- წლის სპონსორი ან მხარდამჭერი კომპანია
- წლის რადიო გადაცემა
- წლის ვებ-გვერდი
- წლის თრექი
- წლის საუკეთესო პრომოუტერი
- წლის საუკეთესო ივენთი
- წლის საუკეთესო ვენიუ
- წლის საუკეთესო ქართველი დი-ჯეი
- წლის საუკეთესო ვიდეო
- წლის ალბომი/EP
- წლის მუსიკოსი (ელექტრონავტი)
ღონისძიება ტარდება ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით და მისი ორგანიზატორები არიან ფონდი ელექტრონავტი, კომპანიები „კომუნამედია“, „სტრომბოლი“.
დაჯილდოებას ესწრებიან მხოლოდ მოსაწვევით მოწვეული სტუმრები: მუსიკოსები, პრომოუტერები, მედიის, ბიზნესისა და წარმომადგენლები.
7. ეკო & Vinda Folio - სისტემა უნდა დაინგრეს /რეჟისორი: თემო ეზუგბაია

ელექტრონონავტი 2011/12 - "წლის საუკეთესო თრექზე" წარსადგენი პროდუქციის მიღება დასრულდა. სულ შემოვიდა 44 ლოკალური არტისტის მიერ შექმნილი ასზე მეტი კომპოზიცია. წინასწარი შერჩვის შედეგად მხოლოდ 25 თრექს შეეძლება ხმის მიცემის პროცესში მიიღოს მონაწილეობა. მადლობას ვუხდით ყველა არტისტს მონაწილეობისათვის.
ელექტრონავტების ონლაინ შესარჩევ ტურს ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებთ.
წელს როგორც ყოველთვის ინოვაციაზე ვაკეთებთ აქცენტს, მაგრამ არამხოლოდ ელექტრონული მუსიკის სფეროში არამედ ზოგადად ქართულ პოპკულტურაში. მაგალითად, განსაკუთრებით გვაინტერესებს, რომელმა ქართულმა ინტერნეტ პროექტებმა დაგაინტერესად გამორჩეულად. რაც შეეხება მუსიკას, მიუხედავად იმისა, რომ წინასაკონკურსო სელექციის დროს შევეცადეთ ტრეკებთან დაკავშირებით მაქსიმალურად მკაცრები ვყოფილიყავით, მათი სია მაინც საკმაოდ გრძელი გამოვიდა (51 არტისტი, რეკორდი). ასე რომ თუ გადაწყვეტთ გამოკითხვაში მონაწილეობას, გაითვალისწინეთ, რომ მას უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ და თუ გაგიმართლათ მოიგებთ აი პოდ შაფლს კომპანია "ჰამაკისაგან" და მოსაწვევს დაჯილდოვების ცერემონიალზე, რომელზეც დასწრება ტრადიციულად შეზღუდულია.
თქვენს გარდა გამოკითხვაში ქართველი და უცხოელი ექსპერტებიც მონაწილეობენ, ხოლო დაჯილდოვების ცერემონიალი და კონცერტი წელს უკვე სამი სატელევიზიო არხის ეთერში გავა და რასაკვირველია ქსელშიც გამოქვეყნდება.
ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას, მსმენელს კი ახალი საინტერესო ქართული მუსიკალური და ზოგადად პოპკულტურის ნამუშევრების აღმოჩენას.
სერგი გვარჯალაძე,
ფონდ "ელექტრონავტის" დამფუძნებელი
მედია პროდიუსერი

მეგობრებო,
როგორც მოგეხსენებათ ელექტრონავტების ცერემონიალის დაფინანსების პრობლემა მისი დაარსების დღიდან არსებობს. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. მიუხედავად იმისა, რომ იზრდება როგორც არტისტების რაოდენობა (წელს 54 განაცხადი შემოვიდა) ასევე ხარისხი, სპონსორების მოძიება კვლავ სერიოზული პრობლემაა. სწორედ ამის გამო დავაარსეთ ფონდი "ელეტრონავტი" და ამიერიდან ღონისძიების მხარდაჭერას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. აქ შეგიძლიათ ინგლისურენოვანი ფაილის ჩამოტვირთვა სადაც იხილავთ დეტალურ განმარტებას და (საბანკო) ანგარიშის ნომრებს. სასურველია ეს წერილი გაავრცელოთ.
პატივისცემით,
სერგი გვარჯალაძე
"ელექტრონავტი"-ს დამფუძნებელი
ძვირფასო პრომოუტერებო!
როგორც იცით 29 აპრილს ჩატარდება "ელექტრონავტი 2010". უახლოეს დღეებში დაიწყება გამოკითხვის პროცესი. ნომინაციაში "წლის საუკეთესო ივენთი" მონაწილეობის მისაღებად და იმისათვის რომ თქვენს მიერ 2010 წელს ჩატარებული ივენთი იყოს მოხვედრილი ივენთის ასარჩევ სიაში, გთხოვთ მოგვწეროთ 2010 წლის მანძილზე თქვენს მიერ ჩატარებული 3-5 ივენთი რომელსაც თქვენ ყველაზე წარმატებულად თვლით. ჩამონათვალი გთხოვთ გმოგვიგზავნოთ უახლოესი 2 დღის მანძილზე იმეილზე
info@komunamedia.com
ელექტრონავტი 2010-ს საორგანიზაციო კომიტეტი
…გავიდნენ კიდევ დღენი და თვენი დადგა მაძღარი შემოდგომა... შემოდგომის რა გითხრათ და ნანატრი პარასკევი ნამდვილად დადგა.
ალბათ იცით, რომ მე ვირწმუნე ქართული ბლოგსფეროს ძლევამოსილების, არა მხოლოდ ციფრულ, არამედ რეალურ სამყაროშიც და მათ შევთავაზე იდეა: ერთად გვეპოვნა დამარხული განძი _ 10 000 აშშ დოლარი :)
რადიო “უცნობის” და KOMUNA.GE ს აქცია.
24 თებერვალს ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 5 წელი სრულდება. რადიო უცნობის ხმის ჩამწერ სტუდიაში ირაკლის რამდენიმე გამოუქვეყნებელი სიმღერა ინახება. მათ შორისაა სიმღერა `მიდი მიდი~.
ჩვენ გადავწყვიტეთ მოვაწყოთ აქცია. თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოდ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის
ვოკალი და თავად შექმნათ არანჟირება. მიიღება ყველა შესაძლო ვარიანტი. ჩვენ მივესალმებით თქვენს თამამ გადაწყვეტილებას.
საუკეთესო ვერსია რადიო უცნობის ეთერში დატრიალდება და შემდეგ დაეგზავნება ყველა რადიო სადგურს.
აქციაში მონაწილეობა უფასოა.
ჩამოტვირთე ტრეკები
შექმნილი კომპოზიციების გამოყენების საავტორო უფლება რჩება მემკვიდრეს. (საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ) თქვენ შეგეძლებათ გამოიყენოთ თქვენს მიერ შექმნილი ახალი ვერსია თქვენს ალბომში და კონცერტებზე.
სიმღერების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 22 თებერვალი
თქვენი ვერსიის ასატვირთად გამოიყენეთ(AllShares.GE , File.ge - ან მსგავსი ასატვირთი სერვისები )
ბმული გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@komunamedia.com
ფრანგული ინდის გიგანტებმა – Phoneix თავისი წარმატებული ალბომის Wolfgang Amadeus Phoenix მულტი ტრეკები გამოაქვეყნეს, ასე რომ ახლა შეგიძლია შენი საყვარელი სიმღერების რემიქსიც ააწყო და თუ გაგიმართლა, ჯგუფის კონცერტსაც დაესწრო. იხილე დეტალები აქ
ის საქართველო 2010 დეა არაყიშვილი გახდა. დეა საქართველოს Miss World 2010 -ზე წარადგენს.
რიდლი სქოტის და კევინ მაქდონალდის გლობალური პროექტი კოოპერაციაში YouTube თან,
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია აქ მიიღი.
ავტორი – cont
ლონდონში, საცეკვაო დარბაზ „Pineapple Studios“–ში, ჩატარდა ტყუპების კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვა 18 წლის ლონდონში მცხოვრებმა ტყუპმა დებმა. მსაჯები აფასებდნენ დებს და ძმებს შემდეგით: გარეგნული მსგავსებით, ხასიათის მსგავსებით და ცეკვაში ერთნაირი მოძრაობების ქონით…

