Showing posts with label სერგი გვარჯალაძე. Show all posts
Showing posts with label სერგი გვარჯალაძე. Show all posts



მეგობრებო ქიშოს ეს სიმღერა ყოველთვის ძალიან მიყვარდა და შარშან დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივწერე და უარი არ მითხრა ქავერის გაკეთებაზე. როგორც იქნა ჩავწერე ეს სიმღერა, გიო ასანიშვილის, გიორგი გვარჯალაძის, თორნიკე ჯაფიაშვილი და სანდრო კვაჭაძის დახმარებით, რისთვისაც მათ უღრმესი მადლობა. მოკლედ საბოლოოდ ვერ გადავწყვიტე და ვერც მოვიცალე, რომ ეს ციკლი დამესრულებინა და ალბომის სახე მიმეცა და ძალიან გული მწყდებოდა, რომ უახლოესი მეგობრების გარდა ვერავის მოვასმენინე. ასე რომ თუ ვინმეს გინდათ ეს სიმღერა აჩუქოთ ან თვითონ გინდათ აყვეთ და ვიდეო გადაიღოთ (ტექსტი სუბტიტრების ღილაკით შეგიძლიათ ჩართოთ) არ დაიზაროთ გაავრცელეთ, გადაიღეთ, მოუბოდიშეთ ვინემს ან შეურიგდით. ხო, ვალენტინობის დღეა მაგრამ სხვა დღეებშიც მოსულა. ხოდა აზრიც მითხარით რასაკვირველია.

სერგი გვარჯალაძე







"ჩვენ ვაშენებთ სახლს" - ავტორი: სერგი გვარჯალაძე, არანჯირება: კახა კიკაბიძე, ალექსანდრე რაქვიაშვილი







ეს სიმღერა (You are wrong) მე (სახლი), კახაია კიკაბიძემ (სახლი) და დადამ, 89 ში (სავარაუდოთ) დადას სახლის სტუდიაში ჩავწერეთ. მერე კარგახანი მიკარგული იყო და აღმოჩნდა რომ ბიბი კვაჭაძემ გადაინახა ( მადლობა არქივარიუს  ). სულ ვნანობდი, რომ ვერსად გამოვაქვეყნეთ. ვფიქრობ რომ ეს ტრეკი ყველაზე კარგად წარმოადგენს კახას როგორც სონგრაითერს და დადას როგორც ბასისტს და პროდიუსერს. ეს იყო მე და კახას ბოლო ნამუშევარი ერთად, ამის მერე მე "გენეტიკურ კოდში" წავედი და კახამ "სახლის" ახალი შემადგენლობა გააკეთა. იმედი მაქვს მოგეწონებათ 

L.O.V.E
სერგი გვარჯალაძე



‘Rumors’

Rumors about my death are wrong
I am still alive and kicking
Rumors about my death are wrong
You just turn on your TV

Somebody's shooting
Somebody’s killing
But I am still in love with my A.K.M

Rumors about my death are wrong
You just turn on your TV

You wanna see me in the grave
Flowers around my body
But now I’m gonna say to you my dear
I am still alive, I am smiling

Rumors about my death are wrong
I am still alive and kicking
Rumors about my death are wrong
You just turn on your TV

Rumors around me, Rumors around me are all wrong.



ვიდეო: გოგიტა მეცხოვრიშვილი




მაშინ, როდესაც ყველას ეგონა რომ მუსიკალური ვიდეო სულ ცოტახანში მივიწყებას მიეცემოდა ინტერნეტი აჩქარდა და საშუალება მოგვცა უფრო ხარისხიანი ვიდეო მასალა გვენახეი, ამჯერად, უკვე ჩვენი კომპიუტერების მონიტორებზე. რუბრიკაში ვიდეოგრაფია, რომელიც სატელევიზიო ვერსიის სახით, პირველად გადაცემა იმედიატორში გავიდა (2013), მე შევეცდე ის კლიპები წარმომედგინა, რომლებიც პირადათ მომწონს ან რომლებმაც თვითონ სიმღერის, ვიზუალის ან შეიძლება მოულოდნელი ხერხის  გამო არაერთხელ ვნახე და თქვენც მინდა გაგიზიაროთ. 

(სულ მალე არტარეაზე ეს პროექტი გაგრძელდება)

ამ კრებულს კი შემდეგი საერთო სათაურის ქვეშ გავაერთიანებდი - დამაბნეველი ტრიუკები და გულის ამაჩუყებელი სენტიმენტები. ცოტა არ იყოს დამაბნეველი კლიპი, რომელიც  ჩრდილო ამერიკული ტრიოს On and On ის  სადებიუტო ალბომისათვის Give In იქნა გადაღებული. საქმე იმაშია რომ ამ რგოლის ვიზუალური ესთეთიკა აშკარად არ ემთხვევა სიმღერის ჟანრს. კლიპის გმირების - ორი ჰევი მეტალისტის ტრიუმფალური სვლა ქალაქის "ძუნძგლიან" გარეუბნებში აშკარად ოცდამეერთე საუკუნის ინდიპოპ ვოკოდერის ფონზე ვითარდება რაც გარკვეულ ერორს იწვევს გამოცდილი მეტალისტ - კლიპომანის გონებაში.






ასეთივე დამაბნეველი ხერხის გამოყენება გადაწყვიტა ბერლინურმა ელექტრო პოპ დუეტმა Iberia მ. მათი ინტერესი ამჯერად კიდევ ერთ სუბკულტურალურმა ქვედანაყოფმა  ანუ ჰარდქორ ტექნოს სცენამ გამოიწვია.
კლიპიდან ვსწავლობთ, იმისათვის რომ იყო ნამდვილი ჰარდქორ ფანი უნდა გეცვას ნაიკები, ბომბერის ანუ სქინჰედ ქურთუკი, თავი ან სულ გადაპარსული უნდა გქონდეს ან მინიმუმ მოკლედ შეჭრილ იროკეზს უნდა ატარებდე. თუ ყველაფერ ამასთათან ერთად კამუფლირებული სამხედრო შარვალიც გაცვია და შენი ნაშა ასეთივე აპარსულ კამუფლირებულია ეს იმას ნიშნავს რომ ცხოვრებას ტყუილა არ ჩაუვლია და შენ ნამდვილი ჰარდქორ ტიპი ხარ.






რეჟისორი Patrick Daughter თავის კლიპში ფრანგული ჯგუფიისათვის  Phoenix   კიდევ უფრო შორს წავიდა და ჯგუფის ახალი სიმღერისათვის მაღალბიუჯეტიანი პსეუდო კორეული საპნის ოპერა გადაიღო, რომელშიც ჟანრის ყველა წესის მიხედვით მთავარი გმირი კეთილი მუსიკოსია (ამ შემთხვევაში ცოტა არ იყოს ანდროგენული გარეგნობის) ხოლო მისი ოპონენტი კი თვალებ მოხატული გაიძვერაა, რომელიც მთავარ გმირს რაღაცას ერჩის მაგრამ რას კონკრეტულად სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ვიგებთ. ეჭვი მაქვს რომ კლიპის კორეულ მანერაში გადაღება გამოიწვია სიმღერაში პერიოდულად გაჟრერებულმა სამხრეთაზიურმა მუსიკალურმა ფრაზამ და შესაძლოა მოჯირითე იუტუბ ვარსკვლავის სუპერ წარმატებულობამაც. ინტერესი სამხრეთ კორეის მიმართ ხომ ბოლო პერიდში აშკარად გაასმაგდა.



ახლა კი თემა გამოვცვალოთ და ცოტა ხნით ბავშობის მოგონებებს დავუთმოთ ჩვენი გონება. დარწმუნებული ვარ ჩვენი მკითხველის გარკვეული ნაწილისათვის, განსაკუთრებით მამაკაცებისათვის ეს მუსიკალური ვიდეო რგოლი უცხო არ იქნება. ძმებო, ვიცი თქვენც გქონიათ მსგავსი ფანტაზიები სკოლის მასწავლებლის მიმართ მაგრამ არამგონია ბევრი თქვენთაგანისათვის ეს ფანტაზიები ასეთი ანიმა-ფსიქოდელიური მოგზაურობით დამთავრებულიყო. აქ შეგიძლიათ კლიპის მეიკინ ოფი და  რეჟისორ  David Wilson ინტერვიუ იხილოთ, სადაც ის მოგიყვებათ თუ როგორ მოუვიდა მას იდეა Tame Impala ს ამ სიმღერის გადაღებისათვის.  









დაბოლოს კიდევ ერთი ვიდეონაწარმოები, რომელიც ბავშობის წლების სენტიმენტს აღვივებს. რა უნდა ქნა როდესაც მთელი ბავშობა 80 იანებში ბრეიკდენსის ცეკვაში გაქვს გატარებული და ის ცეცხლი კიდევ არ ჩამქრალა, ახლა კი უკვე 40 წელს გადაცილებული ხარ, ქალაქის არც ისე პრესტიჟულ უბანში ცხოვრობ და დაცვის სამსახურში მუშაობ.
ალბათ რომელიღაც ძველ მიტოვებულ ინდუსტრიულ ნაგებობას უნდა მიაშურო და შეეცადო განმარტოვებული ცეკვით ის დაუვიწყარი წლები დაიბრუნო, ალბათ ეს არის ამ ვიდეოს პათოსი. ასე რომ  თუ 90 იანების დასაწყისი ლადო ბურდულის ფაბრიკაში გაქვთ გატარებული ის დროა კოსტავას ქუჩისაკენ აიღოთ გეზი, იქ ხომ დღესაც არაფერი შეცვლილა.
ხოლო რაც შეეხება ძმებ Lawrence ების პროექტს Disclosure, ეს სწორეთ ის ბრიტანული მუსიკაა რომელიც ახალი მუსიკის მოყვარულს არ უნდა გამოგრჩეს.


















მეგობრებო,

გასულ სატელევიზიო სეზონში ჩვენი საპროდუქციო კომპანია (კომუნიკატორი) ამზადებდა ტელე-იმედისათვის ტელეპროექტს  სახელწოდებით “იმედიატორი”, რომლის ღამის ეთერის 70 წუთიანი ფორმატი დაკომპლექტებული იყო მოკლე შემეცნებით-გასართობი ბლოკებით პოპ კულტურის, სოციუმის, მეცნიერების და ახალი ტექნოლოგიების შესახებ.
სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით ტელე იმედის მენეჯმენტის დარწმუნება იმაში, რომ გაგვეგრძელებინა “იმედიატორის” მაუწყებლობა ახალ სატელევიზიო სეზონშიც.
ჩვენ განვაგრძობდით მოლაპარაკებას სხვა პროექტებზეც, მაგრამ როგორც ჩანს ამ ეტაპზე “კომუნიკატორი” ასრულებს კოპროდუქციას არხთან.

რასაკვირველია, ჩვენ მომავალშიც ვიმუშავებთ მსგავსი სატელევიზიო ფორმის დახვეწაზე და შევეცდებით ასეთი კონცეფციის გადაცემები სხვა ტელეარხებსაც შევთავაზოთ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ქართულ სატელევიზიო სივრცეში უნდა არსებობდეს ამ ტიპის მომავალზე ორიენტირებული სოციო-კულტურული პროექტები.




ჩვენ გვამხნევებს ის ფაქტიც, რომ ტელეფესტივალ ტეფის ექსპერტთა ჯგუფმა 50 წარდგენილი ტელეგადაცემიდან 12 გადაცემა დააჯილდოვა და მათ შორის, საქართველოდან, “იმედიატორი”. ამა წლის 23 სექტემბერს, ოდესაში ჩვენ ოფიციალურად გადმოგვცეს ეს ჯილდო.

მთელი გულით ვუხდით მადლობას ტელე-იმედის თანამშრომლებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ და მუშაობდნენ გადაცემაზე და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ მოგვეცემა საშუალება ვითანამშრომლოთ მათთან ახალ საინტერესო პროექტებზე.
ასევე, უღრმესი მადლობა ყველას ვინც მიუხედავად გვიანი ღამის ეთერისა უყურებდა ჩვენს გადაცემას და აქტიურად გამოხატავდა აზრს ინტერნეტის მეშვეობით ამ პროექტის შესახებ.

პატივისცემით და სიყვარულით,

სერგი გვარჯალაძე