ჯული და ჯულია და ჯულია ჩაილდი
Posted 5:00 PM by Nina in თემები Biography, zur.ge, დაჯილდოვება, ისტორია, კინო, ფილმები, შოუ ბიზნესიავტორი: AGASFER
ჯული და ჯულია
ფილმი მოგვითხრობს უიღბლო მდივანზე, ჯული პაუელზე, რომელიც გადაწყვეტს, ცხოვრების წესი შეცვალოს, სიახლე შეიტანოს, სყვარელ მეუღლეს საკადრისი ცოლობა გაუწიოს და საკუთარი თავის რეალიზება მოხადინოს, უფრო სწორად, რწმენა დაიბრუნოს.
მიზანი შემდეგია – ერთი წლის მანძილზე ჯულია ჩაილდის რეცეპტების მიხედვით 524 კერძი უნდა მოამზადოს.
შექმნა პერსონალური ბლოგი, სადაც ყოველდღიურ კულინარულ მიღწევებს, დამარცხებებს, ინციდენტებს აღწერდა..
ჯულია ჩაილდი მისი ცხოვრების იდეალი გახდა, პოპულარობა და წარმატებაც მოვიდა, მაგრამ სხვა პრობლემებმა იჩინა თავი..
ვისაც არ გინახავ, გირჩევთ, აუცილებლად ნახოთ.
არ ინანებთ, ალბათ.
ლეგენდარული ჯულია ჩაილდის როლს განუმეორებელი მერილ სტრიპი ასრულებს, მბობენ, რომ ეს მისი ერ-ერთი განსაკუთრებული როლია. აკი მიიღო კიდეც ოქროს გლობუსი ნომინაციაში "წლის საუკეთესო როლი კომედიურ ან მუსიკალურ ფილმში"
და მაინც, ვინ იყო ჯულია ჩაილდი?
ჯულია ჩაილდი / julia child
ჯულია მშობლებთან ერთად კალიფორნიაში ცხოვრობდა, როცა, ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა, სიგარეტის მოწევა დაიწყო. მამამისი შეჰპირდა, რომ თუ მოწევას თავს დაანებებდა, 21 წლის რომ გახდებოდა, 1000 $ - ს აჩუქებდა, პირობა ორივემ შეასრულა, მაგრამ მას შემდეგ ჯულია დღეში 2 კოლოფს ეწეოდა, მანამ, სანამ...
ჯულიამ კოლეჯის დამთავრების შემდეგ ამერიკის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა, სწორედ იქიდან იმყოფებოდა მივლინებით კუნძულ ცეილონზე, სადაც მომავალი მეუღლე, დაზვერვის აგენტი, პოლ ჩაილდი გაიცნო, მათ ერთად მოიარეს უამრევი ქვეყანა და ჯულია მივიდა დასკვნამდე, რომ ამერიკაში 'გეფეტიშებული' შემწვარი ინდაურის გარდა, კიდევ არსებობდა ამ ქვეყნად უამრავი გემრიელი კერძი…
იხილე სრულიადში >>> www.zur.ge