Showing posts with label ბიოლოგია. Show all posts
Showing posts with label ბიოლოგია. Show all posts

Slide58

ავტორი: AGASFER

სამხრეთელები უფრო სწრაფად მწიფდებიან სქესობრივად, ჩრდილოელები - უფრო გვიან.
სქესი არის ორგანიზმის მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებების ერთობლიობა, რომელიც ემსახურება გამრავლებას.
XY ქრომოსომა-მამრობითი გენოტიპი 
XX ქრომოსომა- მდედრობითი გენოტიპი
300 მილიონი წლის წინ დედამიწაზე სქესი არ იყო...
ყველა ცხოველი მრავლდებოდა პართენოგენეზის (ქალწულებრივი გამრავლება) გზით;
შთამომავლობა კი მშობლის სრული ასლი იყო.

პართენოგენეზი

დღესდღეობით არსებობს შემდეგი სახეები:

1. არენოტოკია

გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან იბადება მხოლოდ მამრობითის სქესის შთამომავლობა (ფუტკრები, ტკიპები, ზოგიერთი სახეობის ინდაური)

2. ტელიტოკია

გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან იბადება მხოლოდ მდედრობითი სქესის შთამომავლობა (ზოგიერთი პეპლები, კიბოსნაირები, ხვლიკები)
3. დეიტეროტოკია

გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან იბადება ორივე სქესის შთამომავლობა

მწერები (პეპლები) კიბოსნაირები (დაფნია)

სქესის ტრანსფორმაცია

სქესი და ტემპერატურა

მოლუსკი მიდია, რომელიც ბევრ ცვენგანს ასე ძალიან გვიყვარს,  წყლის ტემპერატურის შესაბამისად, პერიოდულად იცვლის სქესს.
20-22 გრადუსზე მამრი მიდიები წელიწადში ერთხელ მდედრებად “გადაიქცევიან”,  14-16 გრადუსზე კი 3-4 წელიწადში ერთხელ

არსებობს კიდევ ერთი მოლუსკი, სახელი არ ვიცი, სამწუხაროდ..

გამრავლების მეტად საინტერესო ფორმა აქვს..

მოვიდა გამრავლების დრო...

მდედრები და მამრები წყლის ზედაპირზე ტივტივებენ. მამრს მოსძვრება სასქესო ორგანო ( :( )... მამრი წავა თავის გზაზე. სასქესო ორგანო კი მიტოვებული და მიგდებული ტივტივებს..

გამოჩნდება მდედრი და ეცემა მოტივტივე ფალოსს. მიიერთებს და განაყოფიერდება. მალევე ახალ თაობას მოგვცემს და რა ხდება?

მამრი, რომელიც დასაჭურისდა, ხდება მდედრი, მდედრი კი, რომელიც ხამივით ეცა მოტივტივე ფალოსს, მიიხორცებს მას და ხდება მამრი. სქესთა მიმოცვლა...

32 დან 33 Сº -მდე ტემპერატურის პირობებში იჩეკებიან მამრობითი სქესის ნიანგები, 31-ზე უფრო დაბალი ან მაღალი ტემპერეატურის პირობებში - მდედრი.
ბუდეში (ფსკერზე და ზედაპირზე) სხვადასხვა  ტემპერატური გამო ნაშიერების ნაწილი მამრია, ნაწილი -მდედრი.

სქესი  და დედის ჰორმონული ფონი

ავიღოთ საქათმე..

ცხოვრობს 10 ვნებიანი დედალი და ერთი დონ-ჟუანი მამალი.

უბედური შემთხვევის შედეგად მამალი ჩემს კუჭში აღმოჩნდა..

რა ხდება?

დაქვრივდა 10 ქალი. კაცი უნდათ, ბუნებრივია...

ათივე დედალში იწყება მამრობითი სასქესო ჰორმონების კონცენტრაციის მატება და თუ რომელიმე მამლად არ გადაიქცევა, მაშინ...

ყველა კვერცხიდან, უმამროდ განაყოფიერებულიდან, მამრები გამოიჩეკებიან.

ბალანსი აღდგება.

ანალოგიური ახასიათებსთ სხვა ფრინველებსაც, მაგალითად ბეღურებს.

ჰერმაფროდიტული ფორმები

მცენარეების უმრავლესობა, ბევრი უმარტივესი (ჭია, კიბოსნაირი, მწერი, მოლუსკი და სხვა.)
იშვიათად უმაღლესი ხერხემლიანები

იხილე გაგრძელება>>>www.zur.ge

bagebi_1

Posted by: teaele

ეგვიპტის ბაღები

ეგვიპტეში, როგორც ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფოში, დეკორატიულმა მებაღეობამ დიდ განვითარებას მიაღწია. პაპირუსებზე, ტაძრებსა და აკლდამების კედლებზე შემორჩენილი ნახატები, წარწერები და სხვა ნაკეთობანი, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, (ძვ.წ. 3200-2270), გვამცნობს, რა მაღალ დონეზე იდგა საბაღო ხელოვნება ძველ ეგვიპტეში. ბაღების დაგეგმარების თვისება ,,მათემატიკური რეგულირება და აბსოლუტური სიმეტრიულობა იყო”,. მისი ოთხკუთხედის ფორმის თარგები სწორხაზობრიობით გამოირჩეოდა. ეგვიპტეში ყოველი სახლისა და სასახლის წინ ბაღი იყო გაშენებული. ბაღი გარშემორტყმული იყო პალმებითადა სხვადასხვა პირამიდული ხეების სიმეტრიული ხეივნებით. კედლებთან და ღობეებთან ახლოს მაღალ ხეებს რგავდნენ, შემდეგ – საშუალო სიმაღლის ხეებს, ბაღის შუა ნაწილში, უზარმაზარი სწორკუთხოვანი წყალსატევების ირგვლივ კი – დაბალ მცენარეებს. ტბებსა და გუბურებში ამრავლებდნენ პაპირუსს, თეთრსა და ცისფერ დუმფარას, ღვთაებრივ ლოტოსს. ამ გუბურებმა დასაბამი მისცა დღევანდელ ე.წ. წყლის ბაღებს. ეგვიპტეში პალმა წმინდა მცენარედ იყო მიჩნეული. იგი კარგად ეხამებოდა შენობებს. ეგვიპტეში კლეოპატრას მეფობის დროს (ძვ,წ. I სკ) განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოჰყავდათ სხვადასხვა ჯიშის ვარდები. უძველესი და უდიდესი ქალაქის ალექსანდრიის თითქმის მეოთხედი ნაწილი ბაღებს ეკავა. ყოველი ლაშქრობიდან ეგვიპტელებს ახალი მცენარე მოჰქონდათ.ფარაონის ერთ-ერთი აკლდამის ფსკერზე გამოსახულია ეგვიპტის ხომალდის ლაშქრობიდან დაბრუნება – მონები გემს ტვირთავენ სხვადასხვაგვარი მცენარეებით, თითოეულ მცენარეს თან ახლავს წყლოიტ სავსე ჭურჭელი მოსარწყავად.

ასურეთ-ბაბილონის ბაღები

ძველი ასურეთ-ბაბილონი განთქმული ყოფილა მებაღეობა-მებოსტნეობით. მეტად საინტერესო ცნობები არსებობს ,,დაკიდებული ბაღების” შესახებ, რომლის აგებას ერთნი ნაბუქოდონოსორს, ხოლო მეორენი(სტრაბონი) სემირამიდას აწერდნენ.

სტრაბონისა და დიოდორის აღწერით, ეს ბაღი, ხელოვნურად აგებული ქვის სვეტები და თაღებზე მოწყობილი პირამიდის მსგავსი რამდენიმე ოროკო (ტერასები) იყო, რაც შორიდან ჰაერში კიდულის შთაბეჭდილებას ახდენდა. ოროკოები მიწის სქელი ფენითყოფილა დაფარული. მას (საძირკველის სინესტისაგან დასაცავად) ქვეშ უფენდნენ გამომწვარი აგურისა და ტყვიის ფირფიტებს. ნოყიერი მიწის ფენა იმდენად სქელი ყოფილა, რომ მასში თავისუფლად ხარობდა მოზრდილი 50 ფუტის სიმაღლის ხეები.ც ჩვენს წინაპრებს, არსენ იყალთოელის წყალობით, კარგად სცოდნიათძველი ასურეთის ,,კიდული სამოთხის” ამბავი: ,,ნაბუქოდონოსორმა შეამზადა სხუათაცა საქმე განსაკვირვებელი რამე თუ აღმართნა ბაშენებნი ქვითანნი მაღალნი ფრიად და თითო სახენი ნაყოფიერნი ხენი დაჰნერგა ზედა კერძომთასა, მაღნაროანთა მთათა ემსგავსებოდეს იგინი და დაკიდებულად სამოთხედ სახელსდვა მას, რომელსაც ზედა ვიდოდის ცოლი მისი და ყოველსა მას გარემოსა ქვეყანასა ხედვიდის და განცხრებოდის არც ხილული”. – (ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიკური ისტორია, თბ. 1936წ.) ძველი ბერძნები სამყაროს სამშენებლო ხელოვნების 7 საოცრება-სასწაულს იხსენებდნენ. ძველ ასურეთ-ბაბილონში საქვეყნოდ ცნობილი სემირამიდას ბეღი მეშვიდე საოცრებად ითვლება. სემირამიდას კიდული ბაღი აღწერლია ბერძენ ისტორიკოსთა თხზულებებში (დიოდორი, სტრაბონი, ჰეროდოტე) ტიგროსსა და ევფრატს შუა, 6000 წლის წინათ, არსებობდა უძველესი და უდიდესი ლამაზი ქალაქი – ბაბილონი, რომელსაც 490კვ.კმ. ეკავა. ქალაქი დასერილი იყო სწორი ქუჩებით, აგებული იყო 3-4 სართულიანი სახლები. ქალქში მრავალი ბაღი და წალკოტი იყო. კიდული ბაღი საფეხურებად განლაგებულ 20 ოროკოს (ტერასს) შეიცავდა. ქვედა ოროკო აგებული იყო კვადრატულ საძირკველზე, რომლის გვერდის სიგრძე 140მ-ს შეადგენდა. ოროკო 1,5 მ სისქისა და 5მ. სიგანის ქვის ლოდებისგან იყო აგებული. იგი მასიური სვეტებით იყო განლაგებული, და ოროკო პირამიდის მსგავსად თანდათან ვიწროვდებოდა. ზედა ოროკოს სიმაღლე 26მ-ს უდრიდა. მთელი ეს ნაგებობა გამჭოლი იყო, სვეტებს შორის გალერეაში ფერადი შორენკეცი და ფრესკებით მორთული მღვიმეები იყო განლაგებული. ოროკოები ერთმანეთს თეთრი და ვარდისფერი მარმარილოს ხვეული კიბეებით უკავშირდებოდა. ძალიანსაინტერესოდდ იყო მოწყობილი სარწყავი სისტემა…

გაგრძელება იხილეთ აქ>>>