Google-მ ოპერაციული სისტემა წარმოადგინა
Posted 4:11 PM by anano in თემები polity.ge, ახალი ამბები, ინტერნეტი, ტექნოლოგიაfrom - The.Polity.News
ინტერნეტ გიგანტმა – Google-მ წარმოადგინა კომპიუტერების ოპერაციული სისტემის საკუთარი ვერსია – Chrome OS.
სისტემა დაფუძნებულია ღია საწყის კოდზე, თავდაპირველად გამიზნული იქნება ძირითადად ინტერნეტში სამუშაოდ ორიენტირებულ, იაფფასიან ნოუთბუქებში გამოსაყენებლად.
Chrome OS ოპერაციულ სისტემაში არ იქნება კომპიუტერზე დაინსტოლირებული ჩვეული პროგრამები, ყველა დოკუმენტები და პროგრამული დანართები განთავსდება Google-ს სერვერზე და ჩაუტვირთება ვებ-ბროუზერის მეშვეობით.
კომპანიამ ეს ვერსია ჯერ მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებლებისთვის გამოუშვა.
Google-ში ამბობენ, რომ ამ ოპერაციული სისტემით აღჭურვილი პირველი კომპიუტერები ბაზარზე გამოჩნდება 2010 წლის ბოლომდე.
მანამდე გამოითქვა მოსაზრება, რომ ნოუთბუქების სეგმენტში Chrome OS-ს შეუძლია შეარყიოს კომპანია Microsoft-ის პოზიციები, რომელმაც 22 ოქტომბერს გამოუშვა თავისი ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია Windows 7.