ქეთათოს წიგნები

Posted 12:00 PM by Nina in თემები , ,

Posted by წაიკითხე წიგნები - უკეთესად იქნები

qetato-copy-2

დიდი მწვანე ჩანთა იატაკზე დადო, ნახევრად გახსნილი შესაკრავი ისე მოეშვა, თითქოს ამოისუნთქაო და ჩანთამაც პირი დააღო... თუმცა მწვანე ჩანთისთვის არავის ეცალა, ყველა მის პატრონს - ქეთათოს უყურებდა. მხიარულ, ჭრელ კაბაში გამოწყობილი ქეთათო რუსთაველზე მდებარე წიგნის მაღაზია "ბიბლუსში" იდგა და წიგნებით სავსე თაროების ფონზე იხსენებდა, როგორი იყო 20 თუ უფრო მეტი წლის წინ... სულ პატარას როგორ უკითხავდა ბებია ამოჩემებულ წიგნებს და როგორ უსმენდა უსასრულოდ, როგორ ისრუტავდა ღრუბელივით ყველაფერს... მერე დრო გავიდა, უკვე არჩეულ წიგნს ხელში აწოდებდნენ, ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოო და ქეთათოც ერთი ან ორი საათი იჯდა და ფურცლავდა წიგნ-განაჩენს - წაკითხვით კი არასდიდებით არ კითხულობდა. ჯიუტი იყო, დაძალებულ წიგნს თითქოს სამაგიეროს უხდიდა, თვალს არიდებდა... ასეთი ჯიუტი რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება... თუკი ყველაფერს არჩეულსა და მისი ბედნიერებისათვის განსაზღვრულს ისე მიიღებდა, როგორც აუცილებელ სიკეთეს, იქნებ ირაკლი ჩარკვიანის შეყვარებაც არ ჩამჯდარიყო უფროსების მიერ მისთვის შედგენილ მომავლის გეგმაში...

იხილეთ ვრცლად

 

http://biblusi.blogspot.com/



0 comment(s) to... “ქეთათოს წიგნები”