ავტორი: anina
პრინცესების ცხოვრება არც ისეთი მარტივი და ვარდისფერია, როგორიც ჩვენ გვგონია. პრინცესა თუ ხარ, ესე იგი უსაშველოდ მოსაწყენ ადგილას იზრდები, დედა დაბადებისთანავე გიკვდება, მამაშენს ქალი რომ მოუნდება, მოჰყავს ცოლი, რომელსაც სასტიკად არ მოსწონხარ და მისი დავალებით მთელი დღე რეცხავ, წმენდ და ალაგებ. ხო, ხანდახან ვაშლის ნამცხვარს აცხობ და ჩიტებთან ერთად მღერი. დიდი ვერაფერი შეღავათია. მამაშენი ნამდვილი ჩვარია, ხმას არ იღებს, შენ კი იმდენად სულელი ხარ, რომ სახლიდან ფეხსაც არ იცვლი, თუ ვინმემ არ გაგაძევა. ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ ნამდვილად იცი, შენი პრინციც გამოჩნდება ოდესმე, მაგრამ.. You can’t always get what you want.
იხილე ვრცლად>>>aninaland.wordpress.com
0 comment(s) to... “დაცემული პრინცესები”