10 ფატალური შეცდომა ვებ-დიზაინში (ნაწილი I)

Posted 3:00 PM by anano in თემები , ,

ავტორი – Chaotic

სვითის #9 გაკვეთილთან დაკავშირებით გადავწყვიტე, დამეწერა ვებ-დიზაინზე. მართალია, ჩვენ ხშირ შემთხვევაში მზა პროდუქტს ვიყენებთ, მაგრამ ვფიქრობ,რამდენიმე შეცდომა ყველას ბლოგზე მოიპოვება. შეცდომებს ჩემი ან თქვენი ბლოგის მაგალითზეც განვიხილავ :) დიდი იმედი მაქვს, არ მიწყენთ. :)
(აქ შეხვდებით ტერმინებს, რომელთაც შეგნებულად არ ვთარგმნი საკუთარი ინიციატივით და ვტოვებ ინგლისურად.)
საგანს, რომლის ფარგლებშიც მსგავს საკითხებს გვასწავლიან ჰქვია: Human Computer Interaction (HCI). ამ საგნის
ოფიციალურ გვერდზე დევს ლექციების PDF ვერსიები ინგლისურად. იქვე ნახავთ ლექციების პოდკასტს, მხოლოდ გერმანულ ენაზე.
დღეს შევჩერდები
ჯეიქობ ნილსენის, ანუ Usability-ს გურუს მიერ 2007 წელს გამოქვეყნებულ პირველ 5 ძირითად შეცდომაზე. თუმცა, არ მგონია, 2 წელში საგრძნობლად დიდ სხვაობას ჰქონოდა ადგილი. ასე რომ, ეს შეცდომები დღესაც აქტუალურია.

  1. Bad Search -> როდესაც ძიების ფუნქცია არ არის გამართული, ან თავად გრაფა "ძებნა/ძიება" არის ხშირ შემთხვევაში რთულად საპოვნი.
    • შედეგი: მომხმარებელი ვერ პოულობს ინფორმაციას, რომლის მისაღებადაც შემოვიდა საიტზე და ტოვებს საიტს.
    • მაგალითი: კიკიტოს ბლოგი. ან მე ვერ მივაგენი და ან საერთოდ არ აქვს საძიებო სისტემა. აქ რა თქმა უნდა, არ შევჩერდები იმ ოქროს წესზე, რომ უკლებლივ ყველა (!) ვებ-გვერდს უნდა ჰქონდეს საძიებო სისტემა.
    • გამოსავალი: ნუ დაიზარებთ და დაამატეთ თქვენს ბლოგზე ძებნის ფუნქცია. ნუ განათავსებთ მას ალოგიკურ ადგილას, მაგ.: გვერდის ბოლოში. ყველაზე კარგი ადგილი საამისოდ არის გვერდის/საიდბარის დასაწყისი.
  2. PDF-ფაილების გამოყენება ონლაინ რეჟიმში კითხვისთვის: იცვლება User Interface, მომხმარებელს არ აქვს ნავიგაციის საშუალება.
    • შედეგი: მომხმარებელი ტოვებს საიტს.
    • ამის მაგალითი ბლოგზე არ მოიპოვება, მაგრამ ყველა თქვენგანს ექნება გამოცდილი, რა გულის გამაწვრილებელი პროცესია, როდესაც რაღაცას ეძებ და ყოველ ნაბიჯზე ახალი PDF-ფაილი უნდა გახსნა.
  3. ლინკებს, რომლებზეც უკვე იყო მომხმარებელი არ ეცვლებათ ფერი.
    • შედეგი: მომხმარებელი ვეღარ იგებს, რომელ გვერდზე იყო აქამდე და შეცდომით ხვდება ერთსა და იმავე გვერდზე რამდენჯერმე. მომხმარებელს უწევს გონების უსაფუძვლოდ დაძაბვა.
    • მაგალითი: ჩემი ბლოგი :user: თუ არ გავამუქე, ვერც მიხვდება ადამიანი, რომ ლინკები მაქვს პოსტში გამოყენებული. პრობლემის მოგვარება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ამ დღეებში დავძებნი თავიდან. (აბა, იპოვნეთ თუნდაც ამ პოსტში პირველი სამი ლინკი :P)

იხილეთ ვრცლად...

http://chaochaotic.blogspot.com/



0 comment(s) to... “10 ფატალური შეცდომა ვებ-დიზაინში (ნაწილი I)”