გერმანული მთავარი ახალი ამბების (Tagesschau) გამოშვების სტუდია 23 მილიონი ევრო დაჯდა და 19 აპრილს გავიდა პირველად ეთერში.

მუსიკა ––>
• 90–იანი წლების ქართული მუსიკა – რეალური და სათამაშო ომები დემილიტარიზებულ ზონაში (თამაზ მჭედლიძე)
• დადა დადიანი (გია ხადური)
• ქიშო გლუნჩაძე (დათო ჩიხლაძე)
• სერგი გვარჯალაძე (ნასტასია არაბული)
• რატომ მინდა, რომ ჩემს ქალაქში იყოს ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი? (მიშა მშვილდაძე)
• დედა ორშაბათობით მამის უჯრიდან – Mother On Mondays (ანა მაყაშვილი)
• ლადო ბურდული (ლადო ბურდული)
• ინტერვიუ Chinawoman–თან (სოფო დავითური)
• 2011 წლის Top 50 ალბომი (ლევან ძნელაძე და თათული წერეთელი)
კინო ––>
• ინტერვიუ ბელა ტართან (ნელი აგირბა)
• პედროს ნაჭრის თოჯინები (ნინო კალანდია)
არტი ––>
• თავისუფალი ვარდნა – არტისტერიუმი IV (მაგდა გურული)
• დიტერ მაიერი (ია პატატიშვილი)
• Site-Specific Art. ინტერვიუ ჯუნიშირო იშიისთან
• ინტერვიუ ოლივიე დე საგაზანთან
• ოლეგ ტიმჩენკო (თეონა ჯაფარიძე)
• კოკა რამიშვილი (თეონა ჯაფარიძე)
მოდა ––>
• დრეს კოდი: ამბოხი – საპროტესტო გამოსვლების მოდა (ნინა ახლოური)
ლიტერატურა ––>
• კარლტონ მელიკი (ქეთი თუთბერიძე)
• რისი მიზეზია, რომ ბიზარო არ გვაქვს ანუ ორიოდ სიტყვა მელიკის ართარგმნაზედა (გიორგი კეკელიძე)
• ზაზა კოშკაძე – მე, ბებია, დიდი ბებია და უცხოპლანეტელები (მოთხრობა)
• ერეკლე დეისაძე – დამლაგებელი (ნაწყვეტები რომანიდან)
+ CD 90-იანი წლების ქართველი ალტერნატიული მუსიკოსების სიმღერების ქავერებით:
1) Landmark - იცეკვე ჩემთან (ამორალი)
2) Me and My Monkey - Suicide Girlfriend (დადა დადიანი)
3) Mutual Friends - სიკვდილო გამოდი (Outsider)
4) ნიკა კოჩაროვი & გოგი ძოძუაშვილი – Ride (Mother on Mondays)
5) ერეკლე დეისაძე – გამოდი გარეთ (დადა დადიანი)
6) ნატუკა ნაცვლიშვილი - ჩემი სახლი ჯოჯოხეთს გავს (ტაქსი)
7) შარქათაქი – მოდი მალე (რეცეპტი)
8) iERAKLA feat. Next Dilla from Kung Fu Junkie – ჭეშმარიტება (ქიშო და ინტელიგენცია)
9) ZurGi - დიდხანს გელოდი (სახე)
10) Rodriguez - Artificial Love (გენეტიკური კოდი)
11) iERAKLA – შიმშილი (შავი პრინცი)
12) Beatnik Brothers – მოკვდა, მოკვდა (კონტრაბანდა)
13) ტელეფონი – დუმილის დრო (პრიზი)
14) TeTe & Mao – Love is All (ირაკლი ჩარკვიანი და ესტრადა)
15) SvanSikh - Champagne Gold (Afternoon Version)
16) Ultraviolent - ტელევიზორი (კუმლე)
17) ზურა ჯავახია, ქარჩხა & ბასკი – შედიხარ ტყეში (Children's Medicine)
ტაბულა ART-ის ზამთრის ნომერს დაერთვება СD, რომელშიც შევა 90–იანი წლების ქართველი მუსიკოსების სიმღერების ქავერები თანამედროვე ჯგუფების შესრულებით. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენს მიერ დაქავერებული სიმღერების დემო ჩანაწერები 6 ნოემბრამდე მეილზე tabulaart@gmail.com.
პროექტის უკვე ცნობილი მონაწილეები: Me and My Monkey, Landmark, Kung Fu Junkie, SvanSikh, ერეკლე დეისაძე, LOUDspeakers, ZurGi, Mutual Friends, ნიკა კოჩაროვი ...
დასახელება / ადგილი წინა კვირაში / ჩარტებშია (კვირა)
1. Lady Gaga – You and I / 7 / 4
2. Maroon 5 ft. Christina Aguilera – Moves Like Jagger / 1 / 13
3. Rihanna – Man Down / 10 / 15
4. Britney Spears – I Wanna Go / 6 / 11
5. Jason Derulo – Don’t Wanna Go Home / 16 / 12
6. Bruno Mars – Marry You / 12 / 5
7. Nicki Minaj ft. Rihanna – Fly / 0 / 2
8. Pitbull ft. Ne-Yo, Afrojack & Nayer – Give Me Everything (tonight) / 4 / 25
9. One Republic ft. B.o.B – Good Life / 2 / 13
10. Katy Perry – Last Friday Night / 5 / 13
12. The Throne ft. Mr. Hudson – Why I Love You / 0 / 1
13. Gym Class Heroes ft. Adam Levine – Stereo Hearts / 9 / 14
14. Nicki Minaj – Super Bass / 11 / 11
15. Sean Paul ft. Alexis Jordan – Got To Love You / 8 / 3
16. Pitbull ft. Marc Anthony – Rain Over Me / 0 / 4
17. Ian Carey ft. Snoop Dogg & Bobby Anthony – Last Night / 18 / 5
18. Beyoncé – Best Thing I Never Had / 19 / 4
19. Alexandra Stan – Get Back / 0 / 3
20. Chris Brown ft. Justin Bieber - Next To You / 0 / 1
Airplay charts based on monitoring of Georgian radiostations, in cooperation with GORBI Gallup International.
© 2000-2011 komunikatori
Twitter მა განახლებული ვერსიის და ახალი სერვისების ატვრთვა დღეს დაიწყო
ავტორი: anina
საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რელიგიურად ცხოვრობს, თუმცა რელიგიური განათლება თითქმის არავის აქვს. ქუჩაში გამვლელი 10 მოქალაქიდან 9 გეტყვის, რომ მართლმადიდებელია, მაგრამ მათგან ბიბლია შეიძლება არცერთს არ ჰქონდეს წაკითხული. რა თქმა უნდა, ბიბლიის წაკითხვას ხომ მისი ინტერპრეტაციების მოსმენა ჯობია. აბა რისთვის არსებობენ მოძღვრები! თუკი გეზარება შენი რელიგიის წმინდა წიგნის წაკითხვა, უბრალოდ აიღე მობილური ხელში, გადარეკე მოძღვართან და ჰკითხე: მამაო, შეიძლება მარხვის დროს ,,კუპალნიკის” ჩაცმა? მამაო, ზიარების შემდეგ სტომატოლოგთან ვიზიტი ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება? მამაო, შეიძლება იმ ოთახში გახდა, სადაც ხატებია? .. და ასე შემდეგ. მოძღვარი სახელდახელოდ გადაგიწყვეტს, რა არის ცოდვა და რა _ არა და ცოტა ხანში შენ, საშუალო-სტატისტიკურ მორწმუნეს ხელთ გექნება მზა რეცეპტი: არ შეიძლება იმ ოთახში გახდა, სადაც ხატებია; მარხვის დროს ,,კუპალნიკის” ჩაცმისათვის კურთხევაა საჭირო: რაც შეეხება ზიარების შემდეგ სტომატოლოგთან ვიზიტს, ალბათ, პასუხი ასეთი იქნება: ხომ შეგიძლიათ, ერთი დღე სულის ცხონებაზე ფიქრს დაუთმოთ. სტომატოლოგი მოიცდის. რა უფრო მნიშვნელოვანია, თქვენი დაზიანებული მინანქარი თუ სასუფეველი ცათა?
თუ შენს მოძღვარს მობილური არ აქვს (ისე, მე ეგეთ მღვდლებს ხშირად ვერ ვხვდები), ან მისთვის კითხვის დასმა გერიდება, შეგიძლია, რამე სხვა სცადო. მაგალითად, კვირის პალიტრის ელექტრონული გაზეთის განყოფილება: რას გვეტყვი, მამაო? . 2 დღეა ეგ გვერდი გახსნილი მაქვს და ნელ-ნელა ვაგემოვნებ. სანამ კარგად გავერკვეოდი, მხოლოდ მეცინებოდა კითხვებზე და პასუხებზე, აი, ბოლოს კი სასტიკად დავიგრუზე.
უბრალოდ გადახედეთ:
ჯერ მხოლოდ კითხვები :
უთავბოლო სანთელი
კითხვა1: ,,აქვს თუ არა სანთელს თავი ან ბოლო?”
გაცნობა-დაოჯახება
კითხვა2: ,,ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, რა ლოცვები უნდა წავიკითხო სიყვარულის, მეორე ნახევრის პოვნისთვის და ბედნიერად გათხოვებისათვის?”
კითხვის ავტორი_ ზურაბ ნოღაიდელი
კითხვა3: ,,არის თუ არა ქვეყნის ღალატი ცოდვა?”
და კიდევ 2-იც
კითხვა 1: ,,თუკი ავადმყოფობა ღმერთისგან ჩვენი ცოდვებისათვის გვეძლევა, მკრეხელობა ხომ არ არის მკურნალობა ღვთისგან ბოძებული სასჯელის ასაცილებლად? ”
კითხვა2: ,,არსებობენ თუ არა მართლმადიდებელი ებრაელები?”
კიდევ კარგი, რომ მართლმადიდებლობაზე მხოლოდ ამ საიტის მეშვეობით არ ვიქმნი წარმოდგენას, თორემ მომეჩვენებოდა, რომ ეს რელიგია კი არა, ცრურწმენებისა და შეუწყნარებლობის სავანეა.
1) წყევლა
ჩემს წინაპარს ცოდვა მიუძღვის უფლის წინაშე – ეკლესიებს ანგრევდა. მისი ცოდვის გამოსასყიდად გადაწყვეტილი მქონდა ეკლესიის აგება, მაგრამ ლტოლვილად ვიქეცი ჩემსავე სამშობლოში. ჩემი სურვილის ოდნავი კომპენსაციის მიზნით ეკლესიას შევწირე მამის ნაჩუქარი ხატი. კიდევ რით შემიძლია ვუშველო წინაპრის ცოდვას?
უფალი ხედავს ადამიანის გულისთქმას – თქვენ მთელი გულით შესწირეთ ხატი ეკლესიას. რაც შეეხება თქვენი წინაპრის დანაშაულს, ეპისკოპოსს უნდა სთხოვოთ ლოცვის წაკითხვა თქვენი ოჯახისათვის, რათა მასზე წყევლა არ იდოს.
კატეგორია – ცოდვა
2. ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები
არის თუ არა ცოდვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება და რამდენად სერიოზულია ეს ცოდვა?
ეს სერიოზული ცოდვაა, რადგან შეუღლების მიზანია გამრავლება და შვილების აღზრდა.
აბორტიც ცოდვაა. ამიტომაც , ნურც გაფრინდები- ნურც მოფრინდები_ ვითარებაა.
3. სცემე, ოღონდ სახის არეში არა!
ცოდვაა თუ არა გაჯიუტებული ბავშვის დატუქსვა და ცემა, თუ სხვა საშუალებებით იგი არ გვემორჩილება?
ბავშვის დასჯა შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ არაფრით არ შეიძლება სახის არეში ფიზიკური შეხება…
ავტორი: გურამი
გაზეთი "დროშა", 1989 წლის ივნისი, 22-ე გამოცემა
"დღეს, როცა მსოფლიოში ტელეფონების რიცხვმა 400 მილიონს გადააჭარბა, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დადგა დრო ტელეფონის ასე ნაცნობი აპარატი თანდათან ვიდეოტლეფონებმა შეცვალოს. დიახ, როცა აბონენტები ისაუბრებენ და თან პატარა ეკრანზე ერთმანეთს დაინახავენ."
დღეს სოფელში ვიყავი და სრულად შემთხვევით. ალბათ 10 ჯერ გადაკითხულ ამ ძველ გაზეთში, ასეთი საინტერესო სტატია აღმოვაჩინე. საერთოდ ძალიან საინტერესოა, როდესაც იმ მომენტში "გაყინული" წამიდან უყურებ თანამედროვე პროგრესს. იყო ასეთი წიგნი - "ლაზერი კოსმოსს კვეთს" - რომელმაც რევოლუცია მოახდინა ჩემში და სწორედ ამის მერე დავიწყე ჩხირკედელაობა. ხოდა ამ წიგნში იყო ვიდეოტელეფონების თეორიული მოდელი ჩამოყალიბებული. საჭირო იყო 6 წვერა კაბელი, რათა 4 წვერით გადაცემულიყო ვიდეოგამოსახულება, ხოლო 2 ით - ხმა. არადა რა 6 მავთული კაცო, მესამე თაობის ქსელი, ტელეფონი და წავიდა ვიდეოზარიი!
"შორეულ მანძილზე ვიდეოტელეფონებით ლაპარაკის იდეა მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა ცნობილმა ქართველმა მეკავშირემ მათე იანქოშვილმა გამოთქვა თავის წიგნში "ელექტრონი და საოცარი მანქანები", რომელიც ჯერ კიდევ 1895 წელს გამოიცა თბილისში"
სტატია იხილეთ აქ>>> djguro.blogspot.com
ავტორი: ადო
ახალი გადაცემა იმედზე, რომელიც 10 ივნისს იწყება სახელწოდებით “ექსტრასენსთა ბრძოლა”, მსოფლიოში გახმაურებული და მაღალ რეიტინგული გადაცემაა. გადაცემაში ექსტრასენსები ერთმანეთს თავიანთი ნიჭით შეერკინებიან, მაგალითად რომელიმე დამალული ნივთის მოძებნა, მკვლელობის გახსნა, ისინი ამტკიცებენ, რომ შეუძლიათ მომავლის დანახვა, შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების მკურნალობა და ადამიანებისთვის შვების მიცემა, მათი პრობლემების გადაჭრა. “შოუს” წამყვანი გიორგი მეგრელიშვილი იქნება. ბევრი განიცდის მარცხს და თვითონვე იცინის საკუთარ თავზე, შესაძლებლობებზე. საუკეთესოს გამოავლენს გადაცემის ჟიური, რომლებსაც იმედია რთული არჩევანის გამოტანა ელით. დღეს დამაინტერესა და ანალოგიური გადაცემის რუსული ვერსიის ძებნა გადავწყვიტე. რამოდენიმეს ვუყურე, ცოტა არ იყოს შევშინდი პირდაპირი მნიშვნელობით და არ მგონია რომ ამ გადაცემის მაყურებელი გავხდე. ამ ადამიანებს შეიძლება მართლაც ბევრი რამ შეუძლიათ როგორც ისინი გვარწმუნებენ, მაგრამ მე ამ გადაცემას სკეპტიკურად უფრო აღვიქვამ. გადაცემის შესაფასებლად და წარმოდგენის შესაქმნელად რამოდენიმე ვიდეოს გთავაზობთ>>>adolis.wordpress.com:
ავტორი: მჩხაპნელი
ქართველებს გაჩერება ყოველთვის გვიჭირს.
ამის გამო, სამარშრუტო ტაქსის მძღოლებთან თადარიგს წინასწარ ვიჭერთ და ჯერ კიდევ გადასვლამდე ვთხოვთ, რომ “გადასვლის შემდეგ” გააჩეროს. ქართული სუფრაც ხომ თავისი დაუსრულებელი “ეს ერთიც და…” – თი იქამდე გრძელდება, სანამ მოქეიფეებს ყელთან მოწოლილი შეუჩერებელი მასა არ შეაჩერებს. ასეთივე შეუჩერებელია ქართველი ფეხით მოსიარულეც, რომელიც ქუჩას -განურჩევლად წითელისა, ყვითელისა და მწვანისა – საკუთარი სიცოცხლის აბსოლუტური დაკიდების პარალელურად კვეთს. და საერთოდ, თუკი გავკადნიერდებით, თიკა ფაცაციას ცნობილი სიმღერა “არ გაჩერდე”-ც სწორედ ამ კულტურის ნაყოფად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
აქედან გამომდინარე, შეიძლება მავანს “სნიკერსნაჭამი” ერის, მავანს კი “შვეიცარიული საათის” ასოციაცია გავუჩინოთ. თუმცა, თუ ფოკუსს მცირეოდენ დავავიწროვებთ, აღმოვაჩენთ, რომ ხსენებული “არშეჩერების სინდრომი” ყველაზე მეტად საკუთარ გადაცემებზე შეყვარებულ ადამიანებს ახასიათებთ.
რა თქმა უნდა, გამონაკლისი რამდენიმე გადაცემის სახით აქაც არსებობს. მაგალითად ინტელექტუალური თამაში “რვანი” – უცნაურადჟღერადი წამყვანითა და სამი განსაკუთრებულად საკრალური შეკითხვით: 1. “ხასიათის რა თვისებებს დაეყრდნობით ჩვენს თამაშში გასამარჯვებლად”, 2. “სანამ აქ მოხვიდოდით, როგორ ემზადებოდით სათამაშოდ?” და 3.”რას გრძნობთ?”(როდესაც მოთამაშე გამარჯვებით გამოწვეული ველური აღტკინების ჩახშობას ცდილობდა და ეს პროცესი ვერბალურად უნდა გადმოეცა). იწვალეს პროექტის შემოქმედებითმა ჯგუფის წევრებმა ერთი სეზონის მანძილზე, მიხვდნენ, რომ წინადადების დასაწყისში მათი ქმედების ასასახად რელევანტური ზმნა გამოვიყენე და და(ი)ხურეს (ქუდი).
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ თუკი გადაცემას დროთა განმავლობაში ახალი სისხლი არ შეემატა, გულიდან ყელისკენ მიმავალ გზაზე მას წინ ვეღარაფერი გადაეღობება. თუმცა, გათვალიწინებით იმისა, რომ დონორებს ბოლო პერიოდში სულ უფრო ნაკლებ გადაცემაში ვხედავთ, გამომდინარეობს დასკვნა: აბზაცის დასაწყისში შევცდი.
1. “პროფილი”
რჩევა: გახდეს ანფასეული, ან, ფასეული – აშკარაა, რომ “პროფილმა” პროფილი რადიკალურად (მინიმუმ, ანფასით მაინც) უნდა შეცვალოს. შესაცვლელი კი ნამდვილად ბევრია (თუ გამოვიყენებთ სიტყვას “რაღაც”) და ერთია (თუ სიტყვა “ვიღაც”-ის გამოყენებას შევეცდებით). კერძოდ:
-
წამყვანის სიცილი - აი, რაღაცნაირი ჩაცინება, რომელსაც ასოების საშუალებით თუ გადმოვცემთ: “ქრშიიხ”-ს, “ქხხხშ”-ს, ან, “ქრეშხ”-ს მივიღებთ
-
წამყვანის “why-ჟურნალისტობა” – იგულისხმება, კითხვითი სიტყვა “რატომ”-ის კუმფეხიგამოყოსეული ჩართვები, რა თქმა უნდა. არის შემთხვევები, როდესაც სტუმარი რაღაც ამბავს ჰყვება – ასე მაგალითად, “მე გადავწყვიტე, რომ ჩემი მეუღლის მამინაცვლის მეორე ცოლთან ურთიერთობა გამეწყვიტა, რადგან…” – და უნდა ახსნას ამის მიზეზები. თუმცა, წამყვანი სავარაუდოდ ფიქრობს, რომ “რატომ?” თუ არ იკითხა, სტუმარი თავისით ამას ვერ შეძლებს.
-
თემები – “პროფილმა” მიწიერი თემები უკვე იმდენად ამოწურა, რომ ბოლო გადაცემა მთლიანად უცხოპლანეტელებს მიუძღვნა. საერთოდაც, უკანასკნელ ხანებში თუ რომელიმე ახალ ფილმს რეკლამა არ აქვს გასაკეთებელი, ან, გადაცემის ნაცვლად კონცერტს არ გვთავაზობენ, თემები დიდი ორიგინალობით ვეღარ დაიკვეხნის: “ცნობილი მამების შვილები, ცნობილი შვილების მამები, ცნობილი ბიძაშვილების მამიდაშვილები, ცნობილი წყვილები, სნობილი ადამიანები, ქართლელები, კახელები, იმერლები (თითოეული კუთხე ცალ-ცალკე), “ნიჭიერის” მონაწილეები და ყველა ის სისულელე, რაც სიტყვა “სისულელის” გაგონებისას შეიძლება თავში მოგივიდეთ.
-
გადაცემები ხუთშაბათს საღამოს სხვა არხებზე – სანამ გადაცემას რეიტინგი აქვს, სხვა არხზე კი ისეთი პროგრამაა, რომ გადართვა რეკლამაზეც კი დაგეზარება, ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად თავს არავინ მოიკლავს. თუმცა ამგვარი “მეტაფორული სუიციდი”გარდაუვალია მაშინ, თუ ამ საეთერო დროის პარალელურად გასული გადაცემები კონკურენტუნარიანი გახდება;
-
წამყვანის ხმა ანონსებისას – სულ მგონია, რომ მაია ასათიანი ”სატელევიზიო აფიშის” გამოცხადებისას შუა მონაკვეთში შეჩერდება და სევდიანად ამოიოხრებს;
-
სავარძლის სახელურები – უკიდურეს შემთხვევაში, შიგნით ჩაიყაროს მიწა და ჩაითესოს კაქტუსი. აქვე შენიშვნა: სიტყვა “სახელური” მიგვითითებს, რომ ის ხელისთვის არის განკუთვნილი და არა დასაჯდომად;
-
დამოკიდებულება, რომ ფრაზა – “საკუთარი თავი ამოწურა” სისულელე არ არის;
2. “შუა ქალაქში”
რჩევა: “შუა ქალაქიდან” “გარეუბნელ გოგონაზე” გადაინაცვლეთ “
სერიალი ალბათ იქამდე უნდა იყოს ეკრანებზე…
ავტორი: Ermonia
I
ერთ მშვენიერ დილას დედაქალაქი გრანდიოზულმა სენსაციამ გამოაღვიძა. ტელევიზიების დილის პროგრამები შეთანწყობილად და, ამავე დროს, შეშფოთებით აუწყებდნენ ყველას, რომ ქალაქში საოცრება გამოჩნდა. ბევრი ამ საოცრების თვითმხილველად ასაღებდა თავს. პირდაპირ ეთერში უხამსობას (თევზ ხამსაში არ აგერიოთ) აღარავინ დაგიდევდათ, თვით ტელებოსებიც კი, აღარ იბლოკებოდა უცენზურო სიტყვები და ასეთ სიუჟეტებსაც კი ნახავდით:
„აი, ბო&იშვილი, ბო&ის გაზრდილი ვიყო, ჩემი თვალით ვნახე გუშინ საღამოს რა, ჩემი დედა მოვ^@ან. თანაც ტიტველი ტო! ეს რა იყო ტო? ლისის ტბის მხრიდან პირდაპირ ჩვენს უბანში ჩამოვიდა ჩემს დედას შ*%#*ი!“ – მედგრად ამტკიცებდა ერთი არაფხიზელი ჯიგარი, რომლსაც, ეტყობოდა, ალკოჰოლი ჯერ კიდევ პირზე არ შეშრობოდა.
ტელევიზიები შეშფოთებულები გაჰკიოდნენ, რომ ჯერ-ჯერობით ამ საოცრების ვიდეომასალა არ გააჩნდათ და დახმარებას მოსახლეობას თხოვდნენ საკმაოდ სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ. საპატრულო პოლიცია ასეულ ათასობით ქუჩაში გამოსულ დაბნეულ ადამიანს ვერ აკავებდა. არადა, არავინ იცოდა რა უნდოდათ ქუჩაში, სად ეძებნათ საოცრება. უბრალოდ ყველა თავისთვის დაყიალობდა და ერთმანეთთან საოცრებაზე რამდენიმე სიტყვის ჩამოგდების შემდეგ უკვე მხიარულად მასლაათობდნენ მთავრობაზე, ვალუტის კურსზე, ბაზრის ფასებზე და საერთაშორისო ტერორიზმზეც კი.
ვინ იყო ეს საოცრება? აი კიდევ ერთი კომენტარი, ამჯერად პოლიციელის: „გუშინ მორიგეობა დამიმთავრდა თუ არა, ეგრევე სახლში წავედი ჩემი მანქანით და რას ვხედავ!!! ლისის ტბის გადასახვევის მხრიდან უზარმაზარი გოგო მოდის (თუმცა ქალი იყო თუ ახალგაზრდა გოგონა, შებინდებულში ვეღარ გავარჩიე), სიმაღლით ალბათ, ასე, 150-200 მეტრი იქნებოდა. მგონი ტიტველი იყო“. ამ სიუჟეტის ნახვის შემდეგ საზოგადოებაში დაბნეულობამ იმატა. ვის აღარ თხოვდნენ კომენტარს ტელევიზიები? პარლამენტარებით და მთავრობის წევრებით დაწყებული, მეეზოვეებითა და უცხოელი ელჩებით დამთავრებული. ისინიც საუბრობდნენ ყველაფერზე, გიგანტური გოგონაზე, ბრაზილიიდან შემოტანი ქათმის გაყინული ხორცისა და გენური ინჟინერიის მავნებლობაზეც კი. როდესაც ერთ-ერთმა მინისტრმა ფიცილი დაიწყო ტიტველი ქალი კუს ტბაზე ვნახე და მთებს მიეფარაო, მისი არსებობა საბოლოოდ ძალიან ბევრმა ირწმუნა. ატყდა ერთი ამბავი, გაზეთების დამკაბადონებლებს საქმე გამოუჩნდათ. მეორე დღეს პრესის პირველ გვერდებზე „ფოტოშოპში“ აწყობილი გიგანტური ტიტველი ქალების ცრუ სურათები დაბეჭდეს, რომელთაგან ზოგის ცოტაოდენ დაბინდული სახე ანჟელინა ჯოლის გაგახსენებდათ, ზოგისა კიდევ – მარია შარაპოვას. ერთი ყვითელი ჟურნალის „ინფრას“ დამკაბადონებელს კი ქალის შიშველს სხეულზე, რატომღაც, იტალიელი ფეხბურთელის, დელ-პიეროს თავი დაედგა.
ჟურნალისტებს საქმე მიეცათ, – მოკვლევები დაიწყეს. კომენტარებისთვის უფოლოგებს, პარაფსიქოლოგებს, ასტროლოგებს, ათასნაირი ჯურისა და რჯულის მჩხიბავებსა და მამაძაღლებს მიმართეს. იმათაც მშვიდი სახეები მიიღეს, აღიარეს, რომ ჯერ კიდევ შარშან ხედავდნენ რაღაც ხილვებს და დარწმუნებულებმა განაცხადეს, რომ ეს ტიტველი ქალი ციდან მოვლენილი საჩუქარი იყო და საქართველო აუცილებლად გადარჩებოდა, თანაც უახლოეს თვეებში. თუმცა იყვნენ სკეპტიკოსებიც და გიგანტური არსების გამოჩენა მათთვის ნგრევებთან, ადამიანების ჭყლეტასთან და მიწისძვრების საფრთხესთანაც კი იგივდებოდა.
„არა რა, რაღაცა არსებობს!“ – იმეორებდნენ ინტერნეტ-ფორუმებსა და ჩეთებს შესეული საერთაშორისო გლობალური ქსელის მომხმარებლები. საქართველოს მიმართ დაინტერესება საოცრად გაიზარდა. მსოფლიოს ძლიერი სქესის წარმომადგენლებს საქართველოში ჩამოსვლისა და გოლიათი ტიტველი ქალის ნახვის დაუოკებელი სურვილი გაუჩნდათ და ჩვენს საკონსულოებთან ტურისტული თუ საქმიანი ვიზის ასაღებად რიგში იდგნენ და ათენ-აღამებდნენ.
ბევრი ადამიანს გიგანტური ტიტველი ქალის (რომელსაც ტელერეპორტიორებმა ქალი-გულივერი, ქართულად, შემოკლებულად კი გულო შეარქვეს) გამოჩენის შიშით ღამითაც არ ეძინა. ხალხს სხვა სალაპარაკო აღარ ჰქონდა, ყველას ტიტველი ქალი ეკერა პირზე და ყვებოდნენ ათასგვარ დაუჯერებელ ამბავს. ვიღაცას ის მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძის მახლობლად დაენახა, ზოგს – ზემო ვერაზე, ზოგსაც – ნახალოვკაში, ზოგიერთს კიდევ – ვაზისუბანში და გლდანში. ცენტრალური უბნების მაცხოვრებლები თავს ამ მხრივ დაჩაგრულად გრძნობდნენ. ქალაქის გარეუბნებში ბინების ფასი საოცრად გაიზარდა.
II
ამ ალიაქოთის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე კი „დროებაში“ აჩვენეს საკმაოდ ხანგრძლივი სიუჟეტი საოცრებაზე და ექსკლუზიურად მოპოვებული, სამოყვარულო კამერით გადაღებული დოკუმენტური მასალა (No Comment), რომელშიც გიგანტური ტიტველი ქალი, იგივე, გულო კვირა დღეს გადაკეტილ რუსთაველის პროსპექტზე დააბოტებდა და ეს მართლაც ასე მოხდა. თავისუფლების მოედნის მხრიდან ის ძალიან ფრთხილად მოაბიჯებდა, ვინმე რომ არ გაესრისა. იგი (პოპში არ აგერიოთ) საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურებოდა, თუ მხედველობაში არ მივიღებდით მის უზარმაზარ ზომებს. გულოს გრძელი, მხრებამდე ჩამოყრილი ღია წაბლისფერი თმა, მომწვანო მომღიმარი და უბოროტო თვალები, ლამაზი, თხელი და პატარა ცხვირი, შუაში ოდნავ გაყოფილი ნიკაპი, მშვენიერი ფორმის ცოტაოდენ აპრეხილი მკერდი და ჩამოქნილიო რომ იტყვიან, ისეთი ფეხები ჰქონდა. ასაკად 22-23 წელს მისცემდით.
მოსეირნე ხალხი თავიდან დაფრთხა და მიმოიფანტა წივილ-კივილით, მაგრამ მერე შეუთამამდნენ მშვიდ, უწყინარ გოგონას და ინტერესით ასცქეროდნენ. ირგვლივ გაოცების, ცნობისმოყვარეობისა და ქალის სურნელი დატრიალდა. რუსთაველზე მყოფმა მომწიფებულმა ბიჭებმა და მამაკაცებმა (ჯიგრებმა) ამ სასწაული არსების დანახვაზე ყბები ჩამოყარეს და თვალები გააფართოვეს. ამათგან ზოგიერთი ჩაიცუცქა, რამდენიმე მუხლებზეც კი დაეცა და ლოცვა დაიწყო (ამ დროს თვალი მაინც ზემოთ გაურბოდა). ამ რეფლექსური ქცევის დანახვაზე ქალმა ჯიგრებს ჯერ ნაზად გაუღიმა, თმები ხელით გაისწორა (ამ კონკრეტულ მომენტში ის ძალიან ბევრ ჯიგარს შეუყვარდა), მერე კი ხმამაღალი, ჯანმრთელი სიცილი აუტყდა. ამ დროს ქარმა დაბერა, ოღონდ ეს არ იყო არც აღმოსავლეთის, არც დასავლეთის, არც ჩრდილოეთის, არც სამხრეთის, არც ჩრდილო-აღმოსავლეთის თუ სამხრეთ-დასავლეთის ქარი. უცნაური, ასფალტის საფარის მიმართ პერპენდიკულარული, ნახშირორჟანგით მდიდარი ქარბუქი დატრიალდა. მავანი იმასაც კი ირწმუნებოდა, რომ ამ ქარბუქს მაშინ მენთოლიანი „ორბიტის“ არომატიც კი დაჰკრავდა. ყველას შესცივდა, პირველი გიმნაზიის წინ ხეები ყინულოვანი თრთვილით დაიფარა.
„მე თქვენ ყველანი ძალიან მომწონხართ, თუმცა ცოტა სასაცილოები ხართ. ჯერ არც კი ვიცი შეგიყვაროთ თუ არა!“ – დაიგრგვინა გოგონამ. ჯიგრები დაიბნენ, არ მოელოდნენ გოლიათი გოგონასგან მსგავსი წინადადების მოსმენას. თუმცა ამის შემდეგ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. ცაში მონავარდე მერცხალი თუ ბეღურა ეტყობა ნესტოში შეუძვრა გოლიათს და მანაც დააცემინა. ტორნადოს მსგავსი გრიგალი ამოვარდა, რომელმაც მიწიდან ფესვებიანად ამოდღლიზა ხეები და ასფალტიც კი აყარა 200-250 მეტრის პერიმეტრზე. ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა, მაგრამ დაცემინების შემდეგ მიწაზე უამრავი თაგვის ზომის ვირუსი დაცვივდა, რომლებიც გრიგალის ჩადგომისთანავე ადამიანებს გამოენთნენ და გრიპით დააავადეს. საპატრულო პოლიციის მანქანების სირენების ხმა გაისმა. „გულომ“ ამჯერად ყველა დაზოგა და ნაკლებად ექსპანსიურად ერთხელაც გაიცინა. მერე მთაწმინდაზე სირბილით აძვრა. გზად შემთხვევით „ჯეოსელის“ საკვანძო სარეტრანსლაციო ანძა გაანადგურა. ამის შემდეგ ქვეყანაში რამდენიმე საათით მობილური ტელეფონებით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვეღარ აგზავნიდნენ.
ტელევიზიები გვიან მოვიდნენ, გოლიათი „გულო“ არსად აღარ ჩანდა…
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
III
სანამ ეროვნული მედია გულიკოს მოძიების წარუმატებელ ცდებს განაგრძობდა, საზღვარგარეთის ზოგიერთი ცნობილი გამომცემლობი (Playboy, Hustler, etc…) აჭრელდა გულოს გულახდილი სურათებით
ავტორი: ეთერ თურაძე, ჰამბურგი
ჟურნალი ”ლიბერალი” ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ (Institusjonen Fritt Ord) და გერმანულ ფონდ „ცაიტის“ (Zeit-Stiftung) მიერ დაწესებული პრესის პრიზით დააჯილდოვეს.
დაჯილდოების ცერემონიალი 19 მაისს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართა.
„ეს ადამიანები ნამდვილი გმირები არიან”; „ამ ჟურნალისტების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“; „ჩვენ გაცილებით უკეთეს პირობეში ვცხოვრობთ, ვიდრე ჩვენი კოლეგები აღმოსავლეთ ევროპაში”, - ამბობდნენ გერმანელი და ნორვეგიელი მედიის სპეციალისტები.
„ეს ჯილდო ძალიან საამაყოა. პრესის პრიზის მიღების შემდეგ კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ”, - დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მითხრა პირად საუბარში ”ლიბერალის” მთავარმა რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა. „მამაცი ჟურნალისტების” ნაწილი, მათ შორის შორენა შავერდაშვილიც, ცრემლების შეკავებას ცდილობდა.
„ლიბერალთან“ ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან მედიის კიდევ ხუთი წარმომადგენელი დააჯილდოვეს. რუსი ჟურნალისტი მიხაილ ბეკეტოვი ცერემონიალზე ვერ ჩამოვიდა. ბეკეტოვს ცოტა ხნის წინ უცნობი პირები სასტიკად გაუსწორდნენ - ხელის თითები და ფეხი დაუმტვრიეს... უგონოდ მყოფი ჟურნალისტი ორი დღის შემდეგ მეზობელმა შემთხვევით ნახა. ჟურნალისტს ერთი კიდურის და თითების ამპუტაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა. ბეკეტოვის პრიზის მისაღებად ჰამბურგში ”ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი ჩამოვიდა…
ავტორი: გიორგი გვახარია
ბლოგის ტექსტი თითქმის დამთავრებული მქონდა, როცა 2008 წელს, "ცხელ შოკოლადში" გამოქვეყნებული "ცრემლიანი სათვალე" გამახსენდა. მივხვდი, რომ ვმეორდები, რადგანაც მეორდება ისტორია. უფრო მეტიც, საქართველოში ის თითქოს ადგილიდან არ იძვრის. რაკი ეს წერილი "ცხელი შოკოლადის" საიტზე არ არის გამოქვეყნებული, გადავწყვიტე, ჩემს ბლოგზე დავდო. შემოკლებით, რა თქმა უნდა!
"ფსიქოს" დასრულების შემდეგ, საბურთალოზე, შუაღამეს, როცა ქალაქი წყვდიადში იყო ჩაფლული (გადაცემაშიც, იმხანად, როგორც წესი "დვიჟოკიანი დამრეკავები" გვიკავშირდებოდნენ), ბენზინს მხოლოდ პავლოვისა და ვაკე-საბურთალოს კუთხეში ჩაასხამდი. ეს "კალონკა" ხატებით და საეკლესიო კალენდრებით იყო მორთული, "ჩამსხმელები" კი მაშინაც მიბღვერდნენ, როცა ლარიანს ვუტოვებდი "ჩაისთვის" და არ ვიმჩნევდი, რომ ერთ-ორ ლიტრს მუდმივად მპარავდნენ.
მეზიზღება ეგ "კალონკა"! სამი სიზმარი დავითვალე, რომელიც ზამთარშიც კი ოფლში გაწურულს მაღვიძებს. პირველი ცოფიანი ძაღლია, დაჟინებით რომ ცდილობს, მეცეს ფეხზე; მეორე - ჩემი მანქანა, რომელსაც მუხრუჭი უმტყუნებს და უფსკრულში გადაიჩეხება; და მესამე - ეგ "კალონკა", თავისი დაბღვერილი "ჩამსხმელებით" და "მამაოთი".
ჩემს "ლურჯაში" პირველი და მეორე სიზმარი არაერთხელ გაგვირჩევია ფსიქოლოგებთან. რამდენი წელია მანქანას ვატარებ და, თუკი არ მეჩქარება (არადა, როგორც წესი, სულ მეჩქარება), სიამოვნებით ჩავისხამ ხოლმე ავტომობილში ნაცნობ-მეგობრებს აქეთ-იქით დასარიგებლად. უკვე ვიცი, რატომ გრძნობს კაცი თავს კომფორტულად საკუთარ მანქანაში და საიდან ჩნდება "ტაქსის შოფრის" ეს კომპლექსი, უფრო სწორად, სხვისი მართვის კომპლექსი. ადვილია და კარგ დეტექტივს ჰგავს ეს ყველაფერი. მაგრამ "მამაოს" ამბავი, რომელიც მე-20 საუკუნის უკანასკნელი (თუ "ბოლოსწინა") წლის მიწურულს გადამხდა, ფსიქოანალიზს ნამდვილად არ ექვემდებარება.
არადა, დეკემბრის იმ ღამეს, როცა ეს ინციდენტი მოხდა, სწორედ ფსიქოლოგები მესხდნენ "ლურჯაში".
ბენზინი ჩავასხი და უკანა სვლით გასვლას ვაპირებდი, როცა აღმოვაჩინე, რომ გზა ვერცხლისფერმა BMW-მ გადამიკეტა. გული უნდა გაგიტეხოთ, ამ მარკის მოყვარულებო. ჩემთვის BMW-ს პატრონი იგივეა, რაც ჟულიეტ ბინოში (ხო, მიყვარს ამის გამეორება)! დისკომფორტი სახეზე მაწერია ხოლმე, როცა ამ ჯიშის ხალხს ვხედავ.
ვერცხლისფერი მანქანის მძღოლი მღვდელი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე "დავუსიგნალე", მშვიდად აგრძელებდა მობილურით ლაპარაკს. ბოლოს, მანქანიდან გადმოვიდა და ასე, მობილურით ლაპარაკ-ლაპარაკით, პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა.
"შენ გვახარია არა ხარ?"
ნუ, ეს ჩვეულებრივი კითხვაა... გვარით როცა მოგმართავენ, გასაგები ხდება, მერე რა უნდა დააყოლონ. სკოლაში იცოდნენ ასეთი მიმართვა საბჭოთა მასწავლებლებმა. სხვათა შორის, სკოლაც ერთ-ერთი კოშმარული სიზმარია, რომელიც დროდადრო არღვევს ხოლმე ჩემს მყუდროებას.
"ერთი კითხვა მაქვს შენთან. ჯოჯოხეთის არ გეშინია, შვილო?"
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი (არადა მომზადებული მქონდა). ფსიქოლოგმა ქალებმა ერთხმად შესძახეს: "მანქანის გაჩერება ისწავლეთ და ჯოჯოხეთზე მერე გველაპარაკეთ!"
ფსიქოლოგი ქალები იდეალური დაცვაა ნებისმიერი ნევროტიკი მამაკაცისთვის, რომელიც სიზმარში ცოფიან ძაღლებს ხედავს. მით უმეტეს, როცა საკუთარ მანქანაში ზის. ამ დროს იგი ორმაგად დაცულია.
მანქანის გადაყენება ვთხოვე. ჩემი ჭკუით გაქცევას ვაპირებდი. მაგრამ "ვერცხლისფერი რაშის" მფლობელი, როგორც ჩანს, არანაკლებ დაცულად გრძნობდა თავს. ლაპარაკობდა ხმამაღლა. ძალიან ხმამაღლა, რათა როგორმე მიეპყრო გარემომცველთა ყურადღება და ჯოჯოხეთის თემაზე "დისკუსიაში" ბენზინის ჩამომსხმელი ბიჭებიც ჩაება.
ბოლოს და ბოლოს, მღვდელი იყო და ყველაფერს ხომ ვერ იკადრებდა?
მრევლს კი ეპატიებოდა, ერთ-ორს თუ წაუთაქებდა "ჯოჯოხეთის მოციქულს". მეორე დღეს კი მოინანიებდა. შეიძლება, არც მოენანია. მას ხომ ასე სჯეროდა - "ჯოჯოხეთის მოციქულები" ისე უნდა სცემო, რომ სამუდამოდ ჩაიწყვიტონ ხმა.
"მამაომ" გაიხსენა "გრძნობათა იმპერია", ტიმ როტის "ომის ზონა", ენდრიუ ბირკინის "ცემენტის ბაღი". ის ფილმებიც მიაყოლა, რომლებიც არასდროს გვეჩვენებინა "ფსიქოში" - მაგალითად, სკორსეზეს "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება". ჩემს საყვარელ კითხვაზე, რატომ უყურებთ, თუ არ მოგწონთ, დაუფიქრებლად მიპასუხა, მე არ ვუყურებ, მრევლი მიყვებაო. დათო მელიქიშვილმა ჰკითხა, "მობილურით გიყვებიან?". ცოტა დაიბნა. მობილური ეგრევე ანაფორაში ჩაიდო. თუმცა, მანქანის გადაყენებაზე ისევ უარს ამბობდა.
ფსიქოლოგმა ქალებმა უთხრეს, თუკი ამ ფილმების ჩვენება დანაშაულად მიგაჩნიათ, მიდით და სასამართლოში იჩივლეთო. ამ სიტყვამ, "სასამართლომ", ცოტა გამახალისა. "სამსჯავროს" ხსენებაზე რატომღაც მიქელანჯელო გამახსენდა. შიშველ სხეულებს მიქელანჯელოც ხატავდა და აქანდაკებდა-მეთქი.
მიქელანჯელომ კიდევ უფრო გაათამამა:
"ჰოდა, მეც ამას არ ვამბობ? თქვენ ყველას - პაპისტებს, იეღოველებს, კრიშნაიტებს, ჯოჯოხეთი გელით. არ გეშინიათ?"
"იეღოველი" მაგიური სიტყვა იყო 1999 წლის საქართველოში. მე-20 საუკუნე იწურებოდა, მაგრამ "კურიერის" ყველაზე რეიტინგულ სიუჟეტად ისევ იეღოველების დარბევა ითვლებოდა. ბასილ მკალავიშვილის მრევლი მუდმივად ჩნდებოდა ხოლმე "რუსთავი 2"-ის ოფისში. ზოგიერთი ჟურნალისტი მეგობრობდა კიდეც მამა ბასილის ხალხთან. ატყობინებდა, სად იგეგმებოდა იეღოველებისა თუ ბაპტისტების მორიგი შეკრება, რათა ეს ხალხი მერე "გლდანის მრევლს" დაერბია,
"მამაოს" გრძელსა და ხმამაღალ მონოლოგში სიტყვა "იეღოველი" ასევე კარგად ნაცნობმა სიტყვამ, "ავადმყოფმა" შეცვალა. პრინციპში მართალი იყო ეს კაცი - "ფსიქო" ავადმყოფებისთვის იყო განსაზღვრული. "ფილმის ტრავმის" ძიება საკუთარი ტრავმის ძიებას ემსგავსებოდა. უფრო სწორად, გასაანალიზებელ ტექსტზე საკუთარი ტრავმის პოზიტიურ გადატანას, შეიძლებოდა, გამოჯანსაღების შანსი შეექმნა ნევრიტიკ-ანალიტიკოსისთვის (იმავე "დამრეკავისთვის"). მაგალითად, ვიტგენშტაინი თვითმკვლელობას ხომ სწორედ "ლოგიკურ-ფილოსოფიურმა ტრაქტატმა" გადაარჩინა...
"მამაო" თავისას აგრძელებდა. მანქანას უკვე მოუახლოვდნენ ბენზინის ჩამომსხმელი ბიჭები. ერთმა, მგონი, მითხრა კიდეც, გადმოდი მანქანიდანო. მაგრამ სიტყვა "იაღოველი" (ჰო, ასე თქვეს "ბენზინის ბიჭებმა") სწორედაც რომ მაგიური აღმოჩნდა.
მარჯვენა ხელი "ზევიდან", ე.ი. ტვინიდან ბრძანების გარეშე ჩაცურდა ჩემს მაისურში და ნათლობის ჯვარი ამოიღო. პატარაა ეს ჯვარი. მაგრამ, საბედნიეროდ, ბენზინის "კალონკა" მაგრად იყო განათებული - დაინახეს.
უჰ, დაინახეს კი არა, თვალი გაუშტერდათ, გაქვავდნენ. და, რაც მთავარია, ხმა ჩაუწყდათ. აი, როგორ უყვარს ღმერთს სიზუსტე - სიტყვა "იაღოველი" რომ არ ეხსენებინათ, მარტო მიქელანჯელოთი, პაპიზმით, გარყვნილებით და ჯოჯოხეთით რომ დაკმაყოფილებულიყვნენ, ჯვარი ხომ შეიძლებოდა არც გამხსენებოდა. ისევ "სასამართლო-სასამართლოს" ძახილში ვიქნებოდით მე და ჩემი ქალები. მაგრამ სიზუსტე რა მოსატანია "კალონკის" სამყაროში, სადაც ხატები და საეკლესიო კალენდრები კი უკიდიათ კედელზე, მაგრამ ერთი-ორი ლიტრით მოტყუებაზე არასდროს ამბობენ უარს. სიზუსტე რა მოსატანია ამ მობილურიან "მამაოსთან"?!
დაქოქა თავისი BMW და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. ფეხები კი მიკანკალებდა, მაგრამ საჭე ადვილად დავიმორჩილე. დავარიგე სახლში ჩემი კეთილი ფსიქოლოგი ქალები...
ავტორი: Maya Jims
დიახ, სწორედ ეს წოდება მიანიჭა ცნობილ მომღერალს ბრიტანული წარმოშობის საერთაშორისო ჟურნალმა "Maxim"-მა, რომელშიც ყოველწლიურად ქვეყნდება ყველაზე სექსუალურ ქალთა ასეული.
2010 წლის ყველაზე სექსუალურთა სიის საპატიო ათეული ასე გამოიყურება:
I ადგილი: Katy Perry
II ადგილი: Brooklyn Decker
III ადგილი: Zoe Saldana
IV ადგილი: Blake Lively
V ადგილი: Megan Fox
VI ადგილი: Rihanna









