მოჯადოებული კრისტალის სამყარო
Posted 1:51 PM by Nina in თემები ბრენდის სამზარეულო, ეს საინტერესოა, ისტორია, ქალიავტორი: Maka Asatiani
კრისტალი, როგორც მანათობელი ვარსკვლავია დედამიწაზე. მაგრამ ფაქტია, რომ უბრალო მასალისგან ხელოვნების ნიმუშის შექმნა საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით თუ მასალა შუშაა და მასზე მუშაობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. შუშის ავტომატური საჭრელი მანქანა დენიელ სვაროვსკიმ 1982 წელს დააპატენტა. ამით დაინტერესებულმა ფინანსისტებმა არმან კოსმანმა და ფრანც ვეისმა 1895 წელს ბიზნესი წამოიწყეს. „Swarovski-ის" კომპანია კრისტალს აწარმოებდა. მისი ფაბრიკა ავსტრიაში, ქალაქ ვატენში მდებარეობდა.
კომპანია „Swarovski-ის" წარმოების ისტორიაში ორი ეტაპია გამორჩეული. პირველი, როდესაც „Swarovski" კრისტალისგან სხვადასხვა ელემენტებს და დეტალებს ამზადებდა. შემდგომში კი მათ დიზაინისთვის და განათების საშუალებების მოსართავად იყენებდა. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი და წარმატებული ეტაპი 1970 წელს იწყება. „Swarovski-ის" კომპანია ახლა სამკაულებს უშვებს. ამ მიმართულებით პირველი ხაზი 1977 წელს გამოდის. ულამაზესი საყურეები, ბეჭდები და ყელსაბამები უჩვეულოდ ციმციმებდნენ. კრისტალში გარეული სპეციალური ქიმიური ნივთიერებები კი შუშას ცისარტყელას ფერებს აძლევდა…
http://brandkitchen.blogspot.com/