მიხეილ სააკაშვილი: სილამაზით რომ ქვეყანა შენდებოდეს, მაშინ, თბილისის მერად ნანკა კალატოზიშვილი უნდა ავირჩიოთ

Posted 7:42 PM by Nina in თემები , , ,

15295_113678908655487_110104562346255_157800_685909_n

via "ჯი-ეიჩ-ენი"

ქვეყანაში გასაკეთებელი ძალიან ბერია, მაგრამ ფაქტია, რომ ეხლა სწორ გზაზე ვდგავართ. ასე გამოეხმაურა თბილისის მერის პოსტზე გიგი უგლავას წარდგენას აშშ-ში მყოფი საქართვეოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, `რუსთავი-2~თან ინტერვიუში.

მისი თქმით, მას აინტერესებს ვინ გაიმარჯვებს სხვადასხვა დონის არჩევნებში.

პრეზიდენტის განცხადებით, ყველა თბილისელმა უნდა დაუსვას კითხვა თავის თავს, არის თუ არა თბილისი უკეთესი ქალაქი, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო; მოსწონთ თუ არა მათ მიმდინარე აღმშენებლობა; უნდათ თუ არა იცხოვრონ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, კომფორტულ და მოსახერხებელ ქალაქში და უნდათ თუ არა ჰქონდეთ უკეთესი მომავალი.

~თუ ამ ყველაფერზე პასუხი არის დადებითი, მაშინ ამ არჩევნებში თბილისში და დანარჩენ საქართველოში, ჩემი აზრით, ამომრჩეველმა მხარი ~ნაციონალურ მოძრაობას~ და კონკრეტულად თბილისში მოქმედ მერს, გიგი უგულავას უნდა დაუჭიროს~, - განაცხადა პრეზიდენტმა.

preview

მისი თქმით, უგულავა რა თქმა უნდა, მარტო ვერ შეძლებს ყველა იმ საქმის კეთებას, რაც გასაკეთებელია, თუმცა, ეს ყველაფერი მმართველი გუნდის ერთიანი მოქმედებაა.

პრეზიდენტმა თბილისის მერობის სხვა კანდიდატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არის კანდიდატი რომელიც მოსახლეობას წყალს უფასოდ, გაზს კი, დაბალ ფასად პირდება.

~შეგვიძლია მივცეთ ხმა ასეთ კანიდატებს, მაგრამ მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ბოდიში, მაგრამ წყალი და გაზი აღარ გვექნება. არიან სხვა კანდიდატებიც, რომლებსაც შეუძლიათ ლამაზად დაბერონ ტუჩები და თქვან, შემომხედეთ რა ლამაზი ვარ, რა კარგი შესახედავი ვარ, როგორ შეიძლება ასეთ ბიჭს ხმა არ მისცე. სილამაზით რომ ქვეყანა შენდებოდეს, მაშინ, მაგალითად თბილისის მერად ნანკა კალატოზიშვილი უნდა ავირჩიოთ~, - აღნიშნა მიხელ სააკაშვილმა.

წყარო>>>ghn.ge



0 comment(s) to... “მიხეილ სააკაშვილი: სილამაზით რომ ქვეყანა შენდებოდეს, მაშინ, თბილისის მერად ნანკა კალატოზიშვილი უნდა ავირჩიოთ”