ალან მიკლის “სათვალელენდია”
Posted 3:28 PM by Nina in თემები ბიზნესი, ბრენდის სამზარეულო, ეს საინტერესოა, მოდაავტორი: Maka Asatiani
ცხოვრებას ნუ უწოდებ ბინძურს მხოლოდ იმიტომ, რომ სათვალის გაწმენდა დაგვიწყებია - ასეთი შეცდომა ერთ მაღალ, გამხმარ და ჩაკეტილ ადამიანს არასოდეს დაუშვია. მეტიც, სათვალეების სიყვარულით შეპყრობილს საკუთარი სამყარო - „სათვალელანდია“ შეუქმნია. აქ ყველაფერს თვალები აქვს. ფერთა პალიტრა მრავალფეროვანია. ჩარჩოები ნაირფერია და არც ფორმებს უჩივიან. „სათვალელანდიაში“ ოპტიკური შუშების გაწმენდა არავის ავიწყდება. აქ ერთხელ მოხვედრილს მალე მუდმივი სტუმრის სტატუსი გენიჭებათ იმიტომ, რომ შეუძლებელია არ მოგეწონოს ალან მიკლის სათვალის თუნდაც ერთი მოდელი.
სომხური ფესვების მქონე, ლიბანიდან საფრანგეთში ემიგრირებული ალან მიკლიტარიანი 1955 წელს დაიბადა. 18 წლის ასაკში მხედველობა გაუუარესდა. შედეგად, სათვალის ყიდვა მოუწია, რომელიც უხარისხო აღმოჩნდა. თუმცა, რომ არა ეს შემთხვევა ის შესაძლოა დღემდე ჩრდილში ყოფილიყო, ჩვენ კი არასოდეს გაგვეგო მიკლის „სათვალელანდიის“ შესახებ. ვინაიდან სწორედ ამ ინციდენტმა მისცა ბიძგი მის შემოქმედებას და ასე გაჩნდა პირველი სათვალის შექმნის იდეა.
ახალგაზრდა ალანი ოფთალმოლოგიას ეუფლებოდა, პარალელურად კი ხატვას სწავლობდა. სტუდენტობის პერიოდს უნაყოფოდ არ ჩაუვლია. მან დიზაინი მალევე დახვეწა და უკვე 1978 წელს ბრენდი - „ალან მიკლი”ჩამოაყალიბა. რატომ ალან მიკლი და არა მიკლიტარიანი? იმიტომ, რომ ასე ვინმე მეგობრის დედას უწინასწარმეტყველებია. საქმე საქმეზე რომ მიდგა არც ალანს უფიქრია ბევრი. მან იცოდა, რომ მასე უფრო ადვილად დასამახსოვრებადი და პოპულარული იქნებოდა…
იხილეთ გაგრძელება>>> blog.brand.ge