ოცნების ქალაქი ანუ ქართული კინემატოგრაფია ცოცხალმკვდარია

Posted 8:00 PM by Nina in თემები , , , , , , ,

poster1 copy_thumb[2]

ავტორი: ჩორვენი

14 აპრილის საღამოს 9 საათზე ფილმი ოცნების ქალაქის” პრემიერა იყო.

პრემიერა პრემიერად (გვინდა ჰოლივუდური იყოს ყველაფერი, მაგრამ მაინც ვერ გავცდით ჯერ თბილისურს) თუმცა კარგად ორგანიზებული ფურშეტი, ლამაზი შესასვლელი ხალიჩით და შესასვლელი მოფენილი ვარდის ფოთლებით - ყველაფერი ჟრუანტელს იწვევდა.

ვის აღარ ნახავდით ფოიეში - მსახიობები, მომღერლები, კომპოზიტორები, ბლოგერები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და უბრალოდ ნაცნობ – მეგობრები…

ყველა საუბრობდა, განიხილავდაფილმს, მოლოდინებს უზიარებდა ერთმანეთს.

P1110638[2]

ჯამში სიტუაცია ფილმის დაწყებამდე მეგობრული და რაღაცნაირად უშუალო იყო, მიუხედავად ბუმბულებისა რომელიც ყველას თან გვქონდა და ვაქანავებდით მედიდურად.

ჰოდა მოდით გადავიდეთ ფილმზე, ჩემს აზრებს პუნქტებად დავყოფ რომ ძალიან აბდაუბდა არ გამოვიდეს, მაშ ასე:

  • სცენარი

სცენარის ავტორთან ჩახუტება მინდოდა ფილმის პირველივე კადრებიდან და დიალოგებიდან. ამ ადამიანს გენიალურად ჰქონდა ჩასმული და დამუღამებული თბილისური მარაზმები. არც იუმორი აკლდა და არც სერიოზულობა ყველაფერს.

  • რეჟისურა

ვერაფერს იტყვი, მართლაც კარგად იყო ყველაფერი გაკეთებული, ხარისხიანად და არაფერი არ იყო გამაღიზიანებელი , ფილმში სარეკლამო ხრიკებიც კი.

  • მუსიკალური გაფორმება

შეიძლება ჯგუფ მგზავრებს არ მოვუსმინო ისე ჩემთვის, მაგრამ უდავოდ გენიალურად ჯდებოდა მათი როგორც როლი ფილმში, ისე სიმღერები. სიმღერის ტექსტები , მელოდია და უბრალოდ განწყობა ძალიან კარგად იყო შეხამებული ერთმანეთთან.

 

poster15

  • მსახიობები

ეს ცოტა მტკივნეული თემაა და მოდით ვთქვათ სიმართლე, ქართველ მსახიობებს აქვთ უნარი გენიალურად ითამაშონ თეატრის სცენაზე , მაგრამ როდესაც მუშაობა კამერასთან უხდებათ…

იხილე გაგრძელება>>>busuna.blogspot.com

P1110703_thumb[2]

 20573_1353955216415_1457482342_31022505_952002_n_thumb

 20973_1339857503981_1457482342_30990579_5810906_n_thumb[1]

 20973_1341526625708_1457482342_30994853_2669434_n_thumb



0 comment(s) to... “ოცნების ქალაქი ანუ ქართული კინემატოგრაფია ცოცხალმკვდარია”