ავტორი: Andy
საყოველთაოდ ცნობილია , რომ იაპონელები ყველაზე მოკრძალებული , ტრადიციების დამცველი და ზრდილობიანი ერია. ზრდილობა იმდენად აქვთ გამჯდარი ყოველდღიურ ცხოვრებაში , რომ სალანძღავი ლექსიკაც არ გააჩნიათ. ყველა საუბარი თუ დიალოგი თავაზიანად მიმდინარეობს და ყოველთვის იხმარება სიტყვა ბოდიშით (すみません – sumimasen) ან უკაცრავად (ごめん – gomen). სასტუმროში , მაღაზიაში თუ სამედიცინო დაწესებულებაში სტუმარს ყოველთვის თავაზიანად და სტუმართმოყვარეობით იღებენ. ქუჩებში , ბაღებში , საზოგადოებრივ დაწესებულებებში შეიძლება შეხვდეთ წარწერებს , რომლებიც ხალხს მოუწოდებს თავაზიანობისკენ. იაპონიაში არავის უკვრის მაღაზიის ალერსიანი , მომღიმარი გამყიდველი , ყურადღებიანი ტაქსის მძღოლი , ზრდილობიანი ოფიციანტი.
იაპონელების თავაზიანი მისალმება
იაპონელების მისალმება და დამშვიდობებაც ერთი დიდი რიტუალია.მისალმების დროს იაპონელები ერთმანეთს მოკრძალებით უკრავენ თავს. მოკითხვის შემდეგ დამშვიდობება ხდება ასევე მოკრძალებით და უაკნ უკან თავის დაკვრით , ანუ ზურგის შექცევა დიდ უზრდელობად ითვლება , დამშვიდობების შემდეგ სამი მეტრით უკან სვლის შემდეგ ორი იაპონელი აგრძელებს თავის გზას. ერთი სიტყვით იაპონიაში ყველაფერს თავაზიანობის ბეჭედი აზის.
თავაზიანობის დემონსტრაცია ხდება ჩაის სმის დროს , როდესაც მასპინძელი ყველანაირად ცდილობს სასიამოვნო და ესთეთიკური განწყობა შეუქმნას სტუმარს. ჩაის ცერემონიალის მომზადებაც დიდი აკურატულობით და რუდუნებით ხდება.
ამ 130 მილიონიან კუნძულოვან ქვეყანაში მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა იაპონელია. რათქმაუნდა არსებობს მცირე პროცენტი უცხოელი მოსახლეობის რომლებიც დიდ ქალაქებში არიან განლაგებულები , ეს პროცენტი არანაირად არ უშლის ხელს იაპონელებისთვის რამე ეტიკეტის ან წესების გაუქმებას.
იაპონელების თავაზიანობის მიზეზი ეფუძნება იაპონიაში გავრცელებულ რელიგიებს რომლებშიც ერთ ერთი მთავარ მორალს წარმოადგენს ადამიანების ერთმანეთთან პატივისცემა , მშობელის , უფროსისადმი მორჩილება , ბუნების მიმართ პატივისცემა. ყველაფერმა ამან განსაზღვრა იაპონური ქცევების და წესების თავისებურებანი რაზეც იაპონელები სამაგალითო და სტაბილურ საზოგადოებად ჩამოაყალიბა.
Posted by Andy
რუსეთ - იაპონიის ომი. (უკიოეს სტილი by Kyōkatsu, მაისი 1904 )
ვაგრძელებ იაპონიის ისტორიის მოკლე მიმოხილვას ამჯერად მე – 19 ს. ბოლო – 20 – ს. ის დასაწყისზე გავამახვილებ ყურადღებას. ამერიკა – იაპონიის ერთობლივ თანამშრომლობას იაპონიის მთელ ტერიტორიაზე მოჰყვა სტიქიური და ორგანიზებული გამოსვლები , ამის მიზეზი იყო ქვეყნის უეცარი და მოულოდნელი დასავლური კურსის აღება. მთლიანად შეიცვალა სამხედრო რეფორმა , ქვეყანა გადავიდა თანამედროვე ცეცხლსასროლ იარაღებზე , სამურაის ინსტიტუტი ძალაუფლებას კარგავდა. ხელისუფლება თავისთავად წარმატებით ახშობდა აჯანყებულთა გამოსვლებს და სულ უფრო მკვეთრ დასავლურ პოლიტიკურ გეზს იღებდა.
პოლიტიკურ ცხოვრებაში იაპონიის ხელისუფლება დაადგა აგრესიულ კურს. ამ პოლიტიკის განხორციელებისას მმართველი კლასები მოხერხებულად იყენებდნენ სხვა ქვეყანასთან არსებულ წინააღმდეგობებს. პირველ აგრესიულ კურს მიემხრო ამერიკის ხელისუფლება. ამერიკის ხელისუფლებას სურდა იაპონიის გამოყენებით კორეასა და ტაივანში შეეღწიათ და თავიანთ კონტროლზე აეყვანათ ეს ქვეყნები. ამ ოპერაციით ისინი შეასუსტებდნენ ინგლისსა და რუსეთის პოლიტიკას შორეულ აღმოსავლეთზე. თუმცა გეგმები ვერ ხორციელდებოდა ჯერ ჯერობით რადგან კორეა და ტაივანი იმ დროს ჩინეთის კოლონიად ითვლებოდა.
თავისთავად იაპონიასაც ქონდა ტერიტორიული ინტერესები. ამერიკასთან შეთანხმებით იაპონია ცდილობდა სამხრეთ სახალინის შემოერთებას. თუმცა აქ რუსეთის დიდი წინააღმდეგობას წააწყდნენ. 1875 წელს დაიდო რუსეთ – იაპონიის ხელშეკრულება , რომლის თანახმადაც იაპონიას გადაეცა კურილიის კუნძულები , სამაგიეროდ თავი უნდა დაენებებინა სახალინისთვის.
1876 წელს იაპონიამ ომის მუქარით აიძულა კორეა წამოსულიყო არათანაბარ ხელშეკრულების დადებაზე. თუმცა ჩინეთისგან თანხმობა ვერ მიიღეს. 1894 წელს ინგლისის ესკადრის დახმარებით იაპონელებმა დაიპყრეს კორეა და ტაივანი და ჩინეთს აიძულეს გადასახადი ეხადა იაპონიისთვის. საბოლოოდ 1896 წლის აპრილში შიმონოსეკეში დაიდო ზავი. ზავის თანახმად კორეა გამოცხადდა ჩინეთისგან დამოუკიდებელი და შევიდა იაპონიის მფარველობაში. ჩინეთი თმობდა ლაოდუმის ნახ.კუნძულს და კუნძულ ტაივანს. მოგივანებით იაპონიამ ლაოდუმის ნახ.კუნძული უკან დააუბრუნა.
1899 წელს იაპონიამ მიაღწია იმას , რომ ყველა ხელშეკრულება რომელიც დადებული ქონდა ქვეყნებთან გააუქმა. მათ შორის ამერიკისაც. აღარ იყო საჭირო სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა , რადგან ჩინეთ – იაპონიის ზავის შემდეგ ქვეყანამ ჩათვალა , რომ მაქსიმუმს მიაღწიეს აგრესიულ-კოლიონიური პოლიტიკის გატარებით.
ქვეყანა დაადგა განვითარების გზას. დაჩქარდა მრეწველობის დარგის აღორძინება, განვითარდა საფეიქრო საქმე. დიდი მიღწევები ქონდათ მეტალურგიას , გემთმშენებლობას. ქვეყნის ეკონომიკურ მრეწველობას თან სდევდა ქვეყნის მონიპოლისტური კომპანიების (მიცუი , მიცუბიში) შექმნა. მსხვილმა კომპანიებმა ქვეყნის განვითარება მაღალ დონეზე აწიეს. სამრეწველო წარმოებამ წინ გაუსწრო ამერიკას , იტალიას და მიუახლოვდა საფრანგეთს.
ამის მიუხედავად ქვეყანაში მაინც ჯერ კიდევ არსებობს ფეოდალური გადმონაშთები , რაც ძალიან დიდ სიძნელეებს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებას. ქვეყანა არის ნახევრად დემოკრატიული და ნახევრად ფეოდალური. ხელისუფლება ეკუთვნოდა არა ბურჟუაზიას არამედ ფეოდალებს. ქვეყანას ფორმალურად მართავდა კონსტიტუციური მონარქია , მაგრამ ფაქტობრივად ეს იყო თვითმპყრობელური დესპოტური მონარქია. ეს ყველაფერი ხელს უშლიდა ქვეყნის განვითარებას.
იაპონელების შესვლა პორტ-არტურში
1896 წელს ჩინეთსა და რუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულება ურთიერთდახმარებაზე . ფაქტიურად ეს იყო რუსეთის ინტერესების გატარება კორეა-ჩინეთზე. რუსეთმა ახალი მოთხოვნები გაუგზავნა იაპონიას : რომლის თანახმადაც რუსეთი თანახმა იყო იაპონიის ჯარები შესულიყო კორეაში , თუმცა ზღუდავდა რიცხვს და ვადას. ამის სანაცვლოდ იაპონიას უნდა ეცნო რუსეთის უპირატესობა მანჯურიასა და ჩინეთის იმ საზღვრებში , რომელიც რუსეთს ეკვროდა. იაპონის მთავრობამ უარყო ეს წინადადება და პირდაპირ ომი გამოუცხადა რუსეთს. ომამდე იაპონიამ დახმარებითვის მიმართა ინგლისს თუმცა სამხედრო დახმარებაზე უარი მიიღო. ყოველივე ამან საბაბი მისცა დაწყებულიყო რუსეთ – იაპონიის ომი (1904-1905 წწ). იაპონიამ მოვლენებს გაუსწრო და ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა რუსეთის ფლოტს – პორტარტურში.
ავტორი: Andy
ვინც იცის გადაკვრით ან კარგად იაპონიის ისტორია დამეთანხმებით რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპოქაა იზოლაციის ხანა , როდესაც 1635 წელს იაპონიამ გამოაცხადა ნაციონალური იზოლაციის პოლიტიკა და თითქმის 2 საუკუნე ნახევარი ჩაკეტილი იყო გარესამყაროსთან. ეს ეპოქა მთლიანად პასუხებს გასცემს იმ კითხვებს თუ რატომ იბრძოდა იაპონია 20 – საუკუნეში ამერიკის წინააღმდეგ , რატომ გამოიყენა ამერიკამ ბირთვული იარაღი იაპონიის წინააღმდეგ და რატომ ქონდა იაპონელ ხალხს ამერიკელების მიმართ ეროვნული ზიზღი. მოდით დეტალურად განვიხილოთ თუ რატომ მოუხდა ქვეყანას ამ ნაბიჯის გადადგმა და რა იყო ამ საქციელში დადებითი და ურაყოფითი მხარე.
17 საუკუნის დასაწყისში 1603 წელს იაპონიის მთავარ საგვარეულო ტახტის მეთაურად (შოგუნად) მოდის ტოკუგავა იეიასუ. ეს ის ეპოქაა როდესაც ქვეყანას მართავს ორი ხელისუფლება , სახელმწიფოს მეთაურად ითვლება – იმპერატორი , მაგრამ ქვეყანას მართავს – შოგუნი. ქვეყნის დედაქალაქი არის – ედო.
ტოკუგავა იეიასუ / Tokugawa Ieyasu
ახალმა დინასტიამ თავის კონტროლს დაამქვემდებრა ქვეყნის საგარეო და საშინაო საქმეები , ქვეყანა აბსოლიტურად ღიაა ყველასთვის , ევროპელი ვაჭრები ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს აწარმოებენ აღმოსავლეთის ამ ეკზოტიკურ ქვეყანასთან. იაპონელებისთვისაც თავისტავად საინტერესო იყო ევროპულ კულტურასთან გაცნობა. პირველი ქვეყანა რომელიც იაპონიას ესტუმრა იყვნენ ინგლისელი ვაჭრები , ამას მოჰყვა 1609 წელს ჰოლანდიის სავაჭრო გემები და პორტუგალია . თავისთავად მმართველი დინასტიაც მფარველობს უწევს იაპონიაში მყოფ ევროპელებს , მათ პრივილიგირებულ სტატუსებს ანიჭებენ და საპასუხო სავაჭრო ურთიერთობებიც გამართეს ევროპასთან. ინგლისელებმა იაპონელებს გემთმშენებლობა ასწავლეს , 1608 წელს შტურმანმა – ვილიამ ადამსმა იაპონიას 180 გემი აუგო , ამიტომ ტოკუგავა იეიასუმ ის თავის მრჩევლადაც დანიშნა.
გადის დრო და ევროპელ ვაჭრებს ჩამოჰყვა კათოლიკე მისიონერებიც , მისიონერებმა დაიწყეს ღია ქრისტიანული რელიგიის ქადაგება , რელიგიური ლიტერატურის გავრცელება , ეკლესიების აშენება. თავისთავად იაპონელებისთვისაც ახალი ხილი იყო უცხო ქვეყნის რელიგიის გაცნობა ამიტომ დიდი პროცენტი იაპონელების კათოლიკე გახდა.
სავაჭრო გემი - 1634 წელი
უკმაყოფილების ტალღა აგორდა საპირისპირო რელიგიის მორწმუნე იაპონელებში , დაწესდა სავაჭრო ლიცენზიები , რომლებიც მკაცრად კონტროლდებოდა ხელისუფლების მხრიდან. გაიცა ბრძანება , რომ კათოლიკე ორგანიზაციებს და ყველა მისიონერს , სიკვდილის მუქარით უნდა დაეტოვებინა იაპონია. იდევნებოდა ქრისტიანები , დაიწყო ეკლესიების ნგრევა და ქრისტიანული ლიტერატურის დაწვა. მაგრამ უცხო რელიგიის ქადაგება ბოლომდე არ აღმოიფხვრა, თვით ქრისტიანი იპონელები მიმართავდნენ ჩუმად მისიონერულ საქმეს.
ამიტომ 1614 წელს გამოიცა კანონი , რომლის თანახმად ქრისტიანობა აიკრძალა , როგორც იმპერიის მტერი. ახლა უკვე ღიად დაიწყო ქრისტიანთა ხოცვა , დარბევა , ლიტერატურის დაწვა და რეპრესიები . ყველაფერმა ამან გამოიწვია სავაჭრო ურთერთობების შესუსტება ევროპასთან. ნულზე დავიდა იაპონელების მიმოსვლა იაპონიაში. შემოწმება გაიარა ყველა იაპონელმა რელიგიაზე. მიუხედავად ევროპელების მიმართ დიდი ზეწოლისა , ქრისტიანი იაპონელები აუჯანყდა მმართველ ძალას.
1637 წელს კუნძულ დეშიმაზე მოხდა ორგანიზებული აჯანყება ქრისტიანი იაპონელების და სახელისუფლებო ჯარს შორის. აჯანყება იმდენად ორგანიზებული იყო , რომ სახელისუფლებო ჯარი დამარცხების პირას იყო , ამიტომ დახმარებისთვის ჰოლანდიელებს მიმართეს. ჰოლანდიელებმა ქრისტიან იაპონელებს ცეცხლოვანი ბურთები და ქვემეხები დაუშინეს. აჯანყება ჩაახშეს. სასტიკად გაუსწორდნენ აჯანყებულებს , ჯვარზე აკრავდნენ და მთლიანად ამოხოცეს. ამით იაპონელებმა ჰოლანდიელებს მადლობა გადაუხადეს და დართეს უფლება მხოლოდ მათთვის გაიხსნებოდა ღია სავაჭრო სარკმელი კუნძულ დეშიმაზე. მაგრამ მკაცრად გაკონტროლდებოდა მათი საქმიანობა , გადაადგილება , მიმოსვლა ქალაქში და მიმოწერა ჰოლანდიასთან. ჰოლანდიელების ეს ნაბიჯი მკაცრად იქნა გაკრიტიკებული ევროპელების მიერ. ამ დროიდან ჰოლანდიელები , ჩინელები დაკორეელები იყვნენ ერტადერთი უცხოელები , რომლებსაც ჰქონდათ უფლება ქვეყანაში შესვლის.
ორი წლის მერე 1635 წელს იაპონიამ გამოაცხადა თვითიზოლაციის ხანა და ჩაიკეტა როგორც ქვეყანა. იზოლაციის ხანა გაგრძელდა 1853 წლამდე. ამ პერიოდში იაპონიაში იყო ძალიან მკაცრი რეჟიმი, თვით იაპონელებისთვისაც. ამ ნაბიჯს ჰქონდა როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარე.
დადებითი ის იყო , რომ ამ პერიოდში განვითარდა განათლების დონე , წიგნის ბეჭდვა , გაიხსნა უამრავი წიგნის მაღაზიები , თუმცა მკაცრად კონტროლდებოდა ხელისუფლების მხრიდან რათა ქრისტიანული ან დასავლური ლიტერატურა არ აღმოჩენილიყო. დამკვიდდრდა განათლების სისტემა , შემოღებულ იქნა საეკლესიო , სამხედრო და საერო განათლება. ბუდისტურ ტაძრებში შემოღებულ იქნა საბავშვო სკოლები, სადაც ბავშვებს ასწავლიდნენ ბუდიზმის პატივისცემას. მოკლედ იაპონია მიდიოდა ტრადიციების და ყველაფერ ეროვნულის აღორძინებაზე. ყველაზე დიდი წარმატება ის იყო რომ ქვეყანამ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და არ გახდა რომელიმე ქვეყნის კოლონა…
Posted by Andy
იაპონია სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ყველაზე წარმატებულად და სასარგებლოდ იყენებს ნაგვის ნედლეულს. ქვეყანაში 127 მილიონი კაცი ცხოვრობს , ისედაც პატარა კუნძულოვან და მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში საერთოდ არარსებობს ადგილი სადაც მთელი ქვეყნის ნაგავი ერთად იყრიდეს თავს. უფრო მეტიც ტერიტორიის გასაფართოებლად ნაგვისგან აკეთებენ ხელოვნურ ხმელეთს.
მაგალითად საზღვაო ქალაქ კობეში გაკეთებულია ხელოვნური კუნძული Port Island. კუნძულის მშენებლობა დაიწყო 1966 წელს და დასრულდა 1981წელს. მშენებლობის პრინციპი ერთი შეხედვით არის ძალიან მარტივი , მთელი კუნძული არის დაკონსერვებული ნაგავი. კუნძულის ფართობი – 436 ჰექტარია.
Port Island - ნაგვით აშენებული კუნძული იაპონიაში
მასზე მოთავსებულია აეროპორტი შვეულმფრენისთვის , სხვადასხვა სასტუმროები , უნივერსიტეტები , მუზეუმი , სპორტულ – გამაჯანსაღებელი ადგილები , IKEA – ს ჰიპერმარკეტი , დასასვენებელი პარკები და რამოდენიმე კაფე. აქვე ტურისტებისთვის არსებობს პატარა ტურისტული მატარებელი კუნძულის დასათვალიერებლად. კუნძულთან დაკავშირება ხდება საავტომობილო ხიდით.
კანსაის საერთაშორისო აეროპორტი - ხელოვნური კუნძული რომელიც აშენდა ნაგვით.
შემდეგი ხელოვნური კუნძული აშენდა 1987 და დასრულდა 1989 წელს , კუნძულზე განთავებულია კანსაის საერთაშორისო აეროპორტი , კუნძული 4 კილომეტრის სიგრძისაა და ესეც იგივე პრიონციპით არის აგებული , საძირკველში მოათავსეს უამრავი ტონა ნაგავი და შემდეგ დააკონსერვეს. ხელოვნური კუნძული მთლიანად აეროპორტს უკავია , მასე აშენებულია ორი ასაფრენ – დასაფრენი ზოლი და აეროპორტის შენობა. სპეციალურად მოწვეული ინჟინრების დახმარებით , მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ კუნძული მთლიანად გამორიცხავს რაიმე ნგრევას და კატაკლიზმებს კუნძულზე.
Posted by Andy
იაპონია რაც არ უნდა უცნაური იყოს მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას ადამიანთა თვითმკვლელობებით. სტატისტიკა იმდენად შემაშფოთებელია , რომ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო ამ სენს მოიხსენიებს როგორც იაპონურ ეპიდემიას , სტრუქტურა მთლიანად ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად იღწვის. სტატისტიკურად ბოლო 11 წლის მანძილზე მთლიანად იაპონიაში ყოველ 15 წუთის ინტერვალით ხდებოდა თვითმკვლელობები. ეს სტატისტიკა , რომ შევადაროთ მცირე რიცხოვან ერთან , შეიძლება ამ 11 წლის მანძილზე ეს ერი საერთოდ გამქრალი ყოფილიყოს.
იაპონიის პოლიციის ანგარიშით ყოველ წლიურად 30,000 – ამდე იაპონელი იკლავს თავს. ყველაზე მეტი თვითმკვლელობა კი 2008 წელს მოხდა , ამ წელს 32 ათასმა იაპონელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამხელა ციფრი უკავშირდება სერიოზულ სოციალურ და ფრიქოლოგიურ პრობლემებთან. ოჯახური პრობლემები , ჯანმრთელობის პრობლემა , ვალები და ასე შემდეგ ეს ყვეალფერი სასიკვდილო ზეგავლენას ახდენს იაპონელებზე…
ავტორი: Andy
მისი წიგნები გამოსვლიდან რამოდენიმე თვეში ხდებიან ბესტსელები , მათ არ აჩერებენ მაღაზიის დახლებზე , მათ ყიდულობენ და ჩუქნიან საყვარელ ადამიანებს , არარსებობს ადამიანი რომელსაც არ წაეკითხოს მისი თუნდაც რომელიმე ნაწარმოები , მისი პროზა უთანაბრდება მუსიკას და ფოტოკოლაჟს იაპონური ბუნების , ამ ნაწარმოების კითხვით აჟიტირებული მკითხველიც კი ვერ გადმოგცემთ თუ რას გრძნობს და რა იზიდავ მას ამ მწერლის შემოქმედებასთან. მისი სახელი ცნობილია მთელ მსოფლიოში. ეს არის ცნობილი იაპონელი მწერალი და ნოველისტი - ჰარუკი მურაკამი.
მისი შემოქმედება მე -20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო , ამ საუკუნეში იაპონია ეკზოტიკურ , ნაკლებად ცნობილი ქვეყანად ითვლებოდა. პირველი ნოველა Hear the Wind Sing დაწერა 1978 წლის აპრილში როდესაც ბეისბოლის თამაშს უყურებდა , ამ მოთხრობით მან ლიტერატურული პრემია აიღო , რამ გადააწყვეტინა ნოველის დაწერა დღემდე არ იცის , მისი სიტყვებით – «უბრალოდ მივხვდი ამას და მორჩა». ამის შემდეგ მურაკამმა ხელში აიღო მელანი და უბრალო ფურცლებზე დაიწყო წერა. პირველი მოთხრობა იმდენად წარმატებული იყო , რომ 1980 წელს დაწერა მეორე მოთხრობა Pinball 1973 რომელიც პირველი ნაწარმოების გაგრძელება იყო.
ავტორი: Andy
საკე – სუფთა იაპონური ეროვნული სასმელი , რომელიც ბრინჯით მზადდება , მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის და მომზადების ტექნოლოგია თითოეულ იაპონელს მემკვიდრეობით გადაეცემა. იაპონელები საკეს სვამენ რომანტიკულ ვითარებაში , დღესასწაულებზე , რელიგიურ და რიტუალურ დღეებში. თვითონ საკეს დალევა იაპონელებისთვის ერთი მთლიანი ხელოვნება და რიტუალია. ..
ავტორი: Andy
ორიგამი ეს არის ქაღალდის ხელოვნება რომლიც დაიბადა იაპონიაში. მიუხედავად იმისა , რომ ქაღალდი ჩინეთიდან წარმოიშვა , სწორედ იაპონელებმა მისცეს მას ხელოვნების დატვირთვა ანუ ქაღალდისგან სხვადასხვა ფიგურების გაკეთება.
ორიგამის ისტორია იწყება ჰეიანის ეპოქიდან (794 – 1185 წ.წ) ამ პერიოდში ქაღალდი საკმაოდ ძვირ ფუფუნებას წარმოადგენდა რადგან ხელით მზადდებოდა , ამიტომ ის გამოიყენებოდა განსაკურთებულ ვითარებაში , უფრო მეტად რელიგიურ დღეებში . ქაღალდისგან გაკეთებულ ფიგურებს იაპონელები რიტუალურად აკავშირებდნენ ღმერთებთან…
