weekend.ge 9-11 ივლისი
Posted 6:00 PM by Nina in თემები 2010 მსოფლიო ჩემპიონატი, Weekend.ge, გართობა, თეატრი, კინო, ფეხბურთიავტორი: weekend planner
მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელება კულმინაციას უახლოვდება. ბევრს დაწყვიტა გული, თავისმა საყვარელმა გუნდებმა, ზოგიც კი ახლა ემზადება “მთავარი ბრძოლისთვის”. მოკლედ, ფეხბურთის მოყვარულებს იმის შეხსენება ნამდვილად არ გჭირდებათ, ვინ თამაშიბს კვირას, 11 ივლისს, სამაგიეროდ, შემიძლია “ჩაგჩურჩულოთ”, სად შეიძლება ამ ყველაფრის ნახვა დიდ ეკრანზე, ლუდით, მეგობრებთან ერთად.
(დაიმახსოვრეთ, აქ დადებული სია განახლებადია, ასე რომ გვეწვიეთ 11 ივლისამდე, კიდევ რამდენჯერმე, იქნებ რამე თქვენთვის საინტერესო განახლება იხილოთ):
ესპანეთის ფან-კლუბი:
პაბი “ნალი” (ქიაჩელის 4/1)
“ჩაბას ბარი” (ვაშლოვანის 3)
სპორტ-კაფე (მაიაკოვსკის 5)ჰოლანდიის ფან-კლუბი:
თბილისი ივენთ-ჰოლი (იგივე ფილარმონია)
არ დაგავიწყდეთ, თამაში 22:30 – ზე იწყება!
კლუბები/ბარები/რესტორნები
- პარასკევს, 9 ივლისს, “City Club”-ში ჩატარდება Miss Georgia Junior 2010 – დასაწყისი 22:00
- შაბათს, 10 ივლისს, ვაკის პარკში, ჩატარდება DJ ფესტივალი, რომელიც დაიწყება 14 საათზე და გვიანობამდე გაგრძელდება, დასწრება უფასოა. ბილეტი VIP ზონაში – 10 ლარი.
- კვირას, 11 ივლისს, ბარში “ტაპასი” იქნება კარაოკე საღამო.
კინოთეატრები/თეატრები
იაპონური ანიმეს “Avatar”-ის მოყვარულებს! კინოთეატრებში “რუსთაველი” და “ამირანი” გადის ფილმი : “The last airbender” 3D. ფილმში მოთხრობილია პატარა აანგზე, რომელმაც უნდა დაიცვას ჰაერის, წყლის და მიწის ერები, ცეცხლის ერის აგრესიისგან.
ჟანრი: ფენტეზი, სათავგადასავლო
რეჟისორი: მ.ნაით შიამალანი
როლებში: ნოა რინგერი, დევ პატელი, ნიკოლა პელტცი
imdb.com-ის მომხმარებელთა შეფასება 4.4/10
პარასკევს, 9 ივლისს, კინოთეატრში “ქოლგა” გავა ფილმი In July. თურქულ/გერმანულად. ინგლისური სუბტიტრებით. დასაწყისი 20:00. ბილეთის ფასი 7 ლარი
სხვა მოვლენები იხილეთ აქ>>> weekend.ge