სქესი - უცნაური წარსული და გაურკვეველი მომავალი
Posted 6:00 PM by Nina in თემები zur.ge, ბიოლოგია, მამაკაცი, მეცნიერება, ქალიავტორი: AGASFER
სამხრეთელები უფრო სწრაფად მწიფდებიან სქესობრივად, ჩრდილოელები - უფრო გვიან.
სქესი არის ორგანიზმის მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებების ერთობლიობა, რომელიც ემსახურება გამრავლებას.
XY ქრომოსომა-მამრობითი გენოტიპი
XX ქრომოსომა- მდედრობითი გენოტიპი
300 მილიონი წლის წინ დედამიწაზე სქესი არ იყო...
ყველა ცხოველი მრავლდებოდა პართენოგენეზის (ქალწულებრივი გამრავლება) გზით;
შთამომავლობა კი მშობლის სრული ასლი იყო.
პართენოგენეზი
დღესდღეობით არსებობს შემდეგი სახეები:
1. არენოტოკია
გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან იბადება მხოლოდ მამრობითის სქესის შთამომავლობა (ფუტკრები, ტკიპები, ზოგიერთი სახეობის ინდაური)
2. ტელიტოკია
გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან იბადება მხოლოდ მდედრობითი სქესის შთამომავლობა (ზოგიერთი პეპლები, კიბოსნაირები, ხვლიკები)
3. დეიტეროტოკია
გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან იბადება ორივე სქესის შთამომავლობა
მწერები (პეპლები) კიბოსნაირები (დაფნია)
სქესის ტრანსფორმაცია
სქესი და ტემპერატურა
მოლუსკი მიდია, რომელიც ბევრ ცვენგანს ასე ძალიან გვიყვარს, წყლის ტემპერატურის შესაბამისად, პერიოდულად იცვლის სქესს.
20-22 გრადუსზე მამრი მიდიები წელიწადში ერთხელ მდედრებად “გადაიქცევიან”, 14-16 გრადუსზე კი 3-4 წელიწადში ერთხელ
არსებობს კიდევ ერთი მოლუსკი, სახელი არ ვიცი, სამწუხაროდ..
გამრავლების მეტად საინტერესო ფორმა აქვს..
მოვიდა გამრავლების დრო...
მდედრები და მამრები წყლის ზედაპირზე ტივტივებენ. მამრს მოსძვრება სასქესო ორგანო ( :( )... მამრი წავა თავის გზაზე. სასქესო ორგანო კი მიტოვებული და მიგდებული ტივტივებს..
გამოჩნდება მდედრი და ეცემა მოტივტივე ფალოსს. მიიერთებს და განაყოფიერდება. მალევე ახალ თაობას მოგვცემს და რა ხდება?
მამრი, რომელიც დასაჭურისდა, ხდება მდედრი, მდედრი კი, რომელიც ხამივით ეცა მოტივტივე ფალოსს, მიიხორცებს მას და ხდება მამრი. სქესთა მიმოცვლა...
32 დან 33 Сº -მდე ტემპერატურის პირობებში იჩეკებიან მამრობითი სქესის ნიანგები, 31-ზე უფრო დაბალი ან მაღალი ტემპერეატურის პირობებში - მდედრი.
ბუდეში (ფსკერზე და ზედაპირზე) სხვადასხვა ტემპერატური გამო ნაშიერების ნაწილი მამრია, ნაწილი -მდედრი.
სქესი და დედის ჰორმონული ფონი
ავიღოთ საქათმე..
ცხოვრობს 10 ვნებიანი დედალი და ერთი დონ-ჟუანი მამალი.
უბედური შემთხვევის შედეგად მამალი ჩემს კუჭში აღმოჩნდა..
რა ხდება?
დაქვრივდა 10 ქალი. კაცი უნდათ, ბუნებრივია...
ათივე დედალში იწყება მამრობითი სასქესო ჰორმონების კონცენტრაციის მატება და თუ რომელიმე მამლად არ გადაიქცევა, მაშინ...
ყველა კვერცხიდან, უმამროდ განაყოფიერებულიდან, მამრები გამოიჩეკებიან.
ბალანსი აღდგება.
ანალოგიური ახასიათებსთ სხვა ფრინველებსაც, მაგალითად ბეღურებს.
ჰერმაფროდიტული ფორმები
მცენარეების უმრავლესობა, ბევრი უმარტივესი (ჭია, კიბოსნაირი, მწერი, მოლუსკი და სხვა.)
იშვიათად უმაღლესი ხერხემლიანები