Gorillaz – ბიოგრაფია
Posted 6:00 PM by Nina in თემები Biography, Just Another Stupid Weblog, Music, მუსიკაავტორი: Suigetsu Hōzuki
არსად შემხვედრია ჯგუფის ვირტუალური წევრების ბიოგრაფიები, ან ჯგუფის ვირტუალური ისტორია.
სთორილაინი ძალიან დახლართულია და მეც არ ვიცი ბევრი რამ, ამიტომ დღეს ალბათ წევრების ბიოგრაფიებს და რამდენიმე საინტერესო ფაქტს ვიმყოფინებ.
2D
2D-ს ნამდვილი სახელი სტიუარტ პოტია, შემოკლებით სტიუ-პოტი. დაიბადა ჰერთფორდშირში, გაიზარდა ქროულიში. მამამისი, დევიდ პოტი მექანიკოსი იყო, დედა, რეიჩელ პოტი კი – მედდა, რომელიც შვილს ტკივილგამაყუჩებლებით ამარაგებდა. 11 წლის სტიუარტი ხიდან ჩამოვარდა და თავით დაეცა, რის შემდეგაც ჯერ სრულიად გასცვივდა, ხოლო შემდეგ კი ლურჯი თმა ამოუვიდა.
სტიუარტი წმ. უილფრედის სახელობის სკოლაში დადიოდა და მიუხედავად დაბალი ინტელექტის და უამბიციობისა, ნორმალურად სწავლობდა. მას ჯერ მხატვრობა სურდა, შემდეგ – მექანიკოსობა. 19 წლის სტიუარტის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც 31 წლის ხულიგანს, მერდოკს შეხვდა. მერდოკი თავისი მანქანით სინთეზატორების მოსაპარად იმ სუპერმარკეტში შევარდა, სადაც სტიუ მუშაობდა და მანქანის ბამპერით მარჯვენა თვალი დაუზიანა (შეუჭყლიტა, შეუღუნა, როგორც გნებავთ). მერდოკი დააპატიმრეს და 30 000 საათის იძულებითი საზოგადოებრივი შრომა და კომაში მყოფი სტიუარტის მოვლა მიუსაჯეს.
ერთი წლის შემდეგ მერდოკმა გოგონების ყურადღების მიქცევის მიზნით თავისი ვოქსჰოლ ასტრით ტრიუკების შესრულება გადაწყვიტა, რის შედეგადაც სტიუარტი მანქანიდან გადავარდა და თავი ტროტუარს დაარტყა. დარტყმამ სტიუარტი კომიდან გამოიყვანა, მაგრამ მეორე თვალიც დაუზიანა (შეუღუნა). სწორედ მაშინ შეარქვა მერდოკმა სტიუ-პოტს 2D (2 dents (ორჯერ შეღუნული)). სწორედ შეღუნვის დამსახურებაა სტიუარტის შავი თვალები. ისინი ისე ღრმად მდებარეობს, რომ შუქი არ ხვდებათ.
El Mañana-ს შეთქმულების შემდეგ (ამაზე დაწვრილებით ქვემოთ მოგახსენებთ) 2D და რასელი ღრმა დეპრესიაში ჩავარდნენ და ჯგუფს დაშლის საფრთხე დაემუქრა. მერდოკი ავტობიოგრაფიულ წიგნში – “კაციჭამიას აღზევება” ამბობს, რომ 2D “…სადღაც დაყლეპროჭაობს. ალბათ მსახიობი ან მოდელი გახდება, ან რამე ეგეთი…”
2007 წლის 31 ოქტომბერს მერდოკმა განაცხადა, რომ “…2D იამაიკაზე ისვენებს…” თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სტიუარტი მერდოკმა მოიტაცა და პლასტმასის სანაპიროზე დაამწყვდია, რათა სტიუარტის ვოკალი გამოეყენებინა ჯგუფის მესამე ალბომის, “Plastic Beach”-ისთვის (პლასტმასის სანაპირო გამოგონილი კუნძულია, რომელიც სოციალური ნაგვისგან შედგება და ხმელეთიდან ძალიანაა დაშორებული).
Murdoc
Murdoc Niccals-ს ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა. ის ჯერ კიდევ ჩვილი იყო, როდესაც მამინაცვლის კართან დატოვეს. სებასტიან ჯეიკობ ნიკალსი ლოთი იყო და ხშირად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას შვილებს. არავინ იცის ვინაა მერდოკის ნამდვილი დედა, თუმცა ფიქრობენ, რომ ის სულიერად დაავადებულთა თავშესაფარში დაიბადა. პატარაობაში მამინაცვალი ხშირად აიძულებდა ადგილობრივ პაბში სცენაზე გამოსვლას, რათა სასმელის ფული ეშოვა. ერთხელ მერდოკმა პინოქიოს სიმღერა “I’ve Got No Strings”-იც კი შეასრულა. მერდოკი ძმას, ჰანიბალს ვერ იტანდა, თუმცა პირველად სწორედ ჰანიბალმა მოასმენინა მას საყვარელი ჯგუფის, Clash-ის სიმღერები.
მერდოკი რამდენიმე ჯგუფში უკრავდა, თუმცა წარმატებას ვერსად მიაღწია. ორი ავარიის (შედეგი – სტიუ-პოტის შეღუნული თვალები) შემდეგ ჯგუფში მერდოკმა ჯგუფში 2D აიყვანა, რასელი მოიტაცა მუსიკალური მაღაზიიდან, შემდეგ გენიოსი გიტარისტი ნუდლი მიიღო ფედექსის ამანათით და ასე დაიწყო ჯგუფის აღმასვლა. წარმატებული სადებიუტო ალბომის შემდეგ ჯგუფი ტურნეზე გაემგზავრა. აშშ-ში ყოფნის დროს გაიცნო მერდოკმა ფსიქოპატი ჯუჯა, ჯიმი მენსონი, რომელსაც ვერ გადაეწყვიტა მოეკლა მერდოკი თუ შეეყვარებინა ის. დიდების მოპოვებისა და რამდენიმე პახმელიის შემდეგ ჯგუფი ლოს-ანჯელესში გადაბარგდა ფილმში გადასაღებად, თუმცა რეჟისორი გიჟი აღმოჩნდა და მათი გეგმები ჩაიშალა. გამწარებულმა მერდოკმა 2D-ს დახრჩობა სცადა, შემდეგ კი ტიხუანაში, მექსიკის ყველაზე საზიზღარ ბორდელში გაემართა.
ტიხუანაში, მეძავებისთვის ყალბი ჩეკების გამოწერის ბრალდებით, მერდოკი დააპატიმრეს და 30წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სწორედ ციხეში ყოფნისას შეისწავლა მან მედიცინა და მოგვიანებით სადოქტორო ხარისხიც დაიცვა. ციხიდან გამოქცევისა და “Kong Studios”-ში (კონგი ვირტუალური სტუდიაა, სადაც ჯგუფის წევრები ცხოვრობდნენ) დაბრუნების შემდეგ მერდოკმა აღმოაჩინა, რომ ნუდლმა მარტომ გამოუშვა ჯგუფის მეორე ალბომი, Demon Days. ალბომმა ჯგუფს უზარმაზარი წარმატება მოუტანა. ერთ-ერთი კლიპის, El Mañana-ს გადაღებისას ნუდლი დაიღუპა. სწორედ მერდოკის ინიციატივით ჩამოაგდეს მფრინავი კუნძული. (ამაზე დაწვრილებით კიდევ უფრო ქვემოთ.)
El Mañana-ს შეთქმულების შემდეგ მერდოკმა “კაციჭამიას აღზევებაში” განაცხადა: “მგონი საკმარისი დროა გასული… ნუდლი არ მომკვდარა და კარგად გრძნობს თავს, პარაშუტით გადმოხტა, როგორც დაგეგმილი გვქონდა.”
Murdoc
როგორც ირკვევა, El Mañana-ს შეთქმულება გათვლილი იყო ჯგუფის მტრის, ფსიქოპატი ჯუჯის, ჯიმი მენსონის თავიდან მოსაცილებლად. მერდოკმა მას სთხოვა Gorillaz-ის დანარჩენი წევრების მოკვლა, სამაგიეროდ კი მასთან ერთად ახალი ჯგუფის გაკეთებას დაჰპირდა. გეგმა შემდეგნაირი იყო: ჯიმი მფრინავ კუნძულზე, წისქვილში დაიმალებოდა, როდესაც კუნძული ვარდნას დაიწყებდა, ჯიმი იარაღს იპოვიდა, ნუდლს მოკლავდა და ბოლო მომენტში გადახტებოდა პარაშუტით კუნძულიდან. საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ მერდოკს არამარტო“დაავიწყდა” მისთვის იარაღის მიცემა, არამედ წისქვილში გარედან ჩაკეტა კიდეც. მოგვიანებით მან განაცხადა: “ხო არ ანძრევთ, დაიჯერეთ რომ ნუდლს მოვკლავდი? ეს ხომ ნუდლია, ჩვენ გორილაზი ვართ! ყველაზე თესლი ჯგუფი მსოფლიოში. ვიღაც გამოყლევებულ ნახევარკაცას როგორ დავახოცინებდი ჯგუფის წევრებს. შანსი არაა. მაგ ყლემ ის მიიღო, რაც დაიმსახურა…” მერდოკმა ისიც განაცხადა, რომ მეორე ალბომის გამოსვლის შემდეგ ნუდლი წასვლას აპირებდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ჯგუფიდან თუ ქვეყნიდან.
2007 წლის 8 ნოემბერს მერდოკმა ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა ცნობა, რომ ნუდლი “Kong Studios” შენობაში მცხოვრებმა დემონებმა ჯოჯოხეთში წაათრიეს და ახლა მის გადარჩენას ცდილობს.
იხილე გაგრძელება>>>samidabliu.wordpress.com