იოანე ზოსიმეს წერილი გაშიფრულია
Posted 6:30 PM by Nina in თემები burusi, ისტორია, ლიტერატურა, მეცნიერება, პოპულარულიby ბურუსი
იოანე ზოსიმეს წერილი გაშიფრულია!
იოანე ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”-ს შიფრის გასაღები ნაპოვნია. ამ სენსაციური აღმოჩენის ავტორი დოქტორი, პროფესორი, კომპიუტერული საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ალიკო ცინცაძეა, რომელიც ბოლო პერიოდში ამ ხელნაწერზე ინტენსიურად მუშაობდა.
იოანე-ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”, მეათე საუკუნის ხელნაწერია. “ქართული ენა, უფლის ენაა, მეორედ მოსვლის შემდეგ ღმერთი ქართულად განიკითხავს.” ასე განმარტეს იგი ქართველმა ენათმეცნიერებმა _ მისმა მპოვნელმა ალექსანდრე ცაგარელმა, კორნელი კეკელიძემ და პავლე ინგოროყვამ. ტექსტზე მათ გარდა მუშაობდნენ გრიგოლ რობაქიძე, აკაკი ბაქრაძე, რამაზ პატარიძე და სხვა ენათმეცნიერები. შინაარსიდან გამომდინარე, ხელნაწერი რწმენისა და ქართული ენის საგალობლად ჩაითვალა და რელიგიური მნიშვნელობაც შეიძინა. ამიტომაც, მისდამი არა მხოლოდ მეცნიერთა, არამედ ფართო საზოგადოების ყურადღება დღემდე არ ცხრება.
ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ხელნაწერისადმი მიძღვნილმა მეცნიერულ გამოკვლევათა რაოდენობამ რამოდენიმე ათეულს გადააჭარბა. ტექსტის კვლევისთვის გამოყენებული იქნა კომპიუტერული ტექნოლოგიაც, მაგრამ ასო-ნიშანთა ე.წ. სიხშირულმა ანალიზმა შედეგი არ მოიტანა. ვერ იქნა გახსნილი წერილის ვერც ერთი რიცხვული სიმბოლიკა, მაგ. “და სასწაულად ესე აქუს (ქართულს): ოთხმეოც და ათოთხმეტ წელ*ი სხვათა ენათა”; ან “მოწამედ წარმოგითხარ: ასი ესე წილი (წერილი) ანბანისაი”. ამდენადაც ისინი “ლაფსუსკალამად” მიიჩნიეს და შეეცადნენ მათ კორექტირებას. ასე, დაამახინჯეს ტექსტი (მაგალითად, 94 შეცვალეს 104-ით, “მისისა” “მესიი”-თ, გაშიფრეს ხელნაწერის ქარაგმები და ა.შ.). ამ დროს მეცნიერთა ყველა თაობა თახმდებოდა იმაზე, რომ ეს დაშიფრული გზავნილია. დაშიფრულ ტექსტში ქარაგმის გახსნაც არასწორი გამოდგა. მისწრაფებამ ყოველ მიზეზს გარეშე გაეშიფრათ უმთავრესი გზავნილი 94, ანუ წერილის კულმინაცია, ბევრ ცდომილებას დაუდო სათავე.
ჩატარებული კვლევებით მიღებულ არგუმენტირებულ შედეგებთან ერთად, საბოლოოდ დაასკვნეს, რომ:
იოანე-ზოსიმე ცუდი მოქართულეა, ტექსტში ხშირია მართლმადიდებლური დოგმატიდან გადახვევა, ბუნდოვანება მისი წერის სტილია და ა.შ.
“პირWელი” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ბატონ ალიკო ცინცაძესთან:
- ბატონო ალიკო, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის გახსნას რა ღირებულებაც გააჩნია ქართული საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. მე რამდენადაც ვიცი, ამ შიფრის გახსნაზე დღესაც უამრავი მეცნიერი მუშაობს, მართლა გაიხსნა შიფრი….
- დიახ, მინდა დაგიდასტუროთ, რომ შიფრის მექანიზმი სრულადაა გახსნილი და ეს მთელ საქართველოს და პირველ რიგში საპატრიარქოს მინდა მივულოცო.
- ეს სენსაციაა….
- ჯერ ბოლომდე არ მაქვს გაცნობიერებული, იმდენად დაბნეული და გახარებული ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ შიფრი ნამდვილად გაიხსნა. მე ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობდი ბოლო პერიოდის განმავლობაში და საუბარი უნდა დავიწყო პირველ რიგში მადლობით ჩვენი მეცნიერებისადმი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მეცნიერსა და მკვლევარს, რომელთა შედეგებიც გათვალისწინებული იქნა ჩვენი კვლევისას. განსაკუთრებით, სამადლობელი მინდა ვთქვა დამოუკიდებელი მკვლევარის, ბატონ რაულ მამალაძის მიმართ, რომლის წინადადებითაც ხელი მოვკიდე ამ ხელნაწერზე მუშაობას და იმ ეტაპზე მასთან ერთად სწორ კვალზე დავდექი.
- შედეგი…. ანუ რა იწინასწარმეტყველა იოანე ზოსიმემ? მეცნიერთა გარკვეული წრე თანხმდებოდა იმაზე, რომ წერილი დაშიფრულია, ისინიც და თქვენ მაინც საიდან მიხვედით აქამდე?
- იოანე-ზოსიმე თვითონვე წერს ამაზე, როცა სიტყვა “მარაგს” ახსენებს. ეს კი სულხან-საბას მიხედვით ამოსაშიფრი სიტყვაა. მეორეც, იგი შიფრის რიცხვული მექანიზმის დასაცავად თვალშისაცემ შეცდომებზე მიდის. მაგალითად, ერთგან “დამარხულ”-ის ნაცვლად “დამარხუ”-ს წერს, მეორეგან “დღემმმდე”-ში სამ “მ”-ს, შეგნებულად უხვევს მართლმადიდებლური დოგმატიდან და ა.შ. მეტი რა უნდა ექნა, რომ ჩვენ შიფრი შეგვემჩნია?! საერთოდაც, წერილს იმიტომაც შიფრავენ, რომ გარეშე თვალიდან ანუ არაკეთილმოსურნიდან დაფარონ. მან ასეც გააკეთა, მაგრამ უნდოდა, რომ ჩვენ შეგვემჩნია გზავნილი. ავდექით და ცუდი მოქართულეობა დავაბრალეთ… ამ დროს ქართველ გენიოსთან გვაქვს საქმე. აბა, ერთი ნახეთ სხვა ხელნაწერებში თუ უშვებს შეცდომებს… არა! როგორც კვლევით აღმოჩნდა ეს შიფრია და მერე როგორი, ხელის ხლებაც, რომ არ შეიძლებოდა ისეთი.
-კერძოდ, რა არ უნდა გაკეთებულიყო და რა გაკეთდა ხელნაწერთან მიმართებაში?
- მაგალითად არასწორია მუხლებად ახლებური დაყოფა, დაშორებული სტრიქონები შიფრით ზოგჯერ ერთმანეთს ებმიან და ახალ წინადადებას გვაძლევენ, ახლებურად დამუხვლვა არღვევს ამას. მეორეც…
იხილე გაგრძელება>>>burusi.wordpress.com