ავტორი: Maka Asatiani
კომერციული ტელეფონი ფოტოკამერით პირველად „SHARP-მა”გამოუშვა. გამოგონების თვალსაზრისით, კომპანია არაერთხელ ყოფილა ინოვატორი. თუმცა, მსოფლიო აღიარებამდე დიდი გზა განვლო. ელექტონიკის მწარმოებელი იაპონური კომპანიის დაარსების ისტორია 1912 წლის 15 სექტემბერს უკავშირდება. ვინაიდან ყველაფერი სწორედ მაშინ, ტოკუჯი ჰაიაკავას მიერ დაარსებული მეტალის საამქროდან დაიწყო. საქმეები კარგად მიდიოდა. ნიკელის კორპუსში მოთავსებული მექანიკური ფანქარი ერთ-ერთი პირველი დაპატენტებული გამოგონება იყო. ფანქარი გათლას არ საჭიროებდა, ამიტომაც ბაზარზე მისი პოზიციონირება ასეთი იყო - „მუდამ ბასრი“ (ინგ. ever-sharp pencil). კორპორაციის დღევანდელი სახელწოდება სწორედ აქედან წარმოიშვა.
წარმატებულ ბიზნესში ყოველთვის არიან ისინი, ვინც საქმის სასიკეთოდ ძალისხმევას არ იშურებენ. ასევე, არსებობენ კონკურენტები, რომლებიც შურით აღსავსენი მუდმივ პაექრობაში არიან. შედეგად, გარკვეული ან გაურკვეველი მიზეზების გამო ტოკუჯის საამქრო 1923 წელს დაიწვა. სჩანს, ვიღაცას არ აწყობდა მექანიკური ფანქრების კონკურენტობა ან ხომ შეიძლება დაღლილმა მუშამ ჩაუქრობელი სიგარეტის ნამწვავი უბრალოდ, შემთხვევით უადგილო ადგილას გადააგდო. ვინაიდან ძველი საამქროს აღდგენა შეუძლებელი და ძვირი იყო, ახალი, მაგრამ უკვე ქარხანა ქალაქ ოსაკაში აშენდა. ქარხანა უფრო მეტ შესაძლებლობეს იძლეოდა. ამიტომ ტოკუჯი ჰაიაკავა მუდმივად სიახლეზე ფიქრობდა. ერთხელ, მზიან ამინდში მოსეირნეს მაღაზიის დახლზე რადიომიმღები დაუნახავს და სწორედ მაშინ გადაუწყვიტავს რადიომიმღებების წარმოებასთან საკუთარი ბედის დაკავშირება. მოგვიანებით, 1951 წელს, „SHARP-მა” პირველი ტელევიზორის პროტოტიპი მსოფლიოს წარუდგინა. ამ მოდელის მარკა კი ასეთი იყო - SHARP TV3-14T. 1961 წელს, მსოფლიოში პირველი მიკროტალღოვანი ღუმელი გამოუშვა. ხოლო, მსოფლიოში პირველი თხევადკრისტალური დისპლეის მქონე კალკულატორი, რომელსაც ახლა სკოლებშიც კი ხმარობენ 1973 წლისთვის გაჩნდა. ასე, რომ კომპანიას თავისი არსებობის მანძილზე რა არ უწარმოებია. ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც დიასახლისის ფუნქციებს ითავსებს, ვიდეო პროექტორები, ტელევიზორები, ელექტროღუმლები, სალაროები, მეხსიერების ჩიპები,ტელეფონები,მსოფლიოში პირველი ორკარიანი მაცივრები და ა.შ.
იხილე გაგრძელება>>>blog.brand.ge