Katie Melua - The House (2010)
Posted 6:30 PM by Nina in თემები 1234, Album Review, Blues, Jazz, Music, Pop, მუსიკაავტორი 1234
გამოვიდა ქეთი მელუას ახალი, რიგით მე-4 ალბომი სახელწოდებით ”The House”. აღვნიშნოთ, რომ ქეთიმ პროდიუსერი შეიცვალა და Mike Batt-ის ნაცვლად ამ ალბომზე William Orbit მუშაობდა. პირველ რიგში, თვალშისაცემია, რომ წარმოშობით ქართველი მუსიკოსი სიახლეებს არ შეუშინდა და შეეცადა განსხვავებული სტილით და ჟღერადობით წარმოედგინა თავი. შესაბამისად მივიღეთ ალბომი, რომელშიც ქეთი უფრო თამამი და გამომწვევია, საუნდიც შედარებით ელექტრო-პოპისკენაა ორიენტირებული. ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც რადიკალური ცვლილებები მოხდა, მაგრამ ასეთი გაბრაზებული და მკაცრი ქეთი მელუა მანამდე არ ყოფილა. ალბომის პირველივე სიმღერასაც არც მეტ არ ნაკლები ”I'd Love To Kill You” ჰქვია.
კიდევ ერთი პროვაკაციული ტრეკი გვხვდება ალბომის ბოლო ნაწილში, ”God On The Drums, Devil On The Bass”, ანუ ’ღმერთი დრამზე, ეშმაკი ბასზეო’... ალბათ საქართველოსთვის ალბომის სპეციალური გამოცემა უნდა გამოდიოდეს, რომელშიც ეს სიმღერა არ შევა, თორემ ვიცი მე რაც მოჰყვება მაგას :d
რა თქმა უნდა, ”The House”-ში ტრადიციულ ჯაზ-ბლუზ სიმღერებსაც მოისმენთ, როგორებიცაა ”A Moment Of Madness” და ”The One I Love Is Gone”, მაგრამ რაც მე ყველაზე მეტად მომწონს, ალბომს თანამედროვე აქტუალური ელექტრონული ჟღერადობა აქვს და მაგალითად ”Twisted” აბსოლუტურად დახვეწილი და ძალიან ლამაზი სინთპოპ-ტრეკია, რომელიც Róisín Murphy-ის და Bat For Lashes-საც კი დაგავიწყებთ. საერთოდ ალბომში ძალიან კარგად არის დამუშავებული ქეთის მშვენიერი ვოკალი და ”Twisted” ნამდვილი კულმინაციაა ამ მხრივ, თუმცა იგივე ”A Happy Place”-ს და ”The Flood”-საც შეიძლება ჰქონდეთ ამის პრეტენზია.
მე ასევე ცალკე გამოვყოფდი ”Plague Of Love”-ს, ლამაზი პოპ-მელოდია, ენერგიულ-დრაივიანი 80-იანების მისამღერით. ასევე მშვენიერია აკუსტიკური ”Red Balloons” და ”Tiny Alien”-ზეც სასიამოვნო ემოცეიების მეტი არაფერი გაუჩნდება ადამიანს. ხოდა ასე ჩუმ-ჩუმად ვითომ არაფერი და მგონი ძალიან შემიყვარდა უკვე ეს ალბომი, მესამე მოსმენაზე უკვე შენი ნაწილი ხდება. ქეთი გვიყვარხარ !!
ალბომის ჩამოსატვირთად ეწვიეთ საიტს >>> dance1234.blogspot.com