მეტი ძილი, ნაკლები სტრესი

Posted 4:00 PM by anano in თემები , , ,

 

ავტორი – Callianira

Bookmark and Share

დილით ადრიანად ადგომა ბევრი ჩვენგანისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. 5 წუთიც, – ვამბობთ და უკვე მერამდენედ ვწევთ მაღვძარას 5, 10, 15 წუთით… სანამ ისევ სინდისი არ შეგვაწუხებს და ფუმფულა ბალიშს უხალისოდ გამოვეთხოვებით. რა კარგი იქნებოდა შუადღემდე ძილი, აუჩქარებლად მომზადება, “საუზმობა”, მაგრამ საქმეები არ ითმენს! და მაინც, როგორ გავიღვიძოთ დროულად?

wake up!

1. სრულფასოვანი ძილი. იმისათვის, რომ დილით გაღვიძება არ გაგვიჭირდეს, ორგანიზმმა უნდა მიიღოს ძილის აუცილებელი მინიმუმი, 7–8 საათი. მაგრამ რამდენი საქმეა საღამოს გასაკეთებელი… მეგობრები, ოჯახის წევრები, ყველა ყურადღებას ითხოვს ჩვენგან, რომლის მათთვის დათმობაც მხოლოდ დღის მეორე ნახევარში შეგვიძლია. მიზეზი კიდევ ბევრი მოიძებნება, მაგრამ ჩვენი ორგანიზმისთვის ჯანსაღი ძილი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვახშამი მეგობრებთან, საინტერესო სტატია, ან რომელი სატელევიზიო შოუ. მაგრამ გახსოვდეთ, დიდ ხანს ძილიც არ არის სასარგებლო, ასე უფრო გაგიჭირდებათ გამოფხიზლება და ორგანიზმიც უფრო და უფრო გაზარმაცდება.

2. კომფორტი და სიმშვიდე. კომფორტული საწოლი მშვიდი ძილის კიდევ ერთი განუყოფელი ფაქტორია. მოაწყვეთ თქვენი საწოლი ოთახი მშვიდ, ნათელ ფერებში, შეარჩიეთ საწოლი იმდენად რბილი ან მკვრივი, როგორიც თქვენთვის იქნება მისაღები, მაღვიძარაზე დააყენეთ სასიამოვნო მუსიკა და მოათავსეთ ისეთ ადგილზე, რომ მის გამოსართავად წამოდგომა დაგჭირდეთ, დაძინებამდე ცოტა ხნით გაანიავეთ ოთახი და ტემპერატურა დაარეგულირეთ 18-20 გრადუსამდე. სანამ დაწვებით, ფარდები გადაწიეთ, დაე, მზის პირველმა სხივებმა სწორედ თქვენ გაუწყონ ახალი დღის დადგომა.

3. წესრიგი და პასუხიმგებლობა. ადექით მაღვიძარის დარეკვისთანავე. არავითარი 5 წუთი! ასე უფრო გაგიჭირდებათ გამოფხიზლება და შედეგად მხოლოდ თავის ტკივილს მიიღებთ. მიიღეთ სითხე! არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ჩაი, ყავა, თუ ჭიქა ხილის წვენი. ეს თქვენ შეგმატებთ მხენეობას და ენერგიას მთელი დღის განმავლობაში.

და ბოლოს, ეცადეთ ყველა პრობლემა მოაგვაროთ დღის განმავლობაში, რათა ღამით ზედმეტი საფიქრალი აღარ დაიტოვოთ და იძინოთ მშვიდად. რაც მთავარია, ორგანიზმი შეაჩვიეთ გარკვეულ გრაფიკს და ფეხი აუწყვეთ სამყაროს რიტმს.

წყარო>>>callianira.wordpress.com



0 comment(s) to... “მეტი ძილი, ნაკლები სტრესი”