KOSHKA TRIP
Posted 5:00 PM by Nina in თემები demo.ge არტ-პორტალი, მამაკაცი, საქართველო, ქალი, ცხოვრების სტილიავტორი:ზაზა კოშკაძე
ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი სტუმრობა, ჩემს ძალიან ჩვეულებრივ ნათესავებთან. თუმცა საბოლოოდ მოვლენები ისე განვითარდა, რომ კინაღამ ცოლით და ნიშნობის ბეჭდით დავბრუნდი სახლში.
დედოფლისწყაროს რაიონში არის ერთი ჩვეულებრივი
სოფელი, პირობითად სოფელი N-ი. მისთვის დამახასიათებელი ამბებით და მოსაწყენი ყოველდღიურობით. მისი მაცხოვრებლები კი ჩვეულებრივი კახელი გლეხები არიან.მე “მარშუტკით” ვიმგზავრე, სადაც ერთობ პრივილეგირებული ადგილი (მძღოლის გვერდით) შემხვდა. როგორც წესი, ამ ადგილს დილიდანვე ჯავშნიან ხოლმე მძღოლის ნათესავები ან თანასოფლელები. “მარშუტკა” დაიძრა და მძღოლი მაგნიტოფონისკენ გაიწია. მალევე ყველასათვის კარგად ნაცნობი სიმღერების ნაკადი წამოვიდა. როცა სოფელს მივუახლოვდით, მძღოლმა ხელი წინ გაიშვირა და მკითხა:-ხედავ ამ მთას?-ვხედავ. ვუპასუხე მე.-აბა მითხარი რას გაგონებს?!-რავი, არაფერს.-მწოლიარე ქალს არ გავს?მე კიდევ ერთხელ გავხედე მთას, რომელზეც ის მელაპარაკებოდა.-კი, მგონი გავსვუპასუხე მე, არადა წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სულ რაღაც რამდენიმე საათში, სიტყვა ქალის ხსენებაზე კონვულსიები დამეწყებოდა….