გოგი გვახარია – “პიერ პაოლო პაზოლინი

Posted 6:00 PM by Nina in თემები , , , , ,

10583_salo-4

ავტორი: გოგი გვახარია

პიერ პაოლო პაზოლინი – Pier Paolo Pasolini (1922 – 1975)

შევეხებით ერთ მტკივნეულ თემას, რომლის შესახებ დღეს იშვიათად საუბრობენ – რამდენად აირეკლება მარკიზ დე სადის ნაწარმოების ამ თავისუფალ ეკრანიზაციაში ქართული, და არა მარტო ქართული, საბჭოთა სინამდვილე; როდის და რატომ ხდება ხელისუფლება პერვერსიული და რატომ მიილტვიან ძალაუფლებისკენ არადემოკრატიულ ქვეყნებში.

მარკიზ დე სადის რომანი “სოდომის 120 დღე” პიერ-პაოლო პაზოლინიმ 1975 წელს მეთვრამეტე საუკუნიდან 1945 წელს გადაიტანა, დე სადის ყველანაირი ძალადობით, ანომალიებითა და სექსუალური აღვირახსნილობით სავსე სცენები კი უცვლელად გამოხატა ეკრანზე…და რამდენადაც მარკიზ დე სადის სიტყვას არ შეეძლო მკითხველის ფსიქიკაზე ისეთი უშუალო ზეგავლენა მოეხდინა, როგორც ეს კინოს შეუძლია, პაზოლინის ფილმში ნაჩვენებმა რიტუალებმა თვით დე სადის პროვოკაციული ნაწარმოების ერთგული დამფასებლებიც კი გააღიზიანა. პაზოლინი მისმა თაყვანისმცემლებმაც კი გაკიცხეს, “სალოში” თავად რეჟისორის აკვიატებული კომპლექსები და სექსუალურ გარყვნილებაზე ფიქსაცია დაინახეს, მაგრამ როცა ფილმის პრემიერიდან რამდენიმე თვის შემდეგ რომის გარეუბანში პაზოლინის დასახიჩრებულ ცხედარს გადაეყარნენ, როცა გაირკვა, რომ დიდი იტალიელი რეჟისორის სხეული მკვლელმა, 17 წლის რომაელმა ყმაწვილმა ჯუზეპე პელოზიმ, ნაკუწებად აქცია, პაზოლინის ოპონენტებმა “სალოს” ახლებური გააზრება დაიწყეს. ნათელი გახდა, რომ ეს ფილმი პაზოლინის წინასწარმეტყველება იყო. როგორც მოგვიანებით სურათის კომპოზიტორი ენიო მორიკონე აღნიშნავდა: “პაზოლინიმ ორჯერ დადგა თავისი სიკვდილი – ჯერ ფილმში, შემდეგ კი – რეალურად, ცხოვრებაში. მან თავის მკვლელს ისეთივე როლი შეასრულებინა, როგორსაც მის ფილმში “სალოს” მმართველი სადისტები ასრულებენ.

“მე ყოველთვის ვამტკიცებდი, – წერდა პაზოლინი “სალოს” გადაღების წინ, – რომ ძალაუფლების მოპოვებაზე მეოცნებეებს ერთი მიზანი ამოძრავებთ – სურთ საკუთარი გარყვნილების დაკმაყოფილება, საკუთარი გარყვნილი ფანტაზიის რეალიზაცია უსუსურ მსხვერპლზე. ამიტომაც ყველანაირი ფორმით გამოხატული მილიტარიზმი თუ იარაღასხმული ბიჭები, რომლებიც მოსახლეობას ატერორებენ, ძველი ბერძნული “კაცური ძმობის” იდეოლოგია ყოველთვის პერვერსიულია. ავტომატური ლაწირაკების ჰომოფობია მხოლოდ ნიღაბია საკუთარი მამათმავლობის დასამალად”.

სალო - პიერ პაოლო პაზოლინი

გასულ წელს ქართულ გაზეთ ‘სპექტრში” გამოქვეყნდა ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ინტერვიუ, სათაურით “ჰომოსექსუალური ტენდენციები ქართულ პოლიტიკაში, ანუ რატომ ილტვიან ძალაუფლებისკენ”. უცნაურია, მაგრამ, ქართული პოლიტიკური ელიტის მიმართ გამოთქმული მწვავე შეფასებების მიუხედავად, ამ ინტერვიუს თითქმის არავინ გამოეხმაურა. როგორც ჩანს, საზოგადოების ერთი ნაწილი იმდენად შეაშფოთა, ასე ვთქვათ, “ქართული პოლიტიკური ცხოვრების ფსიქოანალიზმა”, რომ კომენტარებისგან თავის შეკავება ამჯობინა. “ჩვენში პარლამენტარობისკენ, მართლაც, დაუოკებელი სწრაფვაა, – წერს ნანა ჩაჩუა, – არადა ეს ისეთი რთული და პასუხსაგები საქმეა, რომ თუ არა ვნება და ჟინი, ასეთი თავპირისმტვრევა არ იქნებოდა…ეს არის აბსოლუტურად პერვერსიული მოცემულობა, იმდენად, რამდენადაც ვნება ცხრება პარლამენტში არჩევისთანავე. ამიტომაც დგება ხშირად ქვორუმის პრობლემა. პარლამენტარები აცდენენ, ესე იგი ვნება ჩაუცხრათ, როგორც კი შეუერთდნენ ძალას, ანუ პოლიტიკური ორგაზმი უკვე მომხდარია არჩევნებში”…

იხილეთ გაგრძელება>>>burusi.wordpress.com

large-3



0 comment(s) to... “გოგი გვახარია – “პიერ პაოლო პაზოლინი”