ძირითადი თემა ისევ სექსია – თუმცა სხვისი…

Posted 5:00 PM by anano in თემები , , ,

 

 

ავტორი – ჩორვენი¹³

Bookmark and Share

ჩემს ბლოგზე ძალიან ხშირად ხვდებიან სექსუალური სერჩ თერმების დახმარებით, არ ვიცი იმიტომ… ალბათ იმიტომ ძალიან ღიად ვწერ (მიკიბვ-მოკიბვის გარეშე) და ხშირად მაქვს გამოყენებული სექსის თემა და მასთან დაკავშირებული სიტყვები , მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ვიღაცეები შემოდიან და ცდილობენ მოიძიონ საჭირო ინფორმაცია..

გვინდა ჩვენ თუ არა სექსი ის თემაა რომლის გარშემოც ყველა ნებით თუ უნებლიეთ ვტრიალებთ, ღიად თუ მალვით ვცდილობთ რაღაც გავიგოთ, მივიღოთ თუ გავცეთ…

როგორც არ უნდა უარვყოთ ეს ყველას უნდა, ყველას აინტერესებს და ყველას აქვს რაღაც მისი ძალიან გაუხმაურებელი და დამალული ამასთან დაკავშირებით…

ყველა ხშირი საძიებო სიტყვათა კავშირია ”გეი სამყარო” ჩემს სერჩებში.

ნუ რა შემიძლია ამაზე გითხრათ, რეალურად ბევრი არაფერი თუმცა ცოტაოდენს მაინც დავწერ…

Peace_by_dalmatianluver

რიგი მიზეზების გამო (ეს არის ქრთული გაგება, მეობა, ზნეობა, მენტალიტეტი თუ ტრადიციები) სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანები თავისთვის ჩუმად არიან, მალვით ცდილობენ ურთიერთობას და პარტნიორის მოძიებას….

რატომ? იმიტომ რომ საზოგადოება გმობს!

იმიტომ რომ დიდი შანსია მას პრობლემები შეექმნას სამსახურში, მის გარშემო არსებულ საზოგადოებაში - არადა რა დააშავა? რატომ უნდა დამალოს ის რომ რაღაც კონკრეტულს ანიჭებს უპირატესობას? მხოლოდ იმიტომ რომ მე ან ვიღაც სხვას ეს არ მოგვწონს? და ჯანდაბამდეც გვქონია გზა…

Not_Fair__by_S__o__r___aხოდა რა მინდოდა მეთქვა ამ გადახვევის მაგივრად… მაშასადამე გეი სამყარო არსებობს მაგრამ ის ძალიან თავისთვისაა, ძალიან მიჩუმათებულია… მათ აქვთ თავისი community (იმედია არ ვცდებიძალიან) , ურთიერთობენ ერთმანეთთან და თუ ვიაღაცამ ეს არ იცის მაშინ ორი ვარიანტია – ან არცაა საჭირო, ან მოვა დრო და გაიგებს…

ბევრ გეის ვიცნობთქო რომ ვთქვა მოვიტყუები, თუმცა კი ვიცნობ და ისიც ვიცი რომ ისინი დიდად არ აფიშირებენ ამას, არც რეალურ ცხოვრებაში არც ინტერნეტში – არსად…

ისინი უბრალოდ არიან, ცხოვრობენ თავისთვის და ცდილობენ ინტიმური ცხოვრებაც ჩუმად და მშვიდად ჰქონდეთ, თავის ტკივილის გარეშე…

რატომ უნდა შეექმნას ადამიანს პრობლემა იმის გამო რომ მას ვიღაცასთან უნდა? აი მითხარით?

საქართველოში დიდის ამბით აპროტესტებენ არატრადიციულ (როგორც უკვე ვთქვი ნეტა ვინ განსაზღვრა ნეტა ეს ტრადიციულ არადტრადიციულობა) სექსუალურ ორინეტაციას, არა უფრო სწორია გმობენ და გმობენ მართმადიდებლობის და რელგიის ეგიდით …

არადა მათ რელიგიაშია არაა მოწოდება – არ განიკითხოო?? შენთვის იცხოვრე წმინდად და სათნოდ და სხვა შენი საქმე არაა, მას მერე მოევლება განკითხვის დღეს თუ სამოთხე ჯოჯოხეთის გზაგასაყარზეო??

მაშინ აბა ვინ ეკითხება ყველა ამ მატრაკვეცას რომ ყოფენ ცხვირს ყველგან და წიკვინებენ იმაზე რომ აი ის გეია, ეს ლესბოსელი, ის მესამე ვიღაც ტრანსექსუალი??

mcol_rainbow1

ჰოდა მაშ რა მინდოდა მეთქვა - დაე ამოწყდნენ ერთ დღეს (დიახ ასე გავბოროტდი რომ სულ არ მენანებიან) ყველა ვინც საკუთარი ტრაკის მოვლის მაგივრად სხვის ტრაკებს დასდევს და უთვლის კაი დენის მრიცხველივით ვისთან სად როდის და რა ჰქონდა და თანაც ამას რელიგიის მოწოდებებს ამოფარებული აკეთებს!!

წყარო>>>busuna.ge 



0 comment(s) to... “ძირითადი თემა ისევ სექსია – თუმცა სხვისი…”