ქრისტეს დაკარგული სამარხი
Posted 7:00 PM by Nina in თემები tomushka, გზაზე ერთი კაცი მიდიოდა..., ეს საინტერესოა, ისტორია, რელიგიაავტორი: Tomushka
დღევანდელ პოსტში მინდა დავწერო იმ აღმოჩენის შესახებ რომელიც ქრისტეს და მის ოჯახს ეხება. პოსტის კითხვისას გთხოვთ გაითვალისწონოთ რომ მე არანაირ შეფასებას არ ვაკეთებ და ვწერ მხოლოდ იმას რაც წავიკითხე და ვნახე (გამოყენებული საიტების სიას ბოლოში ჩამოვთვლი)
შესავალი - 1980 წელს აღმოსავლეთ Talpiot -ში, 5 კილომეტრის მოშორებით ძველი ქალაქიდან, იერუსალიმი, აღმოჩენილი იქნა სამარხი (მადლობა მშნებელებს ). როცა არქეოლოგები სამარხში შევიდნენ იპოვეს ადამიანის ძვლებით სავსე 10 ცალი ქვის სარემაციო ურნა. თითოეულ ურნას ქონდა წარწერა არამეული სტილით და მხოლოდ ერთი იყო ბერძნული წარწერით. ურნები ამოიტანეს, სამარხი დალუქეს და მშნებლობა
გააგრძელეს.
სურათზე - სამარხის შესასვლელი
სარემაციო ურნები - როგორც ზემოთ ავღნიშნე 10 იყო, მაგრამ ამოტანისას, ერთი ყუთი მოიპარეს. დანარჩენი 9 დან გაშიფრეს მათზე დაწერილი სახელები, ურნები შეინახეს საცავში, ძვლები კი დამარხეს.
რა ეწერა ურნებზე?
- Yeshua bar Yehosef' - "იესო, იოსების ძე"
- Maria -ლათინური ფორმა ებრაული სახელისა ”მარიამ”
- Yose - იოსების კნინობითი ფორმა
- Yehuda bar Yeshua -"იუდა იესოს ძე”
- Mariamene e Mara - მარი ცნობილი როგორც მასწავლებელი. იგივე სახელი გვხვდება ბერძნულ Acts of Philip- ში. როგორც ჩანს მარიამენე მარიამ მაგდალინელის ნამდვილი სახელია.
- Matya - ებრაული ვერსია სახელისა ”Matthew”
სურათზე - წარწერა არამეული სტილით ერთ ერთ ურნაზე "იესო იოსების ძე."
დამაფიქრებელია არა? განსაკუთრებით კი "იუდა იესოს ძე” , ან კიდე რა უნდოდა მარიამ მაგდალინელის ურნას საოჯახო სამარხში?
გენეტიკური ანალიზი- გენეტიკური ანალიზი ჩატარებულ იქნა პირველ და მეხუთე ურნიდან ამოღებული გენეტიკური მასალიდან. რადგანაც მასალა ძალიან მცირე იყო, მხოლოდ იმის დაგდგენა მოხერხდა რომ ეს ორი ადამიანი არ იყო ერთმანეთის და - ძმა, დედა - შვილი. შესაბამისად რჩება ერთი პასუხი - ისნი იყვნენ ცოლი და ქმარი.
მეათე ურნა - როგორც ავტორები ამბობენ , სულ შემთხვევით იპოვეს ერთ ერთი კოლექციონერის გამოფენაზე. კო ლექციონერი ირწმუნება რომ ყუთი 80იან წლებში იყოდა შავ ბაზარზე. სახელი მეათე ურნაზე გადმოთარგმნეს როგორც- ჯეიმსი იესოს ძმა.
იხილე გაგრძელება>>>tomushka.blogspot.com