რატომ გადაუმალეს საქართველოს პრეზიდენტს ქეთი ფარცვანია

Posted 4:17 PM by Nina in თემები , , , ,

qeti-farcvania23

ავტორი: ნინო მურღულია

- ფილმში შენ და შორენა ერთ-ერთ კადრში სრულიად შიშვლები წევხართ...
- მომეწონა ეს სცენა, ძალიან ლამაზი იყო...

- ხალხი ესწრებოდა გადაღებას თუ მხოლოდ რეჟისორი და ოპერატორი?
- ასე არ ყოფილა. პირიქით, მოვითხოვეთ, რომ ზედმეტ ხალხს ოთახი დაეტოვებინა. მე ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი, უბრალოდ, კამერებთან მუშაობა გამიჭირდა, ანუ ზოგადად გაშიშვლების პრობლემა არ მქონია.

- მსახიობ პაატა პაპუაშვილს ალბათ ყველაზე მეტად გაუჭირდებოდა ორ ლამაზმანთან ერთად ასეთ სცენებში მონაწილეობა...
- მის ადგილზე ყოფნას ალბათ ყველა მამაკაცი ისურვებდა (იღიმება)...

- "ოცნების ქალაქის" პრემიერაზე შენ და შორენა ბეგაშვილს ერთნაირი, ვარდისფერი კაბები გეცვათ. შორენას რომ გამსგავსებენ გარეგნულად, იცი?
- პირველად გავიგე შენგან. სპეციალურად ამ საღამოსთვის წითელი კაბა შევიკერე და სვაროვსკის თვლებით გაწყობილი ფეხსაცმელიც შევიძინე, მაგრამ ეს კაბა რომ ჩავიცვი, იმდენად შიშველი ვიყავი, გადავიფიქრე. სარკეში რომ ჩავიხედე, მივხვდი, რომ ვერ ჩავიცვამდი. საერთოდ, ჩაცმაში პრეტენზიული ვარ. ვარდისფერი კაბა ავარჩიე და შორენას კაბის ფერს დაემთხვა. გაუკვირდა, ამ ფერის კაბით რომ დამინახა, რადგან იცოდა, რომ წითელ კაბას ვიკერავდი.

სხვათა შორის, სოფი ლორენსა და ბრიჯიტ ბარდოს შეემთხვათ ასეთი რამ - ერთნაირი კაბებით მივიდნენ წვეულებაზე, ასევე უიტნი ჰიუსტონსა და მერაია კერის, თუმცა ამ უკანასკნელმა შემოიხია კაბა და განსხვავებული გამოვიდა (იცინის).
რაც შეეხება შორენასა და ჩემს მსგავსებას, ალბათ სტილით ვგავართ, იერით. ჩვეულებრივად ვუყურებ ჩვენს მსგავსებას, რატომ არ უნდა მომწონდეს? ჩვენი კაბების მსგავსებამაც პრემიერაზე ეიფორია გამოიწვია.

- ქეთი, პირველად ამ ფილმში გაშიშვლდი?
- ადრე მთლიანად შიშველი არსად გამოვსულვარ.

- ოჯახის წევრებს მოსწონთ ეს ამბავი?
- მამაჩემი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და არ იცის. არც გაზეთი უნახავს, არც ჟურნალი და არც ფილმი. დედაჩემი ლოიალურად უდგება ამ ამბავს. პატარა გოგო აღარ ვარ და გადაწყვეტილებებს საკუთარი ცხოვრების შესახებ თავად ვიღებ. ჩავთვალე, რომ ეს მხოლოდ მე უნდა გადამეწყვიტა.

- კმაყოფილი ხარ იმ შედეგით, რაც ამ ფილმში მონაწილეობამ მოგიტანა?
- პირველი ჯერისთვის კმაყოფილი ვარ, თუმცა რომ ვუყურე, რასაკვირველია, ვიფიქრე, რომ ზოგ ეპიზოდში უფრო უკეთესად შემეძლო თამაში.

- არ გეშინია, რომ ამის შემდეგ მხოლოდ ასეთ როლებს შემოგთავაზებენ?
- მოვისმენ შემოთავაზებებს, შეიძლება მომინდეს მონაწილეობა, შეიძლება არა. მთავარია, როგორ დამაინტერესებენ.

- ანაზღაურებას აქვს მნიშვნელობა?
- რა თქმა უნდა, გარკვეულ სიტუაციებში გადამწყვეტი როლი აქვს. "ოცნების ქა­ლაქში" ისე გადამიხადეს, როგორც ყველა მსახიობს, თავად არ მომითხოვია, ამდენი და ამდენი მინდა-მეთქი. საერთოდ, ყველა მეკითხებოდა, მზად ხარ იმისთვის, რაც ამ ყველაფერს მოჰყვებაო, მაგრამ ყურადღება "მის საქართველოდან" მოყოლებული არ მაკლია. არ მიმაჩნია, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებდი.

- "მის საქართველოში" მონაწილეობამ რა მოგიტანა?
- პირველ რიგში, ბევრი მეგობარი შევიძინე, მათ შორის თიკო ყენია, რომელიც ჩვენს ინტერვიუსაც ესწრება (იღიმება). გარდა ამისა, გავხდი "იმიჯ-ცენტრის" მოდელი. მივიღე და ვიღებ კარგ გამოცდილებას. მქონდა შემოთავაზებები საზღვარგარეთიდან, ერთ შეთავაზებაზე თავად ვთქვი უარი, მეორე შემოთავაზებისას კი ცოტა გასუქებული ვიყავი და არ წავედი

- თავს როგორ უვლი?
- განსაკუთრებული არაფერი, რეგულარულად ვვარჯიშობ და ვიკეთებ მასაჟებს რელაქსაციისთვის და გასახდომად. მიყვარს თავის მოვლის საშუალებები, კრემები, "შანელი" ჩემი საყვარელი კომპანიაა. თავადაც ვიძენ და მჩუქნიან კიდეც. კვირაში სამჯერ მაინც შევდივარ პარფიუმერიის მაღაზიებში ახალი რაღაცის შესაძენად. აუცილებლად ძვირიანს ვყიდულობ, იაფფასიან კოსმეტიკას არ ვხმარობ.

- ქეთი, აღნიშნე, ყურადღება არასდროს მაკლდაო...
- მამაკაცს შეიძლება ჰქონდეს ბევრი ფული, იყოს ლამაზი, მაგრამ არ შეეძლოს ადამიანთან ურთიერთობა. ბევრი გოგონა იმით აფასებს ბიჭს, რამდენად კარგი მანქანა ჰყავს, მაგრამ მატერიალურ მხარეს ყურადღებას არ ვაქცევ. მოკლედ, ჩემთვის მთავარია, როგორ მომიდგება და დამაფასებს.

- თაყვანისმცემლებზეც გკითხავ...
- დამიჯერებ, რომ საერთოდ ვერავის ვიხსენებ, ვინც აქამდე ყოფილა (იღიმება)? ურთიერთობას რომ ვამთავრებ, საერთოდ ვივიწყებ, ვშლი მეხსიერებიდან. ალბათ ადვილად შემიძლია რაღაცების დავიწყება, ყოველთვის ხვალინდელი დღით ვცხოვრობ და არა წარსულით. იმდენად ვივიწყებ, რომ არც კარგი მახსოვს და არც ცუდი (იცინის). ისე, ძალიან ფეთქებადი ადამიანი ვარ, მაგალითად, გაბრაზების დროს მომისროლია ლეპტოპი, ასე რომ, ჩემ გაბრაზებას არავის ვურჩევ. მინდა მქონდეს ოთახი, სადაც ბევრი დასალეწი რაღაც იქნება, შევალ, დავლეწავ და გამოვალ დამშვიდებული (იცინის). თუმცა თუ ადამიანი მიყვარს, მისთვის ყველაფრის მიცემა შემიძლია, გულსაც ვაჩუქებ.

- 30 წლის ასაკში როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი?
- ახლა 23 წლის ვარ. 30 წლის როდის შევსრულდები, ერთი სული მაქვს. ვიქნები ჩამოყალიბებული ქალი და ზუსტად მეცოდინება, რა მინდა. წლების მატების არ მეშინია. ამ ასაკში თავი იდეალურ ქალად წარმომიდგენია.

- ქეთი, მობილურზე მიშა სააკაშვილის ფოტო რატომ გაქვს დაყენებული?
- (იცინის) ვგიჟდები მასზე, მომწონს ყველანაირად, როგორც პოლიტიკოსი და როგორც მამაკაცი. რამდენიმე დღის წინ მეკითხებოდნენ, ბრედ პიტი გირჩევნია თუ სააკაშვილიო, და სააკაშვილზე გავაკეთე არჩევანი. მისი ფოტო მობილურზე რამდენიმე თვეა მიყენია და არ მომბეზრებია. მინდა, უფრო კარგი ფოტო ამოვარჩიო და ის დავაყენო. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ჩემზე მეტად მიშა სააკაშვილი არავის უყვარს!.. სიზმრებშიც ვნახულობ. უკვე რამდენიმე წელია ეს გრძელდება.

იხილე სრული ინტერვიუ>>>www.ambebi.ge



0 comment(s) to... “რატომ გადაუმალეს საქართველოს პრეზიდენტს ქეთი ფარცვანია”