ჰოლივუდერი ლუზერები
Posted 2:00 PM by anano in თემები Lord vader, Style Of Life, ბლოგი, შეერთებული შტატები, შოუ ბიზნესიავტორი - Lord Vader
ჰოლივუდერი ლუზერები
Forbes აქვეყნებს იმ მსახიობების სიას, რომლებიც მათში ჩადებულ ინვესტიციებს ყველაზე ნაკლებად ამართლებენ ანუ რომელთა მქკ (მმკ-ში არ აგერიოთ ) – მარგი ქმედების კოეფიციენტი თუ რა ჯანდაბაცაა ყველაზე დაბალია.
ამ ანტი-რეიტინგის სათავეში კომედიანტი უილ ფერელია (Will Ferrell) მუსტაფა “ოსთინ ფაუერსიდან”, რომელში ინვესტირებულ ყოველ დოლარს მხოლოდ 3.29 დოლარი ამონაგები მოაქვს. სხვათა შორის, ფერელი ჯეიმს ჯოისის სახელობის პრიზის ნომინანტია – კომედიური ჟანრის მსახიობისთვის ამაზე შეუსაბამო მხოლოდ ალფრედ ჰიჩქოქის სახელობის ჯილდო თუ იქნებოდა.
ობი-ვან იუენ მაქგრეგორს (Ewan McGregor) ერთ დოლარს თუ ანდობთ, 3.75 დოლარის დაბრუნება შეუძლია.
მას სულ ოდნავ ჯობნის გენიალური მსახიობი ოსკაროსანი ბილი ბობ თორნთონი (Billy Bob Thornton) -
პარიკმახერი ძმები ქოენების შესანიშნავი ფილმიდან “ადამიანი, რომელიც იქ არ იყო”, ჩადებულ დოლარს ზუსტად 4-მაგად ანაზღაურებს.
ედი მერფი (Eddie Murphy) რამდენიმე მართლა კარგ კომედიაშია გადაღებული (პირველ ყოვლისა ჯონ ლენდისის “ჩანაცვლებაში”) და 2004 წელს ამერიკულმა არხმა Comedy Central-მა ყველა დროის 100 საუკეთესო სკეჩერს შორის მე-10 ადგილზეც დაასახელა, მაგრამ ამ ბოლო დროს წარმოუდგენელ კრეტინობებში თამაშობს და ინვესტირებული დოლარის სანაცვლოდ 4.43 დოლარს გამოიმუშავებს.
ყოვლად, იმჰო, უნიჭო რეპერი და იმჰო, უნიჭო მსახიობი აის ქიუბი (Ice Cube), “XXX-2-იდან” და “ანაკონდადან” ანტი-რეიტინგის მეხუთე ადგილზეა 4.77 დოლარით.
(ისე, მაგ ფილმში ჯენიფერ ლოპესის ტრაკმა წარმატებით დაჩრდილა აის ქიუბიც, ჯონ ვოითიცა და თავად ანაკონდაც).
10-ეულში ასევე არიან უტვინო თომ ქრუზი (Tom Cruise) – კაცი ნიქოლ ქიდმანს რომ გაეყრება და ქეითი ჰოლმსზე იქორწინებს – აბა იმ კაცს სხვა რა ვუწოდო? – 7.8 დოლარით; დრიუ ბერიმორი (Drew Barrymore), რომელიც “შხამიან სუროში” მართლა კარგი იყო და სულ ბოლოს “დუპლექსშიც” არა უშავრს რა, 7. 43 დოლარით; ლეონარდო დი ქაფრიო (Leonardo DiCaprio), რომელიც, ვინც არ იცის, ედუარდ კოკოითის როლზეა მიწვეული,
http://lifestylebox.wordpress.com/