"საბა", ზვიად რატიანი და იდეა, რომელიც იდეაში კარგია

Posted 5:30 PM by Nina in თემები , ,

saba

ავტორი: ნასტასია

ზოგადად დაჯილდოებების ცერემონიალები დიდად არ მიყვარს, სულ მგონია რომ გაკვეთილის ჩაბარებასავით არის.
ვიღაცა კარგ ნიშანს იღებს, ვიღაც არა.
თან ყველა დაჯილდოების ცერემონიალი იდეაში მაინც წაუპომპეზურებს, წაუსნობებს და როგორც წესი მიკერძოებულია.
მეც ავდექი და გადავწყვიტე რომ არ მიყვარს.
არადა, სულ ტყუილად.
კაბების ფრიალს და სამკაულების კაშკაშს თუ არ მიაქცევ  ყურადღებას, მსგავს ამბებზე დაკვირვებით  გადასარევად მიხვდები, რა გარემოში ცხოვრობ რეალურად. რომელ წელს რა უყვართ და საერთოდ, რა იქმნება შენ გარშემო.
ხოოდა, ზუსტად ისევე, როგორც ელექტრონავტებზე ტუსიას ტრეკი ვიცოდი რომ გავიდოდა, ისე საბაზე ვფიქრობდი, რომ რატიანს აუცილებლად, აუცილებლად უნდა აეღო საბა.
აიღო და მე ეიფორიულად ბედნიერი ვარ.
იმაზე, როგორ და რატომ მიყვარს ზვიადი, ჯერ კიდევ თებერვალში დავწერე, "ნეგატივის" პრეზენტაციაზე. ახლა უბრალოდ, იმას დავამატებ, რომ არანორმალურად ხშირად მიბრუნებადია და რომ თუ გინდა ვინმე გიყვარდეს, იდეალური კანდიდატურაა.


მერე რა რომ უცნაურად სევდიანია და როცა უყურებ და კითხულობ, გგონია, შენც შეაწუხე როდესმე რამენაირად.
ხო, ნაირა გელაშვილზე "დედის ოთახი" და "ამბრნი, უმრნი და არაბნი" გამახსენდა, იმ ემოციებითურთ, როგორ მაშინ, როდესღაც ვკითხულობდი. ახლა როცა მახსენდება ხოლმე, სულ მაინტერესებს, ხელახლა რომ წავიკითხო, ისევ ისეთი ემოციური და სავსე იქნება თუ არა.


იხილეთ ვრცლად>>>> embrioni.blogspot.com



0 comment(s) to... “"საბა", ზვიად რატიანი და იდეა, რომელიც იდეაში კარგია”