გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნუდიზმი ძალიან პოპულარული იყო და მთავრობისგანაც მხარდაჭერილი. ეტყობა ფრაუ მერკელიც ერთ ერთი კლუბის წევრი გახლდათ ახალგაზრდობაში, თუ რასაკვირველია ეს ფოტო-მონტაჟი არ არის ან უბრალოდ საოცარი მსგავსება.
ფოტომ აქედან გაჟონა
სკანდალურმა უკრაინულმა მოძრაობა Femen-მა თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გამართა.
ეს აქცია Femen-ის სხვა აქციებისგან გამორჩეული იყო. გოგონებმა აქცია მათი მთავარი ინტრიგის, მკერდის მოშიშვლების გარეშე გამართეს.
”უკრაინელი ქალები არ იყიდებიან” - ასეთი გახლდათ აქციის მთავარი სლოგანი. Femen-ის წევრები იმ ფაქტს აპროტესტებენ, რომ ზოგიერთი მათი თანამემამულე გოგონა საქართველოში სტრიპტიზ ბარებში მუშაობს ან პროსტიტუციას ეწევიან.
ტელეკომპანია "PIK-tv"-ის ვიდეომასალა

ელენ ბარი
სექსუალური ფისუნიას პროფესია საქართველოში მყარ კარიერად ვერ ჩაითვლება. თუ შორენა ბეგაშვილმა ეს მაშინ ვერ გააცნობიერა, როდესაც ქართული Playboy-ს მოდელი იყო (ჟურნალის სულ 8 ნომერი გამოვიდა და შემდეგ მისი გამოცემა შეწყდა), როდესაც მისი ეროტიკული სატელევიზიო თოქ-შოუ დაიხურა (გადაცემა ეთერში 6 თვის მანძილზე გადიოდა), მაშინ ამას მშვენივრად მიხვდაშოუს გაჩერებას ყველა იმდენად ელოდა, რომ ერთმა თბილისელმა ბლოგერმა თავისი მკითხველებისთვის ასეთი გამოკითხვაც კი ჩაატარა: „როდის გააუქმებენ „ღამეს შორენასთან?”” პროდიუსერები იმდენად ფრთხილობდნენ, რომ შოუში სამოსისა და სამზარეულოს ეროტიკულ ასპექტებზე საუბრობდნენ. „სიმართლე გითხრათ“ – ამბობს ბეგაშვილი – „ჩვენ ყველაფერზე ვლაპარაკობდით, გარდა სექსისა“.
იხილე სრული სტატია აქ
ავტორი: lobzhanidze
ბევრი ადამიანი სექსის დროს მუსიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ასეთების უმრავლესობა ალბათ აქტის დროს არცერთი შემდეგი სიმღერის მოსმენას არ ისურვებდა. თუმცა, შეიძლება ვცდებოდე. მოკლედ ჩემი აზრით, სექსისთვის ყველაზე გამოუდეგარი 10 სიმღერა ასე გამოიყურება.
10. Ray Parker Jr. – Ghostbuster, ყველაზე სექსუალური სიმღერა ამ სიაში. თუმცა, რთულია წარმოიდგინო სექსის დროს ამის მოსმენა, თუ რა თქმა უნდა ნერვიულად ან რითმულად თავს არ აქნევ სიმღერის თანხლებით. ასეთ შემთხვევაში გართობა გარანტირებულია, ორგაზმი ნაკლებად. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.
09. Manowar – Hail and Kill , არ წარმომიდგენია ისეთი აქტის დროს რომელიც პოტენციურად ახალი არსების წარმოქმნას გულისხმობს, ასეთი სათაურის და შინაარსის სიმღერის მოსმენა. თან გაოფლიანებული, ამერიკელი მილიტარისტი მუსიკოსების წარმოდგენა შუა აქტის დროს მაინდამაინც სექსუალური არ უნდა იყოს. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.
08. Mr. Credo – Медляк, არ მიყვარს სიტყვა “გოიმური,” მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა სიტყვის ხმარება უბრალოდ არასწორი იქნებოდა. სიმღერა შეიცავს ძალიან იაფფასიანი სიტყვებს, იმ 2 ლარიან “ბანბანერკას” ჰგავს ზედ ლიქიორი რომ ახატია და ისეთ ადამიანთან რომ მიგაქვს საერთოდ რომ არ გიყვარს. დანარჩენს თავად მოუსმინეთ. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.
07. Gunther – Ding, ding, dong, ეს სიმღერა მხოლოდ ისეთ ადამიანს შეიძლება სექსუალურად მოეჩვენოს რომელსაც სექსი არასდროს ჰქონია. ეს რომ ჩართოთ სიცილი და გართობა გარანტირებული გაქვთ, ოღონდ არანაირი სასიყვარულო აქტი არ გამოგივათ. რომანტიული საღამოს დასამთავრებლად ნამდვილად არ გამოდგება. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.
06. მიხაილ კრუგი - Владимирский централ , ამბობენ საქართველოს რესტორნებში ქურდული ხასიათის სიმღერები აკრძალესო. თუმცა, სახლში ასეთის მოსმენას ვერავინ აგიკგრძალავს, მითუმეტეს სექსის დროს. თუმცა, რა აუცილებელია ამის აკრძალვა, საღმა აზრმა წესით და რიგით ასეთ შემთხვევაში უნდა გაიმარჯვოს. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც . >>> იხილე ხუთეული >>>
ნინო კახიშვილი
გინდა იშოვნო ბევრი ფული მარტივად? ამ საიტზე რეგისტრაციაში გჩუქნიან 10 დოლარს. შემდეგ კი დავალებები გეძლევათ, რისი შესრულების შემდეგაც კიდევ გირიცხავენ ფულს. თითო დავალებაში 1 დოლარს იხდიან. საიტი 100%-ანია და ფულსაც იხდის. ჩვენ უკვე ორჯერ გადაგვიხადეს. თავიდან დღეში 2-3 დავალებას მოგცემთ, შემდეგ კი შეიძლება 10-15-მდეც ავიდეს. დაკლიკეთ ქვემოთ მოცემული ბანერი, შემდეგ დაკლიკეთ "Join Now" (შემოგვიერთდი ახლავე) და გაიარეთ რეგისტრაცია. წარმატებებს გისურვებთ!
ამ შინაარსის ბანერები ზოგიერთ ქართულ პორნოგრაფიულ საიტზე შესვლისთანავე ჩნდება. პორნო საიტების დამთვალიერებელთა შორის რამდენი არასრულწლოვანია, უცნობია.
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის –იუნისეფის, კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის თქმით, ბევრი რამ მშობლებზეა დამოკიდებული,– „მათ უნდა აკონტროლონ ის, თუ როგორ იყენებენ მათი შვილები ინტერნეტს. მშობლების წილი პასუხისმგებლობა აქ ძალიან დიდია“, – ამბობს მაია ქურციკიძე.
ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მშობლებს რამდენიმე რეკომენდაცია მისცა:
• სახლში კომპიუტერი ისეთ ადგილას განათავსეთ, რომ ადვილი იყოს ინტერნტში მომუშავე ბავშვის თვალყურის დევნება;
• თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს შვილს რაიმე საეჭვო ნაცნობობა აქვს ინტერნეტით, დაუყოვნებლივ აცნობეთ სამართალდამცავ ორგანოებს;
• გააფრთხილეთ ბაშვები, რომ ვირტუალურ ნაცნობებს არ უთხრან თავიანთი ნამდვილი სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
რჩევებს შორის მშობლების მიერ პორნოგრაფიული ვებ–გვერდების დასაბლოკი პროგრამების გამოყენებაა.
მსოფლიო კომპიუტერული პროგრამა–(anti-porn) ანტი–პორნო სპეციალურად მშობლებისთვის და, ზოგადად, უფროსებისთვისაა შექმნილი. პროგრამის მიზანი ბავშვების დაცვაა.
ამ პროგრამის მეშვეობით, მშობელს შესაძლებლობა ეძლევა, კომპიუტერში, რომელსაც ბავშვი იყენებს, ეს პროგრამა ჩატვირთოს. პროგრამის ჩატვირთვის შემდეგ კი პორნოგრაფიული საიტები დაიბლოკება. გარდა ამისა, პროგრამა გარკვეულ სიტყვებსაც უკეთებს ფილტრაციას და მინიმუმამდე დაყავს შანსი იმისა, რომ ბავშვი პორნოგრაფიულ საიტზე აღმოჩნდება.
როდესაც ბავშვი ასეთ საიტზე შესვლას მოინდომებს, კომპიუტერის ეკრანზე გამოჩნდება ფანჯარა პაროლის მოთხოვნით. პაროლი იცის მშობელმა და ამავე საიტებზე შესვლა მხოლოდ ამ პაროლის შეყვანის შემდეგაა შესაძლებელი.
ნეტგაზეთის მიერ გამოკითხული მშობლებიდან პორნოგრაფიული საიტების დასაბლოკი პროგრამის შესახებ არავინ იცოდა, იმის მიუხედავად, რომ ეს პროგრამა მსოფლიოში 2001 წლიდან არსებობს.
“თუ ასეთი პროგრამა დამიყენა დედაჩემმა, სხვაგან წავალ და მაინც შევალ პორნო საიტზე, თუ მინდა, მაგალითად - ინტერნეტ კაფეში“, –ამბობს 14 წლის მარი.
თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე, მდებარე ინტერნეტ-კაფეს, რომლის მომხმარებელი უფრო ხშირად ბავშვები არიან, ადმინისტრატორი ამბობს, რომ მათ ინტერნეტ კაფეში ამის საფრთხე არ არის.
„ასეთი ანტი პორნოგრაფიული პროგრამები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვაკონტროლებთ ქსელში ყველა კომპიუტერს. თუ ვინმე ასეთ საიტზე შევა, დიდი შანსია დაავირუსოს კომპიუტერები. ამიტომ ვაფრთხილებთ“, –ამბობს ინტერნეტ–კაფეს ადმინისტრატორი.
საქართველოში ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის პორნოგრაფიული ვიდეო-რგოლების სანახავად, საკმარისია მიუთითო სრულწლოვანი. >>> იხილე გაგრძელება >>>www.netgazeti.ge
ავტორი: ანა წიკლაური
”მაინც ჩემი გახდები”; ფოტო: გვანცა კორძახია
,, არსებობს ორმაგი სტანდარტი ქალისა და კაცის სექსუალური ცხოვრების მიმართ : გოგონებს ,,ეკრძლებათ“ თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, ხოლო ვაჟებს, პირიქით, ,,მოეთხოვებათ“. ეს იმ კვლევის შედეგების შემაჯამებელი დასკვნაში წერია, რომელიც 2010 წელს საქართველოს მასშტაბით 30 უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდა.
გამოკითხული 3000 სტუდენტიდან 87% ფიქრობს, რომ გოგონებმა ქორწინებამდე სექსისგან თავი უნდა შეიკავონ, ხოლო ბიჭებისთვის ქორწინებამდე თავის შეკავება 72.4%-ს არარეალურად მიაჩნია. სწორედ ამ შედეგებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ საქართველოში გოგონებს ქორწინებამდე სექსი ,,ეკრძალებათ“, ბიჭებს კი ,,მოეთხოვებათ“.
კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) პროექტის ,,ნარკომანიის, აივ/შიდსის, უსაფრთხო სექსისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართ სტუდენტთა დამოკიდებულების შესწავლა“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი განხორციელდა შვედეთის განვითარების სააგენტოს და ევრაზიის თნამშრომლობის ფონდის დაფინანსებით. კვლევის ავტორები არიან: სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე და რეპროდუქტოლოგი მაკა გეგეჭკორი.
კვლევაში მონაწილეობდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების 3000-მდე სტუდენტი. როგორც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, ნარკომანია, შიდსი და სექსი საზოგადოებაში კვლავ ტაბუდადებულ თემებად რჩება. ამიტომ ალბათობა იმისა, რომ კვლევის მონაწილე არ იყოს გულწრფელი, დიდია. თუმცა, ამ კვლევის მეთოდად გამოყენებული ანკეტური გამოკითხვა რესპონდენტს საშუალებას აძლევს, დარჩეს ანონიმურად, რაც, თავისათავად, გულწრფელობის ხარისხს ზრდის.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტების დამოკიდებულება-განწყობის და ქცევითი თავისებურების განსაზღვრა ისეთი ფენომენების მიმართ, როგორებიცაა– ნარკომანია, აივ/შიდსი, სექსი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.
როგორც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, ყველა ეს საკითხი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია - აივ/შიდსის გავრცელების ყველაზე ხშირი გზა ნარკომანია და დაუცველი სქესობრივი კონტაქტებია.
კვლევაში საკმაოდ დიდი ადგილი სტუდენტთა სექსუალურ გამოცდილებას, მათ დამოკიდებულებას უსაფრთხო სექსისადმი, სექსუალური პარტნიორის შერჩევას, ქორწინებამდე სექსს, ქორწინების გარეშე ორსულობას და კონტრაცეპტივებს ეთმობა .
ავტორები მიუთითებენ ტენდენციაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში პირველი სექსუალური კონტაქტის ასაკი მცირდება.
შდეგებმა აჩვენეს, რომ სექსუალური გამოცდილების მქონე სტუდენტები>>> იხილე გაგრძელება >>> netgazeti.ge
ავტორი: ზურაბ ოდილავაძე
,,ქართველი ქალებისთვის გაცხადებულად ანუ საზოგადოებისგან დაუფარავად,ქორწინებამდე სექსი არ არსებობს, ამაზე საუბარიც კი სამარცხვინოდ ითვლება. ქალისდა კაცის სასიყვარულო ურთიერთობის ძირითადი მიღებული ფორმა მდგომარეობსსქესობრივ აქტში ბავშვის გაჩენის მიზნით, ისიც ერთადერთი და სამუდამოსამოქალაქო ქორწინების და ჯვრისწერის შემდეგ. ნაადრევი გათხოვების ნეტარი წუთისდადგომამდე, მდედრების უმრავლესობა დამაჯერებლად ქადაგებს მითს, თითქოს არცკი უნდა დაკავდეს სექსით, რადგან სრულიად გულგრილია მისით მიყენებულისიამოვნებისადმი, ხოლო სამჯერ განათხოვარი შვილებიანი ქალი, ქალიშვილივითიქცევა და თვალში ნაცარს გაყრის ძველი ზღაპრით, რომელშიც ბავშვებს ბოსტანშიპოულობენ. ცნობილი ვენეციელი ჟურნალისტის და სოციოლოგის Z.Ochil seu J.Filipo Bruno-ს ჩანაწერებიდან ,,მოგზაურობა საქართველოში”(2001 წ..)
შესავალი
რა დროს სექსუალური რევოლუციააო,_ იკითხავს მკითხველი,_ მეზობლად _ აგრესიულირუსეთი, შინ _ პოლიტიკური ვნებათაღელვა, უმუშევრობა და მრავალი სხვა? ვფიქრობ,მთავარი პრობლემა მაინც ჩვენშია,_ პოსტსაბჭოურ ქართულ საზოგადოებაში, ჩვენსშაბლონურ აზროვნებაში, ფარისევლურ მორალში, მითოლოგიურ ცნობიერებაში და მონურმენტალიტეტში. სწორედ ტოტალიტარული ცნობიერების ეს მარწუხები არ გვაძლევს სწრაფიწინსვლის საშუალებას. და მაინც, რა კავშირშია ყოველივე ჩამოთვლილი სასიყვარულოურთიერთობებთან, სექსთან? ვიცი, გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ გამოვთქვამ ერთმოსაზრებას,_ თუ ამ ყველაზე დახურულ, საგულდაგულოდ მიჩქმალულ სფეროში მოხდასაზოგადოების გახსნა, სხვა ნაკლებად ,,სასირცხვო”, მოძველებული დოგმატური მორალურინორმები წარსულს ჩაბარდება, ტაბუ დაიმსხვრევა, საზოგადოება გაიხსნება და შეძლებსჩქარი ტემპებით განვითარებას.
I. სექსი პატარა ორპირში
როდესაც პირველად ზემომოყვანილ ,,ჩანაწერებს” ორპირის ინტერნეტ-კაფეში გავეცანი,თემის ,,არააქტუალურობის” მიუხედავად, ცოტა არ იყოს შეურაცხყოფილი დავრჩივენეციელი ჟურნალისტის ინფორმაციით, თუნდაც ამ აშკარად ,,უხამს” საქმეში,საქართველოს ჩამორჩენის შესახებ. იმ ხანად ჩემსთვის, ეკლესიის ,,ჯვარქუდიანი”წევრისთვის, ისიც სრულიად საკმარისი გახლდათ, რომ ქართველები გაცილებით წინვიყავით შეურყვნელი რწმენით, რასაც მხოლოდ ჩვენთვის იერუსალიმში ზეციდან ცეცხლისგადმოსვლაც ადასტურებდა, ხოლო ტაძრების რაოდენობით თითქმის ვუტოლდებოდითიტალიელებს და უახლოეს მომავალში გავუსწრებდით კიდეც მათ. გავიდა წლები, მესაკუთარი კომპიუტერი შევიძინე...
ორპირის რაიონული ცენტრი, გამგეობის შენობა, 2008 წელი. დერეფნების კატაკომბები.ყველა კაბინეტში, სადაც კი შევიხედე, სამარისებული სიჩუმეა, კომპიუტერის მონიტორსმიშტერებული ქალები და მამაკაცები, უძრავი სახეებით, გაფართოებული, წყლიანითვალებით, კონცენტრაციისგან გამახვილებული ცხვირებით, ინტენსიურად უკაკუნებენკლავიშებზე ერთი და იგივე ვნებიან ტექს: მამაკაცი,_ ,,საყვარელო ..., გილოცავ თავისკვეთასპატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი! შენგენაცვალე მე ციმციმა თვალებში! გკოცნი კისერში, ყურში და გეხვევი... გეფერებიმუხლებზე, მუცელზე...:) მიყ-ვარ-ხარ პატარავ!”; ქალი,_ ,,შენც აგრეთვე, უფალი გფარავდეს!მადლობთ ამდენი კომპლიმენტისთვის, თბილო და ცელქო:) მეც მიყ...”.
სამსახური დამთვარდა. ოთახებიდან გამოდიოდნენ დეიდები, დაღლილი და გაოფლილი,ოდნავ აწითლებული და ნეტარი სახეებით, მათი გული ჯერ კიდევ ვირტუალურ ოცნებათასამყაროში ნანაობდა. ვიდექი და სიბრალულით ვუყურებდი: სხვა რა აკეთოს რაიონისმოწყენილობაში ამომწყვდეულმა ქალმა? საუკეთესო შემთხვევაში ის მუშაობს, შესვენებაზეგარბის ბაზარში, 6-ზე მიდის სახლში. მძიმე ჩანთები, პარკები. შესვლისთანავე უნდაშეუდგეს სადილს, დააპუროს შვილები, შემდეგ გვიან მობრძანებული გამომთვრალი ქმარი,რომელიც გასკდომისთანავე დაიძინებს, გაზეთსაც არ გადახედავს, თბილ, ოჯახურსაუბარზე ზედმეტია ოცნებაც კი, და ამოუშვებს ხვრინვას. ამ ქალბატონების უმრავლესობამოკლებულია პირად კომპიუტერს. გამოსავალი? სერიალები, რომლებმაც ბოლო დროსმეტად ეროტიკული ხასიათი შეიძინეს. ტკბობა გრძელდება, ამჯერად სხვისი, სასიყვარულოგანცდებით, რაც რეალურ ცხოვრებაში მათ ასე აკლიათ, ან დაავიწყდათ კიდეც.საზოგადოების მხრიდან მკაცრი მეთვალყურეობიუს პირობებში ეს ქალები იძულებულნიარიან დაკმაყოფილდნენ სიყვარულის სუროგატით, უსიტყვოდ გააგძელონ,,ტრადიციებით” გაჟღენთილი, ფარისევლური ცხვორება და გარეგნულად შეინარჩუნონუმანკოება. აბა, ღმერთმა ნუ ჰქმნას, ქართველი ქალია, ხომ არ იბოზებს, ვააა!
მხოლოდ დიდხნიანი დაკვირვებებით ამ ტიპის ქალებზე, მათთან ვირტუალური თურეალური ურთიერთობის შედეგად ნაწილობრივ ჩავწვდი ამ მოვლენის არსს. ეს,,კდემამოსილი”, 35-40 წლის, ხშირად ლამაზი ქალები, რომელთაც Z.Ochil, brothers and one sister(2003)-სის ცნობილი კლასიფიკაცია, ყველაზე მრავალრიცხოვან, ,,ქართული უბიწოსექსის მოყვარულთა ჯგუფს” მიაკუთვნებს, აწარმოებენ ხანგრძლივ, დაუსრულებელ დავრცელ მიმოწერას ინტერნეტით, გამუდმებით ახსენებენ ,,უფალს”, თავიანთ გვერდზეგანათავსებენ ბანალურ ტექსტებს თუ ციტატებს სასიყვარულო ურთიერთობეზე,ყოველდღიურად და საქვეყნოდ აღწერენ ,,პირად”, ,,იდუმალ” განცდებს, დებენსექსუალური ფანტაზიების ამსახველ სურათებს და ეროტიკული შეფერილობისაუდიო-ვიდეომასალებს, არც თუ იშვიათად გულის ან წითელი ვარდის გამოსახულებით,რომლის ფონზე აუცილებლად ფიგურირებს სიყვა ,,Lოვე...”. ,,უბიწოდ” მეოცნებექალბატონები, მამაკაცისგან ითხოვენ რომანტიულობას, ,,სიგიჟემდე” უყვართ პოეზია დათვით წერენ ,,ლექსებს”; კეკლუცი, მრავალრიცხოვანი, პირადი ფოტოებით, ისინი, როგორცთაფლი ფუტკარს ისე, იზიდავენ უამრავ თაყვანისმცემელს, აბავენ სასიყვარულო მიმოწერასერთდოულად მრავალ მამრთან, ხშირად თავის ასაკზე გაცილებით ახალგაზრდებთან.ვირტუალური, პოლიგამიური ფლირტი მიმდინარეობს ყოველდღიურად, პრაქტიკულად 24საათის განმავლობაში, ის ამ ქალების მთელი ცხოვრების აზრს შეადგენს, რადგან ამგვარურთიერთობებს ახლავს გარკვეული სახის სექსუალური, ნარკოტიკულის მსგავსიდამოკიდებულება სიყვარულით ტკბობისადმი და მას არ შეიძლება არ ახლდეს ,,ფსიქიკურიორგაზმი”. ავხსნი, თუ რას ვგულისხმობ.
რუტგერსის უნივერსიტეტის(აშშ) სექსოლოგებმა, ბარი კომისარუკმა და ბევერლი უიპლმა,სექსუალური სურვილის კულმინაციის შესწავლისას, დაადგინეს, რომ ქალებმა შეიძლებაწარმოსახვითაც კი, ყოველგვარი შეხების გარეშე, განიცადონ ორგაზმი. ,,ქართული უბიწოსექსის” მოყვარულ დეიდებთან მიმოწერის საფუძველზე მეც იგივე დასკვნამდე მივედი,_გარდა ჩვეულებრივი ორგაზმისა (კლიტორული, ვაგინალური), შესაძლებელია არსებობდესსექსუალური დაკმაყოფილების ფსიქიკური ფორმა. ამ უკანასკნელზე მეტყველებს თუნდაცქართველი ქალების ვირტუალური ფლირტით 24-საათიანი გატაცება. ფაქტია, რომინტენსიური, ხანგრძლივი სასიყვარულო, ეროტიკულ თემებზე საუბრებით მამაკაცებთან,თანმხლები ვიზუალური ტკბობით, ნაწილობრივ მაინც მიიღწევა გარკვეული სექსუალურისიამოვნება. ის არ გახლავთ ისეთი ხანმოკლე და ძლიერი, როგორც ჩვეულებრივი ორგაზმი,არამედ დროში უფრო გაწელილია და ნაკლებად ინტენსიური. სავარაუდოდ, ამ პროცესშიწარმოებს იმ ნივთიერებათა გამოყოფა და შენელებული ხარჯვა, რომლებიც ერთბაშად უნდაგამოესროლა ტვინს ბუნებრივი დაკმაყოფილების დროს. ყოველივე ამის სასარგებლოდმოწმობს, თუნდაც ამ მდედრებისთვის დამახასიათებელი მუდმივი მოთენთილობა,გამოხატული მძინარობა. თუ, ვთქვათ, ფსიქიკურ ორგაზმს არ მივიჩნევთ, როგორცრეალურად არსებულს, მაშინაც კი ცხადია,_ ვირტუალური ფლირტით და სერიალებითტკბობის შედეგად, ქალი მუდმივად იმყოფება სექსუალური აღგზნების უკანასკნელ მაღალზღვარზე, რაც ასევე სასიამოვნოა და ღლის მას.
მივუბრუნდეთ ორპირელ დეიდებს, ჩვენ ისინი სერიალებზე მიჯაჭვულები დავტოვეთ.ღამისკენ, ღონემიხდილი, სასოწარკვეთილი დიასახლისი ან დაიძინებს, ან, გააჩნიაფანტაზიის გაქანებას, ვეღარ გაუძლებს ცდუნებას და აღგზნების კულმინაციას მექანიკურისტიმულიაციით მიაღწევს, ანუ ,,დაანძრევს” და ნორმალურად ,,გაათავებს”. ორპირულფარისევლურ ენაზე ამას ,,ტანის დაბანა” ჰქვია. როგორც შევამჩნიე, ამგვარ მრავალსაათიან,,აბაზანებს”, ნაირ-ნაირი ,,ბადიუზანების” სურნელოვან ქაფში ლივლივით, მამრებთანსაუბრის შემდეგ, მრავალი გაცილებით ცივილიზებული და ნატიფი ქალიც ხშირადმიმართავს.
შეგვიძლია დავასკვნათ,_ ადამიანები უხმოდ შეთანხმდნენ ტყუილზე, პსიქიურიორგაზმით დაკმაყოფილება გრძელდება! ის ხომ ფარულია, ამიტომ მის დაშვებაზესაზოგადოება თვალს ხუჭავს, მითოლოგიური უბიწო ყოფა მოქმედებაშია!
აღსანიშნავია და დიდად სასიხარულოც ის ფაქტი, რომ ,,უბიწო სექსის” მოყვარულთაარმიაში, დღეს უკვე არსებობს ,,პრადვინუტი” ანუ წინმდგომი ქალების მრავალრიცხოვანიდივიზიაც! სექსუალური ფრონტის ეს მებრძოლები მოქმედებენ გაბედულად, ახერხებენსაზოგადოების მიერ დაწესებული ჩარჩოების გადალახვას და ვირტუალური გაცნობისშემდეგ, თამამად გადადიან რეალურ სასიყვარულო ურთიერთობებზე.
დამახინჯებული, სუროგატული, მაგრამ მაინც სექსუალური რევოლუცია მიდის ჩვენსთვალ წინ! ჩვენ უბრალოდ არ ვიმჩნევთ ამას.
II. ნეტარების სამი წყარო _ Одноклассники.ru, Знакомства@Mail.Ru, Skype!
ქართველების, განსაკუთრებით ქალების, დიდი უმრავლესობა, შეიძლება ითქვას,პრაქტიკულად ყველა, დარეგისტრირებულია და აქტიურად მოიხმარს გარკვეულსოციალურ-საკომუნიკაციო ინტერნეტ-ქსელებს … >>> იხილე გაგრძელება >>> azrebi.ge
იუმორით სავსე და ამავე დროს დამაფიქრებელი ვიდეოსახელმძღვანელო. სამწუხაროდ მხოლოდ ინგლისურად, მაგრამ ყველასათვის გასაგებად.
How To Fake an Orgasm on Howcast
ავტორი: lobzhanidze
”დღეს პორნო ინდუსტრიას შველა ესაჭიროება, ამ სფეროში ძალიან ბევრი უღირსი ადამიანი მუშაობს”
-ლარს ფონ ტრიერი-
პირველად პორნოს 13-14 წლის ასაკში გავეცანი, მაშინ ინტერნეტი საქართველოში პირველ ნაბიჯებს ადგამდა და ჯერ კიდევ ის დრო იყო როდესაც ყველას ქსელში შესასვლელად დაიალაპი გვჭირდებოდა. მაშინ, პორნო ვიდეოზე ვერც კი ვიოცნებებდი. მე და ჩემი მეგობრობები როგორც წესი ინტერნეტში სურათს თუ ვპოულობდით და ისიც ბანერების სახით. დღეს რომ ვინმე თუნდაც იგივე ასაკის ადამიანი იგივე მიზნით შევიდეს ინტერნეტში, ასეთი სახის ბანერს ზედაც არ შეხედავს და პირდაპირ ვიდეოზე გადავა.
მართლაც, ინტერნეტმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა თუნდაც პორნოს მხრივ, ამიტომაც გარდატეხის ასაკში დღესდღეობით ახალგაზრდას უამრავი პორნო მასალის პოვნა შეუძლია. ამისთვის ხშირად ფულის გადახდაც არ დაგჭირდებათ და ზოგიერთ შემთხვევაში დაქაჩვაც კი. არსებობს უამრავი იუთუბის მსგავსი სისტემა, რომელიც პორნოს ყურაბეას შესაძლებელს ხდის. არადა, ერთმა ჩემი მეგობარმა, რომელიც წარსულში ფეხბურთელი იყო ასეთი ისტორია მომიყვა; მისი მწრვთნელი ფეხბურთელებს ეჩხუბებოდა იმის გამო, რომ ფორმაში ვერ იყვნენ, ბოლოს და ბოლოს როგორც ჩანს ძალიან განრისხდა და ერთ-ერთს უთხრა: ”ისევ პორნოს უყურებდით არა გუშინ? ეჰ, ჩვენ დროს სად იყო მაგის საშუალება? ჯაყოს ხიზნებზე ვანძრევდით.”… >>> იხილე გაგრძელება >>> lobzhanidze.wordpress.com
ავტორი : lasharela
ეკამ ფეისბუქზე ერთი დაუჯერებელი და არგაგონილი (მაგრამ თურმე უკვე მომხდარი) ამბავი გაგვიზიარა, რაზეც ერთი ისტორია გამახსენდა.
მახსოვს ერთხელ ექიმების წრეში მოვხვდი. ექიმები ცოტა ხმამაღაილ ნათქვამია მაგრამ ახალი კურს დამთავრებულები ნამდვილად იყვნენ.
ბევრ სასაცილო ისტორიასთან ერთად (ექიმებს კარგი იუმორიაქვთ - ამაზე მერე მოგიყვებით), ერთერთი გამორჩეული ამბავი მოვისმინე.
თურმე კათედრაზე ყოლიათ ერთი ლექტორი, (მოდით ქალბატონი ზოია შევარქვათ) რომელიც სავარაუდოდ გინეკოლოგიას უკითხავდა (რადგან გინეკოლოგი გახლდათ). ასაკში შესული ქალი, საბჭოთა კავშირში აკრაძლულ ოპერაციებს აკეთებდა თურმე - საქალწულე აპკის უბადლო აღმდგენი და გამმთლიალებელი იყო. ზოიას იმდენი ქალი ყოლია გაკერილი, რამდენი ბალიშისპირი და ლეიბი ჩემს ორივე ბებიას ერთად. მაგრამ ერთი შემთხვევა მაინც განსაკუთრებით შემორჩენოდა მის მეხსიერებას. (ისე სად იყო მაშინ ბლოგინგი თორე ხო დაპოსტავდა ზოია ექიმი და დაშეარება მერე გენახათ თქვენ).
ზოიასთან ერთი გოგო მისულა... ძალიან მორიდებულად - იცით მე ესა და ეს ოპერაცია მინდა გავიკეთო, თორე ვერ ვთხოვდები და ცხოვრების სიყვარულს ვკარგავო. რა პრობლემააო იშიშვლა თურმე ზოიამ ნემსი, გაუყარა ძაფი და შეუდგა საქმეს. მშვიდობაშიო უთქვამს ზოიას და გაუსტუმრებია.
რამდენიმე თვის შემდეგ, კარზე ზარია… >>> იხილე გაგრძელება >>> www.lasharela.com
ავტორი – lobzhanidze
ორიოდე თვის წინ ერთ ვიდეო გამოკითხვას ვუყურე. ყველაზე საინტერესო რესპოდენტი ამ გამოკითხვაში ერთი ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა. პირველ კითხვაზე, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა “უნდა არსებობდეს თუ არა საქართველოში ქალიშვილობის ინსტიტუტი?” მან შემდეგნაირად უპასუხა: “არა!” მოკლედ, ეს ახალგაზრდა ბიჭი მაჩო აღმოჩნდა, ოღონდ ისიც გამოჩნდა, რომ მაჩო ელემენტარული ლოგიკისაგან საკმაოდ შორს იყო, რადგანაც შემდეგ შეკითხვაზე, რომელიც დაახლოებით შემდეგი შინაარსის იყო: “მოიყვანდი თუ არა არაქალიშვილს ცოლად?” მან შოკის მომგვრელი და საოცარი (წინა პასუხის გათვალისწინებით) პასუხი გასცა: “არა!”. როგორც ერთი ბუმბერაზი კლასიკოსი იტყოდა: “სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს”.
მოკლედ, ჩვენ ქალიშვილობაზე ჩვენებური წარმოდგენა გვაქვს, არ გვინდა ქალიშვილები, მაგრამ თან გვინდა, გვინდა (მამაკაცებს), რომ ბევრი სექსი გვქონდეს, მაგრამ არა ჩვენ ცოლებთან (ბავშვის გულისა, თორემ ისე როგორ ვაკადროთ). მოკლედ, ალბათ გვინდა, რომ მოსკოვში ბილეთი ისევ 20 რუბლი ღირდეს, სახლში კი ფქვილ ამოვლებული ხელებით ქართველი დიასახლისი გვხვდებოდეს. საერთოდ, ამ თემაზე საუბრისას ხშირად დამისვია შეკითხვა: “ვისი ბრალია მაინც უფრო, კაცების თუ ქალების?”. ვფიქრობ ორივე სქესის წვლილი ამ შემთხვევაში თანაბარმნიშვნელოვანია. მარტო ქალების ნება, რომ იყოს დარწმუნებუი ვარ გათხოვებამდე ვერცერთი გაქაჩავდა, ამ მხრივ ქალებს ეშინიათ, რომ ქართველი მამაკაცი (მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც) მათ არასდროს მოიყვანს ცოლად თუ მას მანამდე სხვა პარტნიორი ჰყავდა, ამიტომაც ბევრი თავს იკავებს – ამ შემთხვევაში კაცის ბრალეულობა სახეზეა. მეორეს მხრივ ქართველი ქალები უფრო თამამები, რომ იყვნენ იმავე ქართველ მამაკაცს სხვა ალტერნატივა არ ექნებოდა და შესაბამისად ცოლიც ზოგიერთ შემთხვევაში არა ქალიშვილი აღმოჩნდებოდა.
ქალიშვილობის ინსტიტუტის თემა საქართველოში წლების განმავლობაშია აქტუალური და თითქოს რაღაც ავტონომიითაც კი სარგებლობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა ცალკე აღებულად არ არსებობს და მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან. მაგალითისათვის, ქალიშვილობის ინსტიტუტი იწვევს იმას, რომ ქართველი მამაკაცების დიდი ნაწილი ე.წ. ბორდელებს სტუმრობს. ჩემი ნაცნობი ახალგაზრდების უმრავლესობამ ვაჟიშვილობა, სწორედ რომ ასეთ დაწესებულებაში დაკარგა. მონაყოლიდან ვიცი, რომ პირველად ძალიან ეშინოდათ და ბორდელს უფრო სტომატოლოგირ კაბინეტს ამგავსებდნენ ვიდრე სიყვარულის ტაძარს. რომანტიულია, არა? არადა საზღვარგარეთ ე.წ. ბოზებში სასოწარკვეთილი, ასაკში შესული მამაკაცები დადიან, რომლებსაც ფულის გარდა არავითარი შნო არ გააჩნიათ ქალის შესაბმელად. მათაც ეხმარებიან. საქართველოში კი ძირითადი კონტიგენტს ახალგაზრდა ჯანმრთელი კაცები წარმოადგენენ.
ამ წერილის ბოლოს მივხვდი, რომ ის მაჩო სავარაუდოთ ბოზებს გულისხმობდა, ანუ იმის თქმა უნდოდა, რომ ბოზებში, ანუ იმ ქალებში რომლებსაც ფულს იხდის ქალიშვილობის ინსტიტუტი დაუშვებელია და არავითარ შემთხვევაში ჩვენი მაჩო არ გულისხმობდა თავის მომავალ ცოლს, აბა როგორ შეიძლება ცოლთან იმით დაკავდე რისთვისაც სხვა შემთხვევებში ფულს იხდი?!
პამელა ანდერსონმა შესაძლოა ქართულ ფილმში ითამაშოს, - ამის შესახებ დღეს გაზეთი "ყველა სიახლე" იუწყება .
გაზეთის ინფორმაციით, ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს ქართულ ფილმში გადასაღებად რეჟისორი დათო იმედაშვილი იწვევს. მათივე ცნობით, იმედაშვილი ბათუმში ახალი ფილმის გადაღებას აგვისტოში იწყებს და პამელა ანდერსონიც აჭარაში ამ დროისთვის ჩავა.
დათო იმედაშვილი ადასტურებს, რომ ახალ ფილმს იღებს, თუმცა, შეკითხვას იმის შესახებ, ჩამოდის თუ არა პამელა ანდერსონი და არის თუ არა ამ ფილმის გადაღება პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, უპასუხოდ ტოვებს.
~როგორ ფიქრობთ, შეიძლება მხატვრული ფილმის დაკვეთით გადაღება? ეს მხოლოდ კომერციული ფილმია. მაქვს მოლაპარაკებები ამერიკელებთან, მაგრამ ვისთან, ჯერ დაკონკრეტება არ მინდა~, - აცხადებს იმედაშვილი ~ყველა სიახლესთან~ საუბრისას.
დათო იმედაშვილს გადაღებული აქვს ფილმი - ~ოცნების ქალაქი~. იგი ასევე ქართულ-ამერიკული ფილმის "ჯორჯიას" პროდიუსერია.

![[erotic 5[2].jpg]](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEg1VH_aVI4W7fsw7c08Ung5wU-_WwUjJrpeDRE_P49usbClph721CWStocS6iLlGv-bN9SiUdDIsqUotzV0KapjntiXISuIzrzxJjV80UUK-9FtuMWpjICD-idm7YAOO0tzMm10pOJHZJJ1/s1600/erotic+5%5B2%5D.jpg)






