ქეით მოსის ბრენდის იდენტურობა
Posted 2:02 PM by Nina in თემები ბრენდის სამზარეულო, მოდა, ქალი, შოუ ბიზნესიავტორი: Maka Asatiani
მოდის ინდუსტრიის კარი ყოველწლიურად ათასობით მოდელისთვის იღება. გარკვეული მიზეზების ან უბრალოდ წარუმატებლობის გამო, ზოგიერთი მათგანი ამ საქმიანობას თავს მალევე ანებებს. მოდელებს შორის ისეთებიც მოიპოვებიან, რომელთა გამოსტუმრებას მოდის ინდუსტრია სულაც არ ფიქრობს. ამის ნათელი მაგალითი ინგლისელი სუპერმოდელი ქეით მოსია. სამოდელო კარიერის განმავლობაში, ის 300-მდე ჟურნალის ყდაზე გამოჩნდა. 36 წლის ასაკში ქეით მოსი კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოდელია, მისი შემოსავალი კი წელიწადში 9 მილიონ დოლარს აღწევს. თუმცა, წარმატებული სუპერმოდელისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ქეით მოსის დიზაინით შეკერილი ტანსაცმლის კოლექცია ექსკლუზიურად„ტოპშოპის“ მაღაზიათა ქსელისათვის 2007 წელს შეიქმნა. „ტოპშოპის“ მაღაზიათა ქსელთან გაურკვევლობის გამო, ქეით მოსის პროდუქციის გაყიდვები შეჩერებული იყო და ახლა 2010 წელს კვლავ განახლდა. ამჯერად, ქეით მოსის იმიჯზე პიტერ სევილი და მბეჭდავი - პოლ ბერნსი ერთობლივად ზრუნავდნენ.
„ქეითი გარკვეულწილად ხატია, ახალგაზრდა ქალები ცდილობენ დაემსგავსონ მას. ის მისაღებია და ამავდროულად საშიშიც. ახალგაზრდა ქალებისთვის შესაძლებლობებთან ასოცირდება - არ არის წარმოუდგენლად ლამაზი და მომხიბვლელი, არც განსაკუთრებული მანერებით გამოირჩევა. ქეითი, სწორედ ამ მახასიათებლებმა გახადეს მისაბაძი. მან არ უარყო საკუთარი ფესვები და არ გადასახლებულა სხვა ქვეყანაში. ამან ქეითს თაობების სიყვარული მოუტანა. ის ბრენდია, ხოლო ეს შემდგომი ეტაპი მისთვის გარდაუვალი პროდუქტის რეალიზაციაა“- განმარტავს სევილი.
სუპერმოდელის თანამშრომლობა „ტოპშოპთან“ დასაბუთებულია, მაგრამ მისი ბრენდის ძალა და ცნობადობა აქ არ სრულდება, გამომდინარე იქიდან, რომ ქეით მოსის პროდუქციის იდენტურობის საჭირობის საკითხი მისმა სამოდელო სააგენტომ „სტორმმა“ წამოჭრა. ასე დაიწყო…
იხილე გაგრძელება>>>blog.brand.ge

