ავტორი: Andy
მისი წიგნები გამოსვლიდან რამოდენიმე თვეში ხდებიან ბესტსელები , მათ არ აჩერებენ მაღაზიის დახლებზე , მათ ყიდულობენ და ჩუქნიან საყვარელ ადამიანებს , არარსებობს ადამიანი რომელსაც არ წაეკითხოს მისი თუნდაც რომელიმე ნაწარმოები , მისი პროზა უთანაბრდება მუსიკას და ფოტოკოლაჟს იაპონური ბუნების , ამ ნაწარმოების კითხვით აჟიტირებული მკითხველიც კი ვერ გადმოგცემთ თუ რას გრძნობს და რა იზიდავ მას ამ მწერლის შემოქმედებასთან. მისი სახელი ცნობილია მთელ მსოფლიოში. ეს არის ცნობილი იაპონელი მწერალი და ნოველისტი - ჰარუკი მურაკამი.
მისი შემოქმედება მე -20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო , ამ საუკუნეში იაპონია ეკზოტიკურ , ნაკლებად ცნობილი ქვეყანად ითვლებოდა. პირველი ნოველა Hear the Wind Sing დაწერა 1978 წლის აპრილში როდესაც ბეისბოლის თამაშს უყურებდა , ამ მოთხრობით მან ლიტერატურული პრემია აიღო , რამ გადააწყვეტინა ნოველის დაწერა დღემდე არ იცის , მისი სიტყვებით – «უბრალოდ მივხვდი ამას და მორჩა». ამის შემდეგ მურაკამმა ხელში აიღო მელანი და უბრალო ფურცლებზე დაიწყო წერა. პირველი მოთხრობა იმდენად წარმატებული იყო , რომ 1980 წელს დაწერა მეორე მოთხრობა Pinball 1973 რომელიც პირველი ნაწარმოების გაგრძელება იყო.