აფროქართველის ჩანაწერები (21) - კუნძული ბუნსი
კუნძული ბუნსი
2006 წელს სკანდალი მოხდა ამერიკაში. სერიალების მოყვარულები აფორიაქდნენ, სერიალს ეკრანი ევიწროვა და რეალობაში გადმოვიდა. პოპულარული, რამდენიმე სეზონი წარმატებით მიმდინარე და ბევრი ნომინაციის მომგები ”გრეის ანატომია”-ს მსახიობებმა, ისაია ვაშინგტონმა, ტ.რ. ნაიტმა და პატრიკ დემპსიმ ერთმანეთს დასცხეს. ვაშინგტონმა დანარჩენ ორს სულ ”პედერასტები” უძახა.
შემდეგ ტ.რ. ნაიტი (ნეტა ეს ტ.რ. რა არის, ნუთუ სპეციალურად დაირქვა?) საჯაროდ გამოვიდა და - ყველა შეკითხვა რომ მოვსპოთო, დიახაც გეი ვარო - განაცხადა ამაყად.
ისაია ვაშინგტონმა ვერ გაუძლო, ბოლომდე ვერ დადგა თავის სიტყვაზე და მიუხედავად იმისა რომ თურმე ჭეშმარიტებას ღაღადებდა, თვალცრემლიანმა სულ ბოდიშები იხადა ”ეს რა დამემართა, რატომ ენა არ მომტყდა ამას რომ ვამბობდი, მაპატიეთ, მეტს აღარ ვიზამო...”
არაფერმა არ უშველა, დააპანღურეს, ჩვენი გზები გაიყოო და ”გრეის ანატომია” მის გარეშე გაგრძელდა...
ეტყობა მძიმედ იმოქმედა ამ ამბავმა ვაშინგტონზე. დაფიქრდა ნეტავ მე თვითონ ვინა ვარ, საიდან მოვდივარო და დნმ-ის ტესტი გაიკეთა. აღმოჩნდა რომ მისი წინაპრები სიერა ლეონედან არიან, მენდეს ტომიდან. ადგა ვაშინგტონი და სიერა ლეონეში ტურნე მოაწყო, გადაირიენ სიერა ლეონელები სიხარულით, სულ ყიჟინით და ტაშ-ფანდურით დახვდნენ ძვირფას სტუმარს. პატივსაცემად პირდაპირ ბუნსის კუნძულის მოსანახულებლად გააქანეს, შენი წინაპრები ბოლოს ნამდვილად აქ იქნებოდნენო...
ბუნსის კუნძული ცნობილი ადგილია სიერა ლეონეში, 1948 წელს ქვეყანაში პირველს მას მიენიჭა ისტორიული ადგილის სახელი.
ავტორი – Dv0rsky
პოსტების სერიიდან - ამოიღეთ ხმა!
პოსტის ავტორი/სტუმარი - Tjorven
მოკლედ, მეგობრებო, ვინაიდან და რადგანაც საქართველოში უამრავი ადგილია, სადაც მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი მისვლა/მონახულება - არდადეგების საუკეთესო ვარიანტია ლაშქრობა.
იმისათვის რომ ლაშქრობა დაგეგმოთ (თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ) უნდა ნახოთ ესტუტორიალი.
ამის შემდეგ კი გააგრძელოთ ამ პოსტის კითხვა, რადგან ყველაზე მთავარი ატრიბუტი, ზურგჩანთა - თქვენი ყველაზე ახლო და საყვარელი მეგობარი იქნება მთელი ლაშქრობის მანძილზე და თუ ყურადღებით არ მოეკიდებით მისი ჩალაგების საკითხს, მერწმუნეთ, თქვენი ლაშქრობა შეიძლება ჯოჯოხეთს დაემსგავსოს.
მაშ ასე, ვიწყებთ :
უნდა ავიღოთ ზურგჩანთა, საუკეთესო ვარიანტია 40 ლიტრიანი (დიახ, დიახ ზურგჩანთის ზომა ლიტრებში იზომება). ეს საშუალო ზომის ჩანთა გახლავთ.
შემდეგ დავალაგოთ თან წასაღები ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე საძილე ტომარა, კარავი და "პარალონი".
ახლა დავაკვირდეთ ჩვენს მიერ დალაგებულ ნივთებს და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ - აქედან ყველა ნივთი გვჭირდება თუ არა.
დავიწყოთ ჩალაგება.
ავიღოთ დიდი სანაგვე პარკი (შავები და ცისფრები რომ იყიდება ყველა მაღაზიაში, ისეთი) და მოვათავსოთ შიგნით ჰორიზონტალურად საძილე ტომარა და კარავი (თუ კარვის ჩანთა ძალიან გრძელი არაა, ანუ არ აჭარბებს ჩანთის სიგანეს). თუ კარვის სიგანე აჭარბებს ჩანთის სიგანეს, მაშინ ცოტა ხანი მოიცადეთ და განაგრძეთ კითხვა.
შემდეგ იგივე სანაგვე პარკს ვაფენთ მთლიან ჩანთაში (აი ისევე როგორც სანაგვე ყუთში ვაკრავთ ხოლმე).
ახლა კი დავიწყოთ ნივთების გადანაწილება ჩანთაში, მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია.
- ჩანთის სულ ქვედა ნაწილში აუცილებლად უნდა იდოს მყარი რამ, ისეთი, რაც არ იყანყალებს - ანუ კარავი (თავის ჩანთაში შეფუთული) და/ან საძილე ტომარა. თუ კარავი ჩანთაზე განიერია, მაშინ ის ვერტიკალურ მდგომარეობაში იდება ჩანთის ძირითად ნაწილში, ტანსაცმლის რომელიმე გვერდზე, ჩანთის მთელი სიგრძის გაყოლებაზე.
- ჩვენს მიერ ჩანთაში ჩაფენილ ცელოფნის პარკში ვიწყებთ (დაკეცილი და მაქსიმალურად დაპატარავებული) ტანსაცმლის ჩალაგებას. სულ ქვემოთ უნდა ჩადოთ ყველაზე თბილი თანსაცმელი, შემდეგ უნდა ჩადოთ შარვალი-ბრიჯი-შორტები და მაისურები, ზემოდან კი უნდა დაადოთ რამე თბილი, საშუალო სისქის მოსაცმელი და "ბასანოჟკები", "ჩუსტები" ან რაიმე მსუბუქი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი.
- გაინტერესებთ რას ვუშვებით ტრუსებს, წინდებსა და პირადი ჰიგიენის ნივთებს? გეტყვით ეხლავე. ეს ყველაფერი უნდა მოთავსდეს ჩანთის მარცხენა და მარჯვენა ჯიბეებში (ან სულაც წინა ჯიბეში - გააჩნია, როგორი ჩანთა გაქვთ).
- ჩანთის ზედა დასახურ ნაწილს, შიგნიდან ან გარედან პატარა ჯიბეა მოთავსებული. მინდა გითხრათ, რომ ეს ჯიბე ყველაზე მნიშვნელოვანია. აქ უნდა ჩადოთ ის ნივთები, რომლებიც გზაში ხშირად დაგჭირდებათ. ასეთებია - მზის კრემი, კანფეტები ენერგიისათვის, აიპოდი ან სხვა მუსიკალურ-გასართობი რამ, ბენდენა ან ქუდი, ტუალეტის ქაღალდი და სველი ხელსახოცები.
- "პარალონი" არის საძილე ტომრის ქვეშ დასაგები, სითბოს შემნარჩუნებელი, ოდნავ რბილი, თხელი ლეიბი. პარალონი მაგრდება ზურგჩანთის გარეთა მხარეს სპეციალურად დატოვებული/გამოყოფილი სარტყლებით.
- მაშ ასე, შეიძლება ითქვას, რომ ზურგჩანთა ჩავალაგეთ. ახლა ჩალაგების სიზუსტის შემოწმების დროა. აიღეთ თქვენი ჩალაგებულ - შეკრული ჩანთა და მოიკიდეთ ზურგზე. მოიჭირეთ სახელურები და დააყენეთ სასურველ ზომასა და სიმჭიდროვეზე, შეიკარით წელზე შემოსარტყამი სპეციალური ქამარიც (რომელიც უზრუნველყოფს ჩანთის წონის სხეულზე ზუსტ და თანაბარ განაწილებას) და გაიარ-გამოიარეთ რამდენიმე ნაბიჯი.
თუ თქვენი ზურგჩანთა არ გექაჩებათ უკან, ან არ გძლევთ რომელიმე მხარეს, გილოცავთ - თქვენ ამ საქმეს თავი საუკეთესოდ გაართვით! - გისურვებთ საინტერესო და სასიამოვნო ლაშქრობას!
ავტორი – Dv0rsky
ქართველთა შემადგენლობა:
1
დავით დადუნაშვილი
2
ჯაბა ბრეგვაძე
3
ბექა შეყლაშვილი
4
შალვა სუთიაშვილი
5
კახა უჩავა
6
სიმონ მაისურაძე
7
ლაშა თავართქილაძე
8
ვიქტორ კოლელიშვილი
9
ბიძინა სამხარაძე
10
ლაშა ხმალაძე
11
ირაკლი ჩხიკვაძე
12
რევაზ გიგაური
14
ალექსანდრე თოდუა
15
ირაკლი ყიასაშვილი
16
კარლენ ასეიშვილი (R)
17
ვასილ კაკოვინი (R)
22
მამუკა ნინიძე (R)
საქართველოს რაგბის ნაკრებს მეთექვსმეტე ადგილი უჭირავს მსოფლიო რეიტინგში.
მგონი არაა ცუდი.
ავტორი: Dv0rsky
ხშირად კამათისა და წყენის თავიდან აცილება სულ ადვილი შესაძლებელია. საკმარისია გვახსოვდეს, რომ მამაკაცთან ქალის ენაზე საუბარი არ შეიძლება:
- ქალისთვის თვითგამოხატვის მთავარი საშუალება მეტყველებაა. როცა მამაკაცს რამდენიმე საქმე აქვს მოსაგვარებელი, ის იტყვის: "საქმე მაქვს, მოგვიანებით შევხვდებით", ქალი კი თანამოსაუბრეს სათითაოდ ჩამოუთვლის ყველა საქმეს და მათ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.რატომ აღიზიანებთ ეს მამაკაცებს? საკითხის გადაჭრისადმი ქალურ მიდგომას, "ხმამაღლა ფიქრს", მამაკაცი აღიქვამს გაუთავებელ და დამღლელ ყბედობად, რომელიც ერთ ყურში უნდა შეუშვა და მეორიდან გამოუშვა.იმისთვის, რომ პრობლემებზე აღარ იფიქრო, არსებობს ერთადერთი გზა - მათზე საუბარი. მაგრამ ნუ ეცდებით, თქვენი ტვირთი სხვას გადაულოცოთ. გაანდეთ თქვენი საფიქრალი მამაკაცს და დაიმახსოვრეთ: მისი დუმილი იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის "ყველაფერი სულერთია".
- ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის ინფორმაციის ნაკადი ქალს უფრო მძლავრი აქვს. გარდა ამისა, მის ტვინში არის სპეციალური უბანი, რომელიც მეტყველებას განაგებს, ამიტომაც შეუძლია, რამდენიმე საკითხზე ერთდროულად ისაუბროს. მამაკაცის ტვინი ერთ ხაზს მიჰყვება და ინფორმაციას მხოლოდ ერთ თემაზე ამუშავებს, ქალს კი შეუძლია, დაიწყოს ერთი საგნით, შუა წინადადებაში გადახტეს მეორეზე და შემდეგ გაუფრთხილებლად დაუბრუნდეს პირველს, გზად კი სხვა თემასაც შეეხოს. ამას მამაკაცი მოთმინებიდან გამოჰყავს. ასე რომ, თუ გსურთ, მამაკაცმა მოგისმინოთ და გაგიგოთ, საუბრისას ერთი თემიდან მეორეზე ნუ გადახტებით. ისაუბრეთ მხოლოდ ერთ, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე.
- მამაკაცები თანამოსაუბრეს სიტყვას მხოლოდ მაშინ აწყვეტინებენ, როდესაც მის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი ან მასში მეტოქეს ხედავენ, ქალებისთვის კი საუბარში რეპლიკების ჩართვა თანამოსაუბრისადმი ყურადღების გამოხატვად ითვლება. მიუხედავად ამისა, ქალის მცდელობა
ავტორი: Dv0rsky
ბლოგზე დღეში 200-300 სტუმარი მყავს ხოლმე, აქედან 100 კაცი ალბათ მეგობრები და ნაცნობები არიან, დანარჩენები კი Google-ის მიერ მოყვანილი სტუმრები გახლავან.
სტატისტიკას გადავხედე და, რა თქმა უნდა, ბევრი ჩვეულებრივი საძიებო სიტყვა ვნახე, მაგრამ ამჯერად ყურადღება ძირითადად უხამს რამე-რუმეებზე გავამახვილე და უცენზურო ტერმინების სიაც კი შევადგინე.
ამ სიიდან განსაკუთრებით ერთმა გამახალისა - ნეტა რას უნდა ეძებდე შემდეგი სიტყვებით:ზეწრებს შორის ონლაინში? :)
საძიებო სიტყვების სია:
- erotika
- franguli kocna
- froidi
- georgia playboy
- georgian playboy
- georgian porn
- georgian porno
- kama sutra
- msukani qalebi
- nudism
- playboy
- playboy georgia
- playboy in georgia
- playboy tbilisi
- porno
- porno istoriebi
- porno onlaini
- porno ისტორიები
- qartuli playboy
- sex
- sex istoriebi
- sikvarulis istoriebi
- striptiz klubi
- tknauri
- traki
- www.porno.geo
- გაჟიმე
- ეროტიკა
- ზეწრებს შორის ონლაინში
- კამა სუტრა
- კამასუტრა
- ლიფი
- პორნო
- …
ავტორი: Dv0rsky
თუ დააკვირდით თბილისურ მაღაზიებს - ამ ბოლო დროს რატომღაც საახალწლო ფასდაკლებები რომ არ ჩანს?
ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს შეიკრიბნენ ეს ვაი-ბიზნესმენები და ჩუმად ბოზური ბლოკი შეკრეს - საერთოდ აღარ გავაკეთებთ ფასდაკლებებსო. სხვა დროს მაინც არავინ ყიდულობს ჩვენს საქონელს, ყველა ”სეილებს” ელოდებაო.
რა თქმა უნდა, არავინ ყიდულობს 4-ჯერ, 5-ჯერ, 6-ჯერ, 7-ჯერ, 8-ჯერ (გამაჩერეთ ვინმემ) და კიდევ უფრო მეტჯერ გაძვირებულ საქონელს!
არც არავინ იყიდის, არც გიჟები ვართ, არც დებილები - ხომ მეთანხმებით?
ამ უცნაური ტენდენციის ფონზე (როცა 3-ლარიან ჯინსებს 200 ლარად გატენიან) სასოწარკვეთილი რიგითი გამყიდველები ახალ მარკეტინგულ ხრიკებს მიმართავენ:
ავტორი – Dv0rsky
მაშ ასე, რა მსგავსება და რა განსხვავებაა?
(საქართველოს მაგალითზე)
შუა საუკუნეებში ადამიანებს დევნიდნენ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო. ძირითადად ამას აკეთებდა ეკლესია და რა შედეგით მთავრდებოდა ყველაფერი, კარგად მოგეხსენებათ.
სამწუხაროდ, დღესაც არაფერი შეცვლილა საქართველოში - განსხვავებული აზრის გამო ხალხს დევნიან, ლანძღავენ და სცემენ. თუმცა ამას უკვე ეკლესია კი აღარ აკეთებს, არამედ სიბნელეში გადავარდნილი რელიგიური ფანატები.
შუა საუკუნეებში არსებობდა გელათის და იყალთოს აკადემია, სადაც ბერები და სამღვდელოება წიგნებს წერდნენ, ხალხს წერა-კითხვას ასწავლიდნენ. ზოგადად, ამ აკადემიების მეშვეობით ხდებოდა განათლების ხარისხის ამაღლება.
დღეს არსებობს სასულიერო სემინარია, სადაც პრინციპში იგივეს ასწავლიან, თუმცა შედეგები სულ სხვაა - წვერგაუპარსავი ახალგაზრდობა ტელევიზორის ეკრანიდან მოგვიწოდებს, დავდგეთ მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და ვილოცოთ. თუ რას ნიშნავს ეს სადარაჯო, არ იციან. და ლოცვით რომ საქმეს არ ეშველება, ესეც არ იციან.
შუა საუკუნეებში დედამიწა ბრტყელი ეგონათ და კაცობრიობამ დინოზავრების შესახებ არაფერი იცოდა.
დღეს ვიცით, რომ დედამიწა ბრტყელი არაა, მაგრამ დინოზავრების საკითხი მაღელვებს - ეკლესიის ოფიციალური ვერსიით დედამიწა სულ რაღაც 5000 წლისაა. მაშ, არსებობდნენ დინოზავრები თუ არა?
იმის საჩვენებლად, რომ ჩვენი საზოგადოება მარაზმში გადავარდა და შუა საუკუნეებში მიილტვიან, ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება.
