ქართული სლენგის ლექსიკონი, შედგენილი ზეციურ საქართველოდან თეფშის დატრიალებით გამოხმობილი სულხან–საბა ორბელიანისა მიერ.
Posted 2:00 PM by Nina in თემები იუმორი, პოპულარულიავტორი: ვერ დავადგინეთ (თუ ვინმემ იცის მოგვწერეთ)
აბაროტის აღება - ნაცვლის მიგებად მცდელობა
აბიჟნიკი - წყენის მთესველი
ბირჟა - ესე ოდეს ყმანი საფიხვნოდ შეიყრებიან, უშვერებენ და ამპარტავნებენ
გამოყლევება - დია მძიმე სიბრიყვე
გამოყლევებული - გამოყლევება ქმნილი
გატრაკება - უმიზეზოდ შფოთისა მოწადინება
გააბლატავა - თვისზედ უმცროსსა მედიდურებისათვის მწედ ეყო
გალუბოი - სხუათა ენაა, ცისფერთან ნახე
გოიმი - კაცი მცირის დაბითგან ქალაქსა ჩასული, გარნა მუნ მკვიდრობისა ვერ-შემშუენებელი
გრეხი - კაცის მიმართ შენაცოდი რაიმე;
განჰყოფენ საქციელთა, რაიც გრეხია და რაიც არ არის; ესრეთს გრეხსა გაგებაში ჩაჭრად უწოდენ, უკეთუ მძიმეა შეცოდება და ტეხავსო იტყვიან, ოდეს მცირედი შესცოდა
გულავი - თვისისა სურვილისამებრ დროის გატარება,
გარნა გულავი დედათა არს მიმო ტყნაური
დააგოიმა - შეტყუილის დაჯერება აქმნია
დაბაზრება - ტკბილმოუბარობით პირის მოშინჯვა, რომელ არს:
ბაზრის შეყვანა, როს დამბაზრებელი სათქმელის თქმულობას შეპარვით განაძლიერებს;
ბაზრის შეგდება, თუ რომ იგივესა დაკვრით იქმს
დატყვნა - ნაჩუმათარზედ წასწრებასა ჰქვიან საქციელზედ დატყვნა; რა კაცმა სიავე ჩაიდინოს, მიმალვა სცადოს და მდევრისაგან გაუცუდდეს, ესე არს ცხელ ფაქტზედ დატყვნა
ვაჟნი - ცუდმედიდი
ვაფშე - ყოვლით კერძო
ზაიობი - ჯიუტი ახირება
ლ - ესე ბგერა, ზედა კბილთ თანა ენის წუერვალის მიტანისა შემდგომ საშუალ ენით წარმოთქმული, არს ნიშანი მდაბიორობისა
მეპირე - მინეტის მქნელი მდაბიორი
ნაბოზვარი -ფლიდს, მზაკვარს კაცზედ იტყვიან
ნაროდი - ხალხი მდაბიორი, ვიეთნი სბროდად უხმობენ
ნასედკა - ავთა მსტოვარი
ნაშა - დიაცი წვრილფეხა, გარნა პირკეთილი და ტანკენარი
პიარი - ხალხთ დარწმუნების მეცადინობა
პაბეგშია - მალვით სუფევს
უტრაკო - აღმსთობად უძლური; ხოლო უტრაკო მეტრაკედ უწოდენ, უკეთუ თვისისა საქმისა ვერ-მომრიგებელს სხვათა საქმეთა მორიგება მოპრიანებია
შელაგება - შეყოფასავით, გარნა არა ერთის ოდენ საზრუნავითა, არამედ მრავლის; შეყოფასთან ნახე
შენძრეული - დია გამოცდილი
ჭუჭუ - კუტუს არა აღმატებული
ხავერა - სავანე ბაითზედ უმცირესი და უპატიურად შენახული
ხატა – ესე არა ხავერა არს, არამედ მასზედ ფართე და უკეთესი ნაპატრონე
მოიწონე ჩვენი გვერდი facebook_ზე