ბრძოლა გრძელდება: Google თუ Facebook?

Posted 4:00 PM by anano in თემები , , , ,

 

ავტორი – Riablo

Bookmark and Share

ამჯერად Facebook-მა მე ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა გუგლის მესვეურებს. რატომ? მიზეზს ახლავე გაიგებთ. Matt Papakipos , რომელიც თავის დროზე Google Chrome OS და Chrome WebGL GPU სულისჩამდგმელი გახდათ, როგორც ირკვევა Facebook-მა გადაიბირა. ეს ამბავი  2 დღის წინ გახმაურდა და ერთგვარ სენსაციურ მოვლენად იქცა კიბერ სამყაროში.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუგლის ოპერაციული სისტემის გამოშვება, რომელიც შემოდგომაზე იყო დაგეგმილი გაურკვეველი დროით გადაიდება. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმ ამბავს, რომელიც საზოგადოებისთვის სულ რაღაც ორი დღის წინ გახდა ცნობილი. ამ საკითხთან დაკავშირებით არც გუგლმა დააყოვნა კომენტარის გაკეთება და განაცხადა:

ჩვენ არაერთი ნიჭიერი ადამიანი გვყავს ჩვენს გუნდში და ამ წლის განმავლობაში აუცილებლად გამოვუშვებთ დაპირებულ ოპერაციულ სისტემას

ვნახოთ, რითი დასრულდება ეს ყველაფერი. თქვენ ვის გულშემატკივრობთ? Google-ს თუ Facebook-ს?

წყარო>>>geo-geek.com



0 comment(s) to... “ბრძოლა გრძელდება: Google თუ Facebook?”