ინტერვიუ სერგი გვარჯალაძესთან

Posted 1:00 PM by Nina in თემები , , , , , ,

DSC00609-244x400

ავტორი: ნასტასია არაბული

სერგისთან ინტერვიუს გაკეთებას თითქმის იმდენივე ხანია, რაც ვგეგმავ, რაც მუზამე არსებობს. იმიტომ, რომ  ჩემი აზრით, მუსიკაზე სასაუბროდ ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური ადამიანია. ამას დაემატამუსიკალური ჟურნალების დღე და ელექტრონავტების დაჯილდოების ცერემონიალი და მივხვდი, რომ  გეგმების შედგენის მაგივრად, კითხვები უნდა მომეფიქრებინა და სერგისთვის მიმემართა. ვფიქრობ, ინტერვიუ, თქვენთვისაც  საინტერესო აღმოჩნდება.

როგორი იყო ოზონზე მუშაობის პროცესი? რის მიხედვით ირჩეოდა რუბრიკები, სტატიები, თემატიკა?
“ოზონის” იყო ჟურნალი, რომელსაც ალბათ ყველა მელომანი კითხულობდა, მუზამეზე ერთმა დაგვიწერა, თვეში ერთხელ გადმომაქვს ძველი ნომრები და ვათვალიერებო.
შენი, როგორც რედაქტორის აზრით, რა იყო ის მთავარი მისია, რაც ჟურნალმა შეასრულა?

როგორც ყველა ჩვეულებრივ ჟურნალს, მისია ქონდა ის, რომ რაც შეიძლება მასშტაბურ მკითხველზე გავსულიყავით. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ იმ პერიოდისთვის არაფერი მსგავსი სახის გამოცემა არ არსებობდა. რაც შეეხება მუშაობის პრონციპს, ჩვეულებრივი სარედაქციო პრინციპით ვმუშაობდით, არაფერი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი.შეიძლება ითქვას, რომ მუშაობის პროცესი მარტივი იყო, როდესაც არ არსებობს არანაირი პრე ისტორია და კონკურენცია ბაზარზე, ბევრად უფრო მარტივია ყველაფრის გაკეთება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი თემა, რაც ეხებოდა მუსიკას და პოპ-კულტურას, ამ ჟურნალში შუქდებოდა.

“ოზონის” გამოცემა შეწყდა და შენ კომუნა გააკეთე. ფიქრობ თუ არა, რომ დღეს ბეჭდურ მედიაზე უფრო ეფექტური ინტერნეტ პორტალებია?
რაც შეეხება ბეჭდვით მედიას, მე ვფიქრობ რომ მას ჯერ კიდევ აქვს თავის პოტენციალი, მაგრამ ინტერნეტი ბევრად აადვილებს ყველაფერს, გაცილებით მარტივია მკითხველზე გასვლა, მაგრამ გაცილებით რთულია ფულის შოვნა. ბევრი ინფორმაცია უფასოდ შეგიძლია მოიპოვო, იმისათვის რომ რეკლამისთვის მოძებნო კლიენტი, გაცილებით სერიოზული არგუმენტაცია გჭირდება. კომუნა ეს შედარებით სამომავლო პროექტია, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ, გვქონდეს პლათფორმა, რომლითაც გვექნება საშუალება ჩვენს მკითხველსა და მაყურებელს ვეკონტაქტოთ იმ დროსაც, როდესაც არ ვართ ოფიციალურად წარდგენილნი ძირითადი მედია-საშუალებების მიერ.

შენ, როგორც ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი რამე გაქვს გაკეთებული ქართულ მუსიკალურ სივრცეში, როგორ შეაფასებდი დღეს არსებულ მდგომარეობას?

მე ვფიქრობ რომ განსაკუთრებული ქართულ მუსიკალურ სცენაზე არაფერი არ ხდება. ზუსტად ისევეა, როგორც ყველაფერი ქვეყანაში. ბევრი შრომა გვაკლია, რასაც ვუყურე ელექტრონავტების პერიოდში, ჯგუფებს შრომა აკლია, სცენური გამოცდილებაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დანარჩენს,როგორ უნდა განვითარდეს მუსიკალური ბიზნესი, ამაზე ბევრს მსჯელობენ, მაგრამ გამზადებული რეცეპტი არ არსებობს.
მე მაინც ვფიქრობ, რომ სცენა უნდა გაფართოვდეს. რაც შეიძლება გარეთ უნდა გავიდეს ჩვენი მუსიკალური სცენა, არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საქართველოთი. გავიდნენ თუნდაც უახლოეს უცხოეთში, იქნება ეს აზერბაიჯანი, სომხეთი თუ თურქეთი. სადაც საშუალება მიეცემათ, იქ უნდა სცადონ თავიდან.

 

ელექტრონავტების შესახებაც მინდა გკითხო. როგორ გაგიჩნდა საერთოდ იდეა, რა შეიცვალა პირველი ელექტრონავტებიდან დღემდე, არა მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიალში, ზოგადად ქართულ ინოვაციურ მუსიკალურ სამყაროში?

ელექტრონავტების იდეა გაჩნდა ფილმის გადაღების დროს…

იხილეთ გაგრძელება>>>muzame.ge



0 comment(s) to... “ინტერვიუ სერგი გვარჯალაძესთან”