ავტორი Maka Asatiani
ყველა კომპანიას სახელწოდების შექმნის თავისი ამბავი გააჩნია. ზოგიერთი მათგანი ძალზედ უცნაურად არის შერჩეული. ხანდახან სახელწოდება პირდაპირი შინაარსის მატარებელია ან პირიქით, სრულიად არანაირ კავშირშია თავად პროდუქტთან და წარმოებასთან.
მაგალითად, „Apple“ - ინგლისური სიტყვაა და ვაშლს ნიშნავს. ვის არ უყვარს ვაშლი? კომპიუტერული კომპანია „Apple-ს” დამფუძნებელს, სტივი ჯობსსაც ყვარებია, მეტიც ეს მისი ფავორიტი ხილი ყოფილა. ახალადდაფუძნებული კომპანიის სახელწოდების ძიებისას სამთვიანი ფიქრის შემდეგ, სტივ ჯობს თანამშრომლებთან თათბირი გაუმართავს და უთხოვია თავიანთი ალტერნატივა 5 საათამდე შეეთავაზებინათ. ახალი იდეა არ გაჩნდა, კომპანიას კი ვაშლის სახელწოდება - „Apple” შერჩა.
მეორე კომპიუტერული კომპანია „Hewlett-Packard“ ან უბრალოდ „HP” დამფუძნებელთა ინიციალებისგან შედგება. ბილ ჰავლეტმა და დეივ პაკარდმა თავის დროზე პირველობისთვის მონეტა ააგდეს. ასე დაადგინეს, რომ კომპანიისთვის არა „Packard-Hewlett“, არამედ „Hewlett-Packard“ უნდა დაერქმიათ.
კომპანია „Intel“ აბრევიატურისგან შედგება. ბობ ნოისს და გორდონ მურს ახალი კომპანიისთვის „მურ-ნოისის“ დარქმევა სურდათ. სამწუხაროდ, მათ არ გაუმართლათ, ასეთი კომპანია უკვე არსებობდა. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ კომპანიისთვის „Integrated Electronics” დაერქვათ. შემდეგ ორივე სიტყვის პირველი ასოები გააერთიანეს და „Intel“ შექმნეს.
ინგლისში პოპულარული ჟურნალი „The Sun” – სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა მეგობრებმა დაარსეს. შესაბამისად ეს აბრევიატურა შემდეგნაირად იშიფრება „Stanford University Network” ანუ სთენფორდის უნივერსიტეტის ქსელი. თუმცა, ამ სახელწოდებას მომხმარებელი ხშირად შეცდომაში შეყავს, ვინაიდან სიტყვა - Sun, ინგლისურად მზეს ნიშნავს.
კომპანია „Yahoo“-ს სახელწოდების შექმნის ორიგინალური ისტორია აქვს. >>> იხილე გაგრძელება >>> blog.brand.ge
ავტორი: Maka Asatiani
ხომ გაგიგიათ - ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო? სინამდვილეში, ყოველთვის ასე არ ხდება. ამის ნათელი მაგალითი ძმები დასლერები არიან, რომელთა უთანხმოებამ საერთო საწყისის მქონე კომპანია„ადიდასი“ და „პუმა“ წარმოშო.
თავდაპირველად, ძმები ადოლფ და რუდოლფ დასლერები ფეხსაცმლის წარმოებას პირველი მსოფლიო ომის შემდგომ შეუდგნენ. ყოველწლიურად ორას ათას ფეხსაცმელს ჰყიდნენ და სამომავლოდ გეგმებსაც აწყობდნენ. თუმცა, საბოლოოდ ერთმანეთთან უთანხმოების გამო, ცალ-ცალკე მუშაობა ამჯობინეს. ასე, რუდი დასლერმა 1948 წელს „პუმა” დაარსა, ხოლო ადოლფმა „ადიდასი” დაარეგისტრირა. წარმატების გზა ორივე ძმამ სხვადასხვაგვარად განვლო.
1989 წელს ადოლფი გაჭირვებაში აღმოჩნდა. მას ვაჟი დაეღუპა. სწორედ ამ პერიოდში კომპანია ფრანგ ინდუსტრიალისტზე, ბერნარდ ტაპიზე მილიარდ ნახევარ ფრანკად გაიყიდა. „ადიდასის” ფასმა მოიმატა, ხოლო კომპანია პერიოდულად იცვლიდა მფლობელებს.
ცნობილი ბრიტანელი დიზაინერი სტელა მაკარტნიკომპანიით დაინტერესდა,…
ავტორი: Maka Asatiani
ცხოვრებას ნუ უწოდებ ბინძურს მხოლოდ იმიტომ, რომ სათვალის გაწმენდა დაგვიწყებია - ასეთი შეცდომა ერთ მაღალ, გამხმარ და ჩაკეტილ ადამიანს არასოდეს დაუშვია. მეტიც, სათვალეების სიყვარულით შეპყრობილს საკუთარი სამყარო - „სათვალელანდია“ შეუქმნია. აქ ყველაფერს თვალები აქვს. ფერთა პალიტრა მრავალფეროვანია. ჩარჩოები ნაირფერია და არც ფორმებს უჩივიან. „სათვალელანდიაში“ ოპტიკური შუშების გაწმენდა არავის ავიწყდება. აქ ერთხელ მოხვედრილს მალე მუდმივი სტუმრის სტატუსი გენიჭებათ იმიტომ, რომ შეუძლებელია არ მოგეწონოს ალან მიკლის სათვალის თუნდაც ერთი მოდელი.
სომხური ფესვების მქონე, ლიბანიდან საფრანგეთში ემიგრირებული ალან მიკლიტარიანი 1955 წელს დაიბადა. 18 წლის ასაკში მხედველობა გაუუარესდა. შედეგად, სათვალის ყიდვა მოუწია, რომელიც უხარისხო აღმოჩნდა. თუმცა, რომ არა ეს შემთხვევა ის შესაძლოა დღემდე ჩრდილში ყოფილიყო, ჩვენ კი არასოდეს გაგვეგო მიკლის „სათვალელანდიის“ შესახებ. ვინაიდან სწორედ ამ ინციდენტმა მისცა ბიძგი მის შემოქმედებას და ასე გაჩნდა პირველი სათვალის შექმნის იდეა.
ახალგაზრდა ალანი ოფთალმოლოგიას ეუფლებოდა, პარალელურად კი ხატვას სწავლობდა. სტუდენტობის პერიოდს უნაყოფოდ არ ჩაუვლია. მან დიზაინი მალევე დახვეწა და უკვე 1978 წელს ბრენდი - „ალან მიკლი”ჩამოაყალიბა. რატომ ალან მიკლი და არა მიკლიტარიანი? იმიტომ, რომ ასე ვინმე მეგობრის დედას უწინასწარმეტყველებია. საქმე საქმეზე რომ მიდგა არც ალანს უფიქრია ბევრი. მან იცოდა, რომ მასე უფრო ადვილად დასამახსოვრებადი და პოპულარული იქნებოდა…
ავტორი: Maka Asatiani
ადამიანის ფანტაზიას ზღვრები არ გააჩნია. მატერიალური ზრდის პარალელურად მოთხოვნილებებიც იზრდება. ასეთ მდგომარეობაში, ხშირად ზნეობრივ ზღვრებს ვეღარ ვგრნობთ და ყველაფრს ვკისრულობთ. ასე მაგალითად, ერთ-ერთ ინკოგნიტო მყიდველს მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი თვალის ტუში 14 მილიონი დოლარი დაუჯდა.
მაშ ასე, მე დეტალებს გაგაცნობთ, თქვენ კი თავად იმსჯელეთ რამდენად ღირებულია ასეთი საყიდლების კეთება >>> http://blog.brand.ge
ავტორი: Maka Asatiani
პოსტში მოცემულია სხვადასხვა კომპანიის ლოგო, რომელთაც ერთირამ აერთიანებს - ყოველ ლოგოზე ადამიანის სხეული ან სხეულის რომელიმე ნაწილია ასახული. ეს რიგით მეორე პოსტია, თუმცა მცირედი ცვლილებებით. პირველ ნაწილს მოყვა გამოხმაურება თხოვნით - თითოეული ლოგოსთვის დამერთო სულ მცირე ინფორმაცია მისი წარმოშობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თავდაპირველი ჩანაფიქრი ამას არ მოიცავდა, გავითვალისწინე რა თქვენი თხოვნა და ვცადე მისი შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილება. ვიმედოვნებ, რომ ეს პოსტი ახლა უფრო მოგეწონებათ:)
ლოგო №1
მაშ ასე - არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამართლებრივ და ემოციურ მხარდაჭერას უცხადებს პრობლემების მქონე მამებს. ეს პრობლემები შეიძლება იყოს: ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ცოლთან გაყრა ან უბრალოდ კონფლიკტი და ა.შ. ამ სირთულეების ფონზე, მამები ხშირად მეუღლისგან განცალკევებით არიან, თუმცა კვლავ აგრძელებენ ურთიერთბას საკუთარ შვილებთან და ცდილობენ, რომ დროის დიდი ნაწილი სწორედ მათთან გაატარონ. ამრიგად, აღნიშნული ლოგო გამოხატავს ამ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას, სადაც ნათლად და პირდაპირ გამოხატულია მამისა და შვილის ურთიერთობა.
ლოგო №2
ინდური რესტორანი სახელწოდებით - thoppai, რაც ქართულად ღიპუცას ნიშნავს სავარაუდოდ არ შემცდარა არჩევანში. მის ლოგოზე გამოსახული ღიპუცა დადებითად მოქმედებს, თბილ ფერებშია შესრულებული და ამავდროულად ღიმილს მგვრის სახეზე.
ლოგო №3 და №4
ამ ლოგოების დიზაინერს თავდაპირველადვე უხეში იდეა მოსვლია აზრად, ვინაიდან ამას მოითხოვდა თავად პროექტი სახელწოდებით Head crate (head - თავი, crate - გისოსებიანი უჯრა). მან გამოიყენა ადამიანის პროფილი და შემდგომ დაამატა სხვადასხვა ვარიაცია…
ავტორი: Maka Asatiani
მესამე თაობის დინასტიის წარმომადგენელი - სილვია ვენტურინი ფენდი სულ ოთხი წლის იყო, როდესაც მემკვიდრეობით „Fendi-ის” მოდის სახლი გადაეცა. მაშინ, 1965 წელს გვერდში კარლ ლაგერფილდი ედგა და მთელს თავის ფანტაზიას „ფენდის” მარკის ტანისამოსში აბანდებდა. ორმოცი წლის შემდგომ ბრენდი ფრანგულ „LVMH” ჯგუფს ეკუთვნის. ამის მიუხედავად, სილვია ამტკიცებს, რომ კომპანიაში არაფერი შეცვლილა.
სხვა იტალიური მარკებისგან განსხვავეიბით „ფენდი” არა მილანში, არამედ რომში დაფუძნდა. კომპანიის ისტორია 1925 წელს დაიწყო. დებმა ეოდორა და ადელ ფენდიმ რომში „Fendi-ის” პირველი ბუტიკი გახსნეს. ჩანთები და პალტოები მათ ძირითად პროდუქციას წარმოადგენდა. ოჯახის დახმარებით ბიზნესი სწრაფად განვითარებადი გახდა. და ასე მემკვიდრეობით, დედიდან ქალიშვილზე გადადიოდა.
კომპანიის სიმბოლო – ორი გადატრიალებული „F” მხოლოდ სამოციან წლებში გაჩნდა. გერმანელმა კარლ ლაგერფილდმა მას თავისი შტიხები დაუტოვა და მსოფლიოში პოპულარულ ბრენდად აქცია. დიზაინერმა ტანისსამოს ბეწვი და ტყავის ელემენტები დაუმატა. „Fendi-ის” აქსესუარები კი გარდერობის განუყოფელი და აუცილებელი ატრიბუტიც გახდა.
ავტორი: Maka Asatiani
ემანუელ უნგარო – ეს ის მოდელიორია, რომლის ცხოვრების და შემოქმედების საკვანძო სიტყვა – დამოუკიდებლობაა. მას არა აქვს ჩარჩოები არც შემოქმდებაში და არც თაყვანისმცემლებთან ურთიერთობაში.
„ჩემი ტანსაცმელი ქალს თავისუფლებას აგრძნობინებს. მისი ტარება მას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეუძლია” – განაცხადა ერთხელ უნგარომ.
დიზაინერი ბავშვობაში კონსტრუქტორებსა და ჯარისკაცებს დედის საკერავ მანქანას ამჯობინებდა. შემდგომში უკვე მოზარდი ემანუელი კარიერის გასაკეთებლად პროვინციიდან საფრანგეთში გაემგზავრა და პატარა ოტელიეში მკერავად მუშაობდა.
დიზაინერმა საკუთარი კომპანია 1965 წელს გახსნა. იგი პირველივე კოლექციიდან შეამჩნიეს. დიზაინერმა ახალი სახლიც კი შეიძინა, რომელიც დღესდღეობით ემანუელ უნგაროს კომპანიის შტაბ ბინად არის ქცეული.
შემოქმედებით ფანტაზიას ემანუელი არასოდეს უჩიოდა. მას ყოველმხრივ გასაქანს აძლევდა, და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ის პასუხისმგებელი მხოლოდ…ავტორი: Maka Asatiani
ფეშენებელური საცხოვრებლები, იახტები, კუნძულები და რესტორნები მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი და მდიდარი დიზაინერებისათვის აღარ კმარა. ახლა საკუთარი სასტუმროს ფლობა მათთვის უკვე აუცილებლობაცაა. სწორედ ასე მოიქცა მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ტირანი - ჯორჯო არმანი. დიზაინერმა მშენებლობაში მილიონები დააბანდა. შედეგად კი დუბაიში მდებარე სასტუმრო - Armani Hotel Dubai-ს მფლობელი გახდა.
Armani Hotel Dubai ჯერ ახალბედაა, თუმცა სასტუმროში გაჩერებულ სტუმრებს ცხოვრების დღესასწაულად გადაქცევას ჰპირდება. სასტუმროს ტერიტორიაზე 8 რესტორანი ფუნქციონირებს, სადაც მსოფლიოში საუკეთესო მზარეულები იტალიურ, იაპონურ, ინდურ და ფრანგული კერძებს ამზადებენ. 160 სართულიანი ცათამბჯენი Burj Khalifa 37 სართულს სასტუმროს უთმობს.
Armani Hotel Dubai მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს სტუმრებს…
ავტორი: Maka Asatiani
ვის არ შეხვედრია უცნობი ადამიანი, რომელიც კარზე გვიკაკუნებს, ე.წ. „ჭეშმარიტებაზე“ გვესაუბრება და მერე ფერებში ილუსტრირებულ წიგნებს გვირიგებს? პირადად მე „ასეთებს“ ბევრჯერ შევხვედრილვარ, თუმცა „ჭეშმარიტების“ მოსმენის სურვილი არასოდეს გამჩენია. აი, დევიდ მაკონელმა კი უკვე 28 წლის ასაკში კარგად იცოდა, როგორ გაესაღებინა წიგნები არა „ჭეშმარიტებაზე“ საუბრით, არამედ კოსმეტკური პროდუქციის მეშვეობით. იმ უცნობი ადამიანებისა არ იყოს, ისიც კარდაკარ დადიოდა და ვინაიდან ეს ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინანდელი ამბავია, სახლში ძირითადად დიასახლისები ხვდებოდნენ. კლიენტების ყურადღებას კოსმეტიკური პროდუქციის მეშვეობით იპყრობდა, შემდგომში კი წიგნებს მათზევე ასაღებდა. ფაქტია, რომ თავის მოვლის საშუალებებზე ქალბატონები თითქმის არასოდეს ამბობენ უარს. აი წიგნები ხანდახან ნაკლებად აინტერესებთ. ამრიგად, დევიდმა აღმოაჩინა, რომ კარდაკარ დიასახლისებზე პარფიუმერიის გაყიდვები შესაძლებელია კიდევ უფრო მომგებინი ყოფილიყო. სწორედ აქედან წამოვიდა პარფიუმერული კომპანიის დაარსების იდეა. ასე, გაჩნდა California Perfume Company (CPC), რომელსაც მოგვიანებით „Avon“ უწოდეს.
თავდაპირველად, კომპანია სუნამოს, პუდრს, პომადებსა და სხვა თავის მოვლის საშუალებებს აწარმოებდა. ხოლო 1946 წელს საჯაროობის მოპოვების პარალელურად პროდუქციის გაფართოება დაიწყო. შედეგად პირველმა მილიარდებმა 1979 წელს იწყო შემოდინება.
დღეისათვის, კოსმეტიკური კომპანია „Avon“ მსოფლიოს 135 ქვეყანაში მოქმედებს. მისი ყოველწლიური გაყიდვები დაახლოებით 9 - 10 მილიარდ დოლარს შეადგენს…
ავტორი: Maka Asatiani
მოდის ინდუსტრიის კარი ყოველწლიურად ათასობით მოდელისთვის იღება. გარკვეული მიზეზების ან უბრალოდ წარუმატებლობის გამო, ზოგიერთი მათგანი ამ საქმიანობას თავს მალევე ანებებს. მოდელებს შორის ისეთებიც მოიპოვებიან, რომელთა გამოსტუმრებას მოდის ინდუსტრია სულაც არ ფიქრობს. ამის ნათელი მაგალითი ინგლისელი სუპერმოდელი ქეით მოსია. სამოდელო კარიერის განმავლობაში, ის 300-მდე ჟურნალის ყდაზე გამოჩნდა. 36 წლის ასაკში ქეით მოსი კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოდელია, მისი შემოსავალი კი წელიწადში 9 მილიონ დოლარს აღწევს. თუმცა, წარმატებული სუპერმოდელისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ქეით მოსის დიზაინით შეკერილი ტანსაცმლის კოლექცია ექსკლუზიურად„ტოპშოპის“ მაღაზიათა ქსელისათვის 2007 წელს შეიქმნა. „ტოპშოპის“ მაღაზიათა ქსელთან გაურკვევლობის გამო, ქეით მოსის პროდუქციის გაყიდვები შეჩერებული იყო და ახლა 2010 წელს კვლავ განახლდა. ამჯერად, ქეით მოსის იმიჯზე პიტერ სევილი და მბეჭდავი - პოლ ბერნსი ერთობლივად ზრუნავდნენ.
„ქეითი გარკვეულწილად ხატია, ახალგაზრდა ქალები ცდილობენ დაემსგავსონ მას. ის მისაღებია და ამავდროულად საშიშიც. ახალგაზრდა ქალებისთვის შესაძლებლობებთან ასოცირდება - არ არის წარმოუდგენლად ლამაზი და მომხიბვლელი, არც განსაკუთრებული მანერებით გამოირჩევა. ქეითი, სწორედ ამ მახასიათებლებმა გახადეს მისაბაძი. მან არ უარყო საკუთარი ფესვები და არ გადასახლებულა სხვა ქვეყანაში. ამან ქეითს თაობების სიყვარული მოუტანა. ის ბრენდია, ხოლო ეს შემდგომი ეტაპი მისთვის გარდაუვალი პროდუქტის რეალიზაციაა“- განმარტავს სევილი.
სუპერმოდელის თანამშრომლობა „ტოპშოპთან“ დასაბუთებულია, მაგრამ მისი ბრენდის ძალა და ცნობადობა აქ არ სრულდება, გამომდინარე იქიდან, რომ ქეით მოსის პროდუქციის იდენტურობის საჭირობის საკითხი მისმა სამოდელო სააგენტომ „სტორმმა“ წამოჭრა. ასე დაიწყო…
ავტორი: Maka Asatiani
კომერციული ტელეფონი ფოტოკამერით პირველად „SHARP-მა”გამოუშვა. გამოგონების თვალსაზრისით, კომპანია არაერთხელ ყოფილა ინოვატორი. თუმცა, მსოფლიო აღიარებამდე დიდი გზა განვლო. ელექტონიკის მწარმოებელი იაპონური კომპანიის დაარსების ისტორია 1912 წლის 15 სექტემბერს უკავშირდება. ვინაიდან ყველაფერი სწორედ მაშინ, ტოკუჯი ჰაიაკავას მიერ დაარსებული მეტალის საამქროდან დაიწყო. საქმეები კარგად მიდიოდა. ნიკელის კორპუსში მოთავსებული მექანიკური ფანქარი ერთ-ერთი პირველი დაპატენტებული გამოგონება იყო. ფანქარი გათლას არ საჭიროებდა, ამიტომაც ბაზარზე მისი პოზიციონირება ასეთი იყო - „მუდამ ბასრი“ (ინგ. ever-sharp pencil). კორპორაციის დღევანდელი სახელწოდება სწორედ აქედან წარმოიშვა.
წარმატებულ ბიზნესში ყოველთვის არიან ისინი, ვინც საქმის სასიკეთოდ ძალისხმევას არ იშურებენ. ასევე, არსებობენ კონკურენტები, რომლებიც შურით აღსავსენი მუდმივ პაექრობაში არიან. შედეგად, გარკვეული ან გაურკვეველი მიზეზების გამო ტოკუჯის საამქრო 1923 წელს დაიწვა. სჩანს, ვიღაცას არ აწყობდა მექანიკური ფანქრების კონკურენტობა ან ხომ შეიძლება დაღლილმა მუშამ ჩაუქრობელი სიგარეტის ნამწვავი უბრალოდ, შემთხვევით უადგილო ადგილას გადააგდო. ვინაიდან ძველი საამქროს აღდგენა შეუძლებელი და ძვირი იყო, ახალი, მაგრამ უკვე ქარხანა ქალაქ ოსაკაში აშენდა. ქარხანა უფრო მეტ შესაძლებლობეს იძლეოდა. ამიტომ ტოკუჯი ჰაიაკავა მუდმივად სიახლეზე ფიქრობდა. ერთხელ, მზიან ამინდში მოსეირნეს მაღაზიის დახლზე რადიომიმღები დაუნახავს და სწორედ მაშინ გადაუწყვიტავს რადიომიმღებების წარმოებასთან საკუთარი ბედის დაკავშირება. მოგვიანებით, 1951 წელს, „SHARP-მა” პირველი ტელევიზორის პროტოტიპი მსოფლიოს წარუდგინა. ამ მოდელის მარკა კი ასეთი იყო - SHARP TV3-14T. 1961 წელს, მსოფლიოში პირველი მიკროტალღოვანი ღუმელი გამოუშვა. ხოლო, მსოფლიოში პირველი თხევადკრისტალური დისპლეის მქონე კალკულატორი, რომელსაც ახლა სკოლებშიც კი ხმარობენ 1973 წლისთვის გაჩნდა. ასე, რომ კომპანიას თავისი არსებობის მანძილზე რა არ უწარმოებია. ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც დიასახლისის ფუნქციებს ითავსებს, ვიდეო პროექტორები, ტელევიზორები, ელექტროღუმლები, სალაროები, მეხსიერების ჩიპები,ტელეფონები,მსოფლიოში პირველი ორკარიანი მაცივრები და ა.შ.

ავტორი - Maka Asatiani
„Bata“ ოჯახის მფლობელობაში არსებული, ფექსაცმლის დიდი კომპანიაა. მისი სათაო ოფისი შვეიცარიაში მდებარეობს, ბიზნესი კი მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე აქვს გაშლილი. თავისი არსებობის მანძილზე კომპანიამ უკვე 15 მილიარდი წყვილი ფეხსაცმელი გაყიდა.
კომპანიის ისტორია დღევანდელ ჩეხეთის რესუბლიკაში ჯერ კიდევ 1894 წელს დაიწყო. მისი დამფუძნებელი თომას ბატა იყო. იდეის განხორციელბა მაშინ დაიწყო, როდესაც სამხედრო ფეხსაცმელზე პირველი შეკვეთა პირველი მსოფლიო ომის დროს მიიღო. თომას ბატას მიზნად ჰქონდა დასახული - შეექმნა მაღალხარისხიანი ფეხსაცმელი დაბალ ფასებში. ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ „Bata-ს“ საქონელი იოლად ხელმისაწვდომი და მეტად გაყიდვადი გამხდარიყო.
თომას ბატა 1932 წელს გარდაიცვა, ხოლო კომპანია საკუთარ ძმას ჟან ანტოანინ ბატას დაუტოვა. მისი ხელმძღვანელობით საქმიანობა ძალიან წარმატებული და შორსმჭვრეტელი გახდა. საბოლოო შედეგამდე დიდი გზა განვლო. თუმცა, 60 მილიონ ფეხსაცმლის წყვილს უკვე 1939 წელს 63 ქვეყანაში ჰყიდნენ.
მეორე მსოფლიო ომმა დიდი ზიანი მიაყენა ბატას ოჯახს. შედეგად, ამან მათი ამერიკაში გადასვლა საცხზოვრებლად განაპირობა. დაძაბულმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ ბიზნესი არაერთხელ გააცამტვერა. თავად ჟან ანტოანინს კი მუდმივად ციხით ემუქრებდნენ.
სირთულეებმა განვლო. კომპანია ჩვეულ საქმიანოაბას დაუბრუნდა. უამრავი პროდუქცია გამოუშვა და ბიზნესი მსოფლიოს გარშემო გააჩაღა. მართალია, თომას ბატას მიზანიფექსაცმელი ყველასათვის იოლად ხელმისაწვდომი გაეხადა ვერ ახდა, თუმცა ამას გაყიდვებზე არასოდეს უმოქმედია.

საკუთარი დიზაინის კომპიუტერი „ტურბო” კომპანიამ 1985 წელს გამოუშვა, თუმცა პროცესორი არანაკლებ ცნობილ კომპანიას „ინტელს” ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა „DELL-ის” კაპიტალი 73 მილიონი დოლარით გაიზარდა. ინტერნეტის მეშვეობით „DELL-ის” პროდუქციის შეძენა 1996 წელს გახდა შესაძლებელი. ამერიკაში პერსონალური კომპიუტერების გაყიდვებით კომპანიამ 1999 წელს „HP-ის” გაუსწრო. 2000 წლისთვის კი მისმა შემოსავალმა 25 მილიარდი დოლარი შეადგინა.
კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია თითქმის არ შეცვლილა. პროდუქციის გაყიდვები დღითიდეღე მატულბდა, თუმცა უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში „DELL-მა” დათმო საკუთარი პოზიციები. ეს შემოსავალზე და თანამშრომელთა რაოდენობაზეც აისახა. 2009 წელს კომპანიაში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობამ 76, 500 ადამიანი შეადგინა. წლიურმა შემოსავლმა კი 61.101 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს მიაღწია. „DELL” ინფორმაციული ტექნოლოგიების მულტინაციონალური კორპორაციაა, რომელიც ქმნის, ავითარებს და ყიდის კომპიუტერულ პროდუქციასა და სერვისს.
ამერიკულმა ჟურნალმა „ბიზნეს ვიქმა” „DELL” მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების 2009 წლის ასეულში ოცდამეთხუტმეტე ადგილზე დააფიქსირა. ხოლო ბრენდის ღირებულება 10,291 მილიონ ა.შ.შ. დოლარად არის შეფასებული.



















