Showing posts with label ჯანმრთელობა. Show all posts
Showing posts with label ჯანმრთელობა. Show all posts


(პიესაა, რაღა თქმა უნდა)
მოქმედი პირები:
თუმოროფობი
თუმოროფობი
რეპლიკა ვ სტორონუ
უხილავი ხელი, სავარაუდოდ გოსპოძი

სურათი პირველი
დიდი ბანერი წარწერით: გაზაფხულის პირქუში დღე, ვაააახ, აღარ დათბა, ნუუუუ!!!!!!
გამოდიან თუმოროფობი და თუმოროფობი.
თუმოროფობი:
ოოოოხ მიგრძნობს ტანი რაღაცას ავსა და
რაღაც ავსა მიგრძნობს მე ტანი.
თუმოროფობი:
ტვინი წაიღე, წაიღე ტვინი
აჰა, წაიღე, წაიღე ტვინი.
აწვდის ტვინს თუმოროფობს. თუმოროფობი ტვინს ართმევს და ჭამს.

იხილე ვრცლად



ელენ ბარი
სექსუალური ფისუნიას პროფესია საქართველოში მყარ კარიერად ვერ ჩაითვლება. თუ შორენა ბეგაშვილმა ეს მაშინ ვერ გააცნობიერა, როდესაც ქართული  Playboy-ს მოდელი იყო (ჟურნალის სულ 8 ნომერი გამოვიდა და შემდეგ მისი გამოცემა შეწყდა),  როდესაც მისი ეროტიკული სატელევიზიო თოქ-შოუ დაიხურა (გადაცემა ეთერში 6 თვის მანძილზე გადიოდა), მაშინ ამას მშვენივრად მიხვდაშოუს გაჩერებას ყველა იმდენად ელოდა, რომ ერთმა თბილისელმა ბლოგერმა თავისი მკითხველებისთვის ასეთი გამოკითხვაც კი ჩაატარა: „როდის გააუქმებენ „ღამეს შორენასთან?”” პროდიუსერები იმდენად ფრთხილობდნენ, რომ შოუში სამოსისა და სამზარეულოს ეროტიკულ ასპექტებზე საუბრობდნენ. „სიმართლე გითხრათ“ – ამბობს ბეგაშვილი – „ჩვენ ყველაფერზე ვლაპარაკობდით, გარდა სექსისა“.
იხილე სრული სტატია აქ

First Night Despair

 

ავტორი : lasharela

ეკამ ფეისბუქზე ერთი დაუჯერებელი და არგაგონილი (მაგრამ თურმე უკვე მომხდარი) ამბავი გაგვიზიარა, რაზეც ერთი ისტორია გამახსენდა.
მახსოვს ერთხელ ექიმების წრეში მოვხვდი. ექიმები ცოტა ხმამაღაილ ნათქვამია მაგრამ ახალი კურს დამთავრებულები ნამდვილად იყვნენ.
ბევრ სასაცილო ისტორიასთან ერთად (ექიმებს კარგი იუმორიაქვთ - ამაზე მერე მოგიყვებით), ერთერთი გამორჩეული ამბავი მოვისმინე.
თურმე კათედრაზე ყოლიათ ერთი ლექტორი, (მოდით ქალბატონი ზოია შევარქვათ) რომელიც სავარაუდოდ გინეკოლოგიას უკითხავდა (რადგან გინეკოლოგი გახლდათ). ასაკში შესული ქალი, საბჭოთა კავშირში აკრაძლულ ოპერაციებს აკეთებდა თურმე - საქალწულე აპკის უბადლო აღმდგენი და გამმთლიალებელი იყო. ზოიას იმდენი ქალი ყოლია გაკერილი, რამდენი ბალიშისპირი და ლეიბი ჩემს ორივე ბებიას ერთად. მაგრამ ერთი შემთხვევა მაინც განსაკუთრებით შემორჩენოდა მის მეხსიერებას. (ისე სად იყო მაშინ ბლოგინგი თორე ხო დაპოსტავდა ზოია ექიმი და დაშეარება მერე გენახათ თქვენ).
ზოიასთან ერთი გოგო მისულა... ძალიან მორიდებულად - იცით მე ესა და ეს ოპერაცია მინდა გავიკეთო, თორე ვერ ვთხოვდები და ცხოვრების სიყვარულს ვკარგავო. რა პრობლემააო იშიშვლა თურმე ზოიამ ნემსი, გაუყარა ძაფი და შეუდგა საქმეს. მშვიდობაშიო უთქვამს ზოიას და გაუსტუმრებია.
რამდენიმე თვის შემდეგ, კარზე ზარია… >>> იხილე გაგრძელება >>> www.lasharela.com

Untitled-17

ორი აზრი

 

მომხრე
აკაკი გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ტერმინი "მსუბუქი ნარკოტიკი", სამედიცინო თვალსაზრისით, მცდარია. მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ მარიხუანაზე, რომლის 2-3-ჯერ მოწევაც კმარა, რომ ნარკოტიკისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისება - მიჩვევა და შემდეგში განმეორებით მიღების მოთხოვნილება გამოავლინოს; უფრო მეტიც, მარიხუანამ ერთხელ მოწევის დროსაც კი შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ფსიქიკური ძვრები, რომელზეც ფსიქიატრები დღემდე კამათობენ - არის ეს შიზოფრენია, რომელიც დაიწყო მარიხუანას მოხმარებით, თუ ჰაშიშური ფსიქოზი, რომელიც შიზოფრენიას ჰგავს. მარიხუანა ხშირად არის ის ნარკოტიკული საშუალება, რომლითაც ზოგადად ნარკოტიკების მიღებას იწყებენ და შემდეგ გადადიან სხვა ტიპის, საზოგადოების გამოთქმით, უფრო "ძლიერ" ნარკოტიკზე, მაგალითად ოპიუმზე. ანუ მარიხუანა საწყისი ეტაპია და ვთქვათ, ოპიატებისგან განსხვავებით, რომელთა მოხმარებას სჭირდება შპრიცი და მომზადება, გაცილებით ადვილად მოსახმარია. საქართველოში, ისევე როვორც მსოფლიოს 204 ქვეყანაში, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, აკრძალულია ექიმის დანიშნულების გარეშე ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალების მიღება. ბოლო წლებში დაიწყო საუბარი მარიხუანას სამკურნალო თვისებებზეც. არის ქვეყნები, მაგალითად იაპონია, სადაც მარიხუანა ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობისთვის, სიმსივნური ტკივილების დროს გამოიყენება. თუმცა იქ ასეთი გამოყენებაც მხოლოდ ექიმის დანიშნულებით ხდება. დღეს, როცა ლიბერალიზაციაზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ თუნდაც მეზობელი რუსეთი, რომელმაც დაახლოებით 10 წლის წინ მოახდინა ლიბერალიზაცია, ანუ გააუქმა ნარკოტიკების მიღებაზე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დასჯადობის მუხლი. მიიღეს შემდეგი სურათი: 2004 წელს ფსიქიატრების ყრილობაზე მთავარმა ნარკოლოგმა გამოიტანა შედეგები, რომლის თანახმად, რუსეთის 16 ქალაქში 13 წლის ასაკში თითქმის ყველა მოიხმარდა ნარკოტიკებს. 2005-ში კანონი სასწრაფოდ აღადგინეს. ასეთივე შედეგი გვაქვს ჰოლანდიაში, როცა ამსტერდამის რამდენიმე რაიონში მოხდა მოხმარების დეკრიმინალიზაცია. ფაქტობრივად, ეს იყო არა კანონი, არამედ საპროცესო შეთანხმება სახელმწიფოსა და პოლიციას შორის, რომ პოლიციას ის რაიონები არ გაეკონტროლებინა. დღეს ჰოლანდიელი კოლეგები სერიოზულად ფიქრობენ, რომ ეს დაშვება ისევ გააუქმონ, თუნდაც იმიტომ, რომ იმ კვარტალში არა მარტო მარიხუანას, სხვა ნარკოტიკებსაც მოიხმარენ; ასევე იმის გამო, რომ იქ მარიხუანა ადვილად იყიდება, ადვილადვე გამოდის გარეთ. ძალიან რთულია ამ საკითხის თავიდან ბოლომდე განხილვა. ნარკომანია არ არის ინფექციური დაავადება, რომელიც შეიძლება შეგეყაროს. როცა ლიბერალიზაციაზე ვფიქრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნარკომანები არ არიან განყენებული ადამიანები, მათ გვერდზე საზოგადოებაა, ახალგაზრდა თაობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ითვლის სტატისტიკას, რომ ერთი ნარკომანი საშუალოდ ათ ადამიანს მოიზიდავს ნარკოტიკის გასასინჯად, რომლიდანაც 3 ნარკომანი ხდება. ამაზეა ლაპარაკი. ახალგაზრდა ასაკში უფრო დიდია კანონის შიში, ვიდრე შეგნება იმისა, რომ ნარკოტიკი ცუდია. მე, როგორც ექიმს, მეცოდება ჩემი ავადმყოფები, რომლებიც ისჯებიან იმის გამო, რომ ავადმყოფები არიან. მაგრამ ეს რომ არ გვქონდეს, უარეს მდგომარეობას მივიღებდით. რაც შეეხება ამ ხალხის დახმარებას, ლიბერალიზაცია კი არა, საჭიროა, საზოგადოებამ ერთი მხრივ სახელმწიფოს, მეორე მხრივ საკუთარ თავს მოსთხოვოს, გააკეთოს რამე ნარკომანიის აღმოსაფხვრელად. დღეს ჩვენ არ გვაქვს რეაბილიტაციის ცენტრი, არა გვაქვს სავალდებულო მკურნალობის საშუალება, არადა, ნარკომანი ხშირად თვითონ თხოულობს, - ჩამკეტეთ, რომ თავი დავანებოო. მართალია, ჩვენთან სახელმწიფომ დაიწყო ზრუნვა სავალდებულო მკურნალობის სტაციონარის გაკეთებაზე, მაგრამ ეს ჯერ საკმარისი არაა. ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბევრი რამ გვაკლია. ჯერჯერობით არც საქართველო და არც ჩვენზე ბევრად უფრო მოწესრიგებული მსოფლიოს სხვა ქვეყნები ლიბერალიზაციისთვის მზად არ არიან. მით უმეტეს, ქართველებს ხასიათში გვაქვს, ოღონდ რამეზე "შევჯდეთ" და სიამოვნება მივიღოთ.

 

მოწინააღმდეგე
ნიკო ნერგაძე
ჟურნალისტი

ნარკოტიკების "მძიმედ" და "მსუბუქად" დაყოფა, ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის გარდა, იმითაც განისაზღვრება, თუ რა დოზით იწვევს ის ფიზიკურ დამოკიდებულებას და რამდენად რთული და მტკივნეულია მისთვის თავის დანებება… >>>იხილე გაგრძელება>>> liberali.ge

jackson_mj_01

via THE.POLITY.NEWS

მაიკლ ჯექსონის უფროსი ბიჭს, 13 წლის პრინს მაიკლ ჯექსონ უმცროს აღმოჩნდა დიტილიგოს იშვიათი დაავადება, კანის პიგმენტაციის დარღვევა, რომელიც გამოიხატება მელანინის გაქრობით.

პრინს მაიკლის ფოტოზე გამოკვეთილად ჩანს ბიჭის ტანზე დიდი თეთრი ლაქა. ფოტოგრაფმა ის იმ დროს აღბეჭდა, როდესაც ის თავის და-ძმებთან ერთად ჰავაიზე აუზში ბანაობდა.

მაიკლ ჯექსონს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი კანი გათეთრდა არა პლასტიკური ოპერაციების გამო, არამედ ამ იშვიათი დაავადების შედეგად…

იხილეთ ვრცლად>>> www.polity.ge

kiss

ავტორი:  გიორგი ბერიკელაშვილი

 

6 ივლისი კოცნის საერთაშორისო დღეა! ეს “დღესასწაული” გაერთიანებულ სამეფოში დააწესეს და მისი მთავარი იდეაა – ქაოსურად აწეწილ სამყაროში ადამიანებმა ცოტაოდენი სიამოვნება მაინც მიიღონ. შანსი ეძლევათ ერთ დღეს აკოცონ იმათ, ვისზეც სიზმარშიც კი ვერ იოცნებებდნენ.

 

  • კოცნას მოქმედებაში მოყავს სახის 200 კუნთი. ასეთი სახის “ვარჯიში” წარმოადგენს ნაოჭების პროფილაკტიკას.
  • კოცნის დროს წყვილი ერთმანეთს გადასცემს ნივთიერებათა კომპლექსს (ცხიმებს, მარილებს), რაც თავის მხრივ აძლიერებს იმუნიტეტს.
  • რომანტიკული კოცნისას იწვება 2-3 კალორია, ხოლო ფრანგული კოცნის დროს კი ხუთი და მეტი.
  • კოცნისას ტუჩები 200-ჯერ უფრო მგრძნობიარეა ვიდრე თითები.
  • მამაკაცები რომლებიც სამსახურში წასვლის წინ კოცნიან მეუღლეებს, 5 წლით მეტხანს ცოცხლობენ.
  • ვნებიანი კოცნა რომელიც 90 წამზე მეტხანს გრძელდება იმ მომენტში ზრდის წნევას, პულსს და ჰორმონების რაოდენობას სისხლში.
  • კოცნის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ნარკოტიკული ნივთიერება რომელიც 200-ჯერ ძლიერია მორფინზე.
  • სწორედ ამიტომ კოცნისას ადამიანი განიცდის სიხარულს, ბედნიერებას, გაოცებასა და თავბრუსხვევას.
  • ქალებს კოცნა ეხმარებათ დამშვიდებაში და სტრესის მოხსნაში.
  •  

    იხილეთ ვრცლად>>> komisia.wordpress.com

    komuna-like

       

    from – mkurnali.ge

    Bookmark and Share

    ჰოლანდიელმა მეცნიერებმა დღეგრძელობაზე პასუხისმგებელი გენების ჯგუფი აღმოაჩინეს. აღმოჩნდა, რომ დღეგრძელი ადამიანი "ნორმალურისგან" ფიზიოლოგიურადაც განსხვავდება. მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2002 წელს განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს გენი "მათუსალა", რომლის წყალობითაც ის ადამიანიც კი, ვინც არ მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, დიდხანს ცოცხლობს. იმხანად მიაჩნდათ, რომ გენი, რომელსაც ბიბლიური წინასწარმეტყველის (გადმოცემით, ყველაზე დღეგრძელი ადამიანის) სახელი უწოდეს, ადამიანს მოწევისა და სხვა მავნე ჩვევების გავლენისგან იცავდა და ასაკობრივი დაავადებების გადავადებაც კი შეეძლო, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ ერთი გენი დღეგრძელობის უზრუნველყოფას ვერ შეძლებდა და დღეგრძელობის საიდუმლო გენების ჯგუფში უნდა ყოფილიყო დამალული.

    გამოკვლევაში, რომელიც ლეიდენის უნივერსიტეტში ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო 90-დან 99 წლამდე ასაკის 3 500-მა ჰოლანდიელმა. გამოკვლევის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სიბერისა და დაავადებების გამშვები გენების სიმრავლით დღეგრძელები სხვებს არ ჩამოუვარდებიან, მაგრამ მათთან ერთად აქვთ სხვებიც, რომლებიც "მავნე" გენების ამოქმედებას აფერხებენ. The Times-ში დაიბეჭდა პუბლიკაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ აღმოჩენამ "ახალგაზრდობის ელექსირის" შექმნა რეალობად აქცია. რამდენიმე კვირის წინ ლონდონში გამართულ კონფერენციაზე სიბერის პრობლემების წამყვანმა სპეციალისტმა განაცხადა კიდეც, რომ ადამიანის ფიზიოლოგიური აქტიურობის გამახანგრძლივებელი და "სიბერის შემაფერხებელი" პრეპარატის კლინიკური გამოცდა 2012 წელს დაიწყება. მეცნიერთა აზრით, ეს პრეპარატი ფარმაკოლოგიური წარმოების ჰიტი გახდება.

    მეცნიერებმა რამდენიმე მავნე პროდუქტის რეაბილიტაცია მოახდინეს
    ბრიტანელმა მეცნიერებმა საკვები ნივთიერებებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტების სია გამოაქვეყნეს. მასში მოხვდა საკვები, რომელიც ადრე მავნედ იყო მიჩნეული. ლონდონის წმინდა გიორგის სახელობის საავადმყოფოს სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ ბატიბუტი (პოპკორნი) საგრძნობლად აფერხებს კიბოსა და გულის დაავადებების განვითარებას, ხოლო არაქისის კარაქი წარმოადგენს ფოლიუმის მჟავასა და ცილების წყაროს, რომლებიც იცავენ ნაწლავებს და ამცირებენ გულის შეტევის რისკს. დაკონსერვებული ლობიო რკინის, კალციუმის, ცილებისა და უხსნადი ბოჭკოების შემცველობით გამოირჩევა, უზრუნველყოფს  ძვლებისა და კუნთების სიჯანსაღეს  და დიდი ხნით თრგუნავს შიმშილის შეგრძნებას. სასარგებლო პროდუქტების სიაში შევიდა ჯემიც - მის შემადგენლობაში შემავალი პექტინი ყაბზობას და ანგინას უხდება. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ, ზოგიერთი გამოკვლევის შედეგების თანახმად, პექტინი კიბოს უჯრედებს ებრძვის. სუპერპროდუქტად ასევე აღიარეს კარტოფილი, ღორის ქონი, შოკოლადის პასტა Nutella, ყველი და მდოგვი.

    გრძელი ცხვირი ხელსაყრელია
    ამერიკელმა მეცნერებმა დაადგინეს, რომ ცხვირის ზომას უშუალო კავშირი აქვს ადამიანის ჯანმრთელობასთან. აიოვის უნივერსიტეტში აღმოაჩინეს, რომ გრძელცხვირა ადამიანები გაციებისგან უფრო უკეთ არიან დაზღვეულნი. საქმე ის არის, რომ ცხვირი ერთგვარი ბარიერის როლს ასრულებს გაციების გამომწვევი ვირუსებისა და ალერგიული რინიტის გამომწვევი ყვავილის მტვრის ცხვირ-ხახისკენ მიმავალ გზაზე, ასე რომ, როგორც მკვლევრებმა განაცხადეს, გრძელცხვირა ადამიანები ცხვირპაჭუებზე 7%-ით ნაკლებ ვირუსებსა და მავნე ნაწილაკებს ჩაისუნთქავენ. მეცნიერთა თქმით, ბარიერის ფუნქციას ასრულებენ ტუჩებიც - მათი წყალობით პირში ბაქტერიებისა და მტვრის ნაწილაკების მოხვედრა 3,2%-ით მცირდება. სწავლულებმა ასეთი ცდა ჩაატარეს: დაამზადეს ორი ხელოვნური ცხვირი, რომელთაგან ერთი მეორეზე 2,3-ჯერ დიდი იყო და ორი წყვილი ტუჩი - სქელი და თხელი. მულიაჟები ისე განათავსეს, როგორც სახეზეა განლაგებული და მიუერთეს მილი, რომელიც ჰაერს ტუმბოს დახმარებით ისრუტავდა, ბოლოს კი "ჩასუნთქული" ჰაერის შემადგენლობა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ გრძელი ცხვირი უკეთ იცავს ცხვირ-ხახას ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობებისგან და საგრძნობლად ამცირებს ალერგიული დაავადებების განვითარების რისკს.

    წყარო>>>www.mkurnali.ge

    qn18s4rc68xxego

    ავტორი: ერეკლე დეისაძე

    იოსიფ ბროდსკი წერდა, რომ არსებობს ორი რამ: შენი ცხოვრება და შენი პოეზია, ან ერთი უნდა ამჯობინო, ან მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ბროდსკიმ არჩევანი ამ უკანასკნელზე გააკეთა, საბოლოოდ მაინც მოახდინა ცხოვრებისა და შემოქმედების სინთეზი, ალბათ ამიტომაც იქცა ის დიდ პოეტად.


    მე ყოველთვის მიყვარს უტოპიური პარალელების გავლება, იმედია, ამის გამო არ დამძრახავენ ძვირფასი თანამემამულენი, ჭკუაულევთა რიგებიდან, ხოლო თუ დამძრახავენ, ჭირსაც წაუღია თითოეული მათგანი! ცხადია, უტოპიურ პარალელად მიმაჩნია ნიკო გომელაურისა და ბროდსკის შედარება, სწორედ ამაზე შეიძლება ითქვას, სად ერეკლე და სად ჩემი ... მაგრამ მოცემულ მომენტში პრეცენდენტი მაქვს მხედველობაში. ეს მართლაც ასეა, მსახიობმა, რომლისთვისაც წერა ჰობის დონეზე იყო, ხოლო შემდეგ ცხოვრების წესად იქცა, საკუთარი სენი მუზად აქცია და ჟარგონულად რომ ვთქვათ ( მით უმეტეს, ამის უფლებას ხსენებული პერსონა მაძლევს) მასას ,,აჭამა’’. აჭამა კულტურულად, მსუყედ..
    მონელებამდე ჯერ კიდევ შორია, რადგანაც როცა ისეთი სატელევიზიო გადაცემა, როგორიც ,,პროფილია”, თავისი შინაარსითა და ფაბულით ბრაზილიურ – არგენტინული სერიალების მსგავსი, (თანაც რუსთავი 2 ხომ სერიალების სავანეა) სტუმრად იწვევს ნიკო გომელაურს, რათა კიდევ ერთხელ გაუღვივოს მასას სიბრალულის გრძნობა, ოღონდ ეს არ არის კლასიკური სიბრალულის მაგალითი, ეს ,,სხვანაირი’’ სიბრალულია, სამედიცინო ქვეტექსტით..
    იგივე ქვეტექსტით მოიაზრება ბოლო დროის გახმაურებული და ყველაზე სკანდალური წიგნის ავტორი ერეკლე დეისაძეც, მაგრამ ერეკლეს სამედიცინო ქვეტექსტი ბევრად ღიაა და ამაზე ხალხი უფრო ხმამაღლა და აღშფოთებით საუბრობს ვიდრე ნიკოს სენზე. ამას წინათ, ფორუმ.ჯი-ზე სრულიად შემთხვევით გადავაწყდი შოკისმომგვრელ გამოკითხვას, შოკისმომგვრელი შედეგით.. კითხვა ასეთი იყო: ,,თვლით თუ არა რომ ერეკლე ,,ეკო’’ დეისაძე სულიერად დაავადებული ადამიანია?’’ რაზეც 63,37 % დადებით პასუხს აძლევდა. ხოლო თემა, რომელიც 48 გვერდს მოიცავდა, სავსე იყო ისეთი შეურაცხმყოფელი ტექსტებითა და ციტატებით, როგორიც ალბათ არასოდეს დაესიზმრებოდა ,,სიბილწით’’ გამორჩეულ მწერალ დეისაძეს. ყველაზე დამაფიქრებელი კი ერთ-ერთი ლუზერის სიტყვები იყო ,,საიდუმლო სირობის’’ ავტორზე:
    ,,ვაახ ჩემი, საკუთარ დედას როგორ აყენებს შეურაცხყოფას ჩემიდედამოვტყან’’ – წერდა აღშფოთებული მამულიშვილი, რომელსაც, ალბათ სამშობლოს ბედზე ფიქრით ღამეები არ სძინავს და მისი პატრიოტული ფიქრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდეა გადაშლილი..
    ან იქნებ ის ერთ-ერთი იმათთაგანია, სიბრალულისაგან წარმოქმნილ სიყვარულს ნიკოს პოეზიის, ხოლო ზიზღისაგან წარმოქმნილ აგრესიას ეკოს პ(რ)ოზის მიმართ რომ ავლენს.
    საინტერესოა ისიც, რომ ქართულ პოეზიაში, ,,მიახკიზნაკები’’ გაჩნდა, ქუჩური გაგების ელიტა დღეს თავგამოდებით იზეპირებს ნიკოს ლექსებს, ნიკოსეული ინტონაციით, რათა შემდეგ ყარაჩოღლური იერით ჩააქსოვოს სადღეგრძელოში, პოეზიის მოყვარულ გოგჩოებთან საუბრებში და ა.შ.
    ,,ყ’’, ,,ხ’’ ,,ტ’’ ,,ქ’’ ,,ჩ’’ ,,დ’’ – ეს ძირითადი ასოებია, რომლებსაც ,,უდარენიები’’ უნდა დაჰკრა ლექსის კითხვის დროს, ხოლო შემდეგ აღფრთოვანებულმა დააყოლო: ,,აუ რა მაგარია, ჩ’ემი დ’ედ’ა მოვტ’ყ’ან!!!’’
    და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, საოცრად საინტერესო საზოგადოება ვართ, რადგან თუ 63% თვლის, რომ დეისაძე სულიერად დაავადებულია და მის პიროვნებას სამედიცინო ქვეტექსტით მოიაზრებენ, რატომ არა აქვთ ეკოს მიმართ ისეთივე თანაგრძნობა, როგორიც ნიკოს მიმართ ჰქონდათ. იქნებ ეკოს ე.წ. მუზებიც მისივე სენიდან გამომდინარეობს?
    ერთი რამ ცხადია, ნიკოც და ეკოც ერთი საცოდავი ქვეყნის საცოდავი შვილები არიან, მათ ერთი სფერო აერთიანებთ, ორივეს სამედიცინო ქვეტექსტით განიხილავენ, მაგრამ ეკო ეზიზღებათ, ნიკო კი უყვართ.
    პ.ს. თუმცა, ეგ არაფერი, როგორც ნიკო იტყოდა: ,,ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა!’’

    წყარო>>>> www.azrebi.ge

    tvalebiT_daleva

    via მარანი

     

    ბრიტანელმა სტუდენტებმა ალკოჰოლის მიღების ახალი ხერხი მოიგონეს - ისინი არაყს ძველებურად, ტრადიციულად კი აღარ სვამენ, არამედ თვალებში იწვეთებენ. ამგვარი ტენდენცია არა მარტო ბრიტანეთში, უკვე ამერიკაშიც შეინიშნება და საშიშ ფორმებს იღებს - ლას-ვეგასის ღამის კლუბებში ეს ტრიუკი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, მცირე გასამრჯელოს ფასად ოფიციანტები კლიენტებს პირდაპირ თვალებში აწვეთებენ ალკოჰლურ სასმელს. ისინი, ვინც უკვე გამოსცადა ახალი მეთოდი, ამბობენ, რომ ამ გზით თრობის ეფექტი მყისიერად აღინიშნება, უფრო მკვეთრადაა გამოხატული და შედარებით მეტ ხანსაც გრძელდება, ვიდრე ეს ჩვეულებრივი დალევისას ხდება. ეს არცაა გასაკვირი - ლორწოვან გარსში მოხვედრილი ალკოჰოლი ბევრად სწრაფად აღწევს თვალის სისხლძარღვებში, მაგრამ ამგვარი გართობა ძალზე სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ალკოჰოლის თვალის გარსში მოხვედრა იწვევს თრომბოზს, ანთებით პროცესებს, სკლერისა და რქოვანას დაზიანებას, რაც საბოლოოდ მხედველობის დაქვეითებით ან მისი სრული დაკარგვით შეიძლება დამთავრდეს.

    © ღვინის კლუბი/“Weekend“

    წყარო>>> http://vinoge.com/

    emilyrose

    ავტორი: finiki

    Bookmark and Share

    ანელიზ მიშელი დაიბადა 1952 წლის 21 სექტემბერს, ის ეწეოდა მისი ასაკისთვი სრულიად შესაფერის და ნორმალურ ცხოვრებას, იყო მხიარული და მორწმუნე ადამიანი. ყოველგვარი წინა პირობის გარეშე მისი ცხოვრება შეიცვალა 1968 წელს, როდესაც მას პირველად დაემართა კრუნჩხვა და აღმოაჩინა, რომ არ შეეძლო საკუთარი სხეულის მართვა. მან ისიც კი ვერ შეძლო, რომ დასახმარებლად დაეძახა თავისი მშობლებისთვის (იოსები და ანა) ან მისი დებისთვის. ”ვურცბურგის ფსიქიატრიულ კლინიკაში” ნევროლოგმა მას დაუსვა ეპილეფსიის დიაგნოზი. იმის გამო, რომ ეპილეფსიური შეტევები იყო ძალიან ხშირი, რასაც შემდგომ მოჰყვა დეპრესია, გადაწყდა, რომ ანელიზე მოეთავსებინათ კლინიკაში. აღნიშნული ეპილეფსიური შეტევების, შემდეგ მალევე ანელიზეს დაეწყო ”ჰალუცინაციები” და იგი ყოველდღიური ლოცვის დროს ხედავდა ეშმაკის სახეებს. ეს იყო 1970 წლის შემოდგომა, და სანამ დანარცენი ახალგაზრდობა უბრალოდ ტკბებოდა ცხოვრებით, ამასობაში ანელიზ მიშელი იტანჯებოდა იმ აზრით, რომ ის იყო შეპყრობილი ეშმაკის მიერ. იქიდან გამომდინარე, რომ მეტ ახსნას უბრალოდ ვერ უძებნიდნენ იმ ფაქტს, რომ ის ხედავდა დემონებს ლოცვის დროს. საკმაოდ მალე მას ხილვების გარდა უკვე ხმებიც ესმოდა, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ ის ”ჯოჯოხეთში დაიწვებოდა”. მან ექიმთან საუბარში ერთხელ აღნიშნა, რომ შემოჩენილი ყავდა დემონები, რომლებმაც მისი მართვა და მისთვის ბრძანებების მიცემა დაიწყეს. ექიმები ვერაფრით ეხმარებოდნენ, და ანელიზემ დაკარგა იმედი იმისა, რომ მისთვის დანიშნული მედიკამენტები რაიმე შედეგს გამოიღებდნენ. 1973 წლის ზაფხულში, მიმსმა მშობლებმა, მიაკითხეს რამოდენიმე ეკლსესიას და მღვდელს ეგზორციზმის მოთხოვნით. თუმცა არავინ თანხმდებოდა და ურჩევდნენ 20 წლის ანელიზეს გაეგრძელებინა დანიშნული მკურნალობდა და მიეღო შესაბამისი მედიკამენტები. მათ აუხსნეს, რომ პროცესი, რომლის მიხედვითაც ეკლესია უფლებას იძლევა ჩატარდეს ეგზორციზმი, მკაცრადაა გაწერილი, და მანამ სანამ ყველა კრიტერიუმი არ დაკმაყოფილდება, ეკლესიის წინამძღვარი ვერ გასცემს თანხმობას ეგზორციზმის ჩატარებაზე (1952 წელს ეგზორციზმის რომაულ რიტუალში შევიდა ცვლილება, იმის შესახებ, რომ მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ფსიქიკური აშლილობა და სატანით შეპყრობა ერთმანეთისგან და პაციენტის მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს, რამოდენიმე კრიტერიუმს (იხილეთ ზოგადი წესები ეგზორციზმის შესახებ)). რამოდენიმე კრიტერიუმი კი ასეთია: განსაკუთრებული აუტანლობა რელიგიური სიმბოლოების მიმართ, საუბარი პაციენტისთვის უცხო ენაზე და არაადამიანური ძალების ფლობა. 1974 წელს, ანელიზეზე დაკვირვების შემდგომ, მღვდელმა ერნსტ ალტმა, ვურცბურგის ეკლესიის წინამძღვარს სთხოვა თანხმობა ეგზორციზმის ჩატარებაზე. ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა, და ანელიზეს მიეცა რჩევა, რომ უფრო მეტად რელიგიური ცხოვრებით ეცხოვრა, რათა ეპოვა სულიერი სიმშვიდე. ამის მიუხედავად შეტევები არ შემცირებულა და მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ანელიზ მიშელი, სახლში (კლინბენბერგში) ცხოვრობდა, ის გახდა აგრესიული, დაიწყო საკუთარი თავის დასახიჩრება, ცემა, კბენდა ოჯახის სხვა წევრებს. ის უარს აცხადებდა კვებაზე, ვინაიდან ამბობდა, რომ დემონები არ აძლევდნენ ამის უფლებას. ეძინა ქვის იატაკზე, ჭამდა ობობებს, ტარაკნებს და სვამდა საკუთარ შარდს. საათების განმავლობაში ისმოდა მისი განწირული ყვირილი, ის ამტვერვდა ჯვარცმებს, იესო ქრისტეს ხატებს. ანელიზესთვის ბუნებრივი მდგომარეობა გახდა თვითდაშავება, საკუთარ შარდში ძილი ქვის იატაკზე, საკუთარი ტანსაცმის დახევა.

    მას შემდეგ რაც გაჩნდა მტკიცებულებები იმისა, რომ ანელიზე მიშელი იყო შეპყრობილი ეშმაკის მიერ, 1975 წლის სექტემბერში, ვურცბურგის ეკლესიის წინამძღვარმა, იოსებ სტანგლმა, მისცა უფლება არნოლდ რენცს და ერნსტ ალტს, ჩაეტარებინათ ეგზორციზმი ანელიზე მიშელისთვის. გამოვლინდა, რომ ანელიზესგან უნდა გაედევნათ 6 დემონი (ეგზორციზმის რიტუალში მთავარია ჩასახლებული დემონების ვინაობის დადგენა, რასაც როგორც წესი ძალიან დიდი დრო მიაქვს, თუმცა ამის გარეშე წარმატება გამორიცხულია, ეგზორციზმის დროს დადგინდა რომ ანელიზეში ჩასახლებული იყო 6 დემონი) ლუციფერი (რაც ყველაზე მეტად იწვევს ეჭვს), იუდა ისკარიოტელი, ნერონი, კაენი, ჰილტერი და ფლაიშმანი (ეს უკანასკნელი არის მე-16 საუკუნეში მოღვაწე დაცემული მღვდელი). 1975 წლის სექტემბრიდან 1976 წლის ივლისამდე კვირაში დაახლოებით ერთი ან ორი ეგზორციზმის სესია უტარდებოდა ანელიზეს. ზოგჯერ შეტევები იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი დაჭერა სამ კაცს უხდებოდა ან ჯაჭვითა აბამდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ანელიზეს მდგომარეობა გაუმჯობესდა, დაიწყო კვლავ ინსტიტუტში სიარული და ეკლესიაშიც დადიოდა.

    თუმცა შეტევები არ შეწყვეტილა, ის ხშირად ხდებოდა პარალიზებული. ეგზორციზმი გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ერთი და იგივე ლოცვებით. ანელიზ მიშელი ეგზორციზმის დროს ჩაიწერა 40 აუდიო კასეტა (ეს ადუიო მასალები შემდეგ გამოყენებულ იქნა სასამართლოზე მტკიცებულებად, ამ მასალის მოსმენა შეგიძლიათ youtube.com-ზე, თუმცა სუსტი ნერვების პატრონებს ვურჩევ თავი შეიკავონ). ეგზორციზმის უკანასკნელი სესია ანელიზეს ჩაუტარდა 1976 წლის 30 ივნისს, მას ამ დროს უკვე ჰქონდა ფილტვების ანთება, მაღალი სიცხე და გამოფიტული იყო უჭმელობისგან. იმდენად დასუსტებული იყო, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შეეძლო, იმ დღეს უტხრა დედამისს, რომ ძალიან ეშინოდა.

    anneliese-ok

    ანელიზე ცხოვრების უკანასკნელ დღეებში ასე გამოიყურებოდა, მანამდე კი სავსებით ნორმალური ახალგაზრდა იყო.

    მეორე დღეს 1 ივლისს ანელიზ მიშელი გარდაიცვალა. გამოძიება ღნიშნულ საკითხზე დაიწყო დაუყოვნებლივ….

    იხილეთ გაგრძელება>>> finiki.wordpress.com

    komuna-like

    just-plain-weird-unbelievable-1065560_443_676

    ავტორი: leonsio

    გთავაზობთ ძალიან სახალისო და საინტერესო ამბებს, რომელიც შევაგროვე სხვადასხვა საინტერესო საიტებიდან, ვთარგმნე და გთავაზობთ :) ასე რომ მოემზადეთ და გავხალისდეთ, თანაც საინტერესო ინფორმაციაც მოვიპოვოთ :) იმედია ცოტა მაინც გაგამხიარულებთ, ხოდა მერე კომენტარებიც დატოვეთ მოგეწონათ თუ არა :D

    ახალშობილის დედა 90 წლისაა

    ფრანს პრესის სააგენტოს ცნობით, ინდოეთის რაჯისტანის შტატის ერთ-ერთ სოფელში, 90 წლის ქალს გაუჩნდა ბავშვი! ახალშობილი სუსტი იყო და მალე გარდაიცვალა. ამ ქალს და მის 92 წლის მეუღლეს 34 შვილი და უამრავი შვილიშვილი ჰყავთ.

    სექსი და სწავლა სიბერემდეოოოო :D

    თითქმის დაუჯერებელი

    კოლუმბიის ქალაქ ალიმაგეში დროებით გაანთავისუფლეს ყველა პატიმარი. მუნიციპალიტეტის ეს უცნაური გადაწყვეტილება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ ქალაქის ციხე ავარიულ მდგომარეობაში იყო და სასწრაფო შეკეთებას საჭიროებდა. “არდადეგების” დამთავრების შემდეგ ყველა პატიმარი დათქმულ დროზე ციხეში გამოცხადდა.

    აბა ახლა ესენი უნდა დაეჭირათ ისევ? :D და ესენი იქნებოდნენ მკვლელები , ქურდები და ა.შ.? :D

    როცა ორნი ვიწროდ არიან

    მანილას ერთ-ერთ საავადმყოფოში მიიყვანეს მოხელე, რომელმაც უეცრად კუჭში მწვავე ტკივილები იგრძნო, პირველად ექიმებს კიბო ეგონათ, მაგრამ შემდეგ – ექიმების კონსილიუმი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მათ პაწაწინა ცოცხალ არსებასთან ჰქონდათ საქმე. ზრდასრულებული მამაკაცის ორგანიზმში გაზრდილ მის ტყუპ ძმას ყველა ორგანო, ხელებისა და ფეხების, თითებისა და ფრჩხილების ჩათვლით განუვითარებელი ჰქონდა. ჯერ კიდევ დედის საშოში ყოფნისას ერთ-ერთმა ჩანასახმა ვერ მოახერხა ნორმალურად განვითარება და იგი მეორემ “შთანთქა”.

    ვა ეს მართლა ფანტასტიკაა…

    რეკორდები რეკორდები…

    სამმა ინგლისელმა დაამყარეს ახალი რეკორდები: რეი ჰატერი შეუჩერებლად ლაპარაკობდა 20 საათის, 12 წუთის და 30 წამის განმავლობაში, ჯორჯ უოლტერზი 26 საათის მანძილზე უკრავდა აკორდეონზე, რეტ სტოვენსმა შეძლო ერთი სიგარეტიდან თამბაქოს კვამლის 192 რგოლის გამოშვება.

    ვახ რა საინტერესო 20 საათი რაზე ლაპარაკობდა :D ისე ზოგიერთს ახლაც არ გაუჭირდება :D

    ქალები იაფად

    ახალ გვინიაში სპეციალური ინსტრუქციით არის განსაზღვრული… ცოლის ფასი. ქალი, რომელიც პირველად თხოვდება 240 დოლარი ღირს, მეორედ გათხოვილი ქალის ფასი…

    იხილეთ გაგრძელება>>>leonsio.ge

    2_year_old_smoking_cigarette

     

    Bookmark and Share

     

    ინდონეზიელი Ardi Rizal მხოლოს 2 წლისაა და იგი დღეში 40 ღერ სიგარეტს ეწევა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 18 თვის ბავშვს მამამ სიგარეტი მოაწევინა. ბავშვის სიგარეტით მომარაგება ოჯახს დღეში 5.47 დოლარი უჯდება.

     

     

    komuna-like

    news-Young-woman-drinking-a-gl-002

     

    მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი საკმაო რაოდენობით კალორიებს შეიცავს, ღვინის ზომიერი მიღება ქალის ფიგურას აუმჯობესებს – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები 19 220 თანამემამულე ქალზე ცამეტწლიანი დაკვირვებების შედეგად. საგულისხმოა, რომ ის ქალები, რომლებიც ზომიერად მიირთმევდნენ ღვინოს, უფრო ნელა იმატებდნენ წონაში, ვიდრე ისინი, ვინც მინერალურ წყალს ან სულაც ჩაის ანიჭებდა უპირატესობას. ამ ფაქტს მეცნიერები შემდეგნაირად ხსნიან – ალკოჰოლთან გასამკლავებლად ადამიანის ღვიძლი უფრო აქტიურად მუშაობს და ენერგიას ცხიმების ნაცვლად სითბოდ გარდაქმნის. აღსანიშნავია, რომ ამ ექსპერიმენტში მონაწილე ქალთაგან ყველაზე კარგი შედეგები ჰქონდათ მათ, ვინც წითელ ღვინოს ანიჭებდა უპირატესობას, ხოლო ყველაზე ცუდი (ანუ სწრაფად გასუქება) – მათ, ვინც ლუდისა და მაგარი სასმელების სასარგებლოდ აკეთებდა არჩევანს. მაგარი სასმელებისადმი გადაჭარბებული ლტოლვა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ მის წონაზეც – აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები.

    © ღვინის კლუბი/“Weekend“

    წყარო >>> vinoge.com

    science_image

    რადიო თავისუფლება

     

    აშშ-ს მეცნიერები აცხადებენ, რომ შესძლეს პირველი სინთეთიკური უჯრედის შექმნა, რომელიც ემყარება ხელოვნურად შექმნილ დნმ-ს. ვაშინგტონთან ახლოს მდებარე კრეიგ ვენტერის ინსტიტუტის მკვლევრები ამბობენ, რომ მათ ბაქტერიის „გენეტიკური პროგრამა“ კომპიუტერზე შექმნეს, შემდეგ ის ქიმიურად ხელახლა ააგეს და ბოლოს წარმატებით შესძლეს ამ სტრუქტურის მიმღებ უჯრედში გადანერგვა. ამ ტექნოლოგიის მომხრეები აცხადებენ, რომ მომავალში მისი გამოყენება ვაქცინებში და გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის პროცესში გახდება შესაძლებელი. სკეპტიკოსები კი აცხადებენ, რომ თუკი ცუდ ხელში ჩავარდება, ის შესაძლოა ბიოლოგიური იარაღისთვის გამოიყენონ. ამასთან, არსებობს შიში, რომ მეცნიერები ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ იაზრებენ ხელოვნური ორგანიზმებით მიერ შექმნილი საფრთხეს.

    წყარო >>> www.tavisupleba.org 

    komuna-like

    oral-sex-baloon

    mkurnali.ge

    Bookmark and Share

    - ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. ვარ 18 წლის გოგონა. ჩემს შეყვარებულთან მაქვს ხოლმე ორალური სექსი. მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ამგვარი სექსი? შესაძლოა თუ არა რაიმე ინფექციური დაავადებით ინფიცირება. რა დაავადებებია ესენი და რა უსაფრთხოების ზომებს მივმართო. წინასწარ მადლობა

    - ორალური სექსით სქესობრივი გზით გადამდები ნებისმიერი დაავადების გადადებაა შესაძლებელი. ეს დაავადებებია: სიფილისი, გონორეა, ე.წ. შიდსი, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი და სხვა. 
    ახლა რაც შეეხება უსაფრთხოებას. უსაფრთხოება მორალურად გამართლებულ ცხოვრების წესშია!!!
    სექსუალური ურთიერთობის განხორციელებისთვის სასქესო ორგანოები არსებობს, პირს სხვა დანიშნულება აქვს, თქვენ უკვე ზრდასრული ადამიანი ბრძანდებით და ამის შესახებ ალბათ გეცოდინებათ. ორალური სექსი ისეთივე სიმახინჯეა, როგორიც იქნებოდა, მაგალითად უკანა ტანიდან ჭამა, ყურებიდან მოშარდვა ან თვალებით სიარული. უფალმა ადამიანი შექმნა სრულყოფილ, თავისუფალ არსებად და უბოძა ყველა ორგანო, რომელიც მისი სიცოცხლისუნარიანობისთვის იყო აუცილებელი – თითოეულ ორგანოს გარკვეული დანიშნულება და ფუნქცია აქვს და როდესაც ადამიანი ცდილობს ამ ფუნქციათა შეცვლას, იგი კანონზომიერების წინააღმდეგ მიდის ანუ უფალს ეწინააღმდეგება, ეს კი არასოდეს არავის მოუტანს სიკეთეს. კარგად უნდა გააცნობიეროთ ისიც, რომ ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობა უღირსი საქციელია ყველა რელიგიის მიხედვით.
    ნუ აყვებით მათ, ვინც დაამახინჯა სიტყვა "თავისუფლების" არსი. ადამიანი თავისუფალი არსებაა, სხვა არცერთ არსებას არ აქვს უფლისგან მინიჭებული ეს უნარი. თავისუფლება ნიშნავს საკუთარი ვნებებისა და სურვილების განგებისა და მართვის უნარს, ცხოველს ეს უნარი არ აქვს და ამიტომაცაა, რომ როგორც კი სურვილი გაუჩნდება, მაშინვე ცდილობს ამ სურვილის დაკმაყოფილებას, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ადგილს, დროს და ა.შ. ჩვენ ყოველთვის ადამიანებად უნდა დავრჩეთ, არ უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენს ადამიანურ ბუნებას, უნდა ვიყოთ საკუთარი ვნებების უფალი და უნდა შევეცადოთ ვიცხოვროთ ადამიანურად.
    გახსოვდეთ, უშეცდომო არავინაა და ყოველთვის შეიძლება ცხოვრების ახლიდან დაწყება. ჩვენ გვჯერა თქვენი კეთილგონიერების.

    წყარო>>>www.mkurnali.ge

    komuna-like

     

     

    ავტორი – ნანა კალანდაძე

    Bookmark and Share

    ამბობენ, რომ სიგარეტზე დამოკიდებულება ინდივიდუალურია და არსებობს მწეველთა რამდენიმე ტიპი. მაინტერესებს, რომელ ტიპს მივეკუთვნები, არსებობს თუ არა თითოეული მათგანისთვის სიგარეტზე დამოკიდებულების მოხსნის თავისებური მეთოდი და საერთოდ, რომელი მეთოდია ამ ჩვევისაგან თავის დასაღწევად ყველაზე ეფექტური. მამუკა, 35 წლის

    ორი მთავარი პარადოქსი
    არც ერთი მეთოდი არ გამოდგება, თუ ადამიანმა თვითონ არ მოისურვა მოწევისთვის თავის დანებებაო, ირწმუნებიან სპეციალისტები. არამწეველები თანხმობის ნიშნად თავს იქნევენ, მავნე ჩვევის ტყვეები კი ღიზიანდებიან და ამბობენ: "დიახ, გვინდა! გვინდა, მაგრამ არ შეგვიძლია!" ისინი არ ცრუობენ - სიგარეტის მიტოვება ნამდვილად სურთ. მოტივაციის უქონლობა შეიძლება ვუსაყვედუროთ მხოლოდ მოზარდებს, რომლებმაც ეს-ესაა დაიწყეს მოწევა. სიგარეტის ტყვეს კარგად ესმის, რამდენად ბრიყვული, უგუნური და საზიანოა მისი საქციელი, მაგრამ ვერ ეშვება, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ნარკოლოგები ამტკიცებენ, თამბაქო იწვევს უფრო სუსტ ფიზიკურ დამოკიდებულებას, ვიდრე ალკოჰოლი და ნარკოტიკები. ასეთია პირველი პარადოქსი.
    არსებობს თამბაქოს ტყვეობიდან თავის დასაღწევი უამრავი საშუალება, მაგრამ ძირითადია სამი მიმართულება: ფსიქოთერაპია, რეფლექსოთერაპია და მედიკამენტური თერაპია. მათი ერთმანეთთან შედარება და ყველაზე ეფექტურის გამოყოფა შეუძლებელია. არც მეცნიერები ცდილობენ ამის გაკეთებას. რატომ? იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის სიგარეტისადმი დამოკიდებულება ინდივიდუალური ხასიათისაა. მეთოდი, რომელიც გამოადგება ერთს, სრულიად გამოუსადეგარია მეორისთვის.

    გადააგდე სიგარეტი!
    მოწევისთვის თავის დანებების ყველა ხერხი ორ ძირითად პრინციპამდე დაიყვანება: ერთბაშად და თანდათან. რომელი სჯობს? ერთმნიშვნელოვნად პირველი. თუ მიტოვებაა, მიტოვება იყოს! სიგარეტის რაოდენობის შემცირებით მხოლოდ გავაჭიანურებთ დასასრულს. მოსაზრება, თითქოს ნიკოტინით მოწამლულ ორგანიზმს გარდაქმნისთვის დრო ანუ დოზის თანდათანობით შემცირება სჭირდებოდეს, უსაფუძვლოა. სისხლში ნიკოტინის კონცენტრაცია უკანასკნელი სიგარეტის მოწევიდან ნახევარი საათის შემდეგ მცირდება და თუ მოითმენთ, ცდუნებას გაუძლებთ და არ მიიღებთ მორიგ დოზას, ნიკოტინის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება სამ დღეში გაქრება. ის არც ისე ღრმად არის ჩართული ნივთიერებათა ცვლის პროცესში, რომ მისმა უქონლობამ ფიზიკური ტანჯვა გამოიწვიოს. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიგარეტზე მძაფრ ფიზიოლოგიურ ან ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას განიცდიან. სწორედ მათთვის არის საჭირო დახმარების სპეციალური მეთოდები.
    არსებობს მწეველთა რამდენიმე ტიპი:

    • ემოციური - ეწევა იმისთვის, რომ დამშვიდდეს და გონება მოიკრიბოს. ტანჯავს უძილობა, ხშირად ეწევა ღამით, საწოლში. ტემპერამენტის მიხედვით ის ქოლერიკი, მელანქოლიკი ან შერეული ტიპია. შემოქმედებითი პიროვნებაა, რომელსაც ახასიათებს მკვეთრი ემოციური განცდები, მაგრამ აუცილებლად ნეგატიური შეფერილობისა. ასეთ ადამიანს სჭირდება მოწევის გადასაჩვევი, ექიმთან ერთად ზედმიწევნით შერჩეული კომპლექსური პროგრამა. მასში ჩართული უნდა იყოს ნიკოტინის შემცვლელი, მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალება უძილობის საწინააღმდეგოდ და სრული უარი ალკოჰოლზე.

    • პრაგმატიკოსი - სიგარეტის მოწევის პროცესს აჭიანურებს, რათა გაიხანგრძლივოს საზრუნავისაგან თავისუფალი დრო. პროცესი მას სიამოვნებას ანიჭებს. მნიშვნელოვანი რიტუალია სიგარეტი და ყავა სადილის შემდეგ. ის სანგვინიკია, ხშირად ბიზნესმენი ან მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი. ჰიპნოზი, რეფლექსოთერაპია, ფსიქოთერაპია და, საზოგადოდ, ექიმი მას ვერ დაეხმარება. ამ პროცესში მისთვის ავტორიტეტები არ არსებობს. ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, როდის დაანებოს ან საერთოდ დაანებოს თუ არა თავი მოწევას. ამ გადაწყვეტილების ხორცშესხმაში მას დაეხმარება წიგნი და სპორტი.

    • დამოკიდებული - აბოლებს კომპანიისთვის. მოწევას იწყებს მეგობრის გავლენით, ხშირად - სიყმაწვილეში. სიგარეტი სიამოვნებას არ ანიჭებს, მაგრამ ხელიდან არ უშვებს შესვენებაზე მოწევის შემთხვევას. შეიძლება იყოს ქოლერიკიც, მელანქოლიკიც და ფლეგმატიკიც. თავისით სიგარეტს ვერასოდეს მიატოვებს. მას დაეხმარება ჰიპნოზი და ფსიქოთერაპიის ხანგრძლივი კურსი. ყველაზე მეტად გაუადვილდება სიგარეტისთვის თავის დანებება შვებულების დროს, როცა გართობა სხვანაირადაც შეიძლება. იმავდროულად, უნდა გადახედოს ნაცნობების წრეს. მას ძალიან სჭირდება გარშემო მყოფთა თანადგომა. მასზე ძალიან მოქმედებს დაშინება, მაგალითად, ფილტვის ან ყელის კიბოთი.

    • სიგარეტზე შეყვარებული - უარს არ ამბობს დამღუპველ ჩვევაზე, რადგან თაყვანს სცემს თვით პროცესს. თამბაქო მას პირველივე სიგარეტიდან ითრევს. სიგარეტზე უარის თქმა შეიძლება აიძულოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა რეალურმა საფრთხემ. რეკომენდებულია მკურნალობა ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ. შეიძლება, დაეხმაროს პრეპარატები, რომლებიც იწვევს სიგარეტის ზიზღს, ღებინებას, ასევე - მასაჟი, ნემსოთერაპია და საუნა. ძალიან მნიშვნელოვანია მოწევის პროცესის ჩანაცვლება ახალი ჰობით, სპორტით.

    წყარო>>>mkurnali.ge

    ავტორი: Dachikinkladze

    დღეს წარმოგიდგენთ რამდენიმე მცდარ /როგორც შემდეგ აღმოჩნდა განცხადებას, რომელიც თავის დროზე აბსურდული სულ არ ყოფილა

     

    1 „ამას წლები უნდა, და მას მე ნამდვილად ვერ მოვესწრები, მაგრამ ქალი აუცილებლად გახდება პრემიერ-მინისტრი“

    ეს ტეტჩერმა 1969 წელს განაცხადა და სულ რაღაც 10 წელში ის პრემიერმინისტრი გახდა.

     

     

    2.   „ ჩემი აზრით მსოფლიოში მხოლოდ 4 კომპიუტერის ადგილია“ -  ეს  1943 წელს განაცხადა თომას უოტსონმა, იმ დროს IBM-ის შეფმა. ის ფაქტი რომ მე ეს პოსტი დავწერე ხოლო თქვენ წაიკითხეთ ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ბატონი უოტსონი შეცდა

     

    3.„ეს ვირუსი მოხლოდ წვრილმანია“ – განაცხადა დოქტორმა პეტერ დუესბერგმა ბიოლოგიის პროფესორმა 1988 წელს მხედველობაში ქონდა რა შიდსი. მას შემდეგ ამ „წვრილმანმა“ 25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

     

    იხილეთ გაგრძელება >>> dachikinkladze.wordpress.com

    komuna-like

    horn-1

    Bookmark and Share

    ჩინელ ქალბატონს Zhang Ruifang-ს 101 წლის ასაკში შუბლზე რქა ამოუვიდა. ერთი წლის განმავლობაში რქა დაახლოებით 6 სანტიმეტრამდე გაიზარდა. ახლა მას მეორე რქაც ამოსდის. ქალბატონი აცხადებს, რომ იგი არანაირ დისკომფორტს არ განიცდის, მის 6 შვილს კი ეს ფაქტი აშინებს, მათ გონიათ, რომ დედა თხად გადაიქცევა.

    horn-1

    წყარო

    bublikov_thumb

    ავტორი: Lord Vader

    Bookmark and Share
     
     

    პოეტებისთვის და ფილოსოფოსებისთვის ლამაზი ქალი – ესაა მუზა, რომელიც მამაკაცებს დიად საქმეებზე შთააგონებს, ის, ვის გარეშე არაფერი იარსებებდა. თანამედროვე ფემინისტები ამტკიცებენ, რომ ქალ-თანამშრომელთა რიცხვის ზრდა სხვადასხვა დაწესებულებაში, შესრულებული სამუშას ხარისხს აამაღლებს და მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის.

    ასეა თუ არა სინამდვილეში?

    მეცნიერებმა ვალენსიის უნივერსიტეტიდან გადაწყვიტეს, დაედგინათ, თუ რა ზემოქმედება აქვს ქალს მამაკაცის შემოქმედებით თუ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე.

    ამისთვის მამაკაცები ორ ჯგუფად გადაანაწილეს და თავსატეხების (სუდოკუს) ამოხსნა სთხოვეს. ექსპერიმენტს აკვირდებოდნენ მკვლევრები: მამაკაცი და ლამაზი ქალი, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.

    ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ თუკი ოთახში მხოლოდ მამაკაცები რჩებოდნენ, მათ მიერ ნაჩვენები შედეგები იყო ბევრად უკეთესი, ვიდრე მაშინ, როდესაც ოთახში მათთან ერთად ლამაზი ქალი იმყოფებოდა.

    ამბობენ, რომ არტურო ტოსკანინი თავის ორკესტრში ქალ-მუსიკოსებს არ იყვანდა. როდესაც ამის მიზეზი კითხეს, მაესტროს უთქვამს:
    - თუკი ქალი ლამაზია, ის ჩემს მუსიკოსებს უშლის ხელს, ხოლო თუ ულამაზო, მეტწილად – მეო.

    ქალის გვერდით მამაკაცის ორგანიზმში იმატებს ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც სტრესის გამომწვევია. რაც მეტია კორტიზოლი, მით მეტია სტრესი. რაც უფრო ლამაზია ქალი, მით უფრო მეტ კორტიზოლს გამოიმუშავებს მამაკაცის ორგანიზმი -  ამ ვითარებაში მამაკაცის ინტელექტუალური თუ შემოქმედებითი შესაძლებლობები კი არ იმატებს, არამედ – მცირდება, – ამტკიცებენ ვალენსიელი მეცნიერები.

    არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, ძველი ფილმია ეგეთი “სამსახურებრივი რომანი” (Служебный роман). იქ ეგეთი პერსონაჟია გვარად ბუბლიკოვი. სამსახურში ზის კიბესთან და ამ კიბეზე ადი-ჩამოდიან ქალები. ჰოდა, საწყალ ბუბლიკოვს ყურადღება ეფანტება და სამუშაოს გულს ვერ უდებს, რის გამოც არც პრემია ერგება და არც ხელფასის მომატება.

    ბოლოს, მოკვდება, საწყალი.

    Attractive women boost men’s stress

    Why Men Die?

    P.S.

    დაბოლოს ერთი იგავი (არასრულწლოვან მკითხველებს, ვთხოვ, სხვა ბლოგზე გადართონ):

    ტვინს დაბადების დღე აქვს. ორგანოები რიგ-რიგობით განსხვავებულებითა და ფეხზე ადგომით ადღეგრძელებენ.
    ჯერ გული დგება:
    - მე ვადღეგრძელებ ტვინს, რომლის გარეშე ჩემი შრომა სულ ტყუილი იქნებოდაო. მრავალი წელი იცოცხლე და იდღეგრძელეო.
    პენისს სურს, ადღეგრძელოს, მაგრამ ტვინი აჩერებს: “ჯერ არაა შენი დროო!”
    პენისი ჯდება და დგება კუჭი:
    - დიდო ტვინო, რა აზრი ექნება ჩემს სიცოცხლეს, შენ რომ არა მყავდეო. დღეგრძელი იყავ და საკვებით მომარაგება ჩემზე იყოსო!
    კვლავ პენისს სურს, ადღეგრძელოს, მაგრამ ტვინი უყვირის: “ხომ გითხარი, ჯერ შენი დრო არააო!”
    დგებიან ფილტვები:
    - ტვინო, შენ გაგიმარჯოს, ალალი იყოს შენზე ჰაერი, ჩვენ რომ გაწვდითო!
    პენისი ისევ ცდილობს ადღეგრძელოს, ტვინი კი უყვირის: “რამდენჯერ უნდა გითხრა, ჯერ შენი დრო არააო!”
    პენისი გაბრაზდება…

    იგავის დასასრული იხილეთ აქ >>> >>> lifestylebox.wordpress.com

    man_india_fasted

     

    Bookmark and Share

     

    ინდოელი Prahlad Jani ამტკიცებს, რომ მას 70 წლის განმავლობაში საკვები და სასმელი არ მიუღია. უკვე 6 დღეა იგი ინდოეთის ერთერთ კერძო კლინიკაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. შედეგები გამაოგნებელია; მედიკოსები ვერაფრით ხსნიან იმ ფაქტს, თუ როგორ ახერხებს ეს ადამიანი ჯანმრთელობის შენარჩუნებას.