რამდენიმე ფობია, რომელიც ყველა ჭეშმარიტ ქართველს უნდა ჰქონდეს
Posted 2:00 PM by anano in თემები Just Another Stupid Weblog, საქართველო, ცხოვრების სტილი
ავტორი - Suigetsu Hōzuki
- ქსენოფობია – ეს ალბათ მრავალსაუკუნოვანი დაჩმორების შედეგად გამომუშავებული თავდაცვითი მექანიზმია და გვაიძულებს ყველა არაქართველის გვეშინოდეს/გვძულდეს. ჯერ მარტო ჩინელები რად ღირან, ნელ-ნელა რო მოიპარებიან და ჩვენ გადაჯიშებას ცდილობენ თავისი მაღაზიებით და უხარისხო საქონლით! მერე რა, რომ ზუსტად იგივე თორმეტლარიანი კეტები ლილოშიც ყრია ოხრად, მთავარია რომ იმათ ქართველებისგან ვყიდულობთ.
- ჰომოფობია – ყველა, ვისაც ვიწრო შარვალი აცვია, პიდარასტია! ყველა, ვისაც ნანეტს განსხვავებულ ვარცხნილობას არჩევს, პიდარასტია! ყველა, ვინც მეზობლის დისშვილის ახლობლის ნათლობაში ყანწს არ ამოწოვს, მერე არ გადმოაპირქვავებს და სლოკინით არ იტყვის ააასსს…მტრრ..დდდეააგეცცლოოთ, მერე კაცთან არ მივა, რომელსაც პირველად ხედავს, სიყვარულს არ აუხსნის და არ ჩაზასავს, პიდარასტია! პიდარასტები ღამე სადარბაზოშებში ნადირობენ და თუ დაგიჭირეს ცუდ რაღაცას გიზამენ…
- გენოფობია (სექსის შიში) – პრინციპში სექსის არ გვეშინია. ქართველ კაცებს სექსი გვიყვარს! მაგრამ მხოლოდ ცოლის მოყვანამდე და მხოლოდ ბოზებთან! ცოლს მაგას ვერ ვაკადრებთ. ცოლი წმინდაა… ჩვენთან არ შეიძლება არსებობდეს ფლეიბოი! ბავშვებს გვირყვნის! მაგრამ შეიძლება არსებობდეს გაცილებით გულახდილი “სექსტაზი” და სხვა ოცთეთრიანი შავთეთრი პორნოგაზეთები… შე კაი ადამიანო, ფლეიბოი ხარისხიან ფურცელზე მაინც იყო დაბეჭდილი და ბავშვი თვალებს არ ითხრიდა.
- პროსოფობია (პროგრესის შიში) – ეგ პროგრესორები თუ ვიღაცეები უნდა შეაგროვო და დახვრიტო ყველა ერთად!!! ბრუნავს არა ის…
- აბლუტოფობია (ბანაობის შიში) – პრინციპში ეს სავალდებულო არაა, მაგრამ სასურველია. მხოლოდ ჩვენთან არსებობს მხოლოდ კვირა საღამოს ბანაობის მოყვარულთა კლუბი. ორშაბათს სუფთები უნდა ვიყოთ!
- ერეუტოფობია (წითელი ფერის შიში) – რამდენი გაუფუჭებია პირში შემთხვევით ჩადებულ პამიდორს…
წყარო>>>samidabliu.wordpress.com
0 comment(s) to... “რამდენიმე ფობია, რომელიც ყველა ჭეშმარიტ ქართველს უნდა ჰქონდეს”