ისევ შოკოლადი

Posted 8:00 PM by Nina in თემები , , ,

liquid_chocolate

ავტორი: Da-v-iD

 

Bookmark and Share

რამოდენიმე თვის წინ “ღმერთების საჩუქარზე” , შოკოლადზე გიამბეთ. უფრო სწორედ დაგაგემოვნებინეთ სხვადასხვა სახის ნუკბარი ჩემს ვირტუალურ კაფეში. შემდეგ კი შეგპირდით რომ ამ სასუსნავს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით მეთქი. ხოდა მოვიდა დრო შოკოლადით გათხაპნული თითები გავილოკოთ და ცოტათი უფრო ახლოს გავეცნოთ ამ “საჩუქარს”.

ყველასათვის კარგად არის ცნობილი რომ შოკოლადი უმრავლესობისთვის კარგ განწყობასთან, ამაღლებულ ტონუსთან ასოცირდება. უპირველეს ყოვლისა ეს შეგრძნება ჩვენი ცელქი ბავშვობის დანატოვარია. ყველაზე გემრიელი და საოცნებო ტკბილეული ხო შოკოლადის ფილა, ან დათუნიას კანფეტები იყო. გაიხსენეთ რა ნეტარებით მუსრავდით საჩუქარს. თან ვაი თუ ვინმე შეგეზიარათ. სადმე უნდა განმარტოვებულიყავით და მმმ. რა გემრიელიააა…

რათქმაუნდა მარტო “ტკბილ მოგონებებში” არ არის საქმე. 
კოფეინი! ერთი ფილა შოკოლადი უფრო მეტ კოფეინს შეიცავს ვიდრე ხსნადი ყავის სერიოზული პორცია. გარდა ამისა შოკოლადი შეიცავს რკინას, მაგნიუმს და კალიუნს. ეს ის ნივთიერებებია რომელთა უკმარისობაც იწვევს გულის რითმის, ნერვული იმპულსების გადაცემის სიხშირის დარღვევას. კალიუმი ნატრიუმთან ერთად კი ზემოქმედებენ სისხლის წნევაზე და გულის კუნთების სწორ რიტმზე. რაც შეეხება ცილებს და ცხიმებს, მათი შემცვლელობა შოკოლადში 30 %-ია რის გამოც 100 გრამ შოკოლადზე 500 კალორია მოდის. ეს ისე, ქალბატონებიშთვის. თორე ჩემთვის ორჯერ მეტიც რო იყოს ამით არც არაფერი იცვლება.

თუ სამოგზაუროდ ემზადებით, გირჩევთ  ერთი ან ორი ფილა შოკოლადი მაინც ჩადოთ ჩანთაში. ის ძალიან სასარგებლო საგზალია. რაზეც უთუოდ დამეთანხმებოდნენ ის ალპინისტები რომლებიც 1993 წელს კავკასიონის ქედს გადაღმა ჩარჩნენ თოვლში და მათი საზრდო რამოდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ 2 ცალი მარსის შოკოლადი გახლდათ. შოკოლადი ასევე ამერიკის სამხედრო ფორმირებების პირად რაციონშიც არის შეტანილი. მას დიდი სიამოვნებით კვნეტენ ასტრონავტებიც კოსმოსში.

ხო მართლა, სულ ტყუილად გაშინებენ კარიესით. შოკოლადს ყველაზე ნაკლები ზიანი მოაქვს  ემალისთვის. ის სწრაფათ ათვისებადია, ხოლო დარჩენილ ნაწილაკებს ნერწყვი ძალიან მალე აცილებს კბილებს.

მის თვისებებზე მეტს აღარ ვისაუბრებ. არ მინდა ქიმია ბიოლოგიის გაკვეთილს დაემსგავსოს. ახლა რამოდენიმე საინტერესო ფაქტს გიამბობთ. დავიწყოთ ასე.

იცით თუ არა რომ:

კაკაოს ნაყოფი ნესვს პატარა წააგავს. მის შიგნით 20 დან 40 წლამდე კაკაოს მარცვალია მოთავსებული.

იხილე გაგრძელება>>>mtvarisklubi.blogspot.com



0 comment(s) to... “ისევ შოკოლადი”