Showing posts with label სოციალური ქსელი. Show all posts
Showing posts with label სოციალური ქსელი. Show all posts

 

ინტერნეტ აქტივისტის Nik Cubrilovic პრეტენზია იმის შესახებ რომ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი მომხმარებლის გვერდიდან გასვლისაც კი აგრძელებს მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას (ქუკის მეშვეობით)  დღეს ოფიციალურად დაადასტურა Facebook ის  წარმომადგენელმა.

იხილე დამატებითი ინფო ამ თემაზე

Facebook_Email

 

facebook მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს –  ეს არის მესიჯების გაცვლის თანამედროვე სისტემა, რომელიც სოციალურ ქსელს, ელექტრონულ ფოსტას და ჩატს აერთიანებს.

ამ ქსელში გაწევრიანებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ, გამოიყენონ სპეციალური ელექტრონული ფოსტის მისამართი: „facebook.com“. მარკ ცუკენბერგის განცხადებით, კომპანია აქცენტს აკეთებს მესიჯების სწრაფ გაცვლაზე, რაც ახალგაზრდებში ძალიან პოპულარულია.>>> იხილე გაგრძელება >>> www.netgazeti.ge

Irakli Charkviani iraklicharkvianibyfacemjz8

via ტაბულა 

 

აქა ამბავი ბრინჯაოს თავისა

...არადა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ (ნახევრად ექსპერიმენტულად, ნახევრად იუმორით თუ ირონიით) თავადაც გამოაქვეყნებდა სტატუსს fb-ზე: — დაედგათ თუ არა მისი ძეგლი მისსავე ქალაქში და მერე მემარჯვენეების, ლიბერალების, ინტელიგენტებისა თუ ინტელექტუალების მიერ დაყრილ ქოქოლას სიამოვნებით ჩააქოლინებდა საკუთარ თავს. მას იზიდავდა პროვოკაციული არტი და სოციალური ქსელის სივრცეს, მსგავსი პროვოკაციისთვის ალბათ შესანიშნავად გამოიყენებდა. დანამდვილებით ვერავინ იტყვის რა იქნებოდა, მაგრამ სავარაუდოდ ეს ჭეშმარიტად მის საქციელს ჰგავს.
წარმოიდგინეთ, რომ fb-ზე მისი ძველი „ბლოგებია” და გადაშალეთ მისი ავტორომანი „მშვიდი ცურვა”, ირაკლი ჩარკვიანს ძეგლების და ძეგლომანიის არ ეშინია. ის უკიდურესად რეალისტურად და ირონიით შეჰყურებს თუ დაჰყურებს ზევიდან საკუთარ ძეგლს:
„... როგორც წესი , რაღაცის მოხდენა გოიმებს ესაჭიროებათ (ყურადღების მიქცევის მიზნით, რა თქმა უნდა), თორემ ჩვენ რა, ვინც გენეტიკურად ყურადღების ღუმელში ვიწვით და საზოგადოება ხან ნავთს მოგვასხამს, ხან ბენზინს, რომ უფრო მეტად ვიგიზგიზოთ, ჩავიფერფლოთ. მერე კი, უკეთეს შემთხვევაში მუნიციპალიტეტის სამსახურში, ვინმე ნარკომან მოქანდაკეს წამლის ასაღებ ფულს გადაუხდის, რომ მან ჩემი მელოტი თავი ბრინჯაოსგან გამოაქანდაკოს და რომელიმე ბაღში (ეს საუკეთესო შემთხვევაში) ორმოცდაათიოდე კრეტინის თანდასწრებით დადგას. ეს ამ ავტორომანის ფინალური სცენა არ გეგონოთ, რადგან მტრედი, რომელმაც სწორედაც რომ ჩემ მომავალ თავზე უნდა მოისაქმოს, მდედრ მტრედთან სექსით არის დაკავებული და ამიტომ ამ ბოლო კადრში ვერ ხვდება...” ( ირაკლი ჩარკვიანი, 2006 წ. „მშვიდი ცურვა”, გვ 57)
ვერაფერს იტყვით - მისი წარმოსახვის უნარი და თვითირონია კულმინაციას აღწევს და, მიუხედავად ამისა, საკუთარ ძეგლს ის მაინც ამ ქალაქის ლანდშაფტში ხედავს.
კიდევ ერთ ნაწყვეტს მოვიყვან მისი ავტორომანიდან ”მშვიდი ცურვა”:… >>> იხილე გაგრძელება >>> www.tabula.ge



თამბლერის ერთ-ერთი საუკეთესო ფუნქცია, რაც განასხვავებს მას მთელ რიგ ბლოგ-პლატფორმათაგან ის არის, რომ შეგიძლია კონტენტის / შიგთავსის მიხედვით ადვილად დაყო პოსტი სხვადასხვა კატეგორიად, რაც გეხმარება მათ შემდეგ ძიება-დახარისხებაში, ისევე როგორც ცვლის დიზაინს იმის მიხედვით, მხოლოდ ტექტს წერ,  სურათს ტვირთავ, ციტატა მოგყავს რომელიმე ბრძენი ადამიანისა, ბმულს უზიარებ მეგობრებს,  გუშინდელი დღის სასაცილო სკაიპ საუბარს აქვეყნებ თუ, აუდიო/ვიდეოს დებ ბლოგზე.
იხილე გაგრძელება >>>

ppneo3rwssd0nd6

ავტორი: ზურაბ ოდილავაძე

,,ქართველი ქალებისთვის გაცხადებულად ანუ საზოგადოებისგან დაუფარავად,ქორწინებამდე სექსი არ არსებობს, ამაზე საუბარიც კი სამარცხვინოდ ითვლება. ქალისდა კაცის სასიყვარულო ურთიერთობის ძირითადი მიღებული ფორმა მდგომარეობსსქესობრივ აქტში ბავშვის გაჩენის მიზნით, ისიც ერთადერთი და სამუდამოსამოქალაქო ქორწინების და ჯვრისწერის შემდეგ. ნაადრევი გათხოვების ნეტარი წუთისდადგომამდე, მდედრების უმრავლესობა დამაჯერებლად ქადაგებს მითს, თითქოს არცკი უნდა დაკავდეს სექსით, რადგან სრულიად გულგრილია მისით მიყენებულისიამოვნებისადმი, ხოლო სამჯერ განათხოვარი შვილებიანი ქალი, ქალიშვილივითიქცევა და თვალში ნაცარს გაყრის ძველი ზღაპრით, რომელშიც ბავშვებს ბოსტანშიპოულობენ. ცნობილი ვენეციელი ჟურნალისტის და სოციოლოგის Z.Ochil seu J.Filipo Bruno-ს ჩანაწერებიდან ,,მოგზაურობა საქართველოში”(2001 წ..)

შესავალი

რა დროს სექსუალური რევოლუციააო,_ იკითხავს მკითხველი,_ მეზობლად _ აგრესიულირუსეთი, შინ _ პოლიტიკური ვნებათაღელვა, უმუშევრობა და მრავალი სხვა? ვფიქრობ,მთავარი პრობლემა მაინც ჩვენშია,_ პოსტსაბჭოურ ქართულ საზოგადოებაში, ჩვენსშაბლონურ აზროვნებაში, ფარისევლურ მორალში, მითოლოგიურ ცნობიერებაში და მონურმენტალიტეტში. სწორედ ტოტალიტარული ცნობიერების ეს მარწუხები არ გვაძლევს სწრაფიწინსვლის საშუალებას. და მაინც, რა კავშირშია ყოველივე ჩამოთვლილი სასიყვარულოურთიერთობებთან, სექსთან? ვიცი, გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ გამოვთქვამ ერთმოსაზრებას,_ თუ ამ ყველაზე დახურულ, საგულდაგულოდ მიჩქმალულ სფეროში მოხდასაზოგადოების გახსნა, სხვა ნაკლებად ,,სასირცხვო”, მოძველებული დოგმატური მორალურინორმები წარსულს ჩაბარდება, ტაბუ დაიმსხვრევა, საზოგადოება გაიხსნება და შეძლებსჩქარი ტემპებით განვითარებას.

I. სექსი პატარა ორპირში

როდესაც პირველად ზემომოყვანილ ,,ჩანაწერებს” ორპირის ინტერნეტ-კაფეში გავეცანი,თემის ,,არააქტუალურობის” მიუხედავად, ცოტა არ იყოს შეურაცხყოფილი დავრჩივენეციელი ჟურნალისტის ინფორმაციით, თუნდაც ამ აშკარად ,,უხამს” საქმეში,საქართველოს ჩამორჩენის შესახებ. იმ ხანად ჩემსთვის, ეკლესიის ,,ჯვარქუდიანი”წევრისთვის, ისიც სრულიად საკმარისი გახლდათ, რომ ქართველები გაცილებით წინვიყავით შეურყვნელი რწმენით, რასაც მხოლოდ ჩვენთვის იერუსალიმში ზეციდან ცეცხლისგადმოსვლაც ადასტურებდა, ხოლო ტაძრების რაოდენობით თითქმის ვუტოლდებოდითიტალიელებს და უახლოეს მომავალში გავუსწრებდით კიდეც მათ. გავიდა წლები, მესაკუთარი კომპიუტერი შევიძინე...

ორპირის რაიონული ცენტრი, გამგეობის შენობა, 2008 წელი. დერეფნების კატაკომბები.ყველა კაბინეტში, სადაც კი შევიხედე, სამარისებული სიჩუმეა, კომპიუტერის მონიტორსმიშტერებული ქალები და მამაკაცები, უძრავი სახეებით, გაფართოებული, წყლიანითვალებით, კონცენტრაციისგან გამახვილებული ცხვირებით, ინტენსიურად უკაკუნებენკლავიშებზე ერთი და იგივე ვნებიან ტექს: მამაკაცი,_ ,,საყვარელო ..., გილოცავ თავისკვეთასპატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი! შენგენაცვალე მე ციმციმა თვალებში! გკოცნი კისერში, ყურში და გეხვევი... გეფერებიმუხლებზე, მუცელზე...:) მიყ-ვარ-ხარ პატარავ!”; ქალი,_ ,,შენც აგრეთვე, უფალი გფარავდეს!მადლობთ ამდენი კომპლიმენტისთვის, თბილო და ცელქო:) მეც მიყ...”.

სამსახური დამთვარდა. ოთახებიდან გამოდიოდნენ დეიდები, დაღლილი და გაოფლილი,ოდნავ აწითლებული და ნეტარი სახეებით, მათი გული ჯერ კიდევ ვირტუალურ ოცნებათასამყაროში ნანაობდა. ვიდექი და სიბრალულით ვუყურებდი: სხვა რა აკეთოს რაიონისმოწყენილობაში ამომწყვდეულმა ქალმა? საუკეთესო შემთხვევაში ის მუშაობს, შესვენებაზეგარბის ბაზარში, 6-ზე მიდის სახლში. მძიმე ჩანთები, პარკები. შესვლისთანავე უნდაშეუდგეს სადილს, დააპუროს შვილები, შემდეგ გვიან მობრძანებული გამომთვრალი ქმარი,რომელიც გასკდომისთანავე დაიძინებს, გაზეთსაც არ გადახედავს, თბილ, ოჯახურსაუბარზე ზედმეტია ოცნებაც კი, და ამოუშვებს ხვრინვას. ამ ქალბატონების უმრავლესობამოკლებულია პირად კომპიუტერს. გამოსავალი? სერიალები, რომლებმაც ბოლო დროსმეტად ეროტიკული ხასიათი შეიძინეს. ტკბობა გრძელდება, ამჯერად სხვისი, სასიყვარულოგანცდებით, რაც რეალურ ცხოვრებაში მათ ასე აკლიათ, ან დაავიწყდათ კიდეც.საზოგადოების მხრიდან მკაცრი მეთვალყურეობიუს პირობებში ეს ქალები იძულებულნიარიან დაკმაყოფილდნენ სიყვარულის სუროგატით, უსიტყვოდ გააგძელონ,,ტრადიციებით” გაჟღენთილი, ფარისევლური ცხვორება და გარეგნულად შეინარჩუნონუმანკოება. აბა, ღმერთმა ნუ ჰქმნას, ქართველი ქალია, ხომ არ იბოზებს, ვააა!

მხოლოდ დიდხნიანი დაკვირვებებით ამ ტიპის ქალებზე, მათთან ვირტუალური თურეალური ურთიერთობის შედეგად ნაწილობრივ ჩავწვდი ამ მოვლენის არსს. ეს,,კდემამოსილი”, 35-40 წლის, ხშირად ლამაზი ქალები, რომელთაც Z.Ochil, brothers and one sister(2003)-სის ცნობილი კლასიფიკაცია, ყველაზე მრავალრიცხოვან, ,,ქართული უბიწოსექსის მოყვარულთა ჯგუფს” მიაკუთვნებს, აწარმოებენ ხანგრძლივ, დაუსრულებელ დავრცელ მიმოწერას ინტერნეტით, გამუდმებით ახსენებენ ,,უფალს”, თავიანთ გვერდზეგანათავსებენ ბანალურ ტექსტებს თუ ციტატებს სასიყვარულო ურთიერთობეზე,ყოველდღიურად და საქვეყნოდ აღწერენ ,,პირად”, ,,იდუმალ” განცდებს, დებენსექსუალური ფანტაზიების ამსახველ სურათებს და ეროტიკული შეფერილობისაუდიო-ვიდეომასალებს, არც თუ იშვიათად გულის ან წითელი ვარდის გამოსახულებით,რომლის ფონზე აუცილებლად ფიგურირებს სიყვა ,,Lოვე...”. ,,უბიწოდ” მეოცნებექალბატონები, მამაკაცისგან ითხოვენ რომანტიულობას, ,,სიგიჟემდე” უყვართ პოეზია დათვით წერენ ,,ლექსებს”; კეკლუცი, მრავალრიცხოვანი, პირადი ფოტოებით, ისინი, როგორცთაფლი ფუტკარს ისე, იზიდავენ უამრავ თაყვანისმცემელს, აბავენ სასიყვარულო მიმოწერასერთდოულად მრავალ მამრთან, ხშირად თავის ასაკზე გაცილებით ახალგაზრდებთან.ვირტუალური, პოლიგამიური ფლირტი მიმდინარეობს ყოველდღიურად, პრაქტიკულად 24საათის განმავლობაში, ის ამ ქალების მთელი ცხოვრების აზრს შეადგენს, რადგან ამგვარურთიერთობებს ახლავს გარკვეული სახის სექსუალური, ნარკოტიკულის მსგავსიდამოკიდებულება სიყვარულით ტკბობისადმი და მას არ შეიძლება არ ახლდეს ,,ფსიქიკურიორგაზმი”. ავხსნი, თუ რას ვგულისხმობ.

რუტგერსის უნივერსიტეტის(აშშ) სექსოლოგებმა, ბარი კომისარუკმა და ბევერლი უიპლმა,სექსუალური სურვილის კულმინაციის შესწავლისას, დაადგინეს, რომ ქალებმა შეიძლებაწარმოსახვითაც კი, ყოველგვარი შეხების გარეშე, განიცადონ ორგაზმი. ,,ქართული უბიწოსექსის” მოყვარულ დეიდებთან მიმოწერის საფუძველზე მეც იგივე დასკვნამდე მივედი,_გარდა ჩვეულებრივი ორგაზმისა (კლიტორული, ვაგინალური), შესაძლებელია არსებობდესსექსუალური დაკმაყოფილების ფსიქიკური ფორმა. ამ უკანასკნელზე მეტყველებს თუნდაცქართველი ქალების ვირტუალური ფლირტით 24-საათიანი გატაცება. ფაქტია, რომინტენსიური, ხანგრძლივი სასიყვარულო, ეროტიკულ თემებზე საუბრებით მამაკაცებთან,თანმხლები ვიზუალური ტკბობით, ნაწილობრივ მაინც მიიღწევა გარკვეული სექსუალურისიამოვნება. ის არ გახლავთ ისეთი ხანმოკლე და ძლიერი, როგორც ჩვეულებრივი ორგაზმი,არამედ დროში უფრო გაწელილია და ნაკლებად ინტენსიური. სავარაუდოდ, ამ პროცესშიწარმოებს იმ ნივთიერებათა გამოყოფა და შენელებული ხარჯვა, რომლებიც ერთბაშად უნდაგამოესროლა ტვინს ბუნებრივი დაკმაყოფილების დროს. ყოველივე ამის სასარგებლოდმოწმობს, თუნდაც ამ მდედრებისთვის დამახასიათებელი მუდმივი მოთენთილობა,გამოხატული მძინარობა. თუ, ვთქვათ, ფსიქიკურ ორგაზმს არ მივიჩნევთ, როგორცრეალურად არსებულს, მაშინაც კი ცხადია,_ ვირტუალური ფლირტით და სერიალებითტკბობის შედეგად, ქალი მუდმივად იმყოფება სექსუალური აღგზნების უკანასკნელ მაღალზღვარზე, რაც ასევე სასიამოვნოა და ღლის მას.

მივუბრუნდეთ ორპირელ დეიდებს, ჩვენ ისინი სერიალებზე მიჯაჭვულები დავტოვეთ.ღამისკენ, ღონემიხდილი, სასოწარკვეთილი დიასახლისი ან დაიძინებს, ან, გააჩნიაფანტაზიის გაქანებას, ვეღარ გაუძლებს ცდუნებას და აღგზნების კულმინაციას მექანიკურისტიმულიაციით მიაღწევს, ანუ ,,დაანძრევს” და ნორმალურად ,,გაათავებს”. ორპირულფარისევლურ ენაზე ამას ,,ტანის დაბანა” ჰქვია. როგორც შევამჩნიე, ამგვარ მრავალსაათიან,,აბაზანებს”, ნაირ-ნაირი ,,ბადიუზანების” სურნელოვან ქაფში ლივლივით, მამრებთანსაუბრის შემდეგ, მრავალი გაცილებით ცივილიზებული და ნატიფი ქალიც ხშირადმიმართავს.

შეგვიძლია დავასკვნათ,_ ადამიანები უხმოდ შეთანხმდნენ ტყუილზე, პსიქიურიორგაზმით დაკმაყოფილება გრძელდება! ის ხომ ფარულია, ამიტომ მის დაშვებაზესაზოგადოება თვალს ხუჭავს, მითოლოგიური უბიწო ყოფა მოქმედებაშია!

აღსანიშნავია და დიდად სასიხარულოც ის ფაქტი, რომ ,,უბიწო სექსის” მოყვარულთაარმიაში, დღეს უკვე არსებობს ,,პრადვინუტი” ანუ წინმდგომი ქალების მრავალრიცხოვანიდივიზიაც! სექსუალური ფრონტის ეს მებრძოლები მოქმედებენ გაბედულად, ახერხებენსაზოგადოების მიერ დაწესებული ჩარჩოების გადალახვას და ვირტუალური გაცნობისშემდეგ, თამამად გადადიან რეალურ სასიყვარულო ურთიერთობებზე.

დამახინჯებული, სუროგატული, მაგრამ მაინც სექსუალური რევოლუცია მიდის ჩვენსთვალ წინ! ჩვენ უბრალოდ არ ვიმჩნევთ ამას.

II. ნეტარების სამი წყარო _ Одноклассники.ru, Знакомства@Mail.Ru, Skype!

ქართველების, განსაკუთრებით ქალების, დიდი უმრავლესობა, შეიძლება ითქვას,პრაქტიკულად ყველა, დარეგისტრირებულია და აქტიურად მოიხმარს გარკვეულსოციალურ-საკომუნიკაციო ინტერნეტ-ქსელებს … >>> იხილე გაგრძელება >>> azrebi.ge

image_tj

 

ავტორი: SINGULAR

 

წარმოგიდგენთ “სინგულარ ჯგუფის” ფავორიტ ბლოგ-პოსტს საკონკურსო პოსტებიდან სადაც ყველაზე ნათლად, დეტალურად და გასაგებად არის ახსნილი თუ რას წარმოადგენს ტვიტერი და რაში გვჭირდება იგი!

გავიცნოთ Twitter-ი

მოდით დავიწყოთ თვითონ სახელწოდებიდან…

სიტყვა Twitter  ნიშნავს “მოჭიკჭიკე”, “მოჭღურტულე”…

Twitter.com-ი იგივე Twitter-ი არის ონლაინ აპლიკაცია/სერვისი რომელიც ნაწილობრივ ბლოგია, ნაწილობრივ სოციალური ქსელი და ზოგჯერ მესენჯერის ფუნქციასაც თავისუფლად ასრულებს.

სერვისი იმისთვის შეიქმნა რომ უპასუხოთ ასე ხშირად დასმულ კითხვას “რას შვები?”

ანუ ძირითადი არსი სერვისისა არის ის რომ ონლაინ რეჟიმში, მოკლე შეტყობინებებით შენს მეგობრებს შეატყობინო თუ რას აკეთებ ამწუთას რომელიც უნდა ჩაატიოთ 140 სიმბოლოში (მსგავსად SMS-ისა).

ტვიტები და მათი შინაარსი

ამ მოკლე შეტყობინებების გაგზავნის პროცესს ეწოდება დატვივტვა რომელიც როგორც ტერმინი ფართოდაა გავრცელებული სოციალურ მედიაში..

დატვიტულ შეტყობინებებს ტვიტებს (tweets) უწოდებენ.

როდესაც თქვენ ტვიტავთ (ანუ აგზავნით Twitter-ით მოკლე შეტყობინებას) თქვენს შეტყობინებას ხედავს და კითხულობს ყველა ის ადამიანი რომელიც თქვენი კონტაქტების/მეგობრების სიაშია შეყვანილი, ანუ ტვიტერის ენაზე “ის ადამიანები რომლებიც თვქენი Follower-ები არიან (Follow – გამოყოლა, აკიდება – ანუ თქვენს ტვიტერს აკიდებული), ასევე ეს ტვიტები (თუ ნებადართულია კონფიგურაციაში მასობრივი გავრცელება) თქვენი პროფილის გვერდზეც ჩანს.

და რათქმაუნდა პირიქით, თქვენი Twitter-ის მთავარ გვერდზე ხედავთ იმ ადამიანების მესიჯებს/ტვიტებს რომლებზეც თავად ხართ ადევნებული ანუ რომელთა Follower-იც ხართ…

ტვიტები ძირითადად გვამცნობენ თუ რას აკეთებს, რა სურს ან რას აპირებს იმ მომენტში თავად ტვიტის ავტორი.. თუმცა ამავდროულად არსებული ტვიტების უმრავლესობა არის რომელიმე საწყისი შეტყობინების პასუხები.

მაგ:

@მომხმარებელი#1 – ტვიტი#1 – “დიდი სიამოვნებით მივირთმევდი ცხელ ყავას”

@მომხმარებელი#2 – ტვიტი #2 – “აუ მეც ძალიან მინდა..”

@მომხმარებელი#3 – ტვიტი #3 – “მე ვერ ვსვავ ყავას, ბევრი კოფეინია  ”

ან

@მომხმარებელი#1 – ტვიტი#1 – “კონცერტის ბილეთი ვიყიდე.. ხვალ მივდივარ : )”

@მომხმარებელი#2 – ტვიტი #2 – “მეც მივდივარ, გუშინ მაჩუქეს 2 ბილეთი..”

@მომხმარებელი#3 – ტვიტი #3 – “რომელ საათზე იწყება?”

@მომხმარებელი#2 – ტვიტი #4 – “7-ზე მაგრამ რიგები იქნება და ცოტა ადრე მოდი…”

ამ შემთხვევაში საწყისი შეტყობინება იყო ტვიტი#1, ხოლო არსებული ტვიტების უმრავლესობა (ანუ დანარჩენი 2) იყო მასზე ან მის შემდგომზე პასუხი..

 

 

ამის გარდა ხშირად ტვიტები ატარებენ სხვადასხვა სახის შინაარსს, რაც შეიძლება იყოს რომელიმე ვებსაიტის ფოტოს ან ვიდეოს ლინკი, მოსაზრება რაიმე საკითხზე, რაიმე გლობალური სიახლე ან კითხვა რაიმე თემის გარშემო..

სწორედ ასე მარტივად და უცბად წამოსროლილი მოსაზრებებისა და სხვადასხვა მესიჯების გამო – ამ პროცესს ეწოდა დატვიტვა (ანუ თუ ვთარგმნით გამოვა წაჭიკჭიკება, წაჟღურტულება) – ხოლო სერვისს მოჭიკჭიკე ანუ Twitter.

ვინ იყენებს Twitter-ს

 

 

მიუხედავად იმისა რომ ტვიტერი 2006 წლის მარტში გაიხსნა, 2007 წლის შუა პერიოდისთვის უკვე არნახული პოპულარობა ხვდა წილად. მას შემდეგ უამრავი ადამიანი ლაპარაკობს Twitter-ის შესახებ, მათი უმრავლესობა უკვე Twitter-ის მომხმარებელი გახდა, დაწყებული კოლეჯის სტუდენტებიდან დათავრებული ყველაზე ცნობადი ფიგურებით და პრეზიდენტებით.. ( Barack Obama , Britney Spears , Lady Gaga , Justin Timberlake , Shakira , Cristiano Ronaldo , Ronaldinho ). ყველა ცნობილი ადამიანის ტვიტერი მოცემულია ვებგვერდზე http://twitaholic.com/

ზოგჯერ Twitter-ი არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ პიროვნებას, არამედ ის შეიძლება წარმოადგენდეს მთელ ორგანიზაციას, კომპანიას, საინიციატივო ჯგუფს ან სხვ.

Reuters, Wall Street Journal, Dell და უამრავი ცნობილი ორგანიზაცია/კომპანია აქტიურად იყენებს Twitter-ს თავიანთ მომხმარებლებთან საურთიერთოდ..

ერთერთი კარგი თვისება რაც Twitter-ს გააჩნია არის ის რომ შეგიძლიათ პირველმა გაიგოთ ინფორმაცია პირდაპირი წყაროდან სანამ ის მედიაში გავრცელდება და “ტელევიზორში გამოაცხადებენ” : ) ასე გაიგო ჩემმა მეგობარმა Sweety-მ ჯექსონის სიკვდილის შესახებ თავად Twitter-იდან.

მაინც ვერ გავიგე რა არის Twitter-ი? >>>იხილე გაგრძელება>>>

lado

 

ავტორი: ნასტასია არაბული

ლადო ბურდულმა თავის მეგობრებს უთხრა, თუ "შინი", "ფრანი" ან "მეფე" გიყვართ, ახლავე ვწყვეტ თქვენთან მეგობრობას, თანაც ზედმეტი ლაპარაკის  გარეშე მოვაგვაროთ ეგ საქმეო.
ლადო ჩემი მეგობარი არ არის. 
შესაბამისად, მისი ეს მოთხოვნა მე არ მეხება.
ამიტომ, სრული უფლება მაქვს მიყვარდეს ის, ვინც მინდა. თუნდაც ფრანი.
არავინ არ მეტყვის მეგობრობაზე უარს.
ნუ ყოველ შემთხვევაში ასე, დემონსტრაციულად და  "მთელი ქვეყნის დასანახად ". 
თუ ლადო ჩემი მეგობარი არ არის და მე სრული უფლება მაქვს, მიყვარდეს ის, ვინც მინდა  და მაინც ვაგრძელებ წერას, ესე იგი, რამე უფრო მნიშვნელოვანი ამბავია, ვიდრე ფრანის სიყვარულზე უარის თქმა.
ნამდვილად. ფრანი ლადოს გარეშეც არ მიყვარს.
მეტსაც გეტყვით, საყვარელი რამეების ათეულში შინი და ჩარკვიანიც ვერ ხვდებიან.
მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს.
მნიშვნელოვანი ისაა

რომ ადამიანებს უბრალოდ  დროის და სივრცის აღქმა აქვთ დაქვეითებული  და გონიათ, რომ ყველაფერი სულ ისე იქნება, როგორც 10 ან 20 წლის წინ იყო.
გონიათ, რომ სამყარო მათ გარშემო ტრიალებს.
გონიათ, რომ მათ გარდა ყველაფერ დანარჩენს ერთი და იგივე ფასი აქვს  და  გონიათ, რომ თუ კაცობრიობის მიერ ათასჯერ ნათქვამ ჭეშმარიტებას კიდევ ერთხელ აგრესიული ტონით გაიმეორებენ, მაინცდამაინც თვითონ იქნებიან ამ ჭეშმატირების გამავრცელებლები.
ხოოდა, არ არის ეგრე.
90-იანების მერე დიდი ხანი გავიდა.
მასკულტურაც კულტურაა და მიუხედავად გარკვეული შინაარსობრივი კავშირებისა, არ შეიძლება ფრანი, ირაკლი ჩარკვიანი და შინი ერთ ქვაბში მოხარშო.
და მიუხედავად უკვე ყელში ამოსულობისა, მიუხედავად მაგის ასაკის გავლისა და მიუხედავად მისი ასევე გადამეტებული პოზიორობისა, ჩარკვიანი ბევრად  მეტია, ვიდრე ლადო… >>> იხილე გაგრძელება >>>embrioni.blogspot.com

iran_neda

Written by lobzhanidze

 

დღეს თბილისში კანცელარიის შენობასთან 14.00 საათზე ირანში მიმდინარე მოვლენების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. შეკრებილი 30 – მდე ადამიანი საქართველოს მთავრობას მიმართავს თხოვნით მოახდინოს რეაგირება განაჩენზე, რომელიც ირანის სასამართლომ ამ სახელმწიფოს მოქალაქის საქინე მოჰამადი აშთიანის წინააღმდეგ გამოიტანა. შეგახსენებთ, რომ აშთიანს, ორი შვილის დედას ცოლ ქმრული ღალატი ედება ბრალად. პირველად ის 2006 წელს გაასამართლეს და 99 როზგი მიუსაჯეს, განაჩენის სისრულეში მოყვანის მიუხედავად 2007 წელს სასამართლომ მისი საქმე თავიდან განიხილა და ქვებით ჩაქოლვა მიუსაჯა.

დღევანდელი ღონისძიება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ანალოგიური აქციების პარალელურად მიმდინარეობდა, კანცელარიასთან შეკრებილი მცირერიცხოვანი ჯგუფის მოთხოვნის მიუხედავად საეჭვოა, რომ ოფიციალურმა თბილისმა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს,  ნაკლებად სავარაუდოა რომ საქართველოს მთავრობამ გაიფუჭოს ირანთან არსებული ნორმალური ურთიერთობა. ამ ვარაუდს ის ფაქტიც აძლიერებს, რომ აქციის გასაშუქებლად არცერთი ქართული ტელევიზია არ მოვიდა.

თუ ფეისბუქში ამ თემასთან დაკავშირებით წინასწარ გაკეთებულ კომენტარებს გადავავლებთ თვალს ნათელი გახდება,  აქციაზე მოსულ ადამიანთა მცირე რიცხოვნების მიზეზი.>>> იხილე გაგრძელება >>> lobzhanidze.wordpress.com

facebook

ავტორი: George Arakhamia

 

Columbia Picture-მა წარმოადგინა ფილმი: “The Social Network“. ფილმი ახალგაზრდა ბიჭ მარკ ცუკერბერგზე და სოციალურ ქსელ Facebook.com-ზე, რომელიც გაეშვა 2004 წლის 4 თებერვალს და თავიდან ის განკუთვნილი იყო მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. კინოთეატრებში გამოჩნდება პირველი ოქტომბრიდან (თბილისში დეკემბრის პირველ რიცხვებში სავარაუდოდ).

 

წყარო >>> hi-tech.ge

561962_price_tag3

ავტორი: ნიკო ნერგაძე

ქართველ ბლოგერებს (ალბათ არა მარტო ქართველებს, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს), აქვთ ასეთი ერთგვარი თამაში. ერთი დაწერს რამე თემაზე. ვთქვათ - რომელია ჩემი საყვარელი პოკემონი (ცხადია, მადკიპი!), ან - რატომ ვარ ასეთი რაღაცნაირი... მერე „დათაგავს“ (თუ „დათეგავს?“ რად დუმხარ, ორთოგრაფიულო ლექსიკონო?) სხვებს და იმათაც ამ თემაზე უნდა წერონ და მერე სხვები დათაგონ და ასე, ვიდრე ბლოგერთა მარაგი არ ამოიწურება. მოკლედ, ერთგვარი „შეგრჩას“ თამაშია, ან კიდევ, სკოლაში „აჩკო“ რომ იცოდნენ ხოლმე და ტუალეტში უკან ხელაფარებულს რომ უნდა გევლო. ისე, რა მაგის პასუხია, მაგრამ ზრდილობიანად ფეხსალაგს რომ ამბობენ ხოლმე, ბევრად უარესი ასოციაციები მიჩნდება, ვიდრე ტუალეტზე. ფეხსალაგის გაგონებისას სკოლის ტუალეტის სუნი მახსენდება. არადა, თითქოს დიდი ოთახი უნდა წარმოიდგინო, სადაც ფეხები ალაგია...
მოიცა, საქმეს მოვუბრუნდეთ. რაღაც ხნის წინ ასე მეც დამთაგეს. ეს „რაღაც ხანი“ კაი თვენახევრის წინ იყო, მაგრამ, მოდი, არ შევიმჩნიოთ. თემა იყო ”ქუჩაში რომ შემოგხვდეთ...“. მოკლედ, როგორც მივხვდი, უნდა დაწერო, შენი აზრით, როგორ გხედავენ სხვები, ქუჩაში რომ მოდიხარ. ჰოდა, ერთი მხრივ, როდესაც გეთამაშებიან, უნდა ითამაშო და არ დაემსგავსო ჩემს მეგობარ კოკის, რომელსაც რომ ეტყვი, მოდი, ცხრანი ვართ და მაფია ვითამაშოთო, იტყვის, მე მეზარება და არ მინდაო და გაღმა გასული თვალებით მესიჯობას გააგრძელებს. მეორე მხრივ, თემაზე, „ქუჩაში რომ შემოგხვდეთ...“ დასაწერი ბევრი არაფერი მაქვს. თუ ვინმეს აინტერესებს, მაგისთვის ფეისბუკი არსებობს. თუ მაინცდამაინც, აჰა - „ქუჩაში რომ შემოგხვდეთ დაინახავთ ზომიერად მსუქან, მელოტ აღარცთუისეახალგაზრდას, რომელიც ამოუხსნელი მიზეზებით ზიგზაგებით მოდანდალებს“ (არ ვიცი რატომ, მაგრამ სწორ ხაზზე ვერ დავდივარ). აჰა. მოვრჩი.
მაგრამ, თამაში თამაშია და, კიდევ ერთხელ, არ უნდა დავემსგავო ჩემს მეგობარ კოკის, რომელიც, თუ ეტყვი, ბარემ ოთხნი ვართ და ნამიოკობანა ვითამაშოთო, დაემსგავსება სულს, ჯერეთ უმანკოს, მხურვალე ლოცვით მიქანცებულს და მესიჯობას გააგრძელებს. ამიტომ, მოდი ჩავერთვები და მეც მოვიფიქრებ ახალ თემებს. ოღონდ ისეთებს, მარტო საკუთარი თავის აღწერა რომ არ იყოს და ერთმანეთისგან რამე ვისწავლოთ.

მამის დარიგებები, რომლებსაც ყოველთვის ვასრულებ

მამაჩემის აღმზრდელობითი მიდგომა ასეთი იყო - გაიზრდება და თავისით ისწავლის. ამის მიუხედავად, ძალიან იშვიათად, მაინც გადაწყვეტდა ხოლმე, რომ გამოცდილება გაეზიარებინა. ამ რჩევებს შეძლებისდაგვარად ყოველთვის ვასრულებ ხოლმე. >>> იხილე გაგრძელება >>> www.tavisupleba.org

panic-button

ავტორი: Know-It-All

 

… Facebook-მა გადაწყვიტა შემოიტანოს კიდევ ერთი სიახლე “Panic Button“-ის ინტეგრირებით.

ეს დამატება, ჯერჯერობით, მხოლოდ დიდ ბრიტანეთშია ჩაშვებული და ჯერ სატესტო რეჟიმშია.

რა არის “Panic Button” და რაში გამოიყენება იგი?

“Panic Button“-ის მთავარი იდეა არის ის, რომ ხელი შეუშალოს ე.წ. Cyber-bullying-ს დაCyber-abuse-ს, ანუ ადამიანების ჩაგვრას, დაშინებას ინტერნეტში.
“Panic Button“-ი უბიძგებს Facebook-ის მომხმარებლებს დააREPORTონ მსგავსი ტიპის შემთხვევები ან უბრალოდ “საეჭვო აქტივობები”.

“Panic Button“-ს 18 წლამდე ახალგაზრდები>>>იხილეთ გაგრძელება>>> www.blogging.ge

4001

 

Bookmark and Share

 

ესეც ქრომის პლაგინი ფეისბუქისთვის. ფოტოების სრული ზომით სანახავად დაკლიკება არ დაგჭირდებათ. საკმაოდ ხელსაყრელია. ჩატის გვერდზეა პატარა ღილაკი, რომელსაც როცა გინდათ გამოთიშავთ.

4001

komuna-like

 

ავტორი – Riablo

Bookmark and Share

ამჯერად Facebook-მა მე ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა გუგლის მესვეურებს. რატომ? მიზეზს ახლავე გაიგებთ. Matt Papakipos , რომელიც თავის დროზე Google Chrome OS და Chrome WebGL GPU სულისჩამდგმელი გახდათ, როგორც ირკვევა Facebook-მა გადაიბირა. ეს ამბავი  2 დღის წინ გახმაურდა და ერთგვარ სენსაციურ მოვლენად იქცა კიბერ სამყაროში.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუგლის ოპერაციული სისტემის გამოშვება, რომელიც შემოდგომაზე იყო დაგეგმილი გაურკვეველი დროით გადაიდება. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმ ამბავს, რომელიც საზოგადოებისთვის სულ რაღაც ორი დღის წინ გახდა ცნობილი. ამ საკითხთან დაკავშირებით არც გუგლმა დააყოვნა კომენტარის გაკეთება და განაცხადა:

ჩვენ არაერთი ნიჭიერი ადამიანი გვყავს ჩვენს გუნდში და ამ წლის განმავლობაში აუცილებლად გამოვუშვებთ დაპირებულ ოპერაციულ სისტემას

ვნახოთ, რითი დასრულდება ეს ყველაფერი. თქვენ ვის გულშემატკივრობთ? Google-ს თუ Facebook-ს?

წყარო>>>geo-geek.com

 

ავტორი - tskaro

Bookmark and Share
 

facebookი_ თუ ჩემი მკითხველი ხართს, ან უბრალოდ კომპიუტერის მომხმარებელი აუცილებლად გაგებული გექნებათ მის შესახებ

ეს სოციალური ქსელი აერთიანებს 400 მილიონ ადამიანს, ნათარგმნია 70ზე მეტ ენაზე და არის 180ზე მეტ ქვეყანაში, საქართველოში ნომერ პირველი საიტი, ამერიკაში გუგლმა გაასწრო მაგრამ მეორე ადგილსაც არაუშავს (ისე საქართველოშიც გუგლი რო ყოფილიყო პირველზე უფრო გამისწორდებოდა)

ჩემთვის ინფორმაციის გაცვლის და მეგობრებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა

მაგრამ ეს თითქმის ყველამ ვიცით, მოდით ის გავიგოთ საიდან გაჩნდა ეს საიტი:

საიტი გაიშვა 2004 წელს, მისი მფლობელია 26 წლის მარკ ცუკერბერგმა (ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი) ის ჰარვარდის სტუდენტებისთვის შექმნა (თავის ოთახში იჯდა და გაბრაზებული იყო თავის შეყვარებულზე რომელმაც მიატოვა, ცხელ გულზე მილიარდიანი საიტი შექმნა (ერთერთი ლეგენდაა)) . ცოტა ხნის შემდეგ მთლიანად ბოსტონში გავრცელდა ეს ქსელი, ხოლო 2006 წელს ყველას შეეძლო იქ შესვლა ვისაც ასაკი (13 წლის ზევით) უწყობდა ხელს და ჰქონდა ელექტრონული ფოსტა.

facebookი 2004 წელს

 

facebookი 2006ში

 

facebookი 2007ში

 

facebookი 2010ში http://www.facebook.com/tskaro

და ბოლოს ფაქტები facebookის შესახებ (ბევრი რო არ ვწერო აქ ყველაფერი წერია)

 

ვრცლად>>>tskaro.wordpress.com

PrimeTime_53

ავტორი: სანდრო ასათიანი

 

Bookmark and Share
 

„ის, რაც დღეს შესაძლებელია, წარმოუდგენელი იყო ორი ათეული წლის წინ“, - ამგვარად დაახასიათა ინტერნეტ-ტექნოლოგიები ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ეს მოსაზრება მან 2009 წლის აგვისტოში მოსკოველ სტუდენტებთან შეხვედრაზე გამოთქვა. ამერიკის პრეზიდენტისგან ეს ფრაზა კიდევ უფრო დამაჯერებლად ჟღერს. მართლაც, ერთი შეხედვით მარტივი და ყველასთვის მისაწვდომი ტექნოლოგიები უამრავ შესაძლებლობებს გვაძლევს, მაგრამ შესაძლებლობებთან ერთად საფრთხეებსაც შეიცავს. ამის შესახებ კვლავ ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, ამჯერად, ამერიკელ სკოლის მოწაფეებთან შეხვედრაზე. ერთ-ერთმა თინეიჯერმა კითხვა დაუსვა, რა რჩევას მისცემდა ბარაკ ობამა მათ, ვისაც მომავალში პრეზიდენტობა სურს. რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:

„პირველ ყოვლისა, მინდა, რომ ყველანი, ვინც აქ იმყოფებით, სიფრთხილით მოეკიდოთ იმას, რასაც Facebook-ში „დაპოსტავთ“. რადგანაც YouTube-ის ხანაში, ყველაფერი, რასაც აკეთებ, შეიძლება, მოგვიანებით წინ დაგხვდეთ.“

„როდესაც ახალგაზრდა ხარ, ხშირად უშვებ შეცდომებს. ხანდახან სისულელეებსაც კი სჩადიხარ. მე ბევრი მსმენია იმ ადამიანებზე, რომლებსაც Facebook-ზე რაღაც გამოუქვეყნებიათ, შემდეგ კი, სამსახურის ძებნისას პრობლემები შექმნიათ.“

სტუდენტებთან საუბარში ობამამ რამდენჯერმე ახსენა „შეცდომები“, რომლებიც მან სკოლის ასაკში დაუშვა. თუმცა, უცნობია, რა შეცდომებზე იყო საუბარი. სამაგიეროდ, ცნობილია, რა იგულისხმა ობამამ, როდესაც დამსაქმებლების მიერ ინტერნეტ-ძიება ახსენა. კერძოდ, კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ ამერიკელ დამქირავებელთა 45 % სამსახურის მაძიებელთა ირგვლივ ინფორმაციას ინერნეტში აგროვებს. მაგალითად, სოციალურ ქსელებში.

გამოკითხულთა 35 %-მა განაცხადა, რომ აპლიკანტებისათვის სამსახურში მიღებაზე უარი ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე უთქვამთ. ეს გადაწყვეტილება მომავალი თანამდებობისათვის შეუსაბამო ფოტოებმა, ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დამოკიდებულებამ, ან წინა დამსაქმებელებისაგან და ყოფილი თანამშრომლებისაგან უარყოფითმა კომენტარებმა განაპირობა.

ფრთხილად, ბლოგები!

ინტერნეტი იმდენად სწრაფად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ მსხვილი კომპანიები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ მის ძალას. მაგალითად, იმას, თუ რამხელა ზიანი შეიძლება მოიტანოს თუნდაც მოკლე ჩანაწერმა, რომელიმე ბლოგში. კორპორაცია „DELL“-ის ირგვლივ აგორებული ისტორია ცხადყოფს, რომ საქმე არც ისე მარტივად არის. ეს ამბავი 2005 წელს დაიწყო, როდესაც ერთმა ჟურნალისტმა, სახელად ჯეფ ჯავრისმა, თავის ბლოგში პატარა ჩანაწერი გააკეთა კორპორაცია „დელის“ მომხმარებელთა სერვისის შესახებ. საქმე იმაშია, რომ ჯეფმა იმხანად „დელის“ კომპიუტერი იყიდა. კომპიუტერს პრობლემები აღმოაჩნდა და ჟურნალისტი შეეცადა, მწარმოებელი კომპანიის დახმარებით მოეგვარებინა პრობლემა. მაგრამ მისი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ამის შემდეგ თავის პერსონალურ ბლოგში უმნიშვნელო ჩანაწერი გააკეთა, სადაც თავისი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა „დელის“ მიმართ. მისი ჩანაწერი სხვა ბლოგის მომხმარებლებმაც წაიკითხეს. ზოგი, უბრალოდ, კომენტარს ტოვებდა. ზოგი კი ჯეფის ჩანაწერს ციტირებას უკეთებდა. ასე, ნელ-ნელა დაიწერა უზარმაზარი საგა „დელის“ არაკეთილსინდისიერი მუშაობის შესახებ, რომელშიც ჩამოთვლილი იყო უპასუხოდ დარჩენილი იმეილები, უშედეგო ტელეფონის ზარები, კომპიუტერის გამოუცვლელი დეტალები... თავიდან ამ ყველაფერს „დელი“ ყურადღებას არ აქცევდა. მერე კი თავად გამოიჩინა ინიციატივა. კორპორაციის თანამშრომლები დაუკავშირდნენ ჯეფს და კომპიუტერის გამოცვლა შესთავაზეს. ეს, შეიძლება, პატარა ბლოგის მიერ უზარმაზარი კორპორაციისთვის შექმნილი პრობლემების დასასრული ყოფილიყო, მაგრამ საქმე ამითი არ ამოიწურა. ჯეფის მიერ აგორებული ტალღა კვლავ იკრეფდა ძალას. ახლა უკვე მისი ჩანაწერის ციტირება ბეჭდვით მედიაში ხდებოდა. ინტერნეტში სულ უფრო მეტი ლინკი ჩნდებოდა მის ბლოგზე. ბოლოს ამ ყველაფერმა „დელის“ გაყიდვებზეც იმოქმედა.

ეს ისტორია ბლოგში გაკეთებული ჩანაწერიდან ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 2007 წლის ოქტომბერში ჯეფმა „BusinessWeek“-ში მაიკლ დელთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა (ასეთი დაკავებული პიროვნების ინტერვიუზე დაყოლიება, ალბათ, არც ისე ადვილია და არც „BusinessWeek“- ი უთმობს ყველა მსურველს ცენტრლურ ადგილს). ამ ინტერვიუში მაიკლ დელი იუწყებოდა, რომ ბლოგში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ კომპანიამ 150,000,000 $ დახარჯა მომხმარებელთა სერვისის გასაუმჯობესებლად.

და ბოლოს

უამრავი საინტერესო ფაქტი თუ კურიოზი ზუსტად ბლოგების საშუალებით ხდება ხოლმე ცნობილი. მაგალითად, რუსეთში, სადაც მედია საშუალებები გარკვეულ სირთულეებს განიცდიან, ბევრი რამ სწორედ ბლოგების საშუალებით ხდება ცნობილი. მაგალითად, 18 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი…

იხილეთ ვრცლად>>> prhypermarket.blogspot.com

make-money-with-facebook

ავტორი:ივეტა ამაღლობელი

 

თვეში მომხმარებლების მიერ ინტერნეტში დახარჯული დროის 22 % სოციალურია - აცხადებს მარკეტინგული კვლევის კომპანია Nielsen-ი. სოციალურ ქსელ facebook-ზე 400 ათასამდე მომხმარებელია დარეგისტრირებული საქართველოდან.

კომპანია Nielsen -მა 15 ივნისს გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტში ”ტვიტერინგს”, კომენტირებას, ბლოგინგს, გაზიარებასა და ლინკირებას ინტერნეტში გატარებული დროის 22% მიაქვს.

ვების მომხმარებლები თვიურად ჯამში 110 მილიარდ წუთს ატარებენ სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე.

Nielsen -ის  კვლევის მიხედვით, სოციალური ქსელებისა და ბლოგების მონახულება გასულ წელთან შედარებით  20% –ით გაიზარდა და გლობალური ქსელის მომხმარებელთა სამი მეოთხედი შეადგინა.

გარდა ამისა,  2010 წელს  მომხმარებლები დღეში საშუალოდ 6 საათს ატარებენ სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში, მაშინ, როცა წინა წელს ეს ციფრი სამს შეადგენდა.

Nielsen -ის სტატისტიკის მიხედვით, დღეში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ადამიანი  6 საათს ატარებს facebook-ზე. კვლევის მიხედვით, ეს სოციალური ქსელი ყველაზე პოპულარული იტალიაშია - ინტერნეტის მომხმარებელთა ორი მესამედი სტუმრობს ქსელს ყოველთვიურად…

იხილეთ გაგრძელება>>> netgazeti.ge

Untitled-3

 

Bookmark and Share

 

დაარღვიეთ ტაბუ, ისაუბრეთ სექსზე. გაუზიარეთ მსოფლიოს თქვენი სექსუალური ფანტაზიები, მოისმინეთ მათი აზრი.

შექმენი საკუთარი სასიყვარულო რუკა>>> i just made love.com

Untitleuh

 

komuna-like

images

ავტორი: Tornike Getsadze

Bookmark and Share

შეცდომაა: გამოვყლევდი
სწორია: ფრიად აღფრთოვანებული დავრჩი

შეცდომაა: დაგენძრევათ!
სწორია: თქვენ ამის გამო პრობლემები შეგექმნებათ

შეცდომაა: ბლიად!
სწორია: მე ამჟამად ემოციებით ვარ აღვსილი

შეცდომაა: ჩემი ყლეც ხომ არ გინდა ნიორწყალში?
სწორია: სამწუხაროდ ეს შეუძლებელია, თუმცა ი–მეილზე დაგიკავშირდებით თუკი რამე შეიცვალა

შეცდომაა: ჩაყლევდა
სწორია: ვერ შეძლო შესაბამისად შეესრულებინა დაწყებული საქმე

შეცდომაა: გამოაყლევეს
სწორია: მასზე მიმდინარეობდა წარმატებული იდეოლოგიური ზეწოლა

შეცდომაა: ნუ შეიყავი
სწორია: გთხოვთ ნუ ამახვილებთ მუდმივად ყურადღებას ერთიდაიგივე საკითხზე

შეცდომაა: აბა ხერხემალს ხელი ჩააყოლე
სწორია: იქნებ კიდევ ერთხელ გადაგვეხედა ამ საკითხისათვის?

შეცდომაა: ყლე ვერავის მოჭამო
სწორია: სამწუხაროდ თქვენ ვერ შეძლებთ ჩემთვის რაიმე სახის მუქარის რეალურად განხირციელებას

შეცდომაა: მაგარი მუტლები ავყარეთ
სწორია: უმშვენიერეს მანდილოსნებთან ერთად გავატარეთ თავისუფალი დრო

შეცდომაა: ტრაკში პალო
სწორია: [სახელი]–ს სთხოვეთ ან [სახელი]–ს ბინაა? :დდდ

შეცდომაა: ბოზისშვილი ვიყო
სწორია: გარწმუნებთ, რომ ასეა

კომენტებში გავაგრძელოთ

წყარო>>>>

komuna-like