უვატმანო ტრამვაი პრაღაში
Posted 9:00 PM by Nina in თემები MyPraha.info-ჩემი პრაღა, ეს საინტერესოა, ტრანსპორტი, უცნაური ამბებიავტორი: Kakha Mchedlidze
უვატმანო ტრამვაი ჩეხი ინჟინრების ახალი აღმოჩენა არ გეგონოთ. პრაღის ტრამვაის ბევრი კურიოზი ახსოვს, მაგრამ ასეთი რამ პირველად მოხდა. 17 ივნისს, პრაღის ტრამვაის ერთერთი დეპოდან, “მოტოლიდან” ტრამვაის ვაგონი მძღოლის გარეშე გამოვიდა და ორი გაჩერება, დაახლოებით 1 კილომეტრი გაიარა. ქუჩა ცარიელი იყო, მაგრამ ამ უცნაურ მოვლენას თვითმხილველები მაინც აღმოაჩნდა. ისინი გაოცებულნი დარჩნენ, რადგან უვატმანოდ მოძრავ ტრამვაის ვატმანი ჯერ ფეხით მისდევდა, ხოლო შემდეგ გამვლელისგან ველოსიპედი ინათხოვრა და ასე დაედევნა ვაგონს. ველოსიპედიდან ვაგონში გადაძრომის ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა და ტრამვაი დაახლოებით ერთი კილომეტრის შემდეგ ძაბვის შეწყვეტის წყალობით გაჩერდა.
შედეგად მხოლოდ ვატმანი დაზარალდა, რომელიც საავადმყოფოში მცირე ინფარქტის დიაგნოზით გადაიყვანეს. მას ადმინისტრაციული სასჯელიც ემუქრება…
იხილეთ გაგრძელება>>> www.mypraha.info