 დიდებული წუთით.

Leonardo DiCaprio –   Cobb

Joseph Gordon-Levitt  -  Arthur

Ellen Page - Ariadne

Tom Hardy – Eames

Ken Watanabe  - Saito

Dileep Rao  -  Yusuf

Cillian Murphy  -  Robert Fischer

1)რა არის Inception(დასაწყისი) ?

ეს არის ადამიანის გონებაში ახალი იდეის ჩანერგვა. ასეთი რამ წარმოუდგენელად ითვლება, რადგან იდეა ადამიანის ქვეცნობიერში იბადება და მას იქ ვერავინ ”ჩადებს”. თუმცა დომ კობმა შეძლო შეუძლებელი, თავის მეუღლეს მალის გონებაში Inception მოახერხა. კობი და მალი ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ისინი ძალიან ღრმა ძილში, ცდილობდნენ ახალი, თავიანთი ოცნების სამყაროს შექმნას. არავინ იცის ისინი რეალური დროით რამდენ ხანს იყვნენ ლიმბოში(ქვემოთ ლიმბოზე დაწვრილებით ვისაუბრებ ), ცნობილია მხოლოდ ის რომ ილუზიაში მათ ათწლეულები გაატარეს, სადაც თავიანთ შექმნილ სამყაროში ”ღმერთები” იყვნენ. კობს რეალურ სამყაროში დაბრუნება სრუდა, თუმცა მალი იმდენად იყო ჩაფლული ლიმბოში, რომ დაკარგა რეალობის აღქმა ის მიიჩნევდა, რომ სამყარო რომელშიც იც ცხოვრობდა რეალურია. ამის გამო კობმა მალს გონებაში ”ჩაუნერგა” იდეა, რომ სამყარო სადაც ისინი ცხოვრობენ სიზმარია. ინსეფშენი თავიდან წარმტებით განხორციელდა, წყვილმა თავი მოიკლა და რეალურ სამყაროს დაუბრუნდა, თუმცა… ინსეფშენი ძალინ რთული პროცესია და მალის შემთხვევაში ცუდად დასრულდა. რეალობაში დაბრუნებულმა ქალმა ვერ მოახერხა სიზმრისა და რეალობის გარჩევა, ის კვლავ იმ იდეის გავლენის ქვეშ იყო რომ ილუზიაში ცხოვრობდა და რეალურ სამყაროს მხოლოდ თავის მოკვლის შემთხვევაში იხილავდა.

2)რა არის Kick ?

ეს არის სიზმრიდან გამოსვლის ერთ-ერთი ხერხი. როგორც წესი Kick ხორციელდება წინასწარი გაფრთხილებით. გამაფრთხილებელი ნიშანი Edith Piaf-ის სიმღერა Non, Je ne regrette rien არის, რომელის გამოყენებაც არტურის იდეა იყო. არ აქვს მნიშვნელობა რა დონის ღრმა ძილშია ადამიანი, Kick მას ნებისმიერ შემთხვევაში გააღვიძებს. იუსუფის წამალი იმდენად ძლიერი იყო, რომ გაღვიძება სხვა მეთოდით(სიზმარში სიკვდილით) გამორიცხული იყო. სწორედ ამიტომ აგდებს იუსუფი მანქანას ხიდიდან, წყალთან შეჯახება გამოიწვევს დარტყმას, რომელიც ყველას გააღვიძებს. სწორედ ამიტომ არტური ლიფტის ტროსებს(:დ) აფეთქებს, რათა ლიფტის ჩავარდნამ Kick გამოიწვიოს.

3)რა არის ლიმბო?

ლიმბო ეს არის სიცარიელე. ეს არის ადგილი ქვეცნობიერში სადაც არაფერი არ არის, ადგილი სადაც სიზმარი ”კომაშია”. იუსუფის წამალი რომლითაც ყველამ დაიძინა თვითმფრინავში იმდენად ძლიერია, რომ გაღვიძების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი, სიზმარში სიკვდილი, შეუძლებელია. სიზმარში სიკვდილით ადამიანი ვერ გაიღვიძებს და ის გადავა ლიმბოში. ფილმიდან ვიგებთ რომ ლიმბო ეს არის ადგილი სადაც არაფერი არ არის, ეს არავის სიზმარი არაა. ლიმბოში გადასული ადამიანი ხედავს მხოლოდ იმას, რაც მის წინ იქ მყოფმა ადამიანმა ”ააგო”/”გააკეთა”. ეს მის წინ მყოფი ადამიანი, ”ლიმბოს მფლობელი”, მასთან სიზმარს უნდა იყოფდეს. ანუ ერთ აპარატზე უნდა იყვნენ შეერთებული, რომ ლიმბოში გადასვლის შემთხვევაში სრული სიცარიელე არ იყოს. ფილმში ერთადერთი ვინც ლიმბოში ყოფილა დომ კობია, შესაბამისად საიტო როდესაც კვდება ხვდება კობის კონსტრუირებულ ლიმბოში. ადამიანი როდესაც ლიმბოში ხვდება, მისი ტვინი იჯერებს რომ ის რეალურ სამყაროშია და არა ილუზიაში. უკან დასაბრუნებელი გზაც(რეალობაში) იმავე ხიდზე გადის, ანუ უნდა გჯეროდეს რომ ილუზიაში ხარ და რეალობა სხვაგანაა. რეალურ სამყაროში წამები ლიმბოში წლებია, წლები რომლებიც სულ უფრო გავიწყებს და გაშორებს რეალობას. ასე მოუვიდა მალს, საიტოს, კობს. მოქმედება რომელიც ფილმის ბოლოს ლიმბოში ვითარდება. იქ სადაც კობი და საიტოა, რეალურ სამყაროში სავარაუდოდ რამდენიმე წამია. ეს დრო ლიმბოში იმდენად დიდია, რომ საიტო ძალიან დაბერდა, მას თითქმის არაფერი არ ახსოვს. კობი კი რომელიც საიტოს შემდეგ მოკვდა მოხუცი არ არის, თუმცა აშკარად ეტყობა ასაკის მატება.

4) სიზმარი სიზმარში?!

ფილმიდან ჩანს რომ შესაძლებელია ერთ სიზმარში სხვა სიზმრის გაკეთება და იმაში კიდევ სხვის. ანუ რამდენიმე დონის/ლეველის შექმნა. რაც უფრო ღრმად მიდის ადამიანი თავის ქვეცნობიერში მით უფრო არამდგრადია სიზმარი. ფილმში შემდეგი დონეებია

1.ოპერაცია თვითმფრინავში იწყება. ყველა იძინებს. ყველა იუსუფის სიზმარშია, რომელიც არიადნეს დაპროექტებულია. თუმცა კობის ქვეცნობიერი ცდილობს ცვლილებების შეტანას(მატარებელი. ეს ის მატარებელია რომელმაც მოლი და კობი რეალურ სამაყროს დაუბრუნა), ასევე ფიშერის ქვეცნობიერის თავდაცვის მექანიზმი ირთვება, ანუ მისი პროექცია უბრალო ადამიანები კი არა, შეიარაღებული პიროვნებები არიან, რომლებიც ცდილობენ სიზმარში შემოჭრილები დახოცონ.

2.მეორე დონეზე იუსუფი აღარ არის. მას მანქანა მიჰყავს სხვა ყველა კი სიზმარშია, სასტუმროში. ეს არტურის სიზმარია. აქ ფიშერს უხსნიან, რომ ის სიზმარშია და ატყუებენ თითქმოს მამამისის თანაშემწის სიზმარში უნდა წაიყვანონ რათა მამამისის რეალური ანდერძი ნახოს, სინამდვილეში კი ფიშერს მის გონებაში შეუძღვებიან.

3.მესამე დონე სადაც ფიშერმა მამამისი უნდა ნახოს და კობის გუნდის გენიალური გეგმის მსხვერპლი უნდა გახდეს იმსის სიზმარია. ამ დონეზე მალი კლავს ფიშერს, რომელიც ჩემი აზრით არა სიზმრის მეოთხე დონეზე არამედ ლიმბოში გადადის. ე.წ სიზმრის მეოთხე დონე სადაც მალი, არიადნე, კობი და ფიშერი არიან ჩემი აზრით სიზმარი კი არა ლიმბოა. რადგანაც ფიშერი და არიადნე თავს იკლავენ. ისინი რომ სიზმარში იყვნენ სიკვდილს kick-ის ეფექტი არ ექნებოდა და ისინი ლიმბოში ჩარჩებოდნენ, მაგრამ რადგან ისინი კობის ლიმბოში არიან, თან აანალიზებენ რომ ეს ილუზიაა, ამიტომაც თვითმკვლელობას kick-ის ეფექტი აქვს და ისინი ავტომატურად უკან, წინა სიზმარში ბრუნდებიან.

5)რა არის ტოტემი?

ტოტემი ეს არის რაღაცა ნივთი, რომელსაც ადამიანი იყენებს რეალობისა და სიზმრის გასარჩევად. კობს ბზრიალა აქვს, არტურს კამათელი, არიადნე ჭადრაკის ფიგურა. ეს არის ნივთი რომელის წონა, სიგრძე და ა.შ მხოლოდ ერთმა ადამიანმა, მისმა მფობლემა უნდა იცოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აზრს კარგავს, რადგან სხვა შეძლებს მისით მანიპულირებას სიზმარში, შესაბამისად კონკრეტული პიროვნებისთვის ილუზიისა და რეალობის ერთმანეთში არევას.

6) როგორ დაბრუნდნენ გმირები უკან თვითმფრინავში?

არიადნე და ფიშერი ლიმბოში თავს იკლავენ და ბრუნდებიან მესამე ლეველზე. მეორე ლეველზე არტური ლიფტის აფეთქებით აღვიძებს მესამე ლეველზე მყოფთ:იიმს, არიადნეს, ფიშერს. კობი აიგნორებს kick-ს და საიტოს დასაბრუნებლად რჩება ლიმბოში. ამ დროს პირველ ლეველზე იუსუფი ხიდიდან აგდებს მანქანას. მანქანის წყალთან დაჯახება იწვევს kick-ს რომელიც მეორე ლეველზე მყოფთ აღვიძებს:არიადნე, არტური, იიმსი, ფიშერი. საიტო მკვდარია, კობი წყალში კვდება და ლიმბოში აგრძელებს საიტოს ძებნას. ერთი ვარიანტია(ყველაზე რეალური), რომ გმირები დაელოდნენ წამლის დროის გასვლას და თვითმფრინავში გაიღვიძეს. მეორე როდესაც საქმე ბოლომდე მიიყვანეს და სრულიად აანალიზებდნენ, რომ სიზმარში იყვნენ მათ ლიმბოში კი არ გაჭედავდა, არამედ თვითმფრინავში დააბრუნებდა.

8)ფილმის ფინალი!!!!!!!

უმთავრესი და ურთულესი შეკითხვა, რომელზე ზუსტი პასუხის გაცემაც ერტადერთ ადამიანს კრისტოფერ ნოლანს შეუძლია. დასასრულის უამრავი ვარიანტი არსებობს, მე მხოლოდ საუკეთესოებს წარმოგიდგენთ

1.კობი ისევ ლიმბოშია

ფილმის ბოლოს კობი და საიტო პირისპირ საუბრობენ. ლიმბოში გატარებულმა დრომ, მათ თითქმის ყველაფერი დაავიწყა, თუმცა ნელ-ნელა იხსენებენ რა მოხდა. ბოლოს საიტო იღებს იარაღს და.. თუ საიტომ მხოლოდ კობი მოკლა, მაშინ იგი ლიმბოს უფრო ღრმა საფეხურზე გადავიდოდა, სადაც სავარაუდოდ თავისი ოცნების ილუზია ელოდა. ის ბრუნდება სახლში შვილებთან. ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტი, რომ როდესაც ის თავის შვილებს ხედავს ბავშვები ზუსტად იმ პოზაში და იმ ტანსაცმელში არიან, როგორც კობმა ისინი ბოლოს ნახა. მანამდე იგი არიადნეს ეუბნება, რომ ის თავის მოგონებებში ვერ ხედავს ბავშვების სახეს, რადგან ვერ მოასწრო ნახვა. ხოლო მალის ილუზიაში უარს ამბობს სახეების ნახვაზე, რადგან მიაჩნია რომ ილუზიაა. ლიმბოს ასეთ ღრმა საფეხურზე შეიძლება, მან შექმნა ილუზია სადაც ყველაფერი ისეა როგორც მას სურს. დააკვირდით ფილმის ბოლოს როდესაც კობი თავის ბზრიალას მაგიდაზე აბზრიალებს, ის არ ელოდება წაიქცევა თუ არა სათამაშო. მისთვის სულ ერთია ის ილუზიაშია თუ რეალობაში.

2.კობი ნამდვილად დაბრუნდა შვილებთან

თუ საიტომ გაანალიზა ის, რომ ისინი სიზმარში არიან, მოკლა კობი და შემდგე თავი მოიკლა, ეს სავარაუდოდ მათ ლიმბოდან პირდაპირ ყველა სიზმრის დონის გამოტოვებით(რადგან სხვა სიზმრები ”დანგრეული” იყო), მათ პირდაპირ თვითმფრინავში დააბრუნებდა. თუ გავითვალისწინებთ საიტოს სახეს როდესაც ის თვითმფრინავში ტელეფონზე რეკავს, ეს ვერსია საკმაოდ რეალურია. მე რამდენადაც გავიგე პროექციით მანიპულირება შეუძლებელია, ანუ გამორიცხულია, რომ კობის სპეციალურად ”გაეჩალიჩებინა” საკუთარი თავისთვის ასეთი დახვედრა. ასევე ვირაცის საინტერესო არგუმენტს წავაწყდი ამ თეორიაზე, რომელიც მე არ შემიმჩნევია. კობის ნიშნობის ბეჭედი მხოლოდ რეალურ სამყაროში უკეთია, სიზმარში ის მას არ ატარებს, ბოლოს სცენაში კი ის ბეჭდითაა.

3.Inception კობს გაუკეთეს

კიდევ ერთი მშვენიერი ვერსია რომელიც არაფრით გამოირიცხება. დააკვირდით კობის მამის საუბარს. პარიზში ის სთხოვს კობის რომ ”რეალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს”, აეროპორტში ეუბნება, რომ ”კეთილი იყოს მისი დაბრუნება”. შეიძლება მთელი გუნდი ცდილობს არა ფიშერის გონებაში იდეის ჩანერგვას არამედ კობის თავში ახალი აზრის შექმნას. ეს ყველაფერი შეიძლება იუსუფთან მიწისქვეშეთში დაიწყო. როდესაც იუსუფტან კობი სიზმრიდან გამოდის, სახეში წყალს ისხამს და ბზრიალას დახმარებით ცდილობს გაიგოს რეალურ სამყაროშია თუ სიზმარში, მას ბზრიალა უვარდა და მას შემდეგ ფილმში ფინალურ სცენამდე კობი ერთხელაც აღარ ჩანს იყენებს ბზრიალას. ანუ შეიძლება ის რაც იუსუფის შეხვედრის შემდეგ ხდება სიზმარია და კობის თავში იდეის ჩანერგვის მცდელობაა, ფიშერი შეიძლება იყოს გამოგონილი პიროვნება ან ადამიანი რომელიც უბრალოდ გამოიყენეს კობის გონებაში ღრმად შესაღწევად. ეს ვერსია კარგი იმ მხრივ, რომ არიადნემ კარგად იცის კობის პრობლემების შესახებ და შეუძლია მასთან ბრძოლა. შეიძლება კობის ჩაუნერგეს იდეა, რომ ის არ არის ცოლის სიკვდილში დამნაშავე და შესაბამისად მას შეუძლია ბედნიერად იცხოვროს(ფინალში როგორც ხდება), ან არიადნემ უბრალოდ ტანჯვა ააცილა კობის და ოცნების ლაბირინთი შეუქმნა, იდეალური პარადოქსი რომლიდანაც კობი ვერასოდეს გამოვა და ბედნიერი მოკვდება.

ძალიან დავიღალე ამდენი წერით. ბოლოს მხოლოდ ჩემს აზრს დავწერ ფილმის ფინალზე. რა მნიშვნელობა აქვს დასასრულს, ფაქტია რომ ნოლანმა მიზანს მიაღწია. ვინც ეს ფილმი ნახა ყველა მასზე საუბრობს, ყველა ცდილობს გაიგოს რა მოხდა, ფაზლი გონებაში ააწყოს და იდეალური სურათი მიიღოს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. არ არსებობს მასზე ერთი კონკრეტული პასუხი. ვერასოდეს გავიგებთ რა მოხდა სინამდვილეში, ისევე როგორც ვერ გავიგებთ მატრიცაში ნეო კვდება თუ არა, ვერ გავიგებთ ლეონარდ შელბი ცოლის მკვლელია თუ შეშლილი შურისმაძიებელი, ვერ გავიგებთ ”ყველაფერი კარგად იქნება” კამეჩის ფლოქვია თუ ნარდში შაში-ჩარით კარის ჩაკეტვის საუკეთესო საშუალება. ეს ფილმი არის იდეალური Inception რომელიც კრისტოფერ ნოლანმა ჩვენს გონებაში განახორციელა. შესანიშნავი ნამუშევარია, რომელიც რაღაც ახალი, სიცოცხლისმონტანია ამ უსიცოცხლო კინოეპოქაში. XXI საუკუნეს ორიგინალური სიზმრები ჭირდება. თორემ ამდენმა სიქველმა,რიმეიკმა, პრიკველმა და კომიქს-თამაშ-წიგნების ადაპტაციამ წალეკა კინო.

პ.ს კრისტოფერ ნოლანმა სახელებიც კი გენიალურად შეურჩია პერსონაჟებს. კოტიარის პერსონაჟი, მალი ეშმაკს თუ დემონს ნიშნავს. არიადნე მითოლოგიური პერსონაჟია რომელიც თეზევს მინოტარვის დამარცხებაში დაეხმარა ლაბირინთში. ამ ფილმში კი ელენ პეიჯის პერსონაჟს რა საერთო აქვს ლაბირინთებთან ყველამ კარგად ნახა.

წყარო>>>faukclub.wordpress.com

images

ავტორი: ნინო ძანძავა

ეპატაჟი - რამდენად მოსაწონი შეიძლება  იყოს ავტორისთვის მის რომანზე ფიქრის ამ სიტყვით დაწყება? შეიძლება კომპლიმენტადაც აღიქვას.  „სიმფსონების“ დროს უთუოდ ასე იქნებოდა. კარგი იყო „სიმფსონები“ - ლაღი, თავხედური, დანის პირივით მკვეთრი და ტამპონივით გაჟღენთილი. „მინერალური ჯაზი“ ლიმონათივით წავიდა - ყელში ჩაღვრილი ყველა ყლუპი ლიტერატურულ ალუზიებს გაზებივით უკან ამოისროდა. კინოობანას თამაშს გავდა, ოღონდ ლიტერატურაში. adibas-ში თავიდან გეჩვენება, რომ ავტორი ისევ კინოობანას გეთამაშება. მაგრამ ამ წიგნში, საერთოდ, ბევრი რამ შეიძლება მოგეჩვენოთ ან მოგეჩვენოთ, რომ მოჩვენებითია. ზაზა ბურჭულაძე არც მალავს, რომ სიმულაციებით გაერთო და რომანის დასაწყისში მკითხველს საგანგებოდ უხსნის: adibas ყალბი ადიდასი, სუროგატი, იმიტაცია და ფალსიფიკაციაა.

წელს, ერეკლე დეისაძის ამბების შემდეგ, კარგი მწერლისთვის ეპატაჟურობაზე ოცნებაც ზედმეტია, რაც უნდა დიდი ლიტერატურა შექმნას. ერთი შეხედვით, ზაზა ბურჭულაძე საკმაოდ პირდაპირია, მოურიდებელიც კი. თუმცა, წლების მანძილზე მისი დანის წვერი დარბილდა - რომც მოგედოს, არ დაგსერავს. სირბილემ მეტი ხიბლი შემატა მის ლიტერატურას. მაგრამ ესეც იმიტაციაა - მწერალი უფრო დახელოვნდა ცინიკურობასა და ირონიულობაში…

იხილეთ გაგრძელება>>> netgazeti.ge

   

 

ავტორი - Buda Brikoleri

ბუნდოვნად მახსოვს, მამაჩემი როგორი აღტაცებით მიხსნიდა, თუ რა მაგარი ნაწარმოები იყო რაველის ბოლერო. განსაკუთრებით ინსტრუმენტების შესვლა მოსწონდა – ნელ-ნელა, თითო-თითოდ. მაგრამ მე მაშინ ბრიტნი სპირსის აუოზბორნთუმეიქიუჰეფიზე უფრო მბურძგლავდა.

სამაგიეროდ, ამ აღტაცებამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – ყველა მსგავს დადგმაზე/სიმღერაზე/მუსიკაზე/თამაშზე ბოლერო მახსენდება. მნიშვნელობა არ აქვს ინსტრუმენტების როლს სიტყვები თამაშობენ თუ სხვა ბგერები(ჩემს ბავშვობაში ერთი სიმღერა-თამაში იყო მოდაში, სადაც ერთი ბავშვი წაიმღერებდა ’დუმბაძე, მახარაძე’, მეორე ხმას აუბამდა – ’ბალი ვჭამე, კურკა ვყარე’, ხოლო მესამე ჩაიხვევდა ’პეპელა, პეპელა’ და ასე იქამდე, სანამ არ მოგვბეზრდებოდა), The National-ის ძალიან მაგარ ლაივს ვუყურებ სიმღერაზე “Fake Empire” თუ რაჭის შარაგზაზე მივიმღერი რერო-რამდარაროს.

მოკლედ, იმდენადაა ჩემში ეს ’ბოლეროს კომპლექსი’, რომ მეგობრის დადებულ ვიდეოზე, სადაც ვოკალისტი გარეგნობითაც ძალიან კარგია, ხმაც კარგი აქვს, სიმღერა ხო ისეთი ფრაზით იწყება, ყურებს დაგაცქვეტინებს და ჩაგაღიმებს, პირველი, რაც მახსენდება, ისევ ბოლეროა.

არადა, რა ბოლერო, You tried to taste me

And I taped my tongue to the southern tip of your body!

 

 

მოკლედ, მგონი, The Morning Benders-ის ტრადიციაა ალბომში ისეთი პირველი ტრეკის ჩადება, დანარჩენები საერთოდ რო არ ისმინებოდეს, მაინც კმაყოფილმა თქვა, რომ კარგ ალბომს მოუსმინე. ჯერ ’Damnit, Anna’ იყო 2008 წლის ალბომიდან(Talking Through Tin Cans) გამორჩეული, მერე ეს, ’Excuses’.

თუმცა ეს ის ალბომი არაა, სხვა ტრეკები რომ ნაკლებ ყურადღებას იმსახურებდნენ. მთელი ალბომი ისე გემრიელად ისმინება, ისე მსუბუქად(თუ აივნის კარი ღია გაქვს და ცოტათი სიო გიბერავს, მით უკეთესი) და ჰაეროვნად, ბაუნტის რეკლამასაც რომ შეშურდება. ალბომის ზომაც ნორმალურია – 10 ტრეკი, რომლიდანაც მე ყველაზე მეტად პირველი და ბოლო მიყვარს..

 

ჰო, ამ ოთხ კალიფორნიელ ახალგაზრდას(რომლებმაც ჯგუფი 2005 წელს ჩამოაყალიბეს) სხვა საინტერესო ტალანტებიც აქვთ – მაგალითად, თუ კარგად დააკვირდებით, აუცილებლად აღმოაჩენთ კავშირს ალბომის რამდენიმე ტრეკის სახელს შორის. თუ სხვებზე უფრო მეტად ინტრიგნულად და მაშასადამე, ბრიკოლერულად აზროვნებთ, ყველა ტრეკის დაკავშირებასაც შეძლებთ. აი მაგალითად,  ასე საინტერესოდ ენაცვლება ერთმანეთს რამდენიმე ტრეკი – ბოდიშები, დაპირებები, სასიამოვნო, სუფთა ბრძოლა და სიამოვნების ოხვრები(1. Excuses; 2.Promises; 4.Cold War (Nice Clean Fight) 5.Pleasure Sighs). მოკლედ, ფანტაზიის გავარჯიშება პირველ ალბომზეც შეგიძლიათ.

ფანტაზიის გარდა შეგიძლიათ შედარების უნარზეც ივარჯიშოთ – მაგალითად, ჩემი მეგობარი ამბობდა, პიტ დოერტის შოკოლადისნაირი ხმა აქვსო. აი, კრის ჩუს როგორი ხმა აქვს, არ ვიცი – ერთდროულად ტკბილიც, რბილიც, ბავშვურიც, მშვიდიც და გულუბრყვილოც.  ვფიქრობდი ნაყინივით ყოფილა-მეთქი, მაგრამ სიცივე აკლია აშკარად. ჰოდა, მხოლოდ დღეს შეჩერდა ჩემი გონება დამდნარი ნაყინის ვარიანტზე. დღეს იმიტომ, რომ მანამდე მორნინგ ბენდერზის არცერთი სიმღერა ფლეერში არ მქონდა გადატანილი. არადა, ჩვენთვის, ავტობუსის ფანჯარას თავმიყრდნობილი ’ნაუშნიკებიანი’ სტუდენტებისთვის, სიმღერის ავ-კარგიანობა სწორედ რომ გზაში, გამუდმებულ ჯანჯღარში იზომება.

 

წყარო>>>muzame.ge

Home_Photo_books

ავტორი: Toma

დიდი პაუზის შემდეგ ჩემ მკითხველს ვთავაზობ ერთი ძალიან საინტერესო ბიოგრაფიული წიგნის რევიუს. წიგნი შვედი ქალბატონის Maj Fant ის მიერაა დაწერილი და ქვია " Att bli mamma till sin mamma" - გახდე საკუთარი დედის დედა.
არ ვიცი რა იფიქრეთ სათაურის წაკითხვის შემდეგ მაგრამ მინდა გითხრათ რომ წიგნი ძალიან საინტერესოა და ეხება პრობლემას რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება წააწყდეს ცხოვრებაში, კერძოდ კი ისეთ დაავადებას როგორიც დემენციაა. დაავადების შესახებ არ ვწერ არაფერს რადგან ბლოგი წიგნს ეხება, ამიტომ ვაგრძელებ წერას წიგნის შესახებ.
მეი, შუა ხნის ქალბატონი რომლის არის შვილი, დედა, ბებია, მეუღლე და ადმიანი რომელიც ძალიან წარმატებულია კარიერაში, ამ ყველაფერს მშვენივრადაც ათავსებდა ერთმანეთთან რომ არა შემთხვევა რომელმაც მისი ცხოვრება სრულიად შევცვალა. მის დედა გახდა ავად, ავადმყოფობა - დემენცია კი ისეთია რომელიც დიდ რესურსებს მოითხოვს ოჯახის წევრებისაგან. მიუხედავად იმისა რომ მეიმ იცის დაავდების შესახ, იცის რა შედეგები მოჰყვება მას, როგორ რადიკალურად იცვლება ავადმყოფი, მისთვის მაინც ძნელია მისი დედის ასეთ მდგომარეობაში მიღება, მას თითქოს არ სურს აღიაროს რომ დედას სერიოზული პრბლემები აქვს. მისთვის ასევე ძნელია მიხედოს დედას რომელიც აქამდე სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი იყო, ახლა კი ერთადერთი რაც შეუძლია გააკეთოს მისი კატის დაპურებაა, დარანჩენი არ ახსოვს და არც აინტერესებს. რაც დრო გადის დედის მდგომარეობა უარესდება, ის ხედავს და ესმის ცუდად, ხდება პარანოიკი, აქვს პრობლემები მეხსიერებასთან და სხვა ადამიანებთან რომლებსაც არ ენდობა.
წიგნში კარგად ჩანს არა მხოლოდ ავადმყოფის მდგომარეობა არმედ მომვლელის მდგომარეობა, ის თუ როგორ უარესდება მისი ცხოვრების ხარისხი. რამხელა რესურსებს საჭიროებს და რაც მთავარია როგორ უვარგისია ზოგადად სისტემა იმისათვის რომ ამ ადამიანებს საჭირო დახმარება და თანადგომა აღმოუჩინონ.

წყარო>>> alittlelibrary.blogspot.com

Musikaluri Recenziebi

© ლაშა გაბუნია

ავტორი: Ermonia

Slash – Slash © 2010

 

სლეში ის უგემრიელესი „მძიმე არტილერიის“ ვირტუოზი გიტარისტია, რომელსაც, აწ უკვე დაშლილი Guns’N’Roses-იდან მოყოლებული, თვალყურს უამრავი მუსიკისმოყვარული ადევნებს. სლეში, იგივე საულ ჰადსონი, „განსების“ დაშლის შემდეგ ცოტ-ცოტა ხნით უამრავ პროექტში ვიხილეთ, ორიოდე სინგლის გამოცემაც მოასწრო, თუმცა, ოფიციალური სოლო ალბომით გულშემატკივარი მხოლოდ ახლახან გაახარა. მუსიკისმოყვარულთ მოეხსენებათ, რომ სლეშს თავად სიმღერა არ შეუძლია (ან არ მღერის), ამიტომ მისი სიმღერების შესასრულებლად 14 სახელგანთქმული მომღერალი მიიწვია – ოზი ოსბორნითა და ლემი კილმისტერით დაწყებული, იგი პოპით დამთავრებული. ამ ფირფიტამდე გამოცემულ ორ სინგლში სლეშმა უკვე მოასწრო დუეტების ჩაწერა თვით ელის კუპერთან და ლეგენდარულ რეპ-ჯგუფ „საიპრეს ჰილთან“ ერთად.

რაღა თქმა უნდა, აღნიშნული დისკი აუცილებლად მოეწონება ტრადიციული, კლასიკური მძიმე როკის მოყვარულს, რომელიც ალბომის მოსმენისას ძალიან ნაცნობ და მშობლიურ გარემოში ამოყოფს თავს, სადაც სლეშმა „ჰაი“ კლასის ვოკალისტები და მუსიკოსები შეკრიბა. რომელი ერთი ვახსენო? – საკულტო ჯგუფის „ქალტის“ ფრონტმენი იან ესტბური, „საუნდგარდენელი“ ქრის კორნელი, ქიდ როკი, „ნირვანას“ დრამერი დევიდ გროლი, ავსტრალიური ჰარდ-როკ ბენდ „ვოლფმოზერის“ გიტარისტი ენდრიუ სთოქდეილი და სხვები. თუმცა საულ ჰადსონმა თანამედროვე სოფთ-როკის მოყვარულთა ინტერესებიც კი გაითვალისწინა, როდესაც თინეიჯერების საყვარელი ამერიკული ჯგუფის Maroon 5-ის ვოკალისტს ადამ ლივაინს საკუთარი ბალადა Gotten შეასრულებინა. მართალია, ამ ფირფიტაში რამე განსაკუთრებულ და ახალ მუსიკალურ ექსპერიმენტს ვერ წააწყდებით, მაგრამ გულწრფელად გეტყვით: დიდებული ნამუშევარია!

შეფასება: ********* (9/10)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Unkle – Where Did The Night Fall © 2010

 

ამ შესანიშნავმა ბრიტანულმა პროექტმა რიგით მეხუთე ალბომი გამოსცა. „ანკლის“ მსმენელს კარგად მოეხსენება, რაოდენ მდიდარი და მუსიკალურად მრავალფეროვანია ჯეიმს ლაველის ეს პროექტი. ალბომებში „ანკლის“ სიმღერებს ხშირად მოწვეული მომღერლები ასრულებენ და უმეტესწილად, მსოფლიოს ვარსკვლავები არიან. საერთოდ, „ანკლის“ მუსიკას ტრიპ-ჰოპს მიაკუთვნებენ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან მრავალფეროვან და მრავალწახნაგოვან შემოქმედებასთან გვაქვს საქმე. 1998 წლიდან ჯეიმს ლაველი საკუთარ პროექტში იწვევდა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ტომ იორკი („რადიოჰედი“), ჯეისონ ნიუსტვიდი („მეტალიკის“ ბასისტი), რიჩარდ აშკროფტი (ჯგუფიდან The Verve), ბრაიან ინო, იან ბრაუნი, ოზი ოსბორნი, იან ესტბური და სხვები.

ახალი დისკი ტრიპ-ჰოპზე მეტად ალბათ უფრო ფსიქ-ჰოპია (თუ შეიძლება ასე განვმარტოთ), რადგან დისკში შესული მუსიკალური მასალის უმრავლესობა უფრო ფსიქოდელიურ ხასიათს ატარებს, ვიდრე „ანკლის“ ადრინდელი ფირფიტები. ალბომში მოწვეული მუსიკოსების ნაწილიც ფსიქოდელიური როკის წარმომადგენლები უფრო არიან. ალბომის მეორე ტრეკში ახალი კალიფორნიული ფსიქოდელიური ჯგუფი Sleepy Sun-ია მოწვეული. ასევე ფსიქოდელიური როკის წარმომადგენელია The Black Angels-იც. გარდა ამისა, ყველაზე წონიან მუსიკოსებს შორის ალბომში ალბათ Queens Of The Stone Age-ის სახელგანთქმული ვოკალისტი მარკ ლანეგანია. მიუხედავად იმისა, რომ პროექტში პოსტ-პანკ და ინდი შემსრულებლებიც მონაწილეობენ, ფირფიტას მაინც ექსტაზნარევი ფსიქოდელიის გემო აქვს. თავად „ანკლის“ შესრულებული სიმღერა Ablivion ნამდვილი ჰიტია. მშვენიერი ფირფიტაა და აუცილებლად დააგემოვნეთ.

შეფასება: ******** (8/10)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

იხილეთ დანარჩენი მუსიკალური რეცენზიები ერმონიასგან >>> anarekly.blogspot.com

 

ავტორი – როდრიგო

Bookmark and Share

რამდენიმე ადამიანს შევპირდი, განახებთ მეთქი სტატიას, ეს ასე ვთქვათ ჩემ პირველ ჟურნალისტიკურ-ანალიტიკურ სტატიად შეიძლება ჩაითვალოს. ლექტორისგან მივიღეთ დავალება სათაურით “წამყვანის ფენომენი”. გადავწყვიტე ბატონი გიორგი გვახარია განმეხილა. თემაში ასევე შევეხე ქართულ მედიას და ლიბერალიზაციის პროცესებს. მომყავს თემა უცვლელად:
გაკრიტიკება იოლია. ასე მგონია, ჩემი ჯგუფელების უმეტესობა რომელიმე წამყვანს “დაშხოშიანად” გაასწორებს მიწასთან და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებენ, მით უმეტეს, რომ ქართულ ტელესივრცეში ასეთ მოპყრობას უმეტესი “მოდელირებული” წამყვანი იმსახურებს. თუმცა ისეთი ადამიანის განხილვა, რომელიც საზოგადოებაში უფრო მეტად უარყოფით, ბუნდოვან ემოციებს აღძრავს, მისი დადებითად წარმოჩენა, ორმაგად რთულია. ვინაიდან ყველა ადამიანს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა შეუძლია (ახალი ამბავი!) და საქართველოს კონსტიტუციაც ითვალისწინებს ან კანონს, ვიქნები თავისუფალი და მიუკერძოებელი ჩემს მოკრძალებულ აზრებში.


ალბათ, მიხვდით ვიზეც გადავწყვიტე თემის გაკეთება, ეს კინემატოგრაფის ქართველი კრიტიკოსი გიორგი (გოგი) გვახარიაა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი გოგი ხელოვნებათმცოდნეა და არა ჟურნალისტი, მისი მოღვაწეობა, ქმედებები, გადაცემები ჟურნალისტური ჭრილითაც შესაძლებელია განიხილოს, თუნდაც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და ფორმირების საკმაო მაგალითებით.
თუკი გოგი გვახარიას სახელი სერიოზული კინოს კრიტიკასთან იგივდებოდა, ახლა ფსევდოლიბერალიზმთან, სოროსთან, ტრადიციების დამანგრეველ სიტყვებთან ასოცირდება.
საქართველოს ბოლოდროინდელი ისტორიის გადახედვისას და გაანალიზებისას ერთ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ: საზოგადოებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს და სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს, ჟურნალისტიკის ნაცვლად კინემატოგრაფიული გადაცემები იღებდნენ თავის თავზე. იმ ინფორმაციის ვაკუუმში, რასაც კომუნიზმი ერქვა, სწორედ ასეთი გადაცემებით მოედინებოდა ულევი საინტერესო, და ასე ვთქვათ, “უცნაური” აზრები დასავლეთიდან.
ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში არსებობდა ბატონ ოთარ სეფიაშვილის საავტორო გადაცემა “ილუზიონი”. გადაცემა 1981 წლის 1 ივნისს გავიდა პირველად ეთერში და საზოგადოების ფართო მასები მოიცვა, რაც საბჭოთა ხელისუფლებას არ გამოპარვია და რამდენჯერმე დახურეს კიდეც, თუმცა საზოგადოების მოთხოვნამ შეაჩერა პროცესი. პარადოქსია, მაგრამ 21-ე საუკუნეში, თითქოს უფრო ღია საზოგადოებაში არანაკლები პრობლემები ექმნება თანამედროვე გადაცემას “წითელი ზონა”, ოღონდ ამ შემთხვევაში თავად საზოგადოების მხრიდან.
ბატონი ოთარი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: “თუ გინდა, რომ ძალიან თამამი იყო ტელეეკრანზე, უნდა იყო ან იდიოტი, ან ციცერონი. მე ჩემს თავს არც ერთს მივაკუთვნებდი და არც მეორეს. ძიებაში ვიყავი, რა განაპირობებდა ამ გადაცემის პოპულარობას.” ავტორი 1995 წელს ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად და გადაცემაც დაიხურა.
90-იან წლებში ტელეეკრანებზე გამოჩნდა გვახარიას, პირველი საავტორო გადაცემა “სარკმელი”, რომელიც პირველ არხზე საბოლოო ჯამში აკრძალეს და მთელი რიგი სკანდალები ახლდა თან. სკანდალები მოჰყვა მეორე გადაცემასაც “ფსიქო”, რომელიც რუსთავი 2-ზე გადიოდა. თუმცა ავტორის მიზანი არა “სკანდალებით” მანიპულირება იყო, არამედ საზოგადოების გამოფხიზლება, მოქმედებაში მოყვანა. ბატონი გოგი დღესაც თვლის, რომ ქვეყანაში კულტურული პოლიტიკა არ არსებობს, პრიორიტეტული მუდამ სხვა საკითხებია. ყველაზე მეტად რაც აკლია დღეს ქართულ მედიას და მომუშავე პერსონალს სწორედ ის 3 კომპონენტია, რომელიც თავის ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნა: ხარისხი, ფორმა და ნიჭიერება. ამ ყველაფრის დეფიციტი საზოგადოებას ინერტულს, უინტერესოს და ადვილად სამართავს ხდის.
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, საზოგადოების ნაწილისთვის “ფსიქო” ერთადერთი ბედნიერების მომტანი გადაცემა იყო მედიასივრცეში და უმეტესობას, ისევე როგორ მე, სწორედ ამ გადაცემით დაგვამახსოვრდა ბატონი გოგი. ამის მაგალითად; ერთ-ერთ ფორუმზე შენიშნავს იუზერი: “ჩემს სტუდენტობაში “ფსიქო” იყო ერთადერთი სიხარული მედიასივრცეში, რომელსაც ველოდით და მერე, ორშაბათობით უნივერსიტეტის ბარში ვარჩევდით ხოლმე”.

როდესაც საზოგადოებაში მის გადაცემებს აკრიტიკებენ, არგუმენტების სიმწირისა და არარსებობის გამო, მის პირად ცხოვრებას გადასწვდებიან ხოლმე, თითქოს ის ჰომოსექსუალი ყოფილიყოს და ამით ამტკიცებენ, მის ყოვლად მიუღებელ პიროვნებად გამოყვანას. ეს არავის საქმე არაა და ჩემთვისაც მეათასე ხარისხოვანია, სიმართლეც რომ აღმოჩნდეს, ჩემი დამოკიდებულება არ შეიცვლება, რადგან ადამიანს ეთნიკური, სქესის, კანის ფერის და სხვა ნიშნით არ განვსაზღვრავ.
ბატონი გოგი აკეთებს ისეთ საქმეს, რომელთან ჭიდილი ან ეზარებათ, ან არ უნდათ, ან ძალა არ შესწვთ, ან ეშინიათ. ავტორი არცერთ გადაცემაშია ყალბი, ის დაფარულად საუბრობს პრობლემურ თემებზე და საზოგადოების სამსჯავროზე შეულამაზებლად გამოაქვს. დარწმუნებული ვარ, არ მოსწონს რომ ჟურნალისტური ფუნქციები შეითვისა და დიდი სიამოვნებით გააკეთებდა წმიდა კინემატოგრაფიულ გადაცემებს, სადაც პოლიტიკის ნასახიც არ იქნებოდა, მაგრამ დღევანდელი სივრცე ამის საშუალებას არ იძლევა. ბატონ გოგის უყვარს სამშობლო (აქამდე არაერთხელ წავიდოდა თუნდაც სხვა ქვეყანაში) და “წითელი ზონის” ეთერით, რომელიც 2007 წლიდან არსებობს, სურს საზოგადოების “აზროვნებით შეწუხება” და ლიბერალიზაცია.
რა არის ლიბერალიზაცია? ლიბერალად მოიაზრება ყველა, მიუხედავად მათი რელიგიური თუ სხვა ტიპის შეხედულებებისა, რომლებიც არიან დასავლეთთან ინტეგრირებულები. ეს სიტყვა იარლიყად იქცა იმ ადამიანებისთვის, რომელიც ასე ვთქვათ, თავისუფლად აზროვნებენ და ასოცირდება გარკვეულ ჯგუფთან, საზოგადოების რაღაც ნაწილთან. ტერმინის განმარტების გაუთვითცნობიერებულობას და არასწორ ინტერპრეტაციას ჟურნალ “ლიბერალის” ავტორი შორენა შავერდაშვილი ასე ხსნის: “ლიბერალიზმს საქართველოში ხელს უშლის განათლების არ ქონა, განათლება რომელიც საშუალებას გაძლევს, ორიენტირებდე რაღაც სივრცეში, სადაც ვცხოვრობთ. არ ვგულისხმობ კონკრეტული ზერაოდენობის წიგნების წაკითხვას. განათლება მხოლოდ წიოგნების კითხვას არ გულისხმობს, არამედ სწორედ ამ ორიენტაციის უნარს იმ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ.”
ვიმედოვნებ, რომ ნელ-ნელა საზოგადოებისთვის გააზრებული გახდება ეს ტერმინი და თავად დაგაწყვეტს, სურს თუ არა ასეთი ღირებულებების მატარებელ საზოგადოებაში ცხოვრება. გოგი გვახარიას მიზანი, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს მოიცავს, რომლის პრეზენტაციასაც თავისი გადაცემების საშუალებით ახერხებს. და მიუხედავად მისი არაჟურნალისტობისა, ჟურნალისტიკის ცხრა პრინციპიდად უმეტეს დებულებებს ასრულებს, და ველაზე მნიშვნელოვანს: საზოგადოებას აძლევს კრიტიკისა და მსჯელობის საშუალებას. გვაძლევს ალტერნატიულ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა საკითხზე ჩამოსაყალიბებლად. რაც მეტ აზრს ვისმენთ და ვაგროვებთ გარკვეულ საკითხებზე, მით მეტად დამოუკიდებლები ვხდებით.
ბოლოს კი თემა მინდა დავასრულო ჩვენი პატრიარქის, ილია II-ის სიტყვებით, რომელიც ბაქოს რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო სამიტისას წარმოთქვა: “მიმაჩნია, რომ დროა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და მშვიდობიანი თანაარსებობა. ჩვენ უნდა დავძლიოთ კატეგორიული აზროვნება და ძალის პოზიციით მოქმედება.”

 

ავტორი – არილი

Bookmark and Share

სატირიდან იდეურ სიბერწემდე
ტარიელ უნაფქოშვილი

ლაშა ბუღაძე, კარიკატურისტი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

ლაშა ბუღაძეს თავის შემოქმედებაში საბაბი თუ მიეცა, ყოველთვის სიხარულით ატრიზავებს სასულიერო პირებსა და ეკლესიური ცხოვრებისაკენ ახალმიქცეულ ადამიანებს. საბაბის პოვნა კი იოლია - ლაშა ბუღაძე თხზავს, თხზვაში თავისუფალია და საიდანაც უნდა, იქიდან გამოაძვრენს გასამასხრებელ პერსონაჟსა თუ სიტუაციას.
ლაშა ბუღაძის მღვდლები აკურთხებენ დისკოთეკებს (რომანი ”ბოლო ზარი”); მრევლის წევრებად ჰყავთ ნარკომანები, რომელთა სულში არავითარი ძვრა არ ხდება (ამდენად, მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა უნაყოფოა ამ უკანასკნელისათვის); ლაშა ბუღაძე იჩხრიკება მისი იმ პერსონაჟების ინტიმურ ცხოვრებაში, რომლებიც საქართველოს მართლამადიდებელ ეკლესიას წმინდანად ჰყავს შერაცხილი (მოთხრობა ”პირველი რუსი”). აშკარაა მწერლის სატირული დამოკიდებულება ქართველთა გამოღვიძებული სულიერებისადმი. ეს მიმართება ლაშა ბუღაძემ უფრო დახვეწა თავის ბოლო რომანში ”კარიკატურისტი”.
თბილისში ზედიზედ კლავენ სხვადასხვა პროფესიული სფეროს წარმომადგენლებს: მინისტრს, თეატრის რეჟისორს, გენერალს, მომღერალს, საქართველოს ელჩს რუსეთში. საქმეს იძიებს პროკურატურის ხუთი რგოლი. რომანის ერთი მთავარი პერსონაჟი, გამომძიებელი გიორგი ნოზაძე მეოთხე რგოლის წევრია. ძიება დიდმარხვისას მიმდინარეობს. გვესმის, რომ მხატვრული შემოქმედება თავისუფლების გარეშე არ არსებობს, მაგრამ რისთვის დაჭირდა ავტორს, ერთმანეთისთვის დაემთხვია ეს ორი რამ - ძალისხმევა მკვლელების მისაგნებად, როგორც პროფესიული ვალდებულება და მიწიერი საზრუნავისაგან გათავისუფლების, უფალთან მიახლოების, ცოდვათაგან განწმენდის, ლოცვისა და სინანულისათვის გამიზნული მცდელობა?
სწორედ იმისთვის, რომ მკითხველი დააეჭვოს მარხვის მნიშვნელობაში თანამედროვე ქართველთათვის, შეაპაროს, რომ ჩვენ გვიჭირს, ფაქტიურად, არ შეგვიძლია შევუდგეთ ჭეშმარიტ რწმენას, ამაოა ჩვენი ძალისხმევა ვიცხოვროთ ისე, როგორც ამას ქრისტიანის ცხოვრების წესი მოითხოვს. ეს ყველაფერი - მარხვის მნიშვნელობაში დაეჭვების გარდა - შეიძლება ითქვას თანაგრძნობით, გულისტკივილით, გამხნევებით... მაგრამ არა - ლაშა ბუღაძე სხვა გზას ირჩევს: ის იცინის, მეტიც, დასცინის, და ცდილობს, მკითხველიც თავის მხარეს გადმოიყვანოს.
ვნახოთ, როგორ ცდილობს ამას ავტორი: გამომძიებელი გიორგი ნოზაძე მარხულობს. ახალგაზრდა კაცია, 30 წლამდე. ჰყავს ცოლი ნინო. შვილი არ ჰყავთ. ცოლი ე.წ. სულის მეცნიერებით არის გატაცებული. ლექციებს ესწრება, კავშირი აქვს შვეიცარიაში მცხოვრებ ამ დარგის ”ექსპერტთან”. ცოლ-ქმარს უშვილობა აფიქრებს. მარხვის დროს გიორგი სამარხვო კერძებს მიირთმევს (თუმცა, ჩანს, რომ ყელში ამოსდის) და თავს იკავებს ცოლთან ცხოვრებისაგან. ნინო ამას გაგებით ეკიდება. ისედაც, ცოტა უნდილი და უვნებო ქალია. გამოძიება წინ ვერ მიდის, გიორგი ნერვიულობს. მიაჩნია, რომ მისი ვერსია (სინამდვილეში მცდარი) არის ჭეშმარიტი, მაგრამ ამას არც სხვა იჯერებს და არც წარმატება მოაქვს. გიორგის ფსიქიკა ერღვევა და ფსიქოლოგს მიაკითხავს. ის ჰიპნოზის სეანსს უტარებს და ჰიპნოზის დროს, ავტორის, ანუ ლაშა ბუღაძის აზრით, მარხვისას შეკავებული ვნება პერსონაჟის სიზმარში ამოხეთქავს: გიორგის ესიზმრება, რომ ორალური სექსი აქვს 40-ანი წლების ქართველ კომუნისტ ქალთან, რომელიც ამავე დროს (სექსის დროს!) სიყვარულს უხსნის.
როცა ვაცხადებთ, რომ ლაშა ბუღაძემ ამ რომანში უფრო დახვეწა სატირული დამოკიდებულება რელიგიური ცხოვრებისადმი, ვგულისხმობთ ცინიზმთან მომიჯნავე ამ სატირის შებურვას სხვადასხვა ეპიზოდში. მარხვა სულიერი შრომაა, რომელიც სულიერ მოძღვართან ურთიერთობით, მონანიებითა და აღსარებით უნდა წარიმართოს. დიდმარხვის დროს გიორგის მოძღვარს განკვეთენ. ამდენად, შეგვიძლია ახალგაზრდა გამომძიებლის სულიერი არამდგრადობა და შფოთი სწორედ უმოძღვროდ დარჩენით ავხსნათ. ბოლოში აღმოჩნდება, რომ გიორგის სულიერი მამა, ავთანდილი, სხვა სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობდა სწორედ იმ მკვლელობებში, რომელთაც პროკურატურა იძიებდა. ხოლო განკვეთეს მამა ავთანდილი იმის გამო, რომ ეკლესიამ პროკურატურაზე ადრე იცოდა ამ მკვლელობათა ამბავი. ავტორს ალბათ, ჰგონია, რომ აქ ირონიის მწვერვალზეა, რადგან სამართალდამცავთა ხუთ ბრიგადას საქართველოს საპატრიარქო აღემატა დანაშაულის შეტყობაში დასწრებით. ბუღაძე უკან იხევს, საქარველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთარ წიაღს განაწმენდინებს მკვლელთაგან და პროკურატურასთანაც ათანამშრომლებს მკვლელთა შესაპყრობად. მაგრამ მთავარი ”კარიკატურისტში” სასულიერო პირთა სახეები კი არ არის, არამედ საერო პირთა რელიგიურობის გაშარჟება.
რომანს არ ჰყავს არც ერთი პერსონაჟი - სამოქალაქო პირი, რომელიც ჭეშმარიტი რწმენით იქნებოდა შემოსილი. არადა, მთელი ინტრიგა მსუბუქად არის გაჯერებული რელიგიური მოტივებით. რწმენაზე თავს დებენ მკვლელები (მღვდლები და მათი სულიერი შვილები), სადისტები (გენერალური პროკურორის ზედამხედველობით აწამებენ უდანაშაულო კაცს, რის შემდეგაც პროკურორი მობილურიდან VIP ადრესატებს მილოცვას უგზავნის: ქრისტე აღსდგა); მორწმუნეობას ასახიერებენ ფარისევლები - რომანის დასაწყისში მოკლული მინისტრი უოპერატოროდ ეკლესიაში არ მიდის. მარხვას ინახავენ მრუშები (დიდმარხვის შემდეგ პირველი, რასაც პროკურორთა ჯგუფი აკეთებს, აბანოში მიდის მეძავებთან. ეს აბანოს მეძავები ლაშა ბუღაძის ტექსტიდან ტექსტში გადადიან). სულიერი სიმშვიდისათვის მეგობარ მონაზონს აკითხავს ისტერიული ქალი, რომელსაც უსიყვარულობისა და ავი ზნის გამო ქმარი გაექცა (თავის მხრივ, ეს მონაზონი საკუთარ მძღოლს მოლაპარაკე ვირს უწოდებს და სხვა მონაზონთან საუბრისას – თუ არ ეთანხმება – სახეზე შეუფარავი ზიზღი ეხატება. ალბათ, ავტორს სწორედ ასეთი შტრიხების მოფიქრება მიაჩნია საჭიროდ სასულიერო პირის სისხლავსე პორტრეტის დასახატად).
ჩვენ გვგონია, რომ ქართულ მწერლობას აკლია ნამდვილი ქრისტიანი პერსონაჟი. ცხადია, არ ვლაპარაკობთ ახალ აგიოგრაფიაზე, მაგრამ პორნოგრაფიის ელემენტებით ვერ მივუახლოვდებით პერსონაჟს, რომელშიც ბევრი ჩვენგანი დაინახავდა საკუთარ თავს ან მოისურვებდა მასთან მსგავსებას პერსონაჟის ქრისტიანული რწმენისა და პიროვნული სიძლიერის გამო. ”კარიკატურისტის” ავტორს, ჩანს, სჯერა, რომ ადამიანს შეუძლია იცხოვროს წესიერად და უღმერთოდ, არ მოსწონდეს სხვისი არაგულწრფელობა რწმენაში და ეს კრიტიციზმი ამართლებდეს მას. რწმენის, ეკლესიის წესების მიხედვით ცხოვრებისა და სამოქალაქო ყოფის შეთავსების ძალისხმევა სიგიჟეა და სიგიჟე მოაქვს - აი, რა იკითხება ”კარიკატურისტის” პერსონაჟის, გიორგი ნოზაძის ბედიდან. ეკლესია თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ განა მორწმუნე მოქალაქეთა ასეთი გზააბნეულობა, მრევლის წიაღში მხოლოდ ფარისევლების, მკვლელების, ფანატიკოსების, მრუშების, დაბოღმილი და შერყეული ფსიქიკის ადამიანთა თავმოყრა - ეკლესიის სისუსტეზე ლაპარაკს არ ნიშნავს? რა სურს ლაშა ბუღაძეს, გვითხრას: რომ საქართველოში მოქმედი ყველაზე სანდო, სულიერად ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია სინამდვილეში ვერ წარმართავს თავისი მრევლის წევრთა სულიერ ცხოვრებას? თუ კიდევ უარესი, ისე და იქით წარმართავს, სადაც ბუღაძის გმირები მოქმედებენ?
არა მხოლოდ ქრისტიანები – ნამდვილი ლაშა ბუღაძესთან არც არავინაა. ვითომ მასონური რიტუალები, კუს ტბის მიდამოებში რომ ტარდება, ისეთი კარიკატურულია, კარგად ვერც ხვდები – მასონებსაც აშარჟებს ავტორი თუ მისმა ფანტაზიამ ვერ წარმოსახა უკეთესი სურათი, ვიდრე ეს “ფართოდ დახუჭული თვალების” ცნობილი ეპიზოდის მწირი პაროდიაა? ზემოთ ხსენებული სულის მეცნიერებიც უფრო აფერისტებს ჰგვანან. ხანდახან გვეჩვენება, რომ სიტყვა კარიკატურისტი წიგნის ყდას სათაურის კი არა, ავტორის გვარ-სახელის ადგილას უნდა ეწეროს – იმდენად მსუბუქი (ამ კონტექსტში კარგს არ ნიშნავს), ზედაპირული მონასმებითაა “დაფერილი” მთელი რომანი, იმდენად დაუხვეწავი და გამიზნულად დამახინჯებულია პერსონაჟთა სახეები. ჩვენი აზრით, ამ რომანის სულ ცოტა, ერთი მოტივი - მარხვა - რბილად რომ ვთქვათ, არ იმსახურებს ასე დამუშავებას. ქრისტიანული ეკლესიის წესი, რომლის მიზანია მწედ ეყოს ქრისტიან ადამიანში სულიერ და ზნეობრივ მისწრაფებათა ბატონობას ხორციელ ვნებებზე, არ არის მართებული მკითხველის გასართობ თემად იქცეს და პერსონაჟის ამგვარ “შინაგან მონოლოგამდე” დახურდავდეს: “სულ ტყუილად უჭამია მთელი ორმოცი დღის განმავლობაში სოიოს კატლეტი და მლაშე ნამცხვრები!” სულიერი და პროფესიული ცხოვრების უნაყოფობა ადამიანისთვის დრამაა, ეგებ ტრაგედიაც. ლაშა ბუღაძე კი ამაზე ეპიკურ კარიკატურას ხატავს.
გვესმის, რომ ვერ გამოვდგებით პროზაიკოს ლაშა ბუღაძის ოსტატობის ჯეროვან შემფასებლებად, მაგრამ გვგონია, რომ ლიტერატურა, კაზმული სიტყვა უკეთეს სათქმელს უნდა გვიზიარებდეს, ვიდრე ბუღაძემ გაუზიარა მკითხველს რომანში ”კარიკატურისტი”.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

წყარო>>>arili2.blogspot.com

Spam

ავტორი: jokey

პირველი ქართული “საშინელებათა” ფილმი
ჟანრი: მძაფრსიაუჟეტიანი, საშინელებათა, თრილერი
წელი: 2010
როლებში: დავით ქაცარავა, ირაკლი სანაია, სოფია მაიერი, მირიან ჯეჯელავა, სოფო სებისკვერაძე, გვანცა კორშია, სალომე თათარაშვილი
რეჟისორი: რამაზ ჩაჩანიძე

ფენტეზი, დეტექტივი, მელოდრამა, ვესტერნი, კომედია, მისტიკა, ტრილერი, დრამა, მიუზიკლი, მძაფრსიუჟეტიანი, საშინელებათა ფილმი - რომელ ჟანრსაც არ უნდა მიაკუთვნოთ „სპამი,“ ის ნებისმიერ შემთხვევაში პაროდიაა.
წარმოგიდგენიათ?! მოკლემეტრაჟიანიც კი არ არის, სამწუხაროდ.
ფილმის დასასრულს ერთადერთი ფრაზა ვთქვი: „მოწევა მინდა, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების 90 წუთი დავკარგე.“

 

 

იდეის ორიგინალობა - იყო ორიგინალური. მკვლელ ბორბალს ყველგან ვერ ნახავთ. თუმცა ვერც ფილმიდან მიხვდებით ბორბალი რა შუაშია. ამისთვის სულ ცოტა ნაცნობი უნდა გყავდეთ, რომელმაც რეჟისორი/სცენარისტის ჩანაფიქრის შესახებ იცის.
სამსახიობო ოსტატობა - ვეჭვობ, ირაკლი სანაიას დღემდე სჯერა რომ სპექტაკლში ითამაშა და არა ფილმში.
არ ვიცი ვინ მოაწყო კასტინგი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ის ადამიანი დასაჭერია.
Touch-ფაქტორი - ოოო, „საშიში“ ეპიზოდებიც კი ძალიან კომიკური იყო.
ოპერატორული ნამუშევარი - ფილმში არის პანორამა, რომელიც ჰორიზონტალურთან ერთად ვერტიკალურიცაა. ოპერატორი ან დამწყებია ან ფილოლოგი.
სარეჟისორო ნამუშევარი - რამაზ ჩაჩანიძე ნამდვილად ფილოლოგია (არ ვიცი ფილოლოგებს რას ვერჩი). ფილმში არ არის კონფლიქტი, სიღრმე, ბალანსი და მისთ.
სცენარი - SPAM (ინტოქსიკაცია), სცენარში ყველა ფრაზას და ქმედებას აქვს გამართლება. სნერაში ფილმს აქვს ფინალი. თუმცა რამაზ ჩაჩანიძე ფილოლოგია.
საუნდტრეკი - მუსიკა ნორმალური თუმცა, თემატური გადასვლა ზედმეტად ხისტი.
მონტაჟი - ერთ მომენტში გულწრფელად მეგონა, რომ გადაგდებული ბიჩოკი ფილმის მძინარე გმირს დაეცემოდა.
სპეცეფექტები - ღმერთო ურო ჩამცხე ტავში! ასეთი ხელოვნურ ცეცხლზე არაფერი გამიგია, ნახვით მითუმეტეს ვერსად ვნახავდი.
არის ასეთი სცენა. სანდრო (დავით ქაცარავა) აივანზე დგას და სიგარეტს უკიდებს, თუმცა სანთებელა გაფუჭებულია. ზურგს უკან, კარის ტავზე დაკიდებულ ბორბალს კი პერიოდულად ცეცხლი ეკიდება. ვიფიქრე ბორბალზე აუკიდებდა სიგარეტს, მაგრამ ის ფილოლოგია.

იხილეთ ვრცლად>>>jokeyforever.blogspot.com

cover-234x300

ავტორი: სანდრო გვარჯალაძე

 

ზურაბ ქარუმიძე – “ჯაზის ცხოვრება”

გამომცემლობა “სიესტა”

თბილისი 2009 წელი

არსებობს წიგნები, რომელთა წაკითხვის შემდეგ სურვილი გიჩნდება აიღო ტელეფონი და ავტორს დაურეკო, იმისათვის, რომ წიგნით დაწყებული საუბარი როგორმე გააგრძელო.

ჯაზის ისტორიაზე დაწერილი წიგნიდან ბევრს არაფერს ველოდი, ფაქტების კონსტატაცია და რამოდენიმე საინტერესო ამბავი, რომელიც შეიძლება დაგამახსოვრდეს. მაგრამ ზურაბ ქარუმიძის „ჯაზის ცხოვრება“ ახერხებს მოგიყვეს ჯაზზე ისე, რომ ყოველი გვერდიდან ეს მუსიკა ისმის. კითხულობ არმსტრონგზე და გესმის არმსტრონგის სიცოცხლით სავსე ენერგიული საყვირი, შემდეგ კითხულობ თელონიუს მონკზე და მისი აბდაუბდა ჰარმონიები ჩაგესმის, გადადიხარ კოლტრეინზე და მთლი ეს ავანგარდული ორომტრიალიც კი გესმის.

ჯაზზე წერა საკმაოდ რთულია და უფრო რთულია ჯაზზე ისე წერა, რომ ეს გასაგები იყოს. „ჯაზის ცხოვრების“ ყოველ გვერდს უფრო ღრმად მიჰყავხარ ამ მუსიკაში. არ ვიცი რამდენად დამეთანხმებიან ისინი ვისაც ჯაზი უბრალოდ არ ევასებათ (ასეთბიც არსებობენ), მაგრამ მგონი საკმარისია უბრალოდ მუსიკა გიყვარდეს, იმისთვის რომ ეს წიგნი მოგეწონოს.

წიგნი გვიყვება ჯაზის ისტორიას დაწყებულს ნიუ ორლეანიდან და დამთავრებულს დღევანდელი დღით, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ მშრალი  ფაქტებით სავსე კრებული. ეს ცოცხალი ინტერესითა და მუსიკის სიყვარულით სავსე წიგნია, რომელიც ჯაზის საშუალებით მთელს მეოცე საუკუნესაც გაგატარებთ, თავისი მღელვარებით და ხელოვნებით.

წყარო>>>muzame.ge

erekle

ავტორი:ალექსი ჩიღვინაძე

Bookmark and Share
 

დაივიწყე, რაც სხვა ჟურნალებში წაგიკითხავს. საზოგადოების ერთადერთი პროგრესული ელემენტი გარყვნილები და მუტანტები არიან. შეხედე ევოლუციას - თევზი, რომელიც არ გარდაქმნილა, ვერასოდეს იქცევა ამფიბიად; ბაყაყი, რომელსაც მუტაცია არ განუცდია, ვერ გახდება რეპტლია; გველმა-კონფორმისტმა ვერ შეძლო ძუძუმწოვრად ქცევა და ა.შ. ნორმალური ადამიანები ადამიანებად დარჩებიან. მათ ახალი ათასწლეულის მონსტრები გაანადგურებენ.


"Answer Me!"

ალბათ გასაკვირი იმაში არაფერია, რომ მეც ისევე მიწევს ეკო დეისაძეზე წერის დაწყება, როგორც სლავოი ჟიჟეკს დევიდ ლინჩზე. (lol) ვგულისხმობ იმას რომ ბატონი სლავოი, იმ ეთიკურ პარადოქსზე ამახვილებს ყურადღებას, როდესაც კონსერვატიული საოჯახო ფასეულობების მქონე „Walt Disney“, დევიდ ლინჩის, ტრანსგრესიის, სექსისა და ძალადობის გამოხატულებად მიჩნეული რეჟისორის ფილმის („უბრალო ისტორია“) გადაღებას თანხმდება.
ჩვენს შემთხვევაშიც, „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობა, რომელიც ალბათ ვერ იარსებებდა, რომ არა მის მიერ გამოცემული საბავშვო ლიტერატურა, ბეჭდავს ერეკლე დეისაძის „საიდუმლო სირობას“, მანამდე, ზაზა ბურჭულაძის „Adibas”-ს, წიგნებს, რომელთა დაბეჭდვაც ადრე, ვთქვათ A.K.Press-ში ან X-Press-ში თუ მოხერხდებოდა. ამ შემთხვევაშიც საქმე ამ პარადოქსთან გვაქვს, რომ „პოსტმოდერნიზმში ტრანსგრესიული ექსცესი კარგავს თავის სკანდალურ ფასეულობებს და მთლიანად ინტეგრირდება ხელოვნების არსებულ ბაზართან“.
რამდენიმე დღის წინ ლიტერატურულ კაფე „ლიგამუსში“ გაიმართა „საიდუმლო სირობის“ პრეზენტაცია. კონსულტანტი ასე უხასიათებდა მყიდველებს წიგნს: „ყველაზე დიდი საზიზღრობაა, რაც კი ოდესმე წამიკითხავს!“ ეს უკვე მშვენიერი რეკლამა იყო. ჩემი აზრით წიგნს, ჩვეული ანოტაციის ნაცვლად, სწორედ ასეთი ფრაზა მოუხდებოდა ყდაზე.
ერეკლეს შემთხვევაში ვერ ვხვდებით, სად მთავრდება თვითონ ავტორი და იწყება პერფორმანსი. თავისი პირველი წიგნის პრეზენტაციაზე (წიგნში 4 მოთხრობაა შესული) ის ზუსტად ბეგბედერივით არის გამოწყობილი. ამბობს რომ შუადღისას მობილურში რამდენიმე ზარი შემოვიდა და რომ პრეზენტაციის გაკეთების შემთხვევაში მას გაქრობით დაემუქრნენ, მაგრამ მის უკან კორპორაცია დგას, რომელიც ამას არაფრის დიდებით არ დაუშვებს.
არსებულ წესრიგში, როდესაც საგნები იკავებენ ადამიანების ადგილს, ნებისმიერი იარლიყი - უკვე კომპრომისია. ამიტომ ის ამბობს, რომ მორწმუნე, მართმადიდებელი ქრისტიანია, ქურდობა სურდა და აფხაზეთი მისი, ჩვენი, კიდევ ალბათ უცხოპლანეტელების ტკივილია... და ერთია ტექსტი, მეორე ის „ტიპი“, რომელიც ამ ტექსტს ქმნის. ასე რომ ტაბუს, სოციო-კულტურული ნორმებისა და სტერეოტიპების რღვევა, რაც მის მოთხრობებშია, შეიძლება მხოლოდ პერსონჟების საცხოვრებელ არეალში დარჩეს. და ეს არ არის ორმაგი სტანდარტები. რეალობა ანადგურებს ამბოხის უტოპიურ აბსტრაქციებს. ასე რომ დღეს შეიძლება ირუჯებოდე კანში და მეორე კვირას მიგყავდეს გადაცემა და აღტაცებული ლაპარაკობდე ლევ ტროცკიზე.
პრეზენტაციაზე ახსენეს ისიც, რომ საქმე ტრანსგრესიულ ლიტერატურასთან გვქონდა. ჩემი აზრით ეს უფრო თრეშ-ლიტერატურაა. თრეშსა და ტრანსგრესიულ ლიტერატურას შორის განსხვავება ის არის, რომ ტრანსგრესიულ ლიტერატურაში აღწერილი „გულისამრევი“, ავადმყოფური, ზღვარგადასული ქმედებები ან სიტუაცია თვითმიზანი არ არის. ეკოს შემთხვევაში კი მომენტებში ვხვდებით, რომ ზოგიერთი პასაჟი, მხოლოდ ჭკუიდან აწეული, განრისხებული, კონსერვატორი, მორწმუნე, კეთილშობილი მოქალაქისა და მკითხველის სახის წარმოდგენის შემდეგ არის აღწერილი:  …

იხილე ვრცლად>>>demo.ge

marquez

ავტორი: ეგოისტი

Gabriel José García Márquezდაიბადა 1928 წლის 6 მარტს ქალაქ არკატაში (კოლუმბიაში). თუმცა ცხოვრების ძირითადი ნაწილი მექსიკასა და ევროპაში გაატარა.

გარსია მარკესმა კარიერა დაიწყო, როგორც ბოგოტას ყოველდღიური გაზეთის ელ-ესპექტადორის რეპორტიორი, მოგვიანებით კი მუშაობდა ამავე გაზეთის უცხოეთის კორესპონდენტად რომში, პარიზში, ბარსელონაში, კარაკასსა და ნიუ-იორკში.

მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები “დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი” იყო, რომელიც მან პირველად გაზეთში, პუბლიკაციების სერიის სახით გამოაქვეყნა 1955 წელს. წიგნი მოგვითხრობს გემის დაღუპვის ნამდვილ ამბავს, თხრობის პროცესში ამხელს გემზე კონტრაბანდისტული საქონლის არსებობს, რაც საბოლოოდ გემის დაღუპვის მიზეზი ხდება, ჭარბტვირთიანობის გამო. ამ ნაწარმოებმა საზოგადოების მითქმა–მოთქმა გამოიწვია, რამეთუ მასში მოთხრობილი ამბები ეწინააღმდეგებოდა გემის დაღუპვის გამოცხადებულ ოფიციალურ ვერსიას. სწორედ აქედან დაიწყო გაბრიელ–გარსია მარკესის ურთიერთობის დაძაბვა კოლუმბიის ხელისუფლებასთან, რამაც შემდგომში იგი პერსონა ნონ გრატად აქცია საკუთარ სამშობლოში. შემდგომში ეს საგაზეთო პუბლიკაციები 1970 წელს ერთ წიგნად გამოიცა რომანის სტატუსით.

მის ნაწარმოებებში გამოგონილი ამბავი ენაცვლება ნამდვილს. თხრობის მაღალმხატვრულმა მანერამ და წერის გამორჩეულმა სტილმა გაბრიელ–გარსია მარკესი მისი შემდგომი ნაწარმოებების წყალობით XX საუკუნის ლიტერატურულ სიმბოლოდ აქცია. 1981 წელს მარკესმა გამოქვეყნა “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა” და “სიყვარული შავი ჭირის დროს”. ამ ნაწარმოებებიდან გაბომ, როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, დაიწყო მისი მაგიური სამყაროს საძირკვლის ჩაყრა და იმ პერსონაჟების შემოყვანა ამ მაგიურ სივრცეში, რომლებიც წიგნიდან წიგნში უცვლელი პერსონაჟები ხდებიან მისი ნაწარმოებებისა.

გაბრიელ გარსია მარკესის ყველაზე წარმატებული ნაწარმოები, თუ წიგნის გაყიდული ეგზემპლარებითა და მკითხველი საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ვიმსჯელებთ, რომანი “მარტოობის ასი წელიწადი” გახდა (ქართულად თარგმნა ელზა ახვლედიანმა). ეს რომანი მწერალმა 1967 წელს დაწერა და პირველი გამოცემიდან დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. წიგნი მოგვითხრობს გამოგონილი სოფლის, მაკონდოს მცხოვრებლების რამდენიმე თაობაზე…

სრული პოსტი იხილე აქ>>>egoisti.wordpress.com

 

ავტორი – ნინო ძანძავა

Bookmark and Share

 

გუშინ მორიგი საკონკურსო ფილმის ჩვენების დაწყებამდე საგანგებოდ გაგვჩხრიკეს. თავიდან მეგონა ამის მიზეზი სეანსზე პოლიტიკური ავტორიტეტების დასწრება იყო მაგრამ  4 საათზე სინემაქსის დარბაზში ფილმს მხოლოდ პრესა და ჟიური ნახულობს. მერე ისიც გამახსენდა, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვარ და წინა დღით ერიკ რომერის საპატიო საღამოზე ჩვენი რიგის უკან ადგილები საფრანგეთის კულტურის მინისტრისთვის იყო დაჯავშნული. მაშინ არავის გავუჩხრეკივართ.
„მონადირე“ - ასე ქვია რეჟისორის ფილმს, რომელიც წარმოშობით ირანელია და ბრიტანეთში ცხოვრობს. „მონადირე“ გერმანულ-ირანული პროდუქციაა.  წარმოების თანადამფინანსებლები ZDF და ARTE არიან, ასევე მსოფლიო კინოს ფონდი, რომელმაც ფილმს ბერლინში გრანტი შარშან გადასცა. რაფი პიტსის ნამუშევარი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსში პირველად არ მონაწილეობს. 2006 წელს აქ მისი „ზამთარია“(Zemestan) იყო წარმოდგენილი. შარშან პიტსი საუკეთესო პირველი მხატვრული ფილმის შესარჩევ ჟიურიშიც მონაწილეობდა. ასე რომ, ბერლინში მას და მის ფილმებს კარგად იცნობენ.

 

რაფი პიტსი

ნახევრად ბრიტანელი რეჟისორი ირანში დაიბადა, განათლება ბრიტანეთში მიიღო, ცხოვრობს საფრანგეთში, ფილმებს კი ირანში იღებს. ფილმის პერსონაჟებიც ირანელები არიან და სპარსულად მეტყველებენ. „მონადირეში“თავად რეჟისორი თამაშობს,  ქალის მთავარი როლის შემსრულებელი კი მიტრა ჰააჯარია, რომელიც რაფი პიტსთან წინა ნამუშევარშიც თანამშრომლობდა. რეჟისორმა არჩევანი ამ მსახიობ ქალზე მეორედ იმიტომ შეაჩერა, რომ ირანში ის პოპულარულია და ფილმში მისი მონაწილეობა კინოში იმ ირანელ მაყურებელს მოიყვანს, რომელიც სხვა დროს „მონადირის“ მსგავს ფილმს არ ნახავდა. „ზამთარიას“ შემთხვევაში პიტსის ასეთმა ხერხმა იმუშავა. ვნახოთ ამჯერად როგორ მოხდება.
ფილმის გადაღებები შარშან ირანში მაჰმუდ აჰმადინეჯადის ხელახალ არჩევამდე და პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბმავდე ადრე დამთავრდა. შემოქმედებით ჯგუფს მაშინ მთავრობისგან ფილმის გადაღების ნებართვა აღებული ჰქონდა. თუმცა, დღეს არავინ იცის როდის და საერთოდ აჩვენებენ თუ არა ფილმს ირანში. „როდესაც ფილმს აკეთებ, გინდა, რომ იქ აჩვენონ, სადაც გადაიღე. ეს ბუნებრივია. იმედი მაქვს ამ ფილმს ანახებენ, სწორედ ამიტომ გადავიღე“ - ამბობს რეჟისორი France 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„მონადირე“ განსხვავდება იმისგან, რასაც დღეს ირანული კინოს სახე ქვია. განსხვავდება როგორც ვიზუალური ნიშნით, ასევე კინოენით. ეს არის სრული უარი ეგზოტიზაციაზე, რომელსაც ბევრი ირანელი რეჟისორი ვერ არიდებს თავს. გამომდინარე თუნდაც იქიდან, რომ ირანის კულტურული სახესხვაობა თავიდანვე შეიცავს ევროპელი მაყურებლის მიერ ფილმის ე.წ. არასწორი ინტერპრეტირების სახფრთხეს. თუმცა არსებობს მეორე, პოლიტიკური ეგზოტიზაციის საფრთხეც.
„მონადირე“ კი სწორედ პოლიტიკური ფილმია (მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი ხელაღებით ფილმის ასეთი შეფასებისგან თავს იკავებს). ის სპარს პოლიტიკურ აქტივისტსა და მწერალს, ბოზორგ ალავის ეძღვნება. მთავარი პერსონაჟის გვარიც ალავია, თუმცა ის მწერლის ცხოვრების ისტორიას არ განასახიერებს. ღამის გუშაგი ალი ყოფილი პატიმარია, რომელიც პოლიციელის მკვლელობისთვის გაასამართლეს. მას ოჯახი ყავს  - ცოლი და მცირეწლოვანი შვილი. ერთ დღესაც ისინი გაქრებიან. ადგილობრივი პოლიცია მიიჩნევს, რომ ალის ოჯახის წევრები ქუჩაში მეამბოხეებსა და პოლიციელებს შორის გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლნენ. წესრიგის დამცველებს ალისთვის იმის დაზუსტებით თქმაც კი არ შეუძლიათ, თუ ვისი ტყვია მოხვდათ ქალსა და ბავშვს - მთავრობის წინააღმდეგ ამხედრებული ადამიანების, თუ მთავრობის წარმომადგენლებისა.
თუკი აქამდე ირანული კინო პოეტურობასთან ასოცირდებოდა, დღეს მას პოლიტიკური ნიშნითაც გამოარჩევენ. „მონადირე“ თავისი შეფარული პოლიტიკური აქცენტებით მეორე სახის კინოს მიეკუთვნება. მთავარი პერსონაჟის მიერ პოლიციელის მკვლელობა და იმაზე ღიად ლაპარაკი, რომ ირანელი პოლიციელები კორუმპირებულები და მკვლელები არიან, უკვე იძლევა იმის საბაბს, რომ ფილმს ირანული პოლიტიკური ელიტა უარყოფითად შეხვდეს, დასავლელ ინტელექტუალებს კი კიდევ ერთხელ მიეცეთ მათგან შორს მყოფი რეჟიმის გაკრიტიკების საშუალება. თუმცა, „მონადირე“ ისეთი ფილმია, რომელიც თემით სპეკულირებას არ ეწევა. ფილმის მხატვრულმა ღირსებებმა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მას შეიძლება გამარჯვებაც მოუტანოს.
ის, რაც ფილმში წმინდა ირანულია, განწყობა და ჩუმი სიბრაზის მუხტია, რომელსაც მაყურებელი მთელი ფილმის განმავლობაში ინტენსიურად გრძნობს. მოქმედება ძალიან ნელია, თუმცა ის არც ერთი წამით არ კარგავს სიღრმეს და რაც მთავარია ხასიათს. ალი (რაფი პიტსი) ძალიან ცოტას ლაპარაკობს, მის სახეზე მიმიკა იშვიათად იცვლება. თუმცა, გამომეტყველებაც სამი წერტილის ცნებაში ჯდება, რომელზეც რეჟისორი საუბრობს: „ირანში, როდესაც სტუმრებს სადილად ვიწვევთ, შეძლებისდაგვარად ბევრ კერძს ვთავაზობთ. მაგრამ არ ვეუბნებით, რა მიირთვან, მათ აქვთ თავისუფლება თავად აირჩიონ. ჩემს ფილმებში წარმოდგენილ იდეებთანაც მსგავსი დამოკიდებულება მაქვს. როდესაც მაყურებელს მათებურად ფიქრის არჩევანის საშუალებას ვუტოვებ, ამით მათ პატივს ვცემ... სამი წერტილი მიყვარს და არა უხეშად შეწყვეტა“.

კადრი ფილმიდან "მონადირე"

ფილმი ნამდვილად იძლევა განსხვავებული წაკითხვის საშუალებას, როგორც ფილმის მთლიანობაში ასევე ცალკეული ეპიზოდების და პერსონაჟების აღქმის თვალსაზრისით. აქ არაფერია ერთნაირი. მაგალითად ავიღოთ პოლიციელები. მიუხედავად იმისა, რომ ალი ორ პოლიციელს კლავს და მის მიმართ რეჟისორის სიმპატიზებასაც ვხედავთ, პოლიციელები ერთგვაროვან პროფესიულ მასად არ იკითხებიან. რეჟისორი არ ქმნის პოლიციელის, როგორც ბოროტი ან კეთილი ადამიანის სახეს. თუკი ერთ-ერთი მათგანი ალის მოკვლით ემუქრება, მეორე მას იცავს და არც ქრთამს იღებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
„მონადირის“ მოზრდილი ეპიზოდი ტყეშია გადაღებული. ალის და მის თანმხლებ პოლიციელებს გზა ებნევათ და ტყიდან გასვლას ვერ ახერხებენ. მათ შორის ურთიერთობა მწვავდება. როდესაც ბუნებასთან და ერთმანეთთნ დაპირისპირებულ ადამიანებს ეკრანზე უყურებ და დარბაზში ჟიურის თავჯდომარედ ვერნერ ჰერცოგი ზის, შეუძლებელია ირანული სურათი გერმანელი რეჟისორის ფილმების ერთ-ერთ მთავარ თემატიკას არ დაუკავშირო, მისი ფილმები არ გაგახსენდეს.
„მონადირე“ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ცენზურის ქვეშ იმუშაო. რაფი პიტსი არ არის ის შემოქმედი, რომლისთვისაც მთავარია ფილმი გადაიღოს და შემდეგ მხოლოდ დასავლელ ან დასავლეთში მცხოვრებ აღმოსავლელებს ანახოს. საკუთარ სამშობლოში ფილმის ჩვენებას მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ცენზურის მოთხოვნების გათვალისწინება მუდმივად უწევს, ეს მისი არჩევანია. შესაძლოა საკუთარი თავისთვის დაწესებული წნეხი სძენს ფილმს იმ ემოციურ ინტენსივობას, რომელიც პირდაპირ თავში ურახუნებს მაყურებელს და მოქმედების დუნე განვითარების მიუხედავად სულ ფხიზელ მდგომარეობაში ამყოფებს მას.

წყარო >>> netgazeti.ge

ავტორი - Nino Dzandzava

Bookmark and Share
 

„ჩემი სახელია ნინო სურამელაშვილი, რომელიც დაბადებიდან არ მომწონს“ - მისი თხრობის მანერა არ არის მსუბუქი. მის პროზაზე საუბრისას აღნიშნავენ აზრის გამოხატვის სიმკვეთრეს, რომელიც არ არის გამიზნულად ეპატაჟური, მაგრამ შეუძლია გაოგნება გამოიწვიოს.

გაოგნება არ გამოუხატავთ სტუდენტებს, რომლებიც ილიას უნივერსიტეტში კრებულის „შიშველი მეფე“ ავტორთან, რატი რატიანთან (იგივე ნინო სურამელაშვილი) სასაუბროდ და მისი ნაწარმოებების მოსასმენად შეიკრიბნენ.

„შიშველი მეფე“ ახალგაზრდა ავტორის პირველი წიგნია. ის შარშან, წლის მიწურულს სერიაში „ლოგოტიპი“ გამომცემლობა „ლოგოს პრესმა“ დაბეჭდა. „ლოგოტიპი“ „ლოგოს პრესის“ ახალი სერიაა, რომელიც მხოლოდ თანამედროვე ქართველი მწერლების ლიტერატურულ ნაწარმოებების გამოცემას აპირებს და თანაც სპონსორების შუამდგომლობით. ვილნიუსის წიგნის ბაზრობაზე ამ წიგნით და ირაკლი ჩარკვიანის რომანით „მშვიდი ცურვა“ ლიტვური გამომცემლობაც დაინტერესდა. ასე რომ, იმ შემთხვევაში თუ ქართული მხარე თარგმანისთვის ფინანსებს მოიპოვებს, „შიშველ მეფეს“ ლიტვაშიც წაიკითხავენ.

რატი რატიანის წიგნი დოკუმენტური პროზის მინჯაზე იმყოფება. თემატური თვალსაზრისით მოთხრობებს ურბანულ ლიტერატურას მიაკუთვნებენ. თუმცა, ავტორი მისი შემოქმედების ჟანრობრივ დიფერენციაციაზე არ ზრუნავს. ის უფრო კითხვის პროცესში მკითხველის და ავტორის ურთიერთდამოკიდებულებაზე ფიქრობს და ავტორისა და მკითხველის რაოდენობის ურთიერთოპროპორციულობაზე საუბრობს.

წიგნი შვიდ მოთხრობას აერთიანებს. ყველა მათგანი საკმაოდ მოზრდილია. რაც მოთხრობების სტრუქტურულ წყობასთან ერთად საგრძნობს ხდის ავტორის პოტენციალს სხვა ლიტერატურულ ჟანრშიც სცადოს ბედი, კერძოდ კი რომანში. რატი რატიანი დინჯად ყვება ურბანულ სივრცეებში და სხვა ადამიანების ცხოვრებაში მოხეტიალე პერსონაჟების ისტორიებს. მასთან მოქმედების განვითარების ფიზიკურ ადგილებსაც საკუთარი ფიზიონომია და ხასიათი აქვთ.

შეიძლება მკითხველი, რომელიც მწერალს ისტორიის განვითარების ხვეულებში თავის დაკარგვას სთხოვს, რატი რატიანის მოთხრობებით არ აღფრთოვანდეს. მაგრამ ის უთუოდ იგრძნობს ავტორის უნარს ადვილად საცნობი რეალობის მხატვრული ატმოსფერო შექმნას და დროგამოშვებით უკიდურესად ემოციური ინტენსივობით დატვირთოს იგი. 

„შიშველ მეფეში“ ვერ იპოვით ლამაზ წინადადებებს, ნაზი ფანტელების ქროლვით გამოწვეულ ტკბობას ან სხვა ფსევდოპოეტურ წიაღსვლებს, რითიც მწერლობაზე პრეტენზიის მქონე ქართველი ახალგაზრდები ძალიან ხშირად სცოდავენ. აქ არც კარგების და კეთილების გამიზნული გინებაა, ნაწარმოებისთვის ვითომდა რეალისტურობის ელფერის შესაძენად.

„ყოველთვის მაწუხებდა ის ამბავი, რომ ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვწერ ყველაფერს. ეს რაღაც დოზით ფანტაზიის ნაკლებობაა. მინდა, რომ ამბები მოვიგონო. მაგრამ უცნაურია, რომ რეალობა გაცილებით უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე გამონაგონი“ - ამბობს რატი რატიანი. მისი ძლიერი მხარე სწორედ რეალობის ინტერპრეტაციაა და არა იმ მითთან ჭიდილი, რომლის მიხედვითაც მწერლობა მეზღაპრეობა, ამბების ხლართვაა.

 

წყარო

 

http://www.netgazeti.ge/

ავტორი – ჩორვენი¹³

Bookmark and Share
 
შოთა კალანდაძის ტრილოგია (ეროტიკა) –
ძალიან რთულია აღვწერო რა შინაარსი
ჰქონდა ამ ფილმს, რაზე იყო ან საერთოდ იყო თუ არა რამეზე.

ფილმში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მსახიობები :

  • ლიკა ქავჟარაძე
  • ნანკა კალატოზიშვილი
  • კახი კავსაძე
  • ნინო ჩხეიძე
  • რეზო ესაძე
  • ნინო ბურდული
  • მარინა კახიანი და სხვები.

ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ ასეთი შეფასებები ამ ფილმზე:

ახალი კინოერა - შოთა კალანდაძის ტრილოგია. პირველი ეროტიკული ფილმი.
ფილმი, რომელიც არ აჩვენა არც ერთმა კინოთეატრმა.
მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები და საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი სახეები.
ეს არის ფილმი, რომელმაც ხმაურიანი რეზონანსი გამოიწვია ისე, რომ არავის უნახავს.

ან კიდევ ამბები.გე –ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერია (სტატიის სრული ვერსია ნახეთ – აქ ):

შოთა  კალანდაძემ ამ ფილმის კინოფესტივალ "პრომეთეზე" წარდგენაც სცადა, მაგრამ ამაოდ.

იცით რაშია საქმე, არ შეიძლება გქონდეს ამბიცია მაშინ, როდესაც ქმნი  რაღაცას, ოღონდ ამ რაღაცას არც სახელი აქვს , არც დანიშნულება, არც მხატვრულობა და არც ტექნიკურადაა გამართული.

ფილმში არის ძალით ეროტიული/სექსუალური სცენები (უფრო სწორია ზასაობა მხოლოდ და შიგადაშიგ ძუძუც ჩანს) რომლებიც ისე ცუდად არის შესრულებული რომ ყველანაირ სექსის და ეროტიულობის სურვილს შეგრძნებას და განცდას იმავე წამს მოგიკლავთ.

ფილმს საუნდტრეკებად ადევს კლასიკური ნაწარმოებები, რომლებიც არაფრით , არც ერთ მომენტში არ შეესაბამება ფილმს (ნუ ფილმი რთული სათქმელია, არ შეესაბამება კადრებს  რომელიც რომელიც ამ დროს მიდის)

ეჭვი მაქვს (და არა მარტო მე , ბევრ მაყურებელს გაუჩნდა ეგ განცდა გუშინ) ავტორს აქვს რიგი პრობლემებისა , რომელიც ამ ფილმში თან ჩააქსოვა, თან უნიჭოდ ჩააქსოვა, თან ვერ შეასრულა - ნუ მოკლედ…

ფილმში იყო ბევრი ძალით ეროტიული კადრები და ბევრი ფალოსები, მართლაც ბევრი ფალოსები….

ფილმს მთელი 1.2 საათის განმავლობაში გასდევს ტიტრები, ტიტრები -ხო თითქოს რა მერე , მაგრამ აი მათი თარგმანი ინგლისურ ენაზე ისეთი საოცრება იყო რომ სიცილს ვერ ვიკავებდით, თავიდან გვეგონა რომ ეს შეცდომები უბრალოდ ხუმრობა იყო (იმდენად ბევრი იყო, ავტორის გვარიც კი შეცდომით ეწერა) თუმცა შემდეგ უკვე ფილმის გარჩევაზე მივხვდით –  ძალიან შევცდით…

ფილმი გახლდათ სამ ნაწილიანი, პირველი ნაწილი ჰა და ჰა , კარგად გავლიეთ . აი მეორე ნაწილის შუიდან დაბრაზი უკვე ხან ბუზებს ითვლიდა , ხან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავდა და მოკლედ ყველაფერს აკეთებდა ყურების გარდა … ძალიან დამღლელად გაწელილი კადრები, შეუსაბამო მუსიკალური გაფორმება – ეს ყველაფერი ძალიან უარყოფითად მოქმედებდა ყველაზე.

ამ ფილმში მომეწონა კადრები, ფოტო კადრები, რომლებიც სლაიდივით მიმოდიოდნენ , რაღაც სარეკლამო ტიხრებივით იყო შუალედებში და მათით ნამდვილად აღვფრთოვანდი, ეტყობოდა რომ ერთადერთი ვინც უვარგოდათ - ფოტოგრაფი იყო.

ოპერატორი რომელიც ფილმს იღებდა (ერთი იყო თუ რამოდენიმე არ აქვს მნიშვნელობა) ძალიან შტერი იყო ალბათ, ზოგიერთ მომენტებში ისეთი კუთხიდან იღებდა რომ მსახიობების სხეულები ჯუჯებისად მოგეჩვენებვოდათ, მომენტებში მსახიობის უკან დაკიდებულ სარკეში თვით ოპერატორის ფიზიონომია შეგეჩეხებოდათ.. ნუ მოკლედ საოცრება იყო ეს ყველაფერი.

აქვე უნდა ვთქვა რომ სტილი , ფილმის იდეა ნამდვილად კარგი იყო და თუ ვიღაცამ შეძლო ამ იდეით მართლა ხარისხიანი და შინაარიანი რამის გაკეთება - უდავოდ კარგი გამოვა, მაგრამ ამ შემთვევაში იდეა მუხანათურად მოკული იქნა ცუდი შესრულებით, უხარისხობითა და ცუდი მსახიობური ნიჭით.

ფილმის დასასრულს მოეწყო პატარა განხილვასავით, პირველი სიტყვა რა თქმა უნდა კლუბის წარმომადგენელმა წარმოთქვა, რომელიც სიმართლე რომ ვთქვათ ზრდილობის გამო ძალიან ლმობიერად მოეპყრა იმ უნიჭობას რაც ვნახეთ, შემდეგი თამამი მაყურებელი დოდკა გახლდათ.

დოდი გავიდა და ძალიან ღიად თქვა ის რაც ყველამ ვიფიქრეთ- მან საუბარი დაწყო ფრაზით: ”მესმის თუ რატომ არ გაუშვესეს ფილმი არც ერთ კინოთეატრშიო”, კიდევ თქვა  ის რომ ფილმი არ ვარგოდა , რომ უპასუხისმგებლოდ იყო შესრულებული ყველაფერი და რომ ტიტრები სულ მინიმუმ წესიერად უნდა ეთარგმნათ, იმიტომ რომ უბრალოდ სასაცილო იყო, ძალიან სასაცილო.

ამ დროს წამოუხტა - როგორც შემდეგ აღმოჩნდა ამ ტიტრების მთარგმნელი გოგო და აღშფოთებით განაცხადა რომ ორი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული ამერიკაში ხოდა როგორ თუ არასწორად იყო ტიტრები და რომ თუ სადმე შეცდომა იყო, ეგ იმ ”კომპიუტერშიკის” ბრალი იყო ვინც ტიტრები აკრიფა… მოკლედ დოდკას შეფასებაზე მთელი იქ წარმოდგენილი ავტორები აიწეწნენ და პირდაპირ მუქარასა თუ შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ.

ნუ თავი ვერაფრით შევიკავე და დოდკასთან მივიჭერი, მიკროფონი ავიღე , მეც ჩემი შეფასება მოვახსენე (ის რაც ზემოთ წაიკითხეთ) ამ დროს კი ავტორმა თითი დამიქნია და ძალიან სერიოზული სახით დამემუქრა:

”სანამ რამეს იტყვი დაფიქრდი და იცოდე ფრთხილად იყავიო.”

აი ეს კი უკვე იმდენად სასაცილო იყო რომ გულიც კი ამიჩუყდა, რა საცოდაობაა გქონდეს ამბიცია მოწმენდილ ცაზე, უსაფუძვლო და არგუმენტს მოკლებული.

კრიტიკის საპასუხოდ ავტორმა თქვა ფრაზა – ” ქართველები ერთმანეთს რომ ვჭამთ/გვშურს ეს არის ამის მაგალითიო” (თუ რაღაც ამდაგვარი)

ან კიდევ რა არგუმენტია ის რომ ბიუჯეტი არ გქონდა და ვერ გააკეთე კარგად , მაშინ საერთოდ რატომ აკეთებ?

ვრცლად იხილეთ აქ>>>

http://busuna.blogspot.com/