ქართულ ტელეფონში შემძვრალი რუსეთის სპეცსამსახურები
Posted 5:00 PM by Nina in თემები tavisufleba.org, პოლიტიკა, რუსეთი, საქართველო, ტელევიზია, ტექნოლოგიაავტორი კობა ლიკლიკაძე
13 მარტის „იმედის“ ე.წ. მოდელირებული „მომავლის ქრონიკის“ შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის უსაფრთხოების რეალური საგანგაშო სურათი დაანახვა. აღმოჩნდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს შეუძლიათ თავისუფლად უსმინონ, ოპერატიულად დაამონტაჟონ და კიდევ უფრო ოპერატიულად გამოაქვეყნონ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების სატელეფონო საუბრები. მაგრამ ვითარების პარადოქსი იმაშია, რომ საქართველოს ხელისუფლება უძლურია ტელეფონში შემომძვრალი რუსეთის სპეცსამსახურების წინაშე და, როგორც ჩანს, არაფრის შეცვლას არ აპირებს.
„ვანო ყველას და ყველაფერს უსმენს“, - ხშირად გაიგონებთ საქართველოში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა მარტო ვანო - შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი - უსმენს სხვებს, არამედ თავად მასაც უსმენენ.
19 თებერვალს უკრაინულმა ინტერნეტგამოცემებმა გაავრცელეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის შინაარსი, რასაც უკრაინაში დიდი სკანდალი მოჰყვა და, როგორც ბევრი ანალიტიკოსი ამტკიცებს, დათვური სამსახური გაუწია იულია ტიმოშენკოს, რომელსაც იმხანად საქართველოს მმართველი სახელისუფლებო გუნდი მთელი არსებით უჭერდა მხარს.
გაჟონილ ჩანაწერზე ნათლად ისმის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ელაპარაკება გივი თარგამაძეს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც ჰპირდება, რომ დონეცკში დამატებით ხალხს გაუგზავნის იულია ტიმოშენკოს დასახმარებლად:
მერაბიშვილი: „ახალაიამ მითხრა, რომ მომცემს მოჭიდავეებს და მე მათაც შენ გამოგიგზავნი.“
თარგამაძე: „ისინი უკვე აქ არიან, დონეცკში.“
მერაბიშვილი: „კიდევ მინდოდა გამომეგზავნა, მაგრამ თვითმფრინავები ტექნიკურად ვერ ასწრებენ. შენ მაგათ უთხარი, რომ მეორე ტურისათვის მოამზადონ თვითმფრინავები, რადგან უკრაინულ რეისებს ხომ არ ჩაგვიკეტავენ? მე მინდა 200-300 კაცი გამოვგზავნო. ამის გაკეთება კი ძნელია ჩვენი თვითმფრინავებით.“
იხილეთ სრული სტატია>>> www.tavisupleba.org