Showing posts with label შოუ ბიზნესი. Show all posts
Showing posts with label შოუ ბიზნესი. Show all posts



ჯორჯ მაიკლი უძღვნის სიმღერას ახლადდაქორწინებულებს. ჩამოტვირთე უფასოდ














You and I



oscar

ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის ნომინანტები დაასახელა. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წარდგენილია შემდეგი ფილმები:

The Social Network
Black Swan
127 Hours
Inception
Winter's Bone
The Fighter
The Kids Are All Right
The King's Speech
Toy Story 3
True Grit

 

Courtney Love


Courtney Love მა თავისი ახალი ნაშის ფოტოები ტვიტერში ატვირთა, ძალიან გავს Kurt Cobain ს

Courtney Love

jbng6

ავტორი ნიკო ნერგაძე

ვის რა დაგიშავათ მაია ასათიანმა? ხუთშაბათს „პროფილის“ ახალი სეზონი იწყება და მისმა პრომომ სრულიად ფეისბუკის აღშფოთება გამოიწვია. ანტიმაიაასათიანიზმი ამ სოციალურ ქსელს არც მანამდე აკლდა. აქ „პროფილის“ და მისი წამყვანის საწინააღმდეგო ათზე მეტი ჯგუფი და გვერდია დარეგისტრირებული. თან, უბრალოდ საწინააღმდეგო კი არა, მოძულე. ერთს პირდაპირ „მძულს მაია ასათიანი“ ჰქვია. მეორეს „მეზიზღება მაია ასათიანი“. მესამეს - „დავახრჩოთ მაია ასათიანი“. კიდევ არის „მაია ასათიანი ლინჩის წესით უნდა გასამართლდეს“.
რა ვიცი. მე მგონია რომ ყვითელ, ბულვარულ, საჭორაო გადაცემებში ყველას სჯობია. კი, რამდენჯერმე „პროფილსაც“ გაუკეთებია საოცარი საშინელება, მაგრამ, როგორც წესი, გადაცემას „გოიმობისთვის“ ლანძღავენ და არა იმიტომ, რომ მაყურებლის სასეიროდ პატარა ბავშვი ატირა ან თენგო გოგოტიშვილის რასისტული გამონათქვამები არ ამოჭრა. ბოლო აღშფოთებებიც ხომ პრომოში ნაჩვენებ „დარიდური დარიდარალეებს“ მოჰყვა. გოიმობაა? ალბათ კი. სხვანაირი გადაცემა ბევრი იცით ქართულ ტელეარხებზე?
აი, რითი სჯობს მაია ასათიანი და მისი „პროფილი“ სხვებს:
1. გადაცემას ჩვენი ფულით არ აკეთებს. ხოლო ისინი, ვინც გადაცემებს ჩვენი ფულით აკეთებს, სატელევიზიო სეზონებს ისე იწყებენ და ისე ამთავრებენ, რომ ვერაკაცი ვერაფერს იგებს. როგორც ჩანს, საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი, ფუნქცია აქვს - იყოს ოპოზიციონერების სამიტინგო „ბოლო პასადკა“. მთელი ღამის „ფართის“ მერე ახალგაზრდები დილის ხუთ საათზე „მასპინძელოში“ მიდიან ხოლმე. სხვა არაფერია ღია. ზუსტად ასევე გადაწყვეტენ ხოლმე ოპოზიციონერები ერთი კვირის მიტინგობის მერე საზოგადოებრივი მაუწყებლის დალაშქვრას. ჯერჯერობით ამ სტრატეგიამ არ გაუმართლა, მაგრამ, ხომ იცით, ერთსა და იმავეს რომ აკეთებ და ყოველ ჯერზე ერთნაირ შედეგს იღებ, უპრიანია, იმავეს კეთება გააგრძელო. ვინძლო ბოლოს განსხვავებული შედეგი მიიღო.
2. მაია ასათიანი უწყინარია. მასზე თუ რამე კრიტიკულს იტყვი, სადღაც, გულის სიღრმეში, არ გეშინია, რომ მისი ქმარი გაბრაზდება და მეორე დღეს უცებ განყოფილებაში აღმოჩნდები; რომ ჯიბე უცებ სუბუტექსით გექნება გამოტენილი და ისეთ შარში გაეხვევი, რომ მერე, სიბერეშიც კი, წამყვანის სახელის უბრალო ხსენებაზეც მტკივნეული ფლეშბეკები გექნება. რომ წლების განმავლობაში ღამე ცრემლებით გაჟღენთილ ბალიშზე ჩახუტებული დაიძინებ და ყოველი დაძინების წინ თავში მხოლოდ ეს ორი სიტყვა დაგიტრიალდება: „რა მრჯიდა?“
3. გადასარევი რჩევა მომაფიქრდა კაცებისთის იხილე გაგრძელება >>> www.radiotavisupleba.ge

 

jbng6

ჯაბუნა

ავტორი : vasasi

მოგეხსენებათ, რომ ყოველ ორშაბათს ისევე, როგორც ყოველ ხუთშაბათს, ერთ-ერთ ყვითელ ჟურნალს ვყიდულობ. ორივე შემთხვევაში მიზეზი, რა თქმა უნდა, წიგნია. მაგრამ ამას წინათ, სამსახურიდან დაბრუნებულმა გადავწყვიტე, ცოტა გავრთობილიყავი და ჟურნალის გარეკანზე ვინც მეცნო (არცთუ ბევრი), მათ ინტერვიუებს გავეცანი.
პირველი ვინც თვალში მომხვდა, ჯაბა ქარსელაძე და ნანკა კალატოზიშვილის ერთობლივი ინტერვიუ იყო. გადავშალე და, ფრიად ვისიამოვნე. ეს პოსტი სწორედ ჩემი ხალისიანი განწყობის თქვენთვის გადმოცემას ეძღვნება. მაშ ასე:
ჟურნალისტი: როგორი წარმოგიდგენიათ ჯაბა სკანდალური გადაცემის წამყვანად?
ჯაბა: ძალიან მინდოდა ”ინტუიციის” წაყვანა, მაგრამ ქასთინგზე არ დამიძახეს. საოცრებებს ვაკეთებდი, ბევრს ვიმაიმუნებდი.
ვასასი: იმედია, ”იმედის” კრეატიული ჯგუფი მოინანიებს ჯაბას წინაშე მსგავს დანაშაულს იმით, რომ უახლოეს მომავალში რომელიმე ამერიკული ტ/კ-საგან ნაყიდი შოუს წამყვანად დანიშნავენ. გადაცემას ერქმევა საოცრად ჭკვიანი მაიმუნები. სწორედ აქ დახარჯავს თავის ინტელექტუალურ პოტენციალს ჯაბა ქარსელაძე.
ჯაბა: გათვალვის არ მეშინია, გიშერი მკიდია გულზე.
ვასასი: ჯაბუნას სტუდენტებო, თქვენს ლექტორს მანამდე ვერაფერს მოსჭამთ, სანამ გულის მარცხენა პარკუჭთან ელეგანტურად მბზინავ გიშერს არ მოპარავთ. მერე მოკვდავი გახდება.
ჯაბა: სხვათაშორის, ძალიან მახვილი ყური მაქვს. შემიძლია, ტელეფონზე ვილაპარაკო და ამის პარალელურად ორი სხვადასხვა ადამიანის ლაპარაკიც მესმოდეს. ჩემი ერთ-ერთი ოცნება საიდუმლო ორგანიზაციაში მუშაობა იყო.
ვასასი: ვაგლახ, რომ ამ ფრაზის მიხედვით, მე და ჯაბას>>>გაგრძელება იხილეთ აქ http://tamok-vasasi.blogspot.com

Untitled-

ავტორი გიორგი გვახარია

 

ტელევიზორს კარგა ხანია აღარ ვუყურებ. სხვათა შორის, ჩემი საყვარელი „არტეც“ აღარ მაინტერესებს. და მით უმეტეს აღარ მაინტერესებს რეიტინგული ქართული ტელეშოუები. დედაჩემი უყურებს ხოლმე. თუმცა, ბოლო დროს ხშირად იმეორებს, უინტერესო გადაცემა იყო, სულ ახალი ხალხია, აღარავის ვიცნობ და აბა რაში მაინტერესებს მათი პირადი ცხოვრებაო.
მაგრამ „ნანუკას განსაკუთრებული შოუს“ საყურებლად მაინც მოემზადა; პრეზიდენტის მოსმენა უნდოდა „არაფორმალურ ვითარებაში“, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, „უჰალსტუხოდ“.
რაღაც სოციალური სიუჟეტით დაიწყო, მერე სიმღერებით გაგრძელდა.. ზაზა შენგელიაც გამოჩნდა – „ნანუკას შოუს“ მიმართ ბევრი კომპლიმენტით. გადაცემის წამყვანმაც დრო იხელთა და წინასწარ უპასუხა კრიტიკოსებს, თეთრი რომ ჩავიცვა, მეტყვით შავი რატომ არ გაცვიაო...
მე თავშიც არ მომივიდოდა შენიშვნა ტანსაცმელზე. არც „ნანუკას შოუს“ კრიტიკა, რადგან – აკი ვთქვი უკვე – არ ვუყურებ ტელევიზორს და არ მაქვს უფლება ვაკრიტიკო ის, რაც არ მინახავს.
ახალი ბლოგის წერა დავიწყე. ჩვენს რადიოში გადაცემულ გიორგი მაისურაძის ინტერვიუზე მინდოდა გამომეთქვა რამდენიმე მოსაზრება. მაგრამ დედაჩემმა დამიძახა, შეუძლოდ ვარ და წნევა გამისინჯეო.
ტელევიზორი ჩართული ჰქონდა. წნევა გავუზომე და გვერდზე დავუჯექი. გადავწყვიტე, მისი ყურადღება თავბრუს ხვევებიდან „ნანუკას შოუზე“ გადამეტანა.
ვერანაირად ვერ გავართე. ვერაფრით ვათქმევინე ის, რასაც ხშირად მეუბნება ხოლმე: „შენ არაფერი მოგწონს!“... მოკლედ, ვერ იყო ხასიათზე. უფრო მეტიც, ტელევიზორის გამორთვა მთხოვა და, ჩემდა გასაკვირვად, არც პრეზიდენტის გამოჩენაზე ჰქონდა რეაქცია.
ჩაეძინა.
პირველივე თემამ მიიპყრო ჩემი ყურადღება – აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავის რეისი თბილისი-ბათუმი ლამის პირადად მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ყოფილა. მერე „ჩუსტებზე“ ჩამოვარდა ლაპარაკი. პრეზიდენტმა გვითხრა, რომ სახლში არ აქვს ჩუსტები („სახლში მივდივარ, ყველაფერს ვიძრობ და ვიძინებ“). მობილური ტელეფონი კი, ნანუკას სიტყვით, „ისეთი“ აქვს (ჟურნალისტის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, „უბრალო“). საუბარი ბათუმის სანაპიროზე გადაიღეს – მშვიდი და კამკამა ზღვის ფონზე. ოფიციანტებით, რომლებიც დროდადრო შემოდიოდნენ კადრში და რაღაცას ცვლიდნენ მაგიდაზე.
სცენის დიზაინმა პირადად მე გამახსენა ძველი ქართული ფილმი „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“. 1959 წელს გადაღებული ეს სურათი იმის ნიმუშია სწორედ, რომ საქართველოში, მათ შორის, ქართულ კინოში, „ოტტეპელმა“ რამდენიმე წლით დააგვიანა და რომ სტალინური ესთეტიკა რუსეთზე უფრო დიდხანს შემოგვრჩა. იქაა, იმ ფილმში, ეს ტკბობა „სტალინური ამპირით“, ხასხასა თეთრი აივნებითა და დაბალი ჰორიზონტებით, რომლითაც უფრო წარმოსადეგი ჩანს ადამიანი. ჟანრებიც ისეა აღრეული, როგორც ამ გადაცემაში – ამ ძალიან რეიტინგულ გადაცემაში, სადაც რამდენჯერმე ახსენეს სიტყვა „გულწრფელობა“, „გულწრფელი“.
„სად არის შენი ბედნიერება, მზია?“ გარდამავალი ეპოქის ფილმია. ამიტომაცაა ეკლექტიკური. აი, ამ გადაცემის მსგავსად, სადაც საქართველოს პრეზიდენტის „გაუბრალოება“, საუბარი „ჩუსტებზე“, ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა – პრეზიდენტისგან „პოპვარსკვლავის“ შექმნას. იმ ვარსკვლავისა, რომელსაც თავისი ფანკლუბი ეყოლება – ფანკლუბი სახელად „საქართველო“.
ვერ გეტყვით, ვისი იდეა იყო ეს ინტერვიუ – თავად გადაცემის ავტორების, თუ საქართველოს პრეზიდენტის. იქნებ სულაც აჭარის ხელისუფლების? საკურორტო სეზონის დასაწყისში პრეზიდენტმა ხომ ისეთივე რეკლამა გაუკეთა აჭარას, როგორიც თავის დროზე მიხაილ გორბაჩოვმა „პიცას“... ახლა ეს არაა საინტერესო.
საინტერესო სხვა რამეა. მაშ რატომ აიღეს სტალინის ძეგლი?
არა, ძვირფასო მკითხველო, მე იმ ხალხს არ მივეკუთვნები, ვინც დღევანდელი ხელისუფლების ზიზღით უკვე იმასაც ამტკიცებს, საქართველოში სტალინური ტერორის ხანა აღდგაო. მაგრამ იმას აშკარად ვხედავ, რომ ჩვენი ხელისუფლება და მასთან დამეგობრებული მედია ვერა და ვერ ემიჯნება ამ ესთეტიკას – კვაზიუშუალობას, კვაზიიმპროვიზაციულობას (ჰილარი კლინტონის „შარდენზე“ გასეირნებისა არ იყოს). ხასხასა, თეთრი აივნების და დაბალი ჰორიზონტების ესთეტიკას – გაპრიალებული ქვეყნის ესთეტიკას, რომელსაც ისევ იმ დავიწყებულ და, თუ არ ვცდები, დაკარგულ „მზიას“ თუ გავიხსენებთ, ერთი სახელი აქვს – სიყალბე!
გარედანაა მხოლოდ გაპრიალებული. შიგნიდან კი, სავსებით შესაძლებელია, ყარდეს.
მეჭირა ხელში ეს წნევის აპარატი და ბავშვობის ხანის ერთ თამაშს ვიხსენებდი. რაღაცით „სიმართლის დროს“ ჰგავდა. ერთმანეთს რაღაცებს ვუყვებოდით და ვცდილობდით, გამოგვეცნო, სადაა სიმართლე და სად - ტყუილი. თამაშის დროს ხშირად ვჩხუბობდით და ხშირად ვახსენებდით ერთმანეთს, რომ არ არსებობს მანქანა, რომელიც ტყუილის ხარისხს დაადგენდა – სიყალბის დონეს განსაზღვრავდა.
ღმერთმა დაგვიფაროს! ასეთი აპარატი მთლად დეპრესიაში ჩააგდებდა სრულიად საქართველოს, რადგანაც შეიძლებოდა დამტკიცებულიყო, რომ სიყალბის ხარისხი ქართულ პოლიტიკაში, კულტურაში, მედიაში, თეატრში, კინოში, არასამთავრობო სექტორში, ეკლესიაში - უსაზღვროდ, უსაზღვროდ მაღალია.
სწორედ ისეთი, როგორიც სტალინური ამპირის უკანასკნელ ნიმუშში, 1959 წელს გადაღებულ ფილმში „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“. ამ გასაოცარ სიყალბეს ხალხი უყურებდა. იცოდა, რომ სიყალბე იყო და მოსწონდა – მოსწონდა სიყალბეში ცხოვრება, რადგან ფსევდოკლასიცისტური ესთეტიკა მას დაცულობის, სიმშვიდის ილუზიას უქმნიდა.
„შეხედე რა, შეხედე!“ – ვეხვეწებოდი დედაჩემს. ძალიან მინდოდა, ცოტა მაინც გამოცოცხლებულიყო ამ აუტანელ სიცხეში. მით უმეტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტს თითქმის „ოჯახის წევრად“ მიიჩნევს და თუ აკრიტიკებს, აკრიტიკებს ისე, შვილებს რომ კიცხავენ ხოლმე.
მაგრამ არ მოინდომა. „ო, მომბეზრდა!“ – მითხრა და გააგრძელა ძილი. დედაჩემმაც კი (რომელსაც „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“ ახალგაზრდობის ტკბილ მოგონებად ახსოვს), არ მოინდომა ტკბობა გაპრიალებული სამყაროთი.
დღეს „ნანუკას შოუს“ ერთი მაყურებელი დააკლდა დედაჩემის სახით. პოპულარული გადაცემის რეიტინგზე ეს, ცხადია, არ იმოქმედებს. მე კი, იმედია, გამივლის გაბრაზება.
დედა როცა ცუდად მყავს, ყველაფერი მაღიზიანებს!

წყარო >>> www.tavisupleba.org

shengelia

ავტორი: vasasi

 

ჟორჟოლიანმა, მიშას ფლოსტების, ტრუსიკისა და ხალათის შესახებ გაიგებთ ჩემს შოუშიო და, მეც მოკვდავი ვარ, დამაინტერესა.
ცხრა საათზე არა, ოდნავ გვიან გადავრთე და იმ მომენტს მივუსწარი, საკუთარი შოუს გასაკრიტიკებლად ნანუკამ ზაზა შენგელია რომ მოიწვია. ზაზამ სთქუა:

  • შენ მაყურებელს შესთავაზე სინთეზი, აგრესიული და გამბედავი ჟურნალისტიდან, ასეთად იქეცი როგორიც ხარ და გამოგივიდა;
  • მეტყველების ლაფსუსებს რაც შეეხება, სულ მგონია, რომ როცა გეშლება, სპეციალურად აკეთებ, რომ უფრო ბუნებრივი იყო (ანუ, ნანუკა ღადაობს, თორემ მანანა ბერიკაშვილზე მაგარია სინამდვილეში);
  • შენ მაყურებელს იზიდავ, რადგან ხარ უფრო თანამედროვე და ბუნებრივი (კედები ყველას გვაცვია).

აქ ნანუკამ შენიშნა, კრიტიკისთვის მოვიწვიე და შემქები მომიყვანიაო. შენგელიამ ოდნავ ნირწამხდარმა განაგრძო:

  • შენ დაამკვირდე ფორმა, რომ ხარ შინაურული. შენი გადაცემა შეიძლება დაუმუშავებელია, მაგრამ კარგი და ნამდვილი;
  • შენი შოუ არ არის ელენის შოუს კოპირება. ამერიკაში სულ ასე აკეთებენ იმიტომ, რომ ფორმატი ესაა და რა ქნან (საცოდავი ამერიკელები)?!
  • იცი, 60-70-იანი წლების იტალიაში ჩამოყალიბდა ტელევიზორის მასობრივი ყურების კულტურა. შენმა გადაცემამ ხალხი ამ ეპოქაში დააბრუნა(სულ მეგონა, საბჭოთა კავშირში ვბრუნდებოდით და თურმე, ნეორეალიზმის პერიოდის იტალიაში დავბრუნებულვართ);
  • შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე, შენ გაიხარე, იდღეგრძელე და გამრავლდი (ზაზამ წარმოსახვითი ნათალი ჭიქა მოიყუდა, რომელსაც ქარვისფერი ღვინო წვეთებად გაუვიდა და იდაყვის ბოლოს ობლად დაეკიდა).

ჟორჟოლიანს ესიამოვნა და სთქუა >>> იხილე გაგრძელება >>> tamok-vasasi.blogspot.com

knowitall

ავტორი: Ermonia

საქართველო დღეს მშენებლობადაუმთავრებელ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ჰგავს, სადაც ყველას უკვე საკუთარი ბინა და ოთახი აქვს. მაგრამ მისი ყოველი ბინადარი ცდილობს ბინის თუ ოთახის თავის ჭკუაზე, საკუთარი დიზაინით მოწყობას. ამაში ცუდი თითქოს არაფერია, თუმცა ეს ადამიანები პროფესიონალების დაუკითხავად ცდილობენ კედლების მონგრევას, ოთახების საკუთარი შეხედულებისამებრ გაერთიანებას თუ გატიხვრას. ამ დროს ვერავინ გრძნობს, რომ შენობის საყრდენი კედლები ამდენი ნგრევის შემდეგ ისეა დასუსტებული, შეიძლება ჩამოინგრეს და ყველანი ნანგრევების ქვეშ მოიყოლოს.

ეს შესავალი თითქოს გადატანითი მნიშვნელობით დავწერე, მაგრამ მსგავსი რეალური ფაქტები ჩვენს ქვეყანაში ისედაც მრავლადაა. ქართველებს გვიყვარს ყველაფრის ჩვენს ჭკუაზე გაკეთება და არად ვაგდებთ პროფესიონალის რჩევას.

პროფესიონალების ნაკლებობა იგრძნობა მედიაშიც, ამიტომ არაპროფესიონალი „ტელევიზიონშიკები“ ეკრანებზე ასევე არაპროფესიონალ ადამიანებს იწვევენ. ჩვენში დამკვიდრდა ახალი ტერმინი – „ცნობადი სახე“. ეს უკანასკნელი კი თავისუფლად შეიძლება იყოს პოლიტიკოსი, მუსიკოსი, მწერალი, სპორტსმენი, მოდელი ან მსახიობი.

„ცნობად სახეებზე“ ყველაზე დიდი წილი მაინც პოლიტიკოსებზე მოდის, რომელთა მონაწილეობის გარეშე, არც ერთი სადღესასწაულო გადაცემა არ გადის ეთერში. ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა, რატომ ვუწოდე ცნობად სახეთა დიდ ნაწილს არაპროფესიონალი? ტელეეკრანებზე და უბრალო საუბრებშიც კი ამ ადამიანების უმრავლესობას ერთი უცნაური ფრაზა აქვს აკვიატებული, რომელსაც ხშირად იმეორებს – „მე პრეტენზია არა მაქვს“... >>> იხილე გაგრძელება >>> anarekly.blogspot.com

lady_gagas_bra_fallen_out_during_ibiza_concert_main_11138

ავტორი: როდრიგო

რატომ ისვრის ლეიგი გაგა ძუძუებიდან ცეცხლებს და ტყვიებს? რატომ იკიდებს ხელს ხან ტრაკოზე და ხან ფუცუზე? რატომ ვერ გავიგეთ რა სქესისაა ის?

თუკი ამ კითხვებზე გაინტერესებთ პასუხი, მაშასადამე უნდა აღშფოთდეთ:
გახრწნილი და აღმაშფოთებელი ტექსტი სიმღერაზე “ალეხანდრო”:
ვიცი, რომ ახალგაზრდები ვართ
და ვიცი, რომ შეიძლება, გიყვარდე,
მაგრამ, დღეიდან მე ვეღარ ვიქნები შენთან,
ალეხანდრო!
მას ორივე ხელი ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი,
და ის შენ არ შემოგხედავს,
არ შემოგხედავს.
ის მალავს ნამდვილ სიყვარულს
თავის ჯიბეში,
მას აქვს ნიმბი თითის გარშემო,
შენ გარშემო.

შენ იცი, რომ მიყვარხარ, ბიჭო,
სექსუალურო, როგორც მექსიკა, იმხიარულე.
ამ ეტაპზე მე მაქვს არჩევანი,
არაფერი მაქვს დასაკარგი.
არ ახსენო ჩემი სახელი, არ ახსენო ჩემი სახელი, ალეხანდრო,
მე არ ვარ შენი საყვარელი, მე არ ვარ შენი, ფერნანდო,
არ მინდა კოცნა, არ მინდა შეხება,
უბრალოდ მოწიე ჩემი სიგარეტი და დადუმდი.
არ ახსენო ჩემი სახელი, არ ახსენო ჩემი სახელი, რობერტო.
ალეხანდროოო,
ალეხანდროოო,
ალე - ალე - ხანდროო,
ალე - ალე - ხანდროო!
(გაჩერდი, გთხოოვ. უბრალოდ გამიშვი! ალეხანდრო! გამიშვიიი!)
ის არ არის გულგატეხილი,
ის ჯერ ახალგაზრდაა.
მაგრამ მისი ბოიფრენდი მამამისივითაა, მამამისივით.
და ყველა ალი, რომელიც მის წინაშე დაიწვაახლა ის წავიდა საბრძოლველად, წავიდა ცუდი “კაცობის” ჩასადენად.
(აქ ჩასართავი და ალეხანდროოები)
ნუ მაწუხებ, ნუ მაწუხებ, ალეხანდრო,
არ ახსენო ჩემი სახელი, არ ახსენო ჩემი სახელი, ნახვამდის, ფერნანდო,
მე არ ვარ შენი საყვარელი, მე არ ვარ შენი საყვარელი ალეხანდრო,
არ ახსენო ჩემი სახელი, არ ახსენო ჩემი სახელი რობერტო.
(მერე ისევ ჩასართავი და ალე-ალე-ხანდროოო)

 


თავად ქალწული გაგას აღიარება:
8, 44  წუთიან კლიპში ლეიდი გაგა მონაზონის, პორნოვარსკვლავის, ბუსჰალტერიანი შეიარაღებული გოგონას იმიჯს ირგებს ლეიდი გაგა მოკრძალებით დასძენს:

“ეს ნამუშევარი ჩემი გეი მეგობრების სუფთა ურთიერთობებზეა. იმაზეა, რომ მე არ შემიძლია ასეთი ურთიერთობები მქონდეს ჩემს მეგობარ ბიჭებთან. ეს ჩემი აღფრთოვანების გამოხატვაა გეების სიყვარულისადმი, სიმამაცისადმი, რომელიც მათ ერთად ყოფნისთვის სჭირდებათ... ამ ვიდეოში მივილტვი მათი სიყვარულისკენ, თუმცა მათ ჩემი იქ ყოფნა არ სურთ...“


ფანების გაურკვევლობა და აღშფოთება:
კლიპმა გარდა იმისა, რომ რეკორდები დაამყარა, თავად ლეიდი გაგას თაყვანისმცემლებშიც კი არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. უმეტესობამ  პარალელები გაავლო მადონას კლიპთან “Vogue” და სიმღერასთან “La Isla Bonita”. კლიპში საუკეთესო სცენები ეძღვნება ლეგენდარულ ბობ ფოსის. როდესაც ის ქერა თმით ჩანს, აღებული აქვს ლაიზა მინელის ერთ-ერთი პერფომენსიდან ბროდვეიზე. იუტუბზე ფანებმა (ბიტლზით დაწყბეული რიანათი და სიარათი დამთავრებული) ერთმანეთი დახოცეს, აგინეს და მაინც ვერ შეთანხმდნენ, ვინ სად, როგორ, რანაირად მიბაძა თუ რა ჯანდაბა ხდება კლიპში.


კათოლიკური ეკლესიის აღშფოთება:
კათოლიკურმა  ეკლესიამ პროტესტი გამოხატა რელიგიური სიმბოლოების გამოყენების მიმართ, თუმცა კლაინმა აღნიშნა:

“რელიგიური სიმბოლოები არა უარყოფითი დატვირთვითაა გამოყენებული, არამედ წარმოადგენს გმირის ხასიათის ორთაბრძოლას დედამიწის შავ ძალებთან კავშირსა და სულიერ ხსნას შორის. ფილმის ბოლოს, იგი აკეთებს არჩევანს სიკეთის სასარგებლოდ, და სწორედ ამიტომ პირი და თვალები უდიდდება და ქრება, რაც მიანიშნებს, რომ ეშმაკეულ გრძნობებს უარყოფს და შინაგანი ჭვრეტისკენ და ლოცვისკენ იხრება”.

პოსტის გაგრძელება და მთელი მსოფლიოს ვარსკვლავების აღშფოთება იხილეთ აქ >>>> popularpopcorn.blogspot.com

jackson_mj_01

via THE.POLITY.NEWS

მაიკლ ჯექსონის უფროსი ბიჭს, 13 წლის პრინს მაიკლ ჯექსონ უმცროს აღმოჩნდა დიტილიგოს იშვიათი დაავადება, კანის პიგმენტაციის დარღვევა, რომელიც გამოიხატება მელანინის გაქრობით.

პრინს მაიკლის ფოტოზე გამოკვეთილად ჩანს ბიჭის ტანზე დიდი თეთრი ლაქა. ფოტოგრაფმა ის იმ დროს აღბეჭდა, როდესაც ის თავის და-ძმებთან ერთად ჰავაიზე აუზში ბანაობდა.

მაიკლ ჯექსონს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი კანი გათეთრდა არა პლასტიკური ოპერაციების გამო, არამედ ამ იშვიათი დაავადების შედეგად…

იხილეთ ვრცლად>>> www.polity.ge

4

via Top100.ge

ბიონსე ჯისელ ნოულსი (Beyoncé Giselle Knowles) ამერიკელი R&B მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი, მოცეკვავე, მოდის დიზაინერი და მოდელია. მან თავდაპირველი წარმატება მოიპოვა R&B ქალთა გუნდში „Destiny’s Child“–ში, რომელიც დღემდე ყველა დროის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ქალთა ჯგუფის ტიტულს ინარჩუნებს. გთავაზობთ ბიონსეს ფოტოებს…

 

32

 

 3

 

 4

 

 6

 

 8

 

 9

 

 11

 

 16

 

 17

 

 19

 

  25

 

 

22

komuna-like

meryl-streep

 

ავტორი: lex tempus

ჯიმ კერის გმირმა ერთ–ერთ ფილმში თქვა და რამდენჯერმე მეც გავიმეორე: შინაგანი სილამაზე რომ მთავარია, ეგ მახინჯების მოგონილია–მეთქი; ხუმრობით, რა თქმა უნდა, თუ არ დაიჯერებთ, რა ვქნა ახლა!

მაგრამ მთლად ჰაერზე ნათქვამი არ უნდა იყოს ეს შინაგანი სილამაზის ხოტბა; ადამიანის შინაგანი სამყარო და ნიჭი შეუძლებელია არ აისახოს გარეგნობაზეც და ასეთ შემთხვევები უფრო ეფექტურიც კია, ვიდრე სილამაზის ყველა სტანდარტს მისადაგებული გარსი.

ფაქტი სახეზეა – ლამაზი მსახიობების მოყვარულმა, სასტიკმა და დაუნდობელმა ჰოლივუდმაც კი მოიხარა ქედი მათი გენიალური არტისტიზმის წინაშე:

 

al_pacino

 

 meryl-streep

 

იხილეთ ვრცლად>>> lextempus.wordpress.com

komuna-like

tanga

ავტორი: ეგოისტი

 

თუ ცხელა, ესე იგი ხალხს გაგრილება უნდათ. არსებობს რამოდენიმე ხერხი, რათა გავგრილდეთ. აქედან გამოვარჩიოთ აუზი და ზღვა, ორივე დიდი პოპულარობით სარგებლობს ზაფხულობით. მაგრამ აქვე შევხვდებით პრობლემებს.. ანუ საცურაო კოსტუმებს, რომელიც უმეტესად არ უხდებათ პატრონს ან უარესი…

ამ შემთხვევაში განვიხილოთ მამრობითი სქესის საცურაო კოსტუმები.

1. მოტკეცილი “პლავკა” = შორტის სიგრძის დაახლოებით, მაგრამ მოტკეცილი.

 

არ მომწონს ესეთი საცურაო ტრუსიკები :) ) და თქვენც მიხვდებით, თუ რონალდოს დააკვირდებით ამ სურათზე.

2. ყველაზე სხვანაირი საცურაო კოსტუმები კაცებისათვის…

ყველაზე მეტამ ამათზე ვიღადავე. ეს ჯიმ ქერი რაღამ გააგიჟა :| მაგრამ ერთი პლიუსი აქვს მას – ტანგა არ არი :) ისე დანარჩენები კარგი ფერებია..

იხილეთ გაგრძელება>>>egoisti.wordpress.com

JanWelters16

via Top100.ge

ჰოლანდიელი ფოტოგრაფი – Jan Welters–ი, რომელმაც – St Joost–ის ხელოვნების ინსტიტუტის სრული კურსი გაიარა, ამსტერდამისა და ნიუიორკის ცნობილი ფოტოგრაფების ასისტენტად მუშაობდა. გარკვეული პერიოდი იგი მილანში მოღვაწეობდა, რის შემდგომაც პარიზში დამკვიდრდა და დღემდე იქ ცხოვრობს მეუღლესა და 2 შვილთან ერთად. Jan Welters –ი ფრიად მომხიბვლელ ნამუშევრებს ქმნის, რომლებიც პორტრეტისა და ფეშენ–ფოტოგრაფიის ჟანრს განეკუთვნება.

JanWelters29 JanWelters06 JanWelters07

Natalia Vodianova

JanWelters04

Claudia Schiffer.

JanWelters09

Kylie Minogue

JanWelters01 JanWelters00 Freida Pinto

JanWelters16

Milla Jovovich.

იხილეთ დანარჩენი ფოტოები>>> journal.top100.ge